საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ვაჟა-ფშაველას პოეტური სამყარო“ - ახალი წიგნი თაროზე

მაია ტო­რა­ძე

 

„ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას პო­ეტ­ური სამ­ყა­რო“ — ასე ჰქვია მა­მუ­კა ჭან­ტუ­რაიას წიგ­ნს, რო­მელ­შიც დი­დი შე­მოქ­მე­დის პო­ეტ­ური ოს­ტა­ტო­ბა და მი­სი ნა­წარ­მო­ებ­ებ­ის მხატ­ვრულ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი ხერ­ხე­ბი­სა და სა­შუ­ალ­ებ­ებ­ის ან­ალ­იზია მო­ცე­მუ­ლი. წიგ­ნი ეძ­ღვნე­ბა პრო­ფე­სო­რე­ბის ჯუმ­ბერ ჭუმ­ბუ­რი­ძი­სა და იუზა ევ­გე­ნი­ძის ხსოვ­ნას და გან­კუთ­ვნი­ლია ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი­სა და ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას პო­ეზი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ფარ­თო მკითხვე­ლის­თვის.

 

„ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას პო­ეზი­ის უკ­იდ­ეგ­ანო ზღვა­ში შეს­ვლა, ალ­ბათ, მე­ტის­მეტ გა­ბე­დუ­ლე­ბად უნ­და ჩა­ეთ­ვა­ლოს ამ წიგ­ნის ავ­ტორს, მაგ­რამ ნუ დაგ­ვა­ვიწყდე­ბა, რომ ამა თუ იმ მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბით გა­მოწ­ვე­ული აღ­ტა­ცე­ბა ხში­რად ყო­ველ ად­ამი­ანს სიტყვის თქმის სურ­ვილს აღ­უძ­რავს, სი­თა­მა­მეს ჰმა­ტებს, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის გან­ცდას უნ­ერ­გავს. ამ ად­ამი­ან­თა რიგ­შია წი­ნამ­დე­ბა­რე წიგ­ნის ავ­ტო­რი, რო­მელ­მაც, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, სცა­და დი­დი ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას პო­ეტ­ური ფე­ნო­მე­ნის თა­ვი­სე­ბუ­რად გარ­კვე­ვა. ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას პო­ეტ­ურ ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე საკ­მა­ოდ ით­ქვა, მაგ­რამ კი­დევ ბევ­რი დარ­ჩა სათ­ქმე­ლი. ლექ­სად და­წე­რი­ლი ვა­ჟას ნა­წარ­მო­ებ­ები, დი­ახ­აც, ღრმა ფი­ლო­სო­ფი­ური აზ­რე­ბი­თაა აღ­სავ­სე, მაგ­რამ, ცხა­დია, მხო­ლოდ მათ­ში გა­მო­ხა­ტულ იდე­ათა გა­მო არ არ­ის ვა­ჟა უდ­იდ­ეს პო­ეტ­ად აღი­არ­ებ­ული. იგი იმ­იტ­ომ­აცაა დი­დე­ბუ­ლი, რომ ცხოვ­რე­ბი­სე­ული სი­ნამ­დვი­ლე ლექ­სებ­სა და პო­ემ­ებ­ში, ში­ნა­არ­სთან ერ­თად, ზეშ­თა­გო­ნე­ბუ­ლი პო­ეტ­ური ხე­ლოვ­ნე­ბით, ანუ უიშ­ვი­ათ­ესი მხატ­ვრულ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი ხერ­ხე­ბი­თა და სა­შუ­ალ­ებ­ებ­ით გად­მოგ­ვცა. ამ ხერ­ხე­ბი­სა და სა­შუ­ალ­ებ­ებ­ის ამ­ოც­ნო­ბას და გა­ან­ალ­იზ­ებ­ას ეს­წრაფ­ვის ავ­ტო­რი, რო­ცა სა­უბ­რობს მხატ­ვრულ-სა­ხე­ობ­რივ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე ვა­ჟას პო­ეზი­აში. რამ­დე­ნად მო­ულ­ოდ­ნე­ლა­დაც უნ­და გვეჩ­ვე­ნოს, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას „“ძაღ­ლი­კა ხი­მი­კა­ური“ აქ­ამ­დე ფარ­თო გან­ხილ­ვის საგ­ნად არ იყო ქცე­ული. ამ ხარ­ვე­ზის შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა­მებრ შევ­სე­ბა ავ­ტორს ად­რი­დან­ვე ჰქონ­და მიზ­ნად და­სა­ხუ­ლი და პრე­სა­ში რამ­დე­ნი­მე წე­რი­ლიც და­ბეჭ­და. წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნაშ­რო­მი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად ქვეყ­ნდე­ბა, არ­ის ცდა პო­ემ­ის მხატ­ვრულ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­თა გარ­კვე­ვი­სა, პო­ეტ­ური მეტყვე­ლე­ბის სპე­ცი­ფი­კის გან­საზღვრი­სა. და­სას­რულ, წი­ნას­წარ მად­ლო­ბა უნ­და მო­ვახ­სე­ნოთ მკითხველს, რო­მე­ლიც ამ წიგ­ნს კე­თი­ლი გან­ზრახ­ვით აიღ­ებს ხელ­ში, ბო­ლომ­დე მოთ­მი­ნე­ბით წა­იკ­ითხავს და სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მოთ­ქმას არ და­იზ­არ­ებს. ალ­ბათ, ნაშ­რო­მი გარ­კვე­ული ნაკ­ლის­გან დაზღვე­ული არ იქ­ნე­ბა, ამ­იტ­ომ ავ­ტო­რი ყუ­რადღე­ბით და­ელ­ოდ­ება მკითხვე­ლის სიტყვას, ყვე­ლა საქ­მი­ან წი­ნა­და­დე­ბას მად­ლი­ერ­ებ­ის გრძნო­ბით მი­იღ­ებს და შემ­დგომ მუ­შა­ობ­აში გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს“, – ნათ­ქვა­მია წი­ნა­სიტყვა­ობ­აში.

 

მა­მუ­კა ჭან­ტუ­რაია თსუ-ის მუ­ზე­უმ­ის უფ­რო­სი სპე­ცი­ალ­ის­ტი და ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას მე­მო­რი­ალ­ური მუ­ზე­უმ­ის მე­ნე­ჯე­რია. ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იკ­ვლევს ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ცხოვ­რე­ბა­სა და მოღ­ვა­წე­ობ­ას, არ­ის არა­ერ­თი წიგ­ნის რე­დაქ­ტო­რი და რე­ცენ­ზენ­ტი.

 

წიგ­ნი – „ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას პო­ეტ­ური სამ­ყა­რო“ – გა­მოს­ცა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „უნ­ივ­ერ­სალ­მა“. მი­სი რე­დაქ­ტო­რე­ბი არი­ან მა­რი­ნე ნო­ნი­კაშ­ვი­ლი და როს­ტომ ჩხე­იძე, ხო­ლო რე­ცენ­ზენ­ტი — თე­მურ ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი.

თარიღი: 30/01/2022