საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„მდუ­მა­რე გა­ზაფხუ­ლი“ - გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის პრო­ფე­სო­რი, ბი­ოლ­ოგი არ­ნოლდ გე­გეჭ­კო­რი

- დე­და­მი­წის თა­ნა­მედ­რო­ვე ორ­გა­ნულ სამ­ყა­რო­ში გა­ერ­თი­ან­ებ­ული არ­ის 6 სა­მე­ფო: ვი­რუ­სე­ბი, ბაქ­ტე­რი­ები, ერ­თუჯ­რე­დი­ანი ბირ­თვი­ან­ები, მრა­ვა­ლუჯ­რე­დი­ან­ებ­იდ­ან — სო­კო­ები, მცე­ნა­რე­ები და ცხო­ვე­ლე­ბი. სტუ­დენ­ტებს ჩვენ „ვუ­ხა­ტავთ“ ამ 6 სა­მე­ფოს პორ­ტრეტს, რო­გორც იტყვი­ან ხოლ­მე — ვინ ვინ არ­ის. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ცხა­დია, ვიწყებთ ვი­რუ­სე­ბით. ტერ­მი­ნი „ვი­რუ­სი" არ­ის ბერ­ძნუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის. „ვი­რა“ — შხამს ნიშ­ნავს და, შე­სატყვი­სად, მსგავ­სი ტერ­მი­ნი სტუ­დენ­ტებ­ში იწ­ვევს გარ­კვე­ულ ინ­ტრი­გას, რა­ტომ ეწ­ოდ­ება 6 სა­მე­ფო­დან ერთ-ერ­თს შხა­მი (შხა­მი­ანი). ჩვენ სტუ­დენ­ტებს ვუხ­სნით, რომ ვი­რუ­სი, დღე­ვან­დე­ლი გა­გე­ბით, ყო­ფი­ლი ბაქ­ტე­რიაა, რო­მელ­მაც პა­რა­ზი­ტიზ­მის გა­მო, თა­ვის დრო­ზე და­კარ­გა უჯ­რე­დი. ეს არ­ის რა­ღაც „ჯო­ხი­სე­ბუ­რი,“ ფრი­ად თა­ვი­სე­ბუ­რი არ­სე­ბა, რო­მე­ლიც ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მის გა­რე­შე მკვდა­რია, არ გა­აჩ­ნია სი­ცოცხლის­თვის და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი ორი არ­სე­ბი­თი ნი­შა­ნი — ნივ­თი­ერ­ებ­ათა ცვლა და გამ­რავ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ამ­იტ­ომ იმ­ყო­ფე­ბა ეს­ოდ­ენ ღრმა ლა­ტენ­ტურ მდგო­მა­რე­ობ­აში. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ის პატ­რონ ნე­ბის­მი­ერ ორ­გა­ნიზ­მში — ერ­თუჯ­რე­დი­ან­სა თუ მრა­ვა­ლუჯ­რე­დი­ან­ში მოხ­ვდე­ბა (ბაქ­ტე­რი­აში, ერ­თუჯ­რე­დი­ან ბირ­თვი­ან­ში თუ მრა­ვა­ლუჯ­რე­დი­ან­ში, ად­ამი­ან­ის ჩათ­ვლით), მა­შინ ის იწყებს გუ­გუ­ლის პრინ­ცი­პით მოქ­მე­დე­ბას. იც­ით, ალ­ბათ, გუ­გუ­ლი პა­რა­ზი­ტი ფრინ­ვე­ლია, კვერ­ცხს დებს სხვა ფრინ­ვე­ლის ბუ­დე­ში, ასე აჩ­ეკ­ინ­ებს და აზ­რდე­ვი­ნებს თა­ვის მარ­თვეს. ზუს­ტად ასე იქ­ცე­ვა ვი­რუ­სი – შე­იჭ­რე­ბა პატ­რო­ნი ორ­გა­ნიზ­მის უჯ­რედ­ში და მის გე­ნომს სა­კუ­თა­რი გე­ნო­მით აიძ­ულ­ებს, აკ­ეთ­ებ­ინ­ოს მის­თვის სა­სარ­გებ­ლო, ნაკ­ლუ­ლი ცი­ლე­ბი. ამ­ას, ჩვე­ულ­ებ­რივ, სჭირ­დე­ბა სა­მი-ოთხი დღის ინ­კუ­ბა­ცია. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ის მრავ­ლდე­ბა, ტო­ვებს ორ­გა­ნიზ­მს. მი­სი შხა­მი­ან­ობა ორ­გვა­რი სიმ­პტო­მით გა­მო­იხ­ატ­ება. პირ­ვე­ლი, რო­დე­საც ის იჭ­რე­ბა ორ­გა­ნიზ­მში, არ­სე­ბობს მას­ში და სი­ცოცხლის ორ და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელ თვი­სე­ბას იძ­ენს — ნივ­თი­ერ­ებ­ათა ცვლა­სა და გამ­რავ­ლე­ბას. ამ შემ­თხვე­ვა­ში მი­სი ცხო­ველ­მყო­ფე­ლო­ბა უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს ად­ამი­ან­ზე, მაგ­რამ პა­თო­ლო­გია გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ხა­ტუ­ლია მას შემ­დეგ, რაც ვი­რუ­სი, 3–4 დღის შემ­დეგ, ტო­ვებს პატ­რონ ორ­გა­ნიზ­მს და ერ­თდრო­ულ­ად პატ­რონს უტ­ოვ­ებს თა­ვის­თვის სა­ჭი­რო ცი­ლებს. სწო­რედ ეს უცხო ცი­ლე­ბია პატ­რო­ნი ორ­გა­ნიზ­მი­სათ­ვის „შხა­მი.“ საქ­მე ის არ­ის, რომ ევ­ოლ­უცი­ურ­ად ვი­რუ­სის პატ­რონ ნე­ბის­მი­ერ ორ­გა­ნიზ­მს თა­ვი­სი ცი­ლე­ბი გა­აჩ­ნია, ვი­რუს­მა კი შექ­მნა და და­უტ­ოვა პატ­რო­ნის­თვის უცხო ცი­ლე­ბი. სწო­რედ ამ­აში გა­მო­იხ­ატ­ება ის სიმ­პტო­მე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ ვი­ცით გრი­პის ან ნე­ბის­მი­ერი ვი­რუ­სუ­ლი და­ავ­ად­ებ­ის შემ­თხვე­ვა­ში.

ვი­რუ­სუ­ლი და­ავ­ად­ებ­ები კო­რო­ნა­ვი­რუ­სის გარ­და ყო­ველ­თვის გარ­კვე­ულ საზღვრებ­ში ავ­ლენ­და პა­თო­ლო­გი­ებს. ცხა­დია, თუ ად­ამი­ანი ავ­ად­მყო­ფია, მას­ზე პა­თო­ლო­გია გა­ცი­ლე­ბით ნე­გა­ტი­ურ­ად ის­ახ­ება. შე­დე­გად, ზოგ ად­ამი­ანს მე­ტი მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა, ზოგს – ნაკ­ლე­ბი. ამ­ას­თან, გა­აჩ­ნია, თუ რა შტა­მის არ­ის ვი­რუ­სი. ვი­რუსს სა­ხე­ობ­ას ვერ უწ­ოდ­ებ­ენ, გან­სხვა­ვე­ბით სხვა ორ­გა­ნიზ­მის­გან, რად­გან ძა­ლი­ან ად­ვი­ლად იც­ვლის გე­ნომს და თუ ახ­ლა, ამ წუთ­ში, ერ­თია, ხვალ შე­იძ­ლე­ბა სხვა გახ­დეს. ამ­იტ­ომ­აც ვერ აღ­წე­რენ მათ, რო­გორც სა­ხე­ობ­ებს.

რით გან­სხვავ­დე­ბა COVID-19 სხვა ვი­რუ­სე­ბი­სა­გან? ეს ვი­რუ­სი ატ­იპი­ურია იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ორი-სა­მი კვი­რა შე­უძ­ლია იყ­ოს პატ­რონ ორ­გა­ნიზ­მში, ნაც­ვლად სხვა ვი­რუს­თა სა­მი–ოთხი დღი­სა.

რით არ­ის გა­მო­ხა­ტუ­ლი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის შე­სატყვი­სი და­ავ­ად­ება-პა­თო­ლო­გია? მას ახ­ასი­ათ­ებს რა ორი–სა­მი კვი­რის ინ­კუ­ბა­ცია, საწყის სა­ფე­ხურ­ზე ის ნაკ­ლებ რე­აქ­ცი­ას იწ­ვევს პატ­რონ ორ­გა­ნიზ­მში, ე.ი. ფა­რუ­ლია, ლა­ტენ­ტუ­რია. ეს ვი­რუ­სი სა­ხის ორ­გა­ნო­ებ­იდ­ან ლორ­წო­ვა­ნი გარ­სით იჭ­რე­ბა ად­ამი­ან­ის რეს­პი­რა­ტულ ორ­გა­ნო­ებ­ში (იჭ­რე­ბა ძი­რი­თა­დად პი­რის ღრუს, ცხვი­რის ნეს­ტო­ებ­ის და, გან­სა­კუთ­რე­ბით, თვა­ლის არე­ებ­იდ­ან). რო­დე­საც ფილ­ტვებ­ში მოხ­ვდე­ბა, იქ­აც ატ­იპი­ურ­ობ­ას ამ­ჟღავ­ნებს, რად­გან, სხვა ვი­რუ­სე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მთლი­ან­ად ფილ­ტვე­ბის ნე­ბის­მი­ერ უბ­ანს აზი­ან­ებს და მხო­ლოდ ამ­ის შემ­დეგ ტო­ვებს ორ­გა­ნიზ­მს. შე­დე­გად, ად­ამი­ანს სუნ­თქვა ეკ­ვრე­ბა, რად­გან ჟან­გბადს ვე­ღარ იღ­ებს, ამ­იტ­ომ იხ­რჩო­ბა და პრო­ცე­სიც ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გით მთავ­რდე­ბა. ეს არ­ის ამ ვი­რუ­სის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა, რა­საც დღეს პან­დე­მი­ის ხა­სი­ათი მი­ეცა.

ბევ­რი ლა­პა­რა­კია ამ ვი­რუ­სის წარ­მო­შო­ბა­ზე – სა­იდ­ან წარ­მო­იშ­ვა ას­ეთი ატ­იპი­ური, არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი ფორ­მა ვი­რუ­სი­სა? ეს დად­გე­ნი­ლია, მი­აგ­ნეს წყა­როს. ამ ვი­რუ­სის სა­ხელ­წო­დე­ბა, რო­გორც ით­ქვა, არ­ის COVID-19, ად­რე ცნო­ბი­ლი იყო ამ­ავე ვი­რუ­სის სხვა ფორ­მა — COVID-17. ეს არ­ის გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ფორ­მა, რო­მე­ლიც ახ­ლა პა­თო­ლო­გი­ის თვალ­თა­ხედ­ვით მხო­ლოდ ად­ამი­ან­ზეა სპე­ცი­ალ­იზ­ებ­ული. გვახ­სოვს, ად­რე იყო ქათ­მის გრი­პი, ღო­რის გრი­პი და სხვა ვი­რუ­სუ­ლი და­ავ­ად­ებ­ები. უნ­და ით­ქვას, რომ ყვე­ლა­ფე­რი ეს ტრო­პი­კუ­ლი აზი­იდ­ან მო­დის.

ჩვენ ვი­ცით სხვა პა­თო­ლო­გი­ებ­ის გა­მომ­წვე­ვი პა­რა­ზი­ტე­ბიც, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ალ­იზ­ებ­ულ­ები არი­ან მხო­ლოდ ად­ამი­ან­ის ორ­გა­ნიზ­მში, მა­გა­ლი­თად, ღო­რის სო­ლი­ტე­რი, რო­მე­ლიც წვრილ ნაწ­ლავ­ში პა­რა­ზი­ტობს და ად­ამი­ანს უქ­მნის პრობ­ლე­მას (თვით­და­ინ­ვა­ზი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აზი­ან­ებს თა­ვის ტვინ­საც); ას­კა­რი­და, რო­მე­ლიც ას­ევე ად­ამი­ან­ის წვრილ ნაწ­ლავ­ში ბი­ნად­რობს, მაგ­რამ მი­სი ლარ­ვა ად­ამი­ან­ის ხორ­ხის­კენ გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას (ჟან­გბა­დის მი­სა­ღე­ბად) მე­ქა­ნი­კუ­რად აზი­ან­ებს ად­ამი­ან­ის მთელ რიგ ში­ნა­გან ორ­გა­ნოს. არ­ის მთე­ლი რი­გი ორ­გა­ნიზ­მი, რომ­ლე­ბიც ცხო­ვე­ლურ ორ­გა­ნიზ­მებ­სა და ად­ამი­ან­შიც გვხვდე­ბა. ას­ეთ შემ­თხვე­ვა­ში, პირ­ვე­ლი პატ­რო­ნი ორ­გა­ნიზ­მი, მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი­მე გა­რე­ული ან ში­ნა­გა­ნი ჩლო­ქო­სა­ნი ცხო­ვე­ლი იმ­თა­ვით­ვე იმ­უნ­ირ­ებ­ულია პა­რა­ზი­ტის მი­მართ, გან­სხვა­ვე­ბით ად­ამი­ან­ის­აგ­ან. მსგავს შემ­თხვე­ვას ვხვდე­ბით კო­რო­ნა­ვი­რუ­სის შემ­თხვე­ვა­ში­აც. რო­გორც ით­ქვა, მი­სი ძი­რი­თა­დი, პირ­ვე­ლა­დი პატ­რო­ნი ორ­გა­ნიზ­მი ღა­მუ­რაა. ეს უკ­ან­ას­კნე­ლიც ვი­რუს­თან იმ­უნ­ირ­ებ­ულია. რო­დე­საც ად­ამი­ანი ბაზ­რო­ბა­ზე ნა­ყიდ ას­ეთ ცხო­ვე­ლებს ყი­დუ­ლობს, ორ­მა­გი რის­კია: პირ­ვე­ლი, ნა­ყი­დი პრო­დუქ­ტი იმ­თა­ვით­ვე შე­იც­ავს მავ­ნე პა­რა­ზი­ტებს, მი­თუ­მე­ტეს, ბაზ­რო­ბა­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი ნედ­ლი პრო­დუქ­ტი სხვა­დას­ხვა მწე­რე­ბი­თა და სხვა უხ­ერ­ხემ­ლო ორ­გა­ნიზ­მე­ბით და­მა­ტე­ბით ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან. მსგავს შემ­თხვე­ვას შე­იძ­ლე­ბა ჰქო­ნო­და ად­გი­ლი ჩი­ნე­თის შე­სატყვი­სი პრო­ვინ­ცი­ის ბაზ­რო­ბა­ზე. მაგ­რამ, გა­ვი­მე­ორ­ებ, რომ კო­რო­ნა­ვი­რუ­სის ატ­იპი­ურ­ობა ბა­დებს ეჭ­ვს, რომ მი­სი გე­ნო­მი, ეს­ოდ­ენ რე­ზის­ტენ­ტუ­ლი, ხე­ლოვ­ნუ­რად არ­ის სინ­თე­ზი­რე­ბუ­ლი და ამ­დე­ნად, ფრი­ად აგ­რე­სი­ული. დად­გე­ნი­ლია, რომ COVID-17 ღა­მუ­რე­ბის ვი­რუ­სია. ღა­მუ­რე­ბის მრა­ვალ­სა­ხე­ობა არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, ტრო­პი­კუ­ლი ღა­მუ­რე­ბი სხვა სა­ხე­ობ­ებს მი­ეკ­უთ­ვნე­ბი­ან და მოზ­რდი­ლი სხე­ულ­იც გა­აჩ­ნი­ათ (40-70 სმ.-ს აღ­წევს). სწო­რედ ას­ეთ ღა­მუ­რებს, სხვა გა­რე­ულ ცხო­ვე­ლებ­თან ერ­თად, იყ­ენ­ებ­ენ საკ­ვე­ბად.

ჩი­ნე­თის ზო­გი­ერთ პრო­ვინ­ცი­აში, გა­სუ­ლი სა­უკ­უნ­ის 50-იან წლებ­ში, იყო შიმ­ში­ლი­ან­ობ­ის წლე­ბი, რო­დე­საც, სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, 30 მი­ლი­ონ­ამ­დე ად­ამი­ანი ამ­ოწყდა. ამ პე­რი­ოდ­ში ად­ამი­ან­ები იძ­ულ­ებ­ული იყ­ვნენ, ნე­ბის­მი­ერი გა­რე­ული ცხო­ვე­ლით ეკ­ვე­ბათ — ეს იქ­ნე­ბო­და ტრო­პი­კე­ბის მახ­რჩო­ბე­ლა გვე­ლე­ბი, ღა­მუ­რე­ბი თუ სხვა. ასე გა­მო­იკ­ვე­ბეს და გა­და­ირ­ჩი­ნეს თა­ვი. შემ­დეგ წვრილ­მა ბიზ­ნეს­მა და­იწყო იმ გა­რე­ული ცხო­ვე­ლე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად მო­შე­ნე­ბა, რო­მელ­საც შიმ­ში­ლო­ბის წლებ­ში საკ­ვე­ბად იყ­ენ­ებ­დნენ და გა­იტ­ან­ეს ბა­ზარ­ზე. ვი­რუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი ორ­გა­ნიზ­მი გინ­და ხე­ლოვ­ნუ­რად გამ­რავ­ლე­ბუ­ლი შე­გი­ტა­ნია ბა­ზარ­ზე და გინ­და ბუ­ნებ­რი­ვად მო­ნა­დი­რე­ბუ­ლი, ის ინ­ფექ­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლია და, ხში­რად, თერ­მუ­ლა­დაც რომ და­ამ­უშ­ავო, ვი­რუ­სის შემ­თხვე­ვა­ში, ვერ გა­ან­ად­გუ­რებ (ძა­ლი­ან რე­ზის­ტენ­ტუ­ლია). ამ­იტ­ომ ის, ვინც მი­ირ­თმევს, ინ­ფი­ცირ­დე­ბა.

COVID-17 ად­ამი­ან­ზე ლო­კა­ლუ­რად მოქ­მე­დებ­და, ფილ­ტვე­ბის მთლი­ან მო­ცუ­ლო­ბას არ აზი­ან­ებ­და და, შე­სა­ბა­მი­სად, ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გით არ მთავ­რდე­ბო­და. COVID-19, რო­გორც ით­ქვა, სულ სხვა შემ­თხვე­ვაა, შე­სა­ბა­მი­სად სწო­რედ ამ­იტ­ომ გაჩ­ნდა ეჭ­ვი, რომ მი­სი ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი გე­ნო­მი უნ­და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ბი­ოლ­ოგი­ური ომ­ის­ათ­ვის. მსგავ­სი ვი­რუ­სი შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­თავ­სონ ყუმ­ბა­რის მსგავს იარ­აღ­ში. ბირ­თვუ­ლი იარ­აღ­ისა არ იყ­ოს, მსგავ­სი ბი­ოლ­ოგი­ური იარ­აღი კა­ცობ­რი­ობ­ის­თვის დი­დი საფ­რთხის შემ­ცვე­ლია...

...ასეა თუ ისე, კო­რო­ნა­ვი­რუ­სის­გან გა­მოწ­ვე­ულ­მა ად­ამი­ან­თა და­ავ­ად­ებ­ამ პან­დე­მი­ის ხა­სი­ათი მი­იღო. რამ­დე­ნა­დაც პა­რა­დოქ­სუ­ლად არ უნ­და ჟღერ­დეს, 21-ე სა­უკ­უნ­ეში უხ­ილ­ავი მტე­რი კა­ცობ­რი­ობ­ას უდ­იდ­ეს პრობ­ლე­მას უქ­მნის. უკ­ვე ფიქ­სირ­დე­ბა პირ­ვე­ლა­დი, მე­ორე­ული, მე­სა­მე­ული, მე­ოთხე­ული გა­და­ცე­მე­ბი, რაც იმ­ას ნიშ­ნავს, რომ ად­ამი­ან­ები ერ­თმა­ნეთს აინ­ფი­ცი­რე­ბენ და ყვე­ლა­ფე­რი ეს ის­ეთი სწრა­ფი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ ეს და­ავ­ად­ება ემ­სგავ­სე­ბა შუა სა­უკ­უნე­ებ­ის ბაქ­ტე­რი­ებ­ის მი­ერ გა­მოწ­ვე­ულ შავ ჭირ­სა და ტიფს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამ დროს ქა­ლა­ქე­ბი და ქვეყ­ნე­ბი თით­ქმის იც­ლე­ბო­და მო­სახ­ლე­ობ­ის­გან. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ მა­შინ მო­ლე­კუ­ლუ­რი ბი­ოლ­ოგია და გე­ნე­ტი­კა არ იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. ამ­ჟა­მად უკ­ვე არ­სე­ბობს ტექ­ნო­ლო­გი­ური ნო­ვა­ცი­ები თვით ამ აგ­რე­სი­ული ვი­რუ­სის და­სა­მარ­ცხებ­ლად.

აქ­ვე უნ­და ით­ქვას, რომ მეც­ნი­ერ­ებ­ის მხრი­დან და­უშ­ვე­ბე­ლია ჭარ­ბი ოპ­ტი­მიზ­მი. შა­ვი ჭი­რი­სა და ქო­ლე­რას დროს არ იც­ოდ­ნენ ბაქ­ტე­რი­ის გა­დამ­ტა­ნი კვე­ბი­თი ჯაჭ­ვი. მა­გა­ლი­თად, ბაქ­ტე­რი­ის მა­ტა­რე­ბე­ლია მას­ზე იმ­უნ­ირ­ებ­ული მღრღნე­ლი — ვირ­თხა, გა­დამ­ტა­ნია ტრან­სმი­სი­ული ორ­გა­ნიზ­მი — რწყი­ლი. რწყი­ლი კბენს ვირ­თხას, ამ­ოწ­ოვს სის­ხლს და მე­ქა­ნი­კუ­რად გა­და­აქ­ვს (ამ პრო­ცესს ჰქვია ტრან­სმი­სია) მის­გან შა­ვი ჭი­რის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი ბაქ­ტე­რია. შემ­დეგ, თუ რწყი­ლი — ჰე­მა­ტო­ფა­გი კბენს ად­ამი­ანს, მას­ში გა­და­აქ­ვს მავ­ნე ბაქ­ტე­რია. სწო­რედ ეს მე­ქა­ნიზ­მი — კვე­ბი­თი ჯაჭ­ვი — არ იც­ოდ­ნენ თუნ­დაც 100 წლის წი­ნათ. ამ­დე­ნად, ად­ამი­ან­ის არა­იმ­უნ­ირ­ებ­ული ორ­გა­ნიზ­მი ხდე­ბო­და მსხვერ­პლი, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში „ჟა­მი­ან­ობ­ას“ უწ­ოდ­ებ­დნენ (გა­იხ­სე­ნეთ ხევ­სუ­რე­თის ე.წ. „ან­ატ­ორ­ის“ მა­გა­ლი­თი; იქ ნა­პოვ­ნი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით შე­სუ­ლი, და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მო­მაკ­ვდა­ვი ად­ამი­ან­ებ­ის ჩონ­ჩხი). ად­რე ად­გი­ლი ჰქონ­და ლოც­ვა-კურ­თხე­ვას, ტან­საც­მლის დაწ­ვას, ცეცხლის კვამ­ლზე ტან­საც­მლის გა­ტა­რე­ბას და სხვა მრა­ვალს ხერ­ხს.

უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ვკითხუ­ლობ სი­ცოცხლის ოთხი მი­ლი­არ­დი წლის ის­ტო­რი­ას. ად­ამი­ანი ჯერ არ არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ ნა­მარ­ხი ჩონ­ჩხე­ბის მი­ხედ­ვით დად­გე­ნი­ლია, რომ ვი­რუ­სულ თუ ბაქ­ტე­რი­ულ ორ­გა­ნიზ­მებს შო­რე­ულ გე­ოლ­ოგი­ურ წარ­სულ­ში ცხო­ველ­თა არა­ერ­თი სა­ხე­ობა უმ­სხვერ­პლია. სამ­წუ­ხა­როდ, ამ­ჟა­მად სწო­რედ ამ კონ­ტექ­სტში კო­რო­ნა­ვი­რუს­საც ჩავ­რთავ ჩემს სა­ლექ­ციო კურ­სში, რად­გან შე­დე­გებ­მა პრე­ის­ტო­რი­ულ მას­შტა­ბებს მი­აღ­წია. ას­აკ­ოვ­ანი გახ­ლა­ვართ, ომი­ან­ობ­ის პე­რი­ოდი ბუნ­დოვ­ნად მახ­სოვს. მა­შინ ყუმ­ბა­რე­ბი ჩვენ­თან არ ჩა­მო­უყ­რი­ათ, მაგ­რამ დი­დი გა­ჭირ­ვე­ბა იყო. მრავ­ლდე­ბოდ­ნენ სხვა­დას­ხვა სის­ხლის­მწო­ვე­ლი (ჰე­მა­ტო­ფა­გი) მწე­რე­ბი: ბაღ­ლინ­ჯო, რწყი­ლი და ტი­ლიც, რად­გან ომი­ან­ობ­ის­ას ჰი­გი­ენ­ას ძნე­ლად იც­ავ­ენ. ბე­ბი­აჩ­ემი სა­პონს თა­ვი­სი ხე­ლით აკ­ეთ­ებ­და, მაგ­რამ ლე­ტა­ლუ­რო­ბის მსგავ­სი მას­შტა­ბი არ ყო­ფი­ლა. ჩვენ არ მოვ­სწრე­ბი­ვართ შავ ჭირს და ჟა­მი­ან­ობ­ის სხვა გა­მოვ­ლი­ნე­ბებს. ამ­იტ­ომაა სწო­რედ პა­რა­დოქ­სი, რომ მეც­ნი­ერ­ებ­ის თა­ნა­მედ­რო­ვე გან­ვი­თა­რე­ბის პი­რო­ბებ­ში ვი­რუ­სუ­ლი ორ­გა­ნიზ­მი და­ემ­უქ­რა კა­ცობ­რი­ობ­ის ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნას.

არ­სე­ბი­თი არ­ის ის, რომ ქვეყ­ნებ­მა, რო­მელ­თაც დი­დი სა­მეც­ნი­ერო ტექ­ნო­ლო­გია გა­აჩ­ნი­ათ, გა­მოყ­ვეს კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხე­ბი, რა­თა რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად შე­იქ­მნას სა­თა­ნა­დო ვაქ­ცი­ნე­ბი. ჩე­მი ღრმა რწმე­ნით, ახ­ლო მო­მა­ვალ­ში, ეს პრობ­ლე­მა და­დე­ბი­თად უნ­და გა­დაწყდეს. მთა­ვა­რია, რომ მეც­ნი­ერ­ება ახ­ლოს არ­ის სა­თა­ნა­დო გე­ნო­მის გა­შიფ­ვრას­თან (არ­ის მო­საზ­რე­ბა, რომ მსგავ­სი გე­ნო­მი გა­შიფ­რუ­ლია).

...

...სა­ჭი­როდ ვთვლი თე­მი­დან ერთ ას­ეთ გა­დახ­ვე­ვას: ამ­ერ­იკ­ელ­მა ბი­ოლ­ოგ­მა და მწე­რალ­მა რე­იჩ­ელ კარ­სონ­მა 1963 წელს გა­მოს­ცა წიგ­ნი სა­თა­ურ­ით — „მდუ­მა­რე გა­ზაფხუ­ლი“. ამ წიგ­ნში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ 1948 წელს სინ­თე­ზირ­და ქი­მი­ური ნივ­თი­ერ­ება აბ­რე­ვი­ატ­ურ­ით — „დდტ“. მის შემ­ქმნელს, შვე­იც­არი­ელ პა­ულ მი­ულ­ერს ნო­ბე­ლის პრე­მია მი­ან­იჭ­ეს (ჩემ­მა თა­ობ­ამ ძა­ლი­ან კარ­გად იც­ის ეს პრე­პა­რა­ტი). „დდტ“ ან­ად­გუ­რებ­და მავ­ნე მწე­რებს, თუმ­ცა სა­სარ­გებ­ლო მწე­რე­ბიც იღ­უპ­ებ­ოდა. მო­სავ­ლი­ან­ობა 20-25%-ით გა­იზ­არ­და. მი­უხ­ედ­ავ­ად ამ­ისა, რე­იჩ­ელ კარ­სონ­მა გან­გა­ში ატ­ეხა, რად­გან მეც­ნი­ერ­ებ­მა ვერ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს არ­სე­ბი­თი რამ: რო­გორც ით­ქვა, ბუ­ნე­ბა­ში სა­სარ­გებ­ლო ორ­გა­ნიზ­მებ­საც ან­ად­გუ­რებ­და. გარ­და ამ­ისა, ეს პრე­პა­რა­ტი იმ­დე­ნად მდგრა­დი აღ­მოჩ­ნდა, რომ ნი­ად­აგ­ში არ იშ­ლე­ბო­და, შე­სა­ბა­მი­სად, მცე­ნა­რე ნი­ად­აგ­იდ­ან ფეს­ვე­ბით იწ­ოვ­და ამ ნივ­თი­ერ­ებ­ას, ჭურ­ჭლო­ვა­ნი სის­ტე­მით თავს იყ­რი­და ნა­ყოფ­ში, რო­მელ­საც ად­ამი­ანი მი­ირ­თმევ­და და ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ერ­ება მას­ში თან­და­თა­ნო­ბით გროვ­დე­ბო­და. ას­ეთი გზით, კო­რო­ნა­ვი­რუ­სის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ერ­ება ად­ამი­ანს მა­შინ­ვე არ ან­ად­გუ­რებ­და, არ­ამ­ედ თან­და­თა­ნო­ბით უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებ­და მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.

აღ­მოჩ­ნდა, რომ „დდტ“ არც ხერ­ხემ­ლი­ან ნა­დირ-ფრინ­ველს ინ­დობ­და, მა­გა­ლი­თად, ფრინ­ვე­ლებს, რომ­ლე­ბიც სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლებ­ში სა­თა­ნა­დო მცე­ნა­რე­ებ­ით იკ­ვე­ბე­ბოდ­ნენ. „დდტ“ მათ ორ­გა­ნიზ­მში ხვდე­ბო­და. ეს გა­მო­იხ­ატ­ებ­ოდა მათ მი­ერ და­დე­ბუ­ლი კვერ­ცხე­ბის თხელ­ნა­ჭუ­ჭი­ან­ობ­აში. თხე­ლი ნა­ჭუ­ჭი ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფ­და მო­მა­ვა­ლი ორ­გა­ნიზ­მის — წი­წი­ლას ან მარ­თვეს გა­მო­ჩე­კას (შთა­მო­მავ­ლო­ბა არ­ას­რულ­ყო­ფი­ლი იჩ­ეკ­ებ­ოდა ან სა­ერ­თოდ არ იჩ­ეკ­ებ­ოდა). აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „დდტ“ — მდგრა­დი ქი­მი­ური ნივ­თი­ერ­ება — მდი­ნა­რე­ებს ნი­ად­აგ­იდ­ან გაჰ­ქონ­დათ ზღვებ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, მსოფ­ლიო ოკე­ან­ეში. სინ­თე­ზი­რე­ბი­დან ათი წლის შემ­დეგ, „დდტ“ ან­ტარ­ქტი­კა­ში აღ­მო­აჩ­ნდათ, ერ­თი მხრივ, პინ­გვი­ნებს, მე­ორე მხრივ, ჩრდი­ლო­ეთ ნა­ხე­ვარ­სფე­როს პო­ლა­რულ წრე­ში ჩრდი­ლო­ეთ­ის ირ­მებს. პრაქ­ტი­კუ­ლად, ამ ნივ­თი­ერ­ებ­ამ და­ან­აგ­ვი­ანა მთე­ლი პლა­ნე­ტა. სწო­რედ ამ­აზე და­წე­რა რე­იჩ­ელ კარ­სონ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი წიგ­ნი. ეს ნაშ­რო­მი ყუმ­ბა­რა­სა­ვით გას­კდა. საქ­მე ის არ­ის, რომ „დდტ-ზე“ მო­მუ­შა­ვე კონ­ცერ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ლი­ონ­ობ­ით და მი­ლი­არ­დო­ბით ფულს აკ­ეთ­ებ­დნენ, ცხა­დია, და­უპ­ირ­ის­პირ­დნენ ქალ­ბა­ტონს და მოკ­ვლა­საც უპ­ირ­ებ­დნენ. რე­იჩ­ელ კარ­სო­ნის წიგ­ნი პრე­ზი­დენტ კე­ნე­დის ყუ­რამ­დეც მი­ვი­და. მან გულ­დას­მით წა­იკ­ითხა წიგ­ნი, და­ავ­ალა სე­ნა­ტო­რებ­სა და კონ­გრეს­მე­ნებს — შექ­მნი­ლი­ყო ჯგუ­ფი, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი. ბრძა­ნე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და და ქალ­ბა­ტო­ნი მეც­ნი­ერი სრუ­ლი­ად მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნდა. რე­იჩ­ელ კარ­სო­ნი მო­ეს­წრო თა­ვის გა­მარ­თლე­ბას და სა­თა­ნა­დო აღი­არ­ებ­ას­აც. სწო­რედ ამ­იტ­ომ, მი­სი სა­ხე­ლი 60-იან წლებ­ში მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­იგო. კარ­სონ­მა გა­იმ­არ­ჯვა უდ­იდ­ესი კონ­ცერ­ნე­ბის ბო­სებ­ზე, რომ­ლებ­მაც, ბო­ლოს და ბო­ლოს, კე­ნე­დიც კი იმ­სხვერ­პლეს. დღეს რომ მქონ­დეს დრო, გა­მოვ­ცემ­დი ნაშ­რომს, რო­მელ­საც და­ვარ­ქმევ­დი — „მდუ­მა­რე გა­ზაფხუ­ლი მე­ორე,“ თუმ­ცა, რო­გორც ხე­დავთ, ეს მე­ორე, დღე­ვან­დე­ლი „მდუ­მა­რე გა­ზაფხუ­ლი“ გა­ცი­ლე­ბით აგ­რე­სი­ულია, ვიდ­რე ის პირ­ვე­ლი...

ღრმად მჯე­რა, რომ გა­მა­ლე­ბულ შეიარაღებაზე გა­და­სუ­ლი ზე­სა­ხელ­მწი­ფო­ები გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბით შექ­მნილ პო­ტენ­ცი­ურ უმ­წვა­ვეს პრობ­ლე­მებს და შეიარაღებისგან გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თან­ხე­ბი ად­ამი­ან­თა კე­თილ­დღე­ობ­ას მოხ­მარ­დე­ბა.

თარიღი: 14/04/2020