საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიაქრონიკა 1918-1921“

თა­მარ და­დი­ანი

 

„თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­დი­აქ­რო­ნი­კა 1918-1921“ — თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბის ქრო­ნი­კაა, რო­მე­ლიც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის ეგ­იდ­ით გან­ხორ­ცი­ელ­და. გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც თსუ-ის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ამ მო­ამ­ზა­და, ნათ­ლად ას­ახ­ავს იმ­დრო­ინ­დე­ლი მე­დი­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მი­მართ, თუ რა­ოდ­ენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სა­ზო­გა­დო­ებ­ის­ათ­ვის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა წვრილ­მა­ნი ამ­ბა­ვი.

 

მოვ­ლე­ნე­ბი და ფაქ­ტე­ბი გა­მო­ცე­მა­ში ქრო­ნო­ლო­გი­ური თან­მიმ­დევ­რო­ბით, ყო­ველ­გვა­რი შე­ფა­სე­ბის, ან­ალ­იზ­ისა და დას­კვნის გა­რე­შეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მა­სა­ლა მო­ძი­ებ­ულია უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის ფონ­დებ­ში და­ცუ­ლი 1918-1921 წლე­ბის პე­რი­ოდ­ული პრე­სი­დან. გა­მო­ცე­მა­ზე მუ­შა­ობ­დნენ: სა­ლო­მე ჭან­ტუ­რი­ძე, ირ­აკ­ლი ირ­ემ­აძე, გი­ორ­გი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ნი­ნო წე­რე­თე­ლი, გი­ორ­გი ვახ­ტან­გაშ­ვი­ლი და გი­გი გი­ოშ­ვი­ლი.

 

პრო­ექ­ტის იდე­ასა და მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა გა­მო­ცე­მის ერთ-ერ­თი შემ­დგე­ნე­ლი, თსუ-ის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის დე­მოკ­რა­ტი­ული რეს­პუბ­ლი­კის შემ­სწავ­ლე­ლი ცენ­ტრი-ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის გამ­გე გი­ორ­გი ­ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი:

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­ვე კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლად იქ­ცა და ნა­ცი­ონ­ალ­ურ მემ­კვიდ­რე­ობ­ას წარ­მო­ად­გენს. უკ­ან­ას­კნელ 100 წე­ლი­წად­ში უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი იქ­ცა არა მარ­ტო მეც­ნი­ერ­ებ­ის კე­რად, არ­ამ­ედ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დის­კუ­სი­ის სივ­რცედ, ხი­დად ძველ და ახ­ალ თა­ობ­ებს შო­რის. შე­სა­ბა­მი­სად, თსუ-ის სა­უკ­უნ­ოვ­ანი იუბ­ილ­ეს მო­ახ­ლო­ებ­ას­თან ერ­თად გაჩ­ნდა სურ­ვი­ლი, რომ შეგ­ვეს­წავ­ლა პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც იქ­ცა იმ­აზე მე­ტად, ვიდ­რე მხო­ლოდ სას­წავ­ლე­ბე­ლია. პრო­ექ­ტის იდეა გაჩ­ნდა 2018 წელს, რო­დე­საც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ული რეს­პუბ­ლი­კის და­არ­სე­ბი­დან 100 წე­ლი შეს­რულ­და. ამ თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით თსუ ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის გუნ­დს გა­უჩ­ნდა სურ­ვი­ლი — შე­ეს­წავ­ლა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ყო­ველ­დღი­ურ­ობ­ის ის­ტო­რია თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თვე­ლო­ში. იდე­ას მრა­ვა­ლი მხარ­დამ­ჭე­რი გა­მო­უჩ­ნდა რო­გორც ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის, ისე სტუ­დენ­ტე­ბის მხრი­დან. წიგ­ნზე მუ­შა­ობ­დნენ თსუ ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და თსუ-ის სტუ­დენ­ტე­ბი. ამ თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ობ­ით ერ­თგვა­რი სა­ყო­ველ­თაოობის გან­ცდა შე­იქ­მნა, წიგ­ნზე მუ­შა­ობ­ამ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი არ­ის ტრა­დი­ცია და კო­ლა­ბო­რა­ცია სტუ­დენ­ტებ­სა და ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი იყო გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა მსოფ­ლიო ქარ­ტე­ხი­ლე­ბის ფონ­ზე, 1918 წელს, თბი­ლის­ში, რო­გორ შე­იქ­მნა პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, რო­გო­რი იყო მი­სი ყო­ველ­დღი­ურ­ობა და თა­ნა­არ­სე­ბო­ბა თა­ვი­სუ­ფალ, დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თვე­ლოს­თან. ჩვენ გვსურ­და მკითხვე­ლის­თვის გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა სა­უკ­უნ­ის წი­ნან­დე­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა, თსუ-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის ყო­ველ­დღი­ურ­ობა. გა­მო­ცე­მა­ში თსუ-ის ყო­ველ­დღი­ურ­ობ­ის ის­ტო­რიაა გად­მო­ცე­მუ­ლი 1918 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ებ­ამ­დე. თსუ-ის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­აში და­ცულ პე­რი­ოდ­ულ პრე­სა­ზე დაყ­რდნო­ბით აღ­დგა თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პე­რი­ოდ­ის თსუ-ის ის­ტო­რია. ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ აქ­ამ­დე უც­ნო­ბი ის­ტო­რია მოგ­ვეთხრო მკითხვე­ლის­თვის. სამ­წუ­ხა­როდ, წიგ­ნის ბო­ლო გვერ­დე­ბი ემ­თხვე­ვა 1921 წლის საბ­ჭო­თა ოკ­უპ­აცი­ას და წიგ­ნის ფურ­ცლებ­ზე კი­დევ ერ­თხელ გა­ვიხ­სე­ნეთ ის გმი­რი სტუ­დენ­ტე­ბი, ვის­თვი­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბა უფ­რო მე­ტი იყო, ვიდ­რე სა­კუ­თა­რი სი­ცოცხლე. თა­ვი­სუფ­ლე­ბა კი სტუ­დენ­ტებ­მა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კედ­ლე­ბი­დან და მი­სი და­მა­არ­სებ­ლე­ბის ლექ­ცი­ებ­იდ­ან შე­ით­ვი­სეს და გაიაზრეს. წიგ­ნი გან­კუთ­ვნი­ლია, პირ­ველ რიგ­ში, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი­სა და ლექ­ტო­რე­ბი­სათ­ვის, ას­ევე თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო­სა და გა­ნათ­ლე­ბის ის­ტო­რი­ის მკვლე­ვარ­თათ­ვის.

თარიღი: 31/10/2021