საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„კლასიკური ენების სწავლება XXI საუკუნეში - Vitae Discimus“ – მნიშვნელობა, აქტუალობა და სიახლეები

სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია — „კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის სწავ­ლე­ბა XXI სა­უკ­უნ­ეში — Vitae Discimus“, რო­მელ­საც თსუ კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის, ბი­ზან­ტი­ნის­ტი­კი­სა და ნე­ოგ­რე­ცის­ტი­კის ინ­სტი­ტუტ­მა 24-28 თე­ბერ­ვალს უმ­ას­პინ­ძლა, მი­ეძ­ღვნა კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის სწავ­ლე­ბის აქ­ტუ­ალ­ურ სა­კითხებს 21-ე სა­უკ­უნ­ეში. კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა­ზე გა­იმ­არ­თა და რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღო 40-მდე მომ­ხსე­ნე­ბელ­მა მსოფ­ლი­ოს 10 ქვეყ­ნი­დან და ოთხი კონ­ტი­ნენ­ტი­დან (სა­ქარ­თვე­ლო, გერ­მა­ნია, ინ­გლი­სი, იტ­ალია, ბელ­გია, ნი­დერ­ლან­დე­ბი, უკ­რა­ინა, აშშ, კო­ლუმ­ბია, იაპ­ონია), გა­მო­ემა­ურა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­რიღს — სა­ბერ­ძნე­თის და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის 200 წლის იუბ­ილ­ეს. თსუ კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის, ბი­ზან­ტი­ნის­ტი­კი­სა და ნე­ოგ­რე­ცის­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტი ამ თა­რიღს საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რად აღ­ნიშ­ნავს და მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე ბევრ სხვა ღო­ნის­ძი­ებ­ას შეს­თა­ვა­ზებს რო­გორც სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო, ისე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­ას. კონ­ფე­რენ­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და მის ფარ­გლებ­ში გა­აქ­ტუ­ალ­ურ­ებ­ული თე­მის უკ­ეთ გა­აზ­რე­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის პრო­ფე­სო­რი, კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის, ბი­ზან­ტი­ნის­ტი­კი­სა და ნე­ოგ­რე­ცის­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ირ­ინე დარ­ჩია.

 

სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც ევ­რო-ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ მი­მა­ვა­ლი ქყვე­ყა­ნა და რო­გორც ევ­რო­საბ­ჭოს წევ­რი, ენ­ობ­რი­ვად და კულ­ტუ­რუ­ლად მრა­ვალ­ფე­რო­ვან სივ­რცე­ში შე­ვი­და. ალ­ბათ, და­მე­თან­ხმე­ბით, რომ უცხო­ური ენ­ებ­ის ცოდ­ნის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ სივ­რცე­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბა და სა­კუ­თა­რი პი­როვ­ნუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი რე­ალ­იზ­ება. ამ­იტ­ომ უცხო­ური ენ­ის სწავ­ლე­ბა დღეს სკო­ლებ­სა თუ უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის სტრა­ტე­გი­ულ პრი­ორ­იტ­ეტს უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, ამ მხრივ, ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­ული სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ენ­ებ­ის სწავ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს ამ­კვიდ­რებს. კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის სწავ­ლე­ბის რა აქ­ტუ­ალ­ურ სა­კითხებს ეხ­ებ­ოდა თსუ-ში გა­მარ­თუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია? სა­ინ­ტე­რე­სოა, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის წი­ნა­შე არ­სე­ბულ რა გა­მოწ­ვე­ვებ­ზე აკ­ეთ­ებთ აქ­ცენ­ტებს?

 

აბ­სო­ლუ­ტუ­რად გე­თან­ხმე­ბით, რომ უცხო­ური ენ­ებ­ის ცოდ­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც თი­თოეული მო­ქა­ლა­ქის პი­როვ­ნუ­ლი და პრო­ფე­სი­ული წინ­სვლის­თვის, ისე ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ური, სა­ვაჭ­რო, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ერო სივ­რცე­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის. სხვა­თა შო­რის, რო­დე­საც ჩვე­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ძლი­ერ მხა­რე­ებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ხში­რად ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ებს მო­ვიხ­სე­ნი­ებთ, ან ძლი­ერ ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ურ სკო­ლებს, თუმ­ცა, ხში­რად გვა­ვიწყდე­ბა რამ­ხე­ლა სა­გან­ძურს ვფლობთ ძა­ლი­ან ბევ­რი უცხო­ური ენ­ის სწავ­ლე­ბი­თა თუ კვლე­ვით. მსოფ­ლი­ოში ძა­ლი­ან ცო­ტა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი მე­გუ­ლე­ბა, სა­დაც უცხო­ური ენ­ებ­ის ას­ეთი ფარ­თო სპექ­ტრი ის­წავ­ლე­ბა. ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­სა და თსუ ენ­ებ­ის შემ­სწავ­ლელ ცენ­ტრში ვას­წავ­ლით არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლურ, და­სავ­ლეთ ევ­რო­პულ და სლა­ვურ ენ­ებს, არ­ამ­ედ სკან­დი­ნა­ვი­ურ ენ­ებ­საც. რა თქმა უნ­და, სა­გან­გე­ბოდ უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს აღ­მო­სავ­ლუ­რი, კავ­კა­სი­ური და კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის სწავ­ლე­ბის ხან­გრძლი­ვი და ძა­ლი­ან მდი­და­რი ტრა­დი­ცია, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით გრძელ­დე­ბა. ასე რომ, ვი­სურ­ვებ­დი, უფ­რო მე­ტად ვი­ამ­აყ­ოთ იმ ენ­ებ­ის ჩა­მო­ნათ­ვა­ლით, რომ­ლე­ბიც თსუ-ს ბა­ზა­ზე ის­წავ­ლე­ბა. ის­იც უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ ჩვენ­თან ხდე­ბა ენ­ებ­ის არა მხო­ლოდ პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბა, არ­ამ­ედ მა­თი ფუნ­და­მენ­ტუ­რად და­უფ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ფი­ლო­ლო­გი­ური ას­პექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

 

რაც შე­ეხ­ება კონ­ფე­რენ­ცი­ას, რო­მელ­საც უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა და, კერ­ძოდ, კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის, ბი­ზან­ტი­ნის­ტი­კი­სა და ნე­ოგ­რე­ცის­ტი­კის ინ­სტი­ტუტ­მა 24-28 თე­ბერ­ვალს უმ­ას­პინ­ძლა, ის მი­ეძ­ღვნა კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის სწავ­ლე­ბის აქ­ტუ­ალ­ურ სა­კითხებს 21-ე სა­უკ­უნ­ეში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კლა­სი­კუ­რი ენ­ები მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ იმ­იტ­ომ, რომ მათ ვე­უფ­ლე­ბით, არ­ამ­ედ იმ­იტ­ომ­აც, რომ მა­თი სა­შუ­ალ­ებ­ით უკ­ეთ, უფ­რო სიღ­რმი­სე­ულ­ად ვი­აზ­რებთ და ვსწავ­ლობთ სხვა­დას­ხვა და­სავ­ლეთ ევ­რო­პუ­ლი ენ­ის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი გერ­მა­ნი­კუ­ლი და რო­მა­ნუ­ლი ენ­ებ­ის, ახ­ალი ბერ­ძნუ­ლი ენ­ის გრა­მა­ტი­კულ, სტრუქ­ტუ­რულ და ლექ­სი­კურ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს, რომ არ­აფ­ერი ვთქვათ კლა­სი­კურ ენ­ებ­ზე, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის სა­ფუძ­ველ­ზე. კონ­ფე­რენ­ცი­ის თე­მა­ტი­კა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო და შე­ეხ­ებ­ოდა ის­ეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხებს, რო­გო­რი­ცაა კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის სწავ­ლე­ბა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­სა და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში; ას­ევე, გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კითხე­ბი ეხ­ებ­ოდა კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს, შე­ფა­სე­ბის, სწავ­ლე­ბი­სა და სწავ­ლის მე­თო­დებს, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გა­მო­ყე­ნე­ბას, პან­დე­მი­ის ზე­მოქ­მე­დე­ბას და სხვ. სა­გან­გე­ბო მოხ­სე­ნე­ბე­ბი და­ეთ­მო კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის იმ სტან­დარ­ტებს, რომ­ლებ­საც ევ­რო­პა­სა და აშშ-ში იყ­ენ­ებ­ენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კონ­ფე­რენ­ცია იქ­ცა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ფო­რუ­მად, რო­მელ­ზეც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და არა მხო­ლოდ ჩვენ­თვის, არ­ამ­ედ მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბი­სა და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის­თვის აქ­ტუ­ალ­ური სა­კითხე­ბი. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2020 წე­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის რე­აკ­რე­დი­ტა­ცი­ის წე­ლია. კონ­ფე­რენ­ცი­ის ერთ-ერ­თი მი­ზა­ნი სა­უკ­ეთ­ესო სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­არ­ებ­აც გახ­ლდათ, რაც ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბის სას­წავ­ლო კურ­სე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში.

 

კონ­ფე­რენ­ცია საკ­მა­ოდ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი იყო და ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რას მსოფ­ლი­ოს ოთხი კონ­ტი­ნენ­ტი­დან 30-ზე მე­ტი მომ­ხსე­ნე­ბე­ლი ეს­წრე­ბო­და. რო­გორ ფიქ­რობთ, ას­ეთი მას­შტა­ბუ­რო­ბა კონ­ფე­რენ­ცი­ის თე­მამ („კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის სწავ­ლე­ბა XXI სა­უკ­უნ­ეში — — Vitae Discimus“) და აქ­ტუ­ალ­ობ­ამ გა­ნა­პი­რო­ბა?

 

კონ­ფე­რენ­ცია მარ­თლაც მას­შტა­ბუ­რი აღ­მოჩ­ნდა. მას­ში 40-მდე მომ­ხსე­ნე­ბელ­მა მი­იღო მო­ნა­წი­ლე­ობა მსოფ­ლი­ოს 10 ქვეყ­ნი­დან და ოთხი კონ­ტი­ნენ­ტი­დან (სა­ქარ­თვე­ლო, გერ­მა­ნია, ინ­გლი­სი, იტ­ალია, ბელ­გია, ნი­დერ­ლან­დე­ბი, უკ­რა­ინა, აშშ, კო­ლუმ­ბია, იაპ­ონია). კონ­ფე­რენ­ცი­ის ძი­რი­თა­დი მომ­ხსე­ნებ­ლე­ბი იყ­ვნენ: ქრის­ტი­ან ლე­სი და მე­რი პენ­დერ­გრაფ­ტი, ევ­როკ­ლა­სი­კა­სა (Euroclassica) და ამ­ერ­იკ­ის კლა­სი­კუ­რი ლი­გის (American Classical League) პრე­ზი­დენ­ტე­ბი, ანუ ევ­რო­პა­სა და აშშ-ში შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფი­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ფე­სი­ული გა­ერ­თი­ან­ებ­ებ­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი; კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ის ერთ-ერ­თი ავ­ტო­რი ჯონ ტე­ილ­ორი და კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ისა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის სა­გან­გე­ბოდ შექ­მნი­ლი „პა­იდეია ინ­სტი­ტუ­ტის“ პრე­ზი­დენ­ტი ჯონ პე­დი­კო­ნე. კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ნამ­დვი­ლად გა­ნა­პი­რო­ბა თე­მა­ტი­კის აქ­ტუ­ალ­ობ­ამ. კლა­სი­კუ­რი ენ­ები აშშ-ისა და ევ­რო­პის წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის არა მხო­ლოდ სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო, არ­ამ­ედ სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის ნა­წი­ლი­ცაა. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში კლა­სი­კუ­რი ენ­ები უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბის ოფ­იცი­ალ­ური წი­ნა­პი­რო­ბა თუ არ არ­ის, მათ ცოდ­ნას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენ­იჭ­ება სტუ­დენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში. კლა­სი­კუ­რი ენ­ები აუც­ილ­ებ­ელი სა­მუ­შაო ინ­სტრუ­მენ­ტია ან­ტი­კუ­რი სამ­ყა­როს შემ­სწავ­ლე­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დარ­გე­ბის­თვის (ფი­ლო­ლო­გია, ის­ტო­რია, არ­ქე­ოლ­ოგია, ფი­ლო­სო­ფია, თე­ოლ­ოგია და სხვ.) და ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თლის, მე­დი­ცი­ნი­სა და სხვა პროგ­რა­მე­ბის­თვი­საც. რაც ყვე­ლა­ზე უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის სწავ­ლის პრო­ცე­სი ავ­ით­არ­ებს დის­ციპ­ლი­ნას, შრო­მის კულ­ტუ­რას, სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლად აზ­როვ­ნე­ბის უნ­არს. ინ­დო­ევ­რო­პუ­ლი ენ­ებ­ის სწავ­ლე­ბის­თვის კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე უკ­ვე მო­გახ­სე­ნეთ და თავს აღ­არ შე­გაწყენთ. მხო­ლოდ იმ­ას ვიტყვი, რომ კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის ცოდ­ნა იმ­ავ­დრო­ულ­ად გვა­ნი­ჭებს ან­ტი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის ორ­იგ­ინ­ალ­ში წა­კითხვის უპ­ირ­ატ­ეს­ობ­ას.

 

ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ რაც უცხო ენ­ის სწავ­ლე­ბა­ში ორი სა­უკ­უნ­ის წინ აქ­ტუ­ალ­ური იყო, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია და დღე­ვან­დელ მოთხოვ­ნებს აღ­არ შე­ეს­აბ­ამ­ება. უცხო ენ­ის სწავ­ლე­ბა აღ­არ შე­მო­იფ­არ­გლე­ბა ენ­ის მხო­ლოდ კოგ­ნი­ტი­ური და სტრუქ­ტუ­რუ­ლი და­უფ­ლე­ბით. დღეს აქ­ტუ­ალ­ური გახ­და ენ­ის შეს­წავ­ლა ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, ის კულ­ტუ­რის შეს­წავ­ლას­თან ერ­თად უნ­და ხდე­ბო­დეს, რა­თა შემ­სწავ­ლე­ლი ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­აცი­აში მზად იყ­ოს ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­ათ­ვის. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თუ გა­კეთ­და აქ­ცენ­ტე­ბი მომ­ხსე­ნე­ბელ­თა მხრი­დან?

 

ჩვენ­თან კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის სწავ­ლე­ბას სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ეყ­არა 1920 წელს, რო­დე­საც სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბილ­მა ელ­ინ­ის­ტმა, ბი­ზან­ტი­ნის­ტმა და პა­პი­რო­ლოგ­მა გრი­გოლ წე­რე­თელ­მა დააარსა კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის კა­თედ­რა. ამ­დე­ნად, კლა­სი­კუ­რი ენ­ები თსუ-ს სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო კუ­რი­კუ­ლუ­მის ნა­წი­ლია მი­სი და­არ­სე­ბის დღი­დან, რა­საც და­ფა­სე­ბა, მოფ­რთხი­ლე­ბა და შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. რო­გორც ჩვე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ტის და­მა­არ­სე­ბე­ლი და ელ­ინ­ის­ტი­კის ცოცხა­ლი ლე­გენ­და, ბა­ტო­ნი რის­მაგ გორ­დე­ზი­ანი ხში­რად ამ­ბობს, ჭეშ­მა­რი­ტად ღი­რე­ბუ­ლი შე­დე­გი მხო­ლოდ ტრა­დი­ცი­ისა და ნო­ვა­ტო­რო­ბის შერ­წყმით მი­იღ­ება. ამ­დე­ნად, ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ერ­თი მხრივ, უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი ას­წლო­ვა­ნი ტრა­დი­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ხო­ლო, მე­ორე მხრივ, მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა უახ­ლე­სი პე­და­გო­გი­ური და ტექ­ნო­ლო­გი­ური მიღ­წე­ვე­ბით. კონ­ფე­რენ­ცი­ის შე­დე­გად დავ­რწმუნ­დით, რომ კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის სწავ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით კვლავ აქ­ტუ­ალ­ურია ტრა­დი­ცი­ული მე­თო­დი, რო­მე­ლიც გრა­მა­ტი­კის ფუნ­და­მენ­ტურ სწავ­ლე­ბა­სა და ტექ­სტე­ბის თარ­გმნას გუ­ლის­ხმობს (და რა­საც დღემ­დე აქ­ტი­ურ­ად ვი­ყე­ნებთ ჩვენც), ხო­ლო მის პა­რა­ლე­ლუ­რად სულ უფ­რო და უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის სწავ­ლე­ბის კო­მუ­ნი­კა­ცი­ური, ე.წ. ბუ­ნებ­რი­ვი მე­თო­დი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც სტუ­დენ­ტე­ბი ეუფ­ლე­ბი­ან კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის არა მხო­ლოდ გრა­მა­ტი­კა­სა და ლექ­სი­კას, არ­ამ­ედ ივ­ით­არ­ებ­ენ ზე­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნ­არ­საც, რა­საც მო­მა­ვა­ლი წლი­დან ჩვენც სა­გან­გე­ბო ყუ­რადღე­ბას და­ვუთ­მობთ. სხვა­თა შო­რის, ჩვენს კო­ლე­გებს — მა­ნა­ნა ფხა­კა­ძე­სა და ეკა კო­ბა­ხი­ძეს შექ­მნი­ლი აქ­ვთ სა­ლა­პა­რა­კო ლა­თი­ნუ­რის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო და ამ­ავე სა­ხელ­წო­დე­ბის სას­წავ­ლო კურ­სი შე­ტა­ნი­ლიც არ­ის ჩვენს სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ში, თუმ­ცა მის მი­მართ მა­გის­ტრან­ტე­ბის ინ­ტე­რე­სი დღემ­დე ნაკ­ლე­ბი იყო. ვფიქ­რობთ, უფ­რო გა­მარ­თლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის სწავ­ლე­ბის ე.წ. კო­მუ­ნი­კა­ცი­ური მე­თო­დის ინ­ტეგ­რი­რე­ბა ბა­კა­ლავ­რი­ატ­ის კუ­რი­კუ­ლუმ­ში თავ­და­პირ­ვე­ლად ერ­თგვა­რი ექ­სპე­რი­მენ­ტის სა­ხით და შე­დე­გებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა. აქ­ვე სა­გან­გე­ბოდ მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ტრა­დი­ცი­ული, გრა­მა­ტი­კულ-მთარ­გმნე­ლო­ბი­თი მიდ­გო­მა დღემ­დე შე­უც­ვლე­ლია და მას­ზე უარს ვე­რა­ვინ იტყვის. უბ­რა­ლოდ, მის პა­რა­ლე­ლუ­რად იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სხვა მე­თო­დე­ბიც. ამ პრო­ცეს­ში უფ­როს თა­ობ­ას­თან ერ­თად გვინ­და ჩავ­რთოთ ჩვე­ნი ახ­ალ­გაზ­რდა კო­ლე­გე­ბი, პა­რი­ზის დიდ­როს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რი ლი­კა გორ­დე­ზი­ანი და ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრი და­ჩი ფა­ჩუ­ლია, რო­მე­ლიც მე­ორე მა­გის­ტრა­ტუ­რას თსუ-ში ამ­თავ­რებს ბი­ზან­ტი­ური ფი­ლო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ლა­თი­ნურს უკ­ვე ას­წავ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სკო­ლა­ში. ვფიქ­რობ, მა­თი და­სავ­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და ახ­ალ­გაზ­რდუ­ლი ენ­ერ­გია ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ახ­ალი მიდ­გო­მე­ბის და­ნერ­გვა­ში და კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ში. მათ­თვის ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო იყო კონ­ფე­რენ­ცი­აზე მოს­მე­ნი­ლი მოხ­სე­ნე­ბე­ბიც და ის კონ­ტაქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან და­ვამ­ყა­რეთ კონ­ფე­რენ­ცი­ის ონ­ლა­ინ ფორ­მა­ტის მი­უხ­ედ­ავ­ად. კონ­ფე­რენ­ცი­ამ აგ­რეთ­ვე დაგ­ვა­ნა­ხა, რამ­დე­ნად მწი­რია კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი, ინ­ტერ­ნეტ რე­სურ­სე­ბი (სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ის ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ვერ­სია საკ­მა­რი­სად ნამ­დვი­ლად ვერ ჩა­ით­ვლე­ბა). სულ ახ­ლა­ხან ძა­ლი­ან გაგ­ვა­ხა­რა ფი­ლო­სო­ფი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტმა მა­რი­ამ შენ­გე­ლი­ამ, რო­მე­ლიც ფი­ლო­სო­ფი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად ეუფ­ლე­ბა კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის დის­ციპ­ლი­ნებ­საც და რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ინ­იცი­ატ­ივ­ით შექ­მნა არ­ხი ლა­თი­ნუ­რი ენ­ის შეს­წავ­ლის მსურ­ველ­თათ­ვის. მა­რი­ამ­ის ინ­იცი­ატ­ივა მარ­თლა ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო და სა­ამ­აყოა, თუმ­ცა ამ სა­კითხს უფ­რო სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა და, რაც მთა­ვა­რია, და­ფი­ნან­სე­ბა სჭირ­დე­ბა, რი­სი პერ­სპექ­ტი­ვაც, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ-ჯე­რო­ბით არ ჩანს. ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი გეგ­მა­ვენ თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას წა­რუდ­გი­ნონ სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტი კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი პორ­ტა­ლის შე­საქ­მნე­ლად, თუმ­ცა რთუ­ლია პროგ­ნო­ზი­რე­ბა — და­ფი­ნან­სდე­ბა თუ არა მა­თი პრო­ექ­ტი.

 

შე­უწყო თუ არა კონ­ფე­რენ­ცი­ამ ხე­ლი ბერ­ძნულ-რო­მა­ული ფი­ლო­ლო­გი­ის ქარ­თუ­ლი სკო­ლის ცნო­ბა­დო­ბის ზრდას, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა უნ­ივ­ერ­სი­ტეტს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბას, კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის სწავ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გაც­ნო­ბა­სა და გა­ზი­არ­ებ­ას?

 

რო­გორც უკ­ვე მო­გახ­სე­ნეთ, კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის ქარ­თუ­ლი სკო­ლა ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სია უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში და ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ოდა რო­გორც მა­ღა­ლი აკ­ად­ემი­ური და სა­მეც­ნი­ერო სტან­დარ­ტით, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქ­ტე­ბით, რა­საც გან­სა­კუთ­რე­ბით შე­უწყო ხე­ლი ბა­ტო­ნი რის­მაგ გორ­დე­ზი­ან­ის ინ­იცი­ატ­ივ­ით, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ისა და სა­ბერ­ძნე­თის მთავ­რო­ბის ხელ­შეწყო­ბით და­არ­სე­ბულ­მა კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის, ბი­ზან­ტი­ნის­ტი­კი­სა და ნე­ოგ­რე­ცის­ტი­კის ინ­სტი­ტუტ­მა (თუმ­ცა ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­ური იყო კონ­ტაქ­ტე­ბი გერ­მა­ნი­ისა და ევ­რო­პის სხვა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­თან). არ­სე­ბო­ბის 24 წლის მან­ძილ­ზე ინ­სტი­ტუტ­მა უკ­ვე 10 მას­შტა­ბურ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ას და 4 სა­ერ­თა­შო­რი­სო სე­ზო­ნურ სკო­ლას უმ­ას­პინ­ძლა, რაც ნამ­დვი­ლად შთამ­ბეჭ­და­ვი რიცხვია. მი­უხ­ედ­ავ­ად ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­იზ­აცი­ის ძა­ლი­ან აქ­ტი­ური პო­ლი­ტი­კი­სა, რა­საც ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ტი ეწ­ევა (სა­ერ­თა­შო­რი­სო ღო­ნის­ძი­ებ­ები, უცხო­ელი კო­ლე­გე­ბის აკ­ად­ემი­ური მივ­ლი­ნე­ბე­ბი ჩვენ­თან და ჩვე­ნი აკ­ად­ემი­ური და სა­მეც­ნი­ერო ვი­ზი­ტე­ბი უცხო­ეთ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბი და პუბ­ლი­კა­ცი­ები, ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ტის ჟურ­ნა­ლის „ფა­ზი­სის“ ჩარ­თვა ERIH PLUS-ის ბა­ზა­ში და სხვ.), ეს კონ­ფე­რენ­ცია მა­ინც გა­მორ­ჩე­ულ­ად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით ჩვე­ნი ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდის თვალ­საზ­რი­სით. ვი­ნა­იდ­ან კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ტარ­და ვირ­ტუ­ალ­ურ­ად, თით­ქმის ყვე­ლა მოხ­სე­ნე­ბის ტრან­სლა­ცია ხდე­ბო­და ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ტის ფე­ის­ბუკ-გვერ­დის სა­შუ­ალ­ებ­ით. კონ­ფე­რენ­ცი­ის ძა­ლი­ან წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით გახ­სნას დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით 1000-ზე მე­ტი ნახ­ვა აქ­ვს, ხო­ლო სხვა­დას­ხვა სექ­ცი­ას — 300-დან 600-მდე. ანუ მთელ მსოფ­ლი­ოში ას­ობ­ით ათ­ას­ზე მე­ტი ად­ამი­ანი გა­ეც­ნო კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის სწავ­ლე­ბის პრობ­ლე­მებ­სა და უახ­ლეს ტენ­დენ­ცი­ებს სწო­რედ ჩვენს მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის წყა­ლო­ბით, რი­თიც ძა­ლი­ან ვა­მა­ყობთ. უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში კონ­ფე­რენ­ცი­ის მოხ­სე­ნე­ბე­ბის ვი­დეო ჩა­ნა­წე­რი გან­თავ­სდე­ბა youtube-ზეც და დარ­ჩე­ბა ვირ­ტუ­ალ­ურ სივ­რცე­ში რო­გორც ჩვე­ნი, თსუ-ის ეგ­იდ­ით შექ­მნი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აკ­ად­ემი­ური და სა­მეც­ნი­ერო რე­სურ­სი. რო­გორც უკ­ვე აღ­ვნიშ­ნე, მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან ვგეგ­მავთ კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში კო­მუ­ნი­კა­ცი­ური, ბუ­ნებ­რი­ვი მე­თო­დის ინ­ტეგ­რი­რე­ბას. თუ ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან და კლა­სი­კურ ენ­ებ­ზე ამ­ეტყვე­ლე­ბას შეძ­ლე­ბენ, ეს მათ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სპექ­ტი­ვებს გა­უხ­სნის, რად­გან გვაქ­ვს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ფე­სი­ულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა მა­თი ეგ­იდ­ით და, რა თქმა უნ­და, ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის სა­ზაფხუ­ლო სკო­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში (ბუ­ნებ­რი­ვია, პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ). ამ სა­ზაფხუ­ლო სკო­ლე­ბის პი­რო­ბი­თი სა­თა­ურ­ებია: „ილ­აპ­არ­აკე ძველ­ბერ­ძნუ­ლად და ლა­თი­ნუ­რად კოლ­ხეთ­ში“. რა თქმა უნ­და, ამ სკო­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას მხო­ლოდ უცხო­ელ­ებ­ის­თვი­საც შევ­ძლებთ, მაგ­რამ ძა­ლი­ან გვინ­და, რომ ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ანი აღ­მოჩ­ნდნენ და თა­ვი­ანთ თა­ნა­ტო­ლებს კლა­სი­კურ ენ­ებ­ზე ესა­უბ­რონ. ჩვე­ნი მხრი­დან კი ამ­ის წი­ნა­პი­რო­ბებს აუც­ილ­ებ­ლად შევ­ქმნით.

 

კონ­ფე­რენ­ცია კი­დევ ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სი­ახ­ლეს ჩა­უყ­რის სა­ფუძ­ველს — ეს იქ­ნე­ბა კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის სტან­დარ­ტე­ბის შე­მო­ღე­ბა სა­უკ­ეთ­ესო სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­არ­ებ­ის შე­დე­გად. აღ­ნიშ­ნუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­დე­ბა კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის სხვა­დას­ხვა სი­ლა­ბუ­სის გა­ნახ­ლე­ბა (რაც ის­ედ­აც გვი­წევს აკ­რე­დი­ტა­ცი­ის­ათ­ვის მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში) და მსურ­ველ­თათ­ვის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით. ანუ, კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის სა­ფა­კულ­ტე­ტო ორ­სე­მეს­ტრი­ანი ან სპე­ცი­ალ­ობ­ის სამ­სე­მეს­ტრი­ანი კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მსურ­ვე­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ სპე­ცი­ალ­ური სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბას და შე­სა­ბა­მის დო­ნე­ზე ენ­ის ცოდ­ნის სერ­ტი­ფი­კა­ტის მი­ღე­ბას. სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას ვგეგ­მავთ კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბის დიდ ევ­რო­პულ გა­ერ­თი­ან­ება „ევ­როკ­ლა­სი­კას­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით. იმ­ედია, ყვე­ლა კონ­ცეპ­ტუ­ალ­ურ, მე­თო­დო­ლო­გი­ურ და სა­მარ­თლებ­რივ სა­კითხს მო­ვაგ­ვა­რებთ ისე, რომ წლის ბო­ლომ­დე ამ სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა შევ­ძლოთ. რა თქმა უნ­და, ეს არ იქ­ნე­ბა სა­ყო­ველ­თაო სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­არ­ებ­ის დო­კუ­მენ­ტი, თუმ­ცა ეს იქ­ნე­ბა კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის ცოდ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი (რო­გორც ქარ­თუ­ლი, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლო­გი­თი), ერ­თგვა­რი სიმ­ბო­ლო და და­მა­ტე­ბით მო­ტი­ვა­ცია ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის.

 

სა­გან­გე­ბოდ უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ კონ­ფე­რენ­ცი­ამ ხე­ლი შე­უწყო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბას არა მხო­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო, არ­ამ­ედ ერ­ოვ­ნულ დო­ნე­ზეც. დღე­ის­ათ­ვის კლა­სი­კუ­რი ენ­ები სა­ქარ­თვე­ლოს ბევრ უმ­აღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ის­წავ­ლე­ბა, თუმ­ცა პირ­ვე­ლად მოგ­ვე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა — არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე სხვა­დას­ხვა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, მათ შო­რის, რე­გი­ონ­ული ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად გვემ­სჯე­ლა და ერ­თობ­ლი­ვი აქ­ტი­ვო­ბე­ბიც დაგ­ვე­გეგ­მა. და­ბო­ლოს, მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვე­ნი კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის წევ­რებს, თსუ ენ­ებ­ის შემ­სწავ­ლე­ლი ცენ­ტრის მას­წავ­ლე­ბელს, ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტორ თა­მარ ჭე­იშ­ვილს და ჩვენს დოქ­ტო­რან­ტებს მა­რი­ამ კა­ლა­ძეს, ეკ­ატ­ერ­ინე კვირ­კვე­ლი­ას და ანა ცა­ნა­ვას, რომ­ლე­ბიც ონ­ლა­ინ კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კითხებ­ში გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. აქ­ვე სა­გან­გე­ბოდ მინ­და აღ­ვნიშ­ნო მა­რი­ამ კა­ლა­ძის „თავ­გან­წირ­ვა“, რო­მელ­მაც ახ­ლა­ხან იმ­შო­ბი­არა და დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბა კონ­ფე­რენ­ცი­ის მზა­დე­ბა­ში გა­ატ­არა. ვფიქ­რობ, კონ­ფე­რენ­ცი­ამ მა­რი­ამ­იც და ამ მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ებ­ის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე კი­დევ ერ­თხელ და­არ­წმუ­ნა, რომ კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის­თვის შრო­მა და „თავ­გან­წირ­ვა“ ნამ­დვი­ლად ღირს, რად­გან სწო­რედ მა­თი სა­შუ­ალ­ებ­ით სიღ­რმი­სე­ულ­ად ვე­ზი­არ­ებ­ით ან­ტი­კურ სამ­ყა­როს, ანუ ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის საწყი­სებს, რაც ჩვე­ნი ერ­ოვ­ნუ­ლი იდ­ენ­ტო­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი­ცაა.

 

მო­ამ­ზა­და თა­მარ და­დი­ან­მა

 

თარიღი: 09/03/2021