საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„თეთ­რი“ და „შა­ვი“ კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პი­რო­ბებ­ში

თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რებ­მა, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის უკ­ვე კარ­გად ნაც­ნობ­მა და საყ­ვა­რელ­მა ექ­იმ­ებ­მა — თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ და პა­ატა იმ­ნა­ძემ თა­ვი­ან­თი მოქ­მე­დე­ბე­ბით, პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის ამ ეტ­აპ­ზე, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იმ­იჯს ბევ­რი შე­მა­ტეს. გა­მოჩ­ნდა სხვა და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ცი­ებ­იც, რაც გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ „კო­ვიდ-19“-მა და სახ­ლში გა­მო­კეტ­ვამ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში კარ­გიც მო­იტ­ანა. პო­ზი­ტი­ურ­ად ფიქ­რი და აზ­როვ­ნე­ბა ახ­ლა გა­მო­სა­ვა­ლია ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის, რა­თა უარ­ყო­ფით­მა ემ­ოცი­ებ­მა არ გვძლი­ოს და ში­ში­სა და პა­ნი­კის მო­რევ­ში არ გა­და­ვეშ­ვათ. დღე­ვან­დელ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში სწო­რედ რომ და­დე­ბით მხა­რე­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, რაც ერ­თგვა­რი გამ­ხნე­ვე­ბაა და თა­ნად­გო­მა, რომ მხო­ლოდ ცუდ­ზე არ ვი­ფიქ­როთ. მაშ ასე, გა­ვა­ან­ალ­იზ­ოთ ცხოვ­რე­ბის ახ­ალი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი და ახ­ალი რუ­ტი­ნა, რაც გვაძ­ლი­ერ­ებს.

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი დი­მიტ­რი კორ­ძაია

- ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სი ის­ეთი გა­მოწ­ვე­ვა აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო შეც­ვა­ლა. ჩვენს დრო­ში, ასე მსოფ­ლიო რა­მეს შე­ეც­ვა­ლოს, აქ­ამ­დე, მსგავ­სი პრე­ცე­დენ­ტი არ გვქო­ნია. ეკ­ონ­ომ­იკა გა­ჩერ­და, სწავ­ლის სის­ტე­მა შე­იც­ვა­ლა, ად­ამი­ან­თა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­და­ეწყო. მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­შია „თეთ­რი“ და „შა­ვი“. რა­ღაც და­დე­ბი­თიც ხომ არ აღ­მო­აჩ­ნდა არ­სე­ბულ მო­ცე­მუ­ლო­ბას ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წე­სი­სა და მენ­ტა­ლო­ბის­თვის? ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს­თვის? ჩვე­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის­თვის?

ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დად­გა დრო, რო­ცა უნ­და გა­და­ვა­ფა­სოთ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა და მის­გან დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სი. ამ ბო­ლო დროს გა­თი­თო­კა­ცე­ბულ, მო­კინ­კლა­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­ას, ერ­სა და ბერს ერ­თად მო­უწია დად­გო­მა. ეს ცუ­დი არ არ­ის, თა­ნაც ამ ერ­თო­ბის სა­ჭი­რო­ებ­აც და გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაც მკვეთ­რად იზ­რდე­ბა. ოჯ­ახ­ის წევ­რებს „მო­უხ­დათ“ ერ­თმა­ნეთ­თან უფ­რო მე­ტი და ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა. მახ­სოვს, ბა­ბუ­აჩ­ემ­ის, ტი­ტე კორ­ძაიას შე­გო­ნე­ბა, რო­მე­ლიც, მოგ­ვი­ან­ებ­ით, ზუს­ტად გა­იმე­ორა ჩემ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, შე­სა­ნიშ­ნავ­მა მეც­ნი­ერ­მა და სა­მა­გა­ლი­თო მო­ქა­ლა­ქემ, პრო­ფე­სორ­მა შალ­ვა თო­იძ­ემ — ოჯ­ახ­ის­თვის აუც­ილ­ებ­ელია ერ­თად სა­დი­ლო­ბა ან ვახ­შმო­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, ნელ-ნე­ლა იკ­არ­გე­ბა ერ­თი იმ რა­ღაც­თა­გა­ნი, რა­საც ეფ­უძ­ნე­ბა ოჯ­ახ­ური ცხოვ­რე­ბაო. ამ­ბო­ბენ, ჩი­ნეთ­ში ორ­თვი­ანი იძ­ულ­ებ­ითი კა­რან­ტი­ნის შემ­დეგ გან­ქორ­წი­ნე­ბის რიცხვმა იმ­ატა, რად­გან ად­ამი­ან­ებ­მა გა­მუდ­მე­ბით ერ­თად ყოფ­ნი­სას ერ­თმა­ნე­თის ბევ­რი ცუ­დი თვი­სე­ბა „აღ­მო­აჩ­ინ­ესო“. მე ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი და მგო­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს არ გვე­ლის; პი­რი­ქით, ვი­რუ­სი ოჯ­ახ­ებ­ის ერ­თი იდე­ის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ან­ებ­ას, ერ­თმა­ნე­თის მი­მართ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გაძ­ლი­ერ­ებ­ას შე­უწყობს ხელს; მი­ნი­მუმ, ამ თვი­სე­ბე­ბის, ოჯ­ახ­ური სიყ­ვა­რუ­ლის და ერ­თო­ბის გა­მოც­დას მოგ­ვიწყობს, თა­ნაც ისე, ყვე­ლა გა­მო­საც­დელს მო­უნ­დეს და ეამ­აყ­ებ­ოდ­ეს ამ გა­მოც­დის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბა.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბამ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­საც შე­მა­ტა რა­ღაც და­დე­ბი­თი. ბევ­რმა გა­და­ხე­და თა­ვი­სი ცოდ­ნის ბან­კს (პრო­ფე­სუ­რა­ზე მაქ­ვს ლა­პა­რა­კი), რად­გან სა­ჭი­რო გახ­და სა­ლექ­ციო ტექ­სტე­ბის ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ვერ­სი­ებ­ის და­დე­ბა და გა­ზი­არ­ება. ამ­ან გა­ნა­პი­რო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ობ­ის გაძ­ლი­ერ­ებ­ის, გა­და­სა­ცე­მი მა­სა­ლის დახ­ვე­წის და გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის აუც­ილ­ებ­ლო­ბა, რაც, ვთვლი, რომ კარ­გია. მე­ორე მხრივ, მოხ­და სტუ­დენ­ტე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა — ის­ინი იძ­ულ­ებ­ულ­ნი გახ­დნენ, სწავ­ლის­თვის სა­ჭი­რო ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ის სა­შუ­ალ­ებ­ებ­ის ინ­ტენ­სი­ური გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად ეზ­რუ­ნათ, ახ­ალი უნ­არ­ები გა­მო­ემ­უშ­ავ­ებ­ინ­ათ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ რგო­ლებ­საც დას­ჭირ­დათ ახ­ალ გა­რე­მოს­თან ად­აპ­ტა­ცი­ის უმ­ოკ­ლე­სი და ეფ­ექ­ტუ­რი გზე­ბის მო­ძი­ება. ეს ყო­ვე­ლი­ვე მო­მა­ვალ­ში ხელს შე­უწყობს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და, სა­ერ­თოდ, სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბის გაძ­ლი­ერ­ებ­ას­აც და გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­საც.

პრო­ფე­სუ­რის ნა­წილს გა­მო­უჩ­ნდა დრო მე­ტი სა­მეც­ნი­ერო მუ­შა­ობ­ის­თვის (და­ვა­ზუს­ტებ, ე.წ. სა­ბიბ­ლი­ოთ­ეკო სა­მეც­ნი­ერო მუ­შა­ობ­ის­თვის, რად­გან ცხა­დია, სა­ვე­ლე და ლა­ბო­რა­ტო­რი­ული სა­მუ­შაოები შეწყვე­ტი­ლია). დარ­გში ახ­ალი ნაშ­რო­მე­ბის გა­საც­ნო­ბად ან ახ­ალი ნაშ­რო­მის შე­საქ­მნე­ლად თით­ქოს­და მე­ტი დრო გაჩ­ნდა, თუნ­დაც მი­მოს­ვლის დრო­ის ეკ­ონ­ომი­ის ხარ­ჯზე.

ამ­დე­ნად, ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში სახ­ლში დარ­ჩე­ნის კამ­პა­ნი­ამ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის­თვის გარ­კვე­ული და­დე­ბი­თი მო­მენ­ტე­ბი შექ­მნა, თუმ­ცა, ცხა­დია, ეს „და­დე­ბი­თო­ბა“ დრო­ში ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლია. სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო (და სა­ერ­თოდ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ერო) ცხოვ­რე­ბის რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე გა­ნახ­ლე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ამ­ოც­ანაა — პლა­ნე­ტა­რუ­ლი ამ­ოც­ანა.

ის ფაქ­ტი, რომ დღეს მთე­ლი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ობა სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ებ­ას იმ­ედ­ის თვა­ლით შეს­ცქე­რის, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის თსუ მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ზრდის მოთხოვ­ნებს სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მი­მართ. ჩემ­თვის ფრი­ად სა­ამ­აყოა, რომ კო­რო­ნა­ვი­რუს­თან ბრძო­ლის ავ­ან­გარ­დში ას­ეთი შე­მარ­თე­ბით და პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მით მდგა­რი ექ­იმ­ები — თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე და პა­ატა იმ­ნა­ძე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ლე­ბი არი­ან, ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი. ის­ინი ინ­ფექ­ცი­ურ სნე­ულ­ებ­ათა და კლი­ნი­კუ­რი იმ­უნ­ოლ­ოგი­ის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვი­სა და ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ის კა­თედ­რებს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ. ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი ინ­ფექ­ცი­ონ­ის­ტი — მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძეც ჩვენ­თან მოწ­ვე­ული ლექ­ტო­რის სტა­ტუ­სით კითხუ­ლობს ლექ­ცი­ებს. ამ­რი­გად, იმ ად­ამი­ან­თა შო­რის, რო­მელ­თა გარ­შე­მოც და­ირ­აზ­მა მთე­ლი ერი, წამ­ყვა­ნი პო­ზი­ცი­ები უკ­ავი­ათ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ლებს, ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ამ ად­ამი­ან­თა წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე­ობა ზრდის სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ებ­ის მი­მართ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ობ­ის პა­ტი­ვის­ცე­მას, ზრდის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის პრეს­ტიჟს და მი­სად­მი ნდო­ბას.

ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭოს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბით, ფა­კულ­ტე­ტის 2020 წლის ბი­უჯ­ეტ­იდ­ან კო­რო­ნა­ვი­რუს­თან ბრძო­ლის ფონ­დში გა­და­ირ­იცხა 25 000 ლა­რი. ფა­კულ­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­აში შე­მო­დის პრო­ფე­სო­რე­ბის წე­რი­ლე­ბი, რო­მელ­თაც სურთ კუთ­ვნი­ლი ხელ­ფა­სე­ბის გა­და­რიცხვა აღ­ნიშ­ნულ ფონ­დში. ეს პრო­ფე­სორ გი­ორ­გი გალ­და­ვას ინ­იცი­ატ­ივა გახ­ლდათ, რო­მელ­საც ბევ­რმა მის­მა კო­ლე­გამ და­უჭ­ირა მხა­რი.

ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, რო­გორც ყო­ველ­თვის, საქ­ვეყ­ნო გა­მოწ­ვე­ვას შე­მარ­თე­ბით ხვდე­ბა, მათ შო­რის, მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტიც, რო­მე­ლიც ყვე­ლა თა­ვი­სი რე­სურ­სით საქ­ვეყ­ნო საქ­მის მკე­თე­ბელ­თა რი­გებ­შია ჩამ­დგა­რი.

 ესა­უბ­რა ნი­ნო კა­კუ­ლია

თარიღი: 17/04/2020