საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ეფექტიანი გამოძიება სამართალდამცავთა მიერ ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე“

ნატო ობოლაძე

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტის, საია-ს სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის მარიამ ჭიკაძის თანაავტორობით ადვოკატთა სახელმძღვანელო - „ეფექტიანი გამოძიება სამართალდამცავთა მიერ ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე“ - გამოქვეყნდა.

 

„მე ვიმუშავე პირველ თავზე, რომელიც მოიცავს ეფექტიანი გამოძიების წარმოების ვალდებულებას და იმ კრიტერიუმებს, რომლისგანაც შედგება ეფექტიანი გამოძიება (ვგულისხმობ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართალოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით დადგენილი ეფექტიანი გამოძიების კრიტრიუმების განმარტება-მიმოხილვას),“ - განმარტა  მარიამ ჭიკაძემ. 

 

„სახელმძღვანელოს მიზანია, წვლილი შეიტანოს იმ ადვოკატთა გაძლიერებაში, რომლებიც დაზარალებულთა ინტერესებს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით წარმოადგენენ. სახელმძღვანელო ორ ნაწილად იყოფა: პირველ ნაწილში მიმოხილულია ის ზოგადი სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფოს მიერ საქმის ეფექტიანი გამოძიება, მეორე ნაწილში მოცემულია პრაქტიკული რჩევები, რომლებიც დაეხმარება ადვოკატებს ეროვნულ დონეზე საქმის სრულყოფილად წარმოებაში“, - წერს საია.

თარიღი: 10/11/2021