საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ბა­ბუ­ის ნა­ჭამ­მა ქლი­ავ­მა შვი­ლიშ­ვილს მოჰ­კვე­თა კბი­ლიო“

ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის დღეს, 1 ივ­ნისს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ცდი­ლობს — თა­ნამ­შრო­მელ პრო­ფე­სორ­თა შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებს თა­ვი და­ამ­ახ­სოვ­როს იმ­ით, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­ზეთ­ში მათ შე­სა­ხებ გაჩ­ნდეს ჩა­ნა­წე­რი — და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი სა­ბავ­შვო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, ამ­ბე­ბი და წარ­მა­ტე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი. „პრე­სა­ში უკ­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი ხარ“ — ეტყვის დე­და, მა­მა, ბა­ბუა ან ბე­ბია პა­ტა­რებს თუ მოზ­რდი­ლებს და „ამ პო­პუ­ლა­რო­ბის“ ხიბ­ლით, ვინ იც­ის, რა კა­ცე­ბი და ქა­ლე­ბი დად­გნენ... ასე რომ, ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის დღეს ჩვენ მათ უფ­ლე­ბას შე­ვე­ხე­ბით — წარ­მოჩ­ნდნენ, რო­გორც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი.

 

გო­გი გო­გო­ლაშ­ვი­ლის სა­პირ­ვე­ლივ­ნი­სო ფიქ­რე­ბი

 

გვი­ან შე­ვამ­ჩნიე, რომ 1 ივ­ნი­სი, ბავ­შვთა დაც­ვის დღე, იაკ­ობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეს ემ­თხვე­ვა; შემ­თხვე­ვით ბუ­ნე­ბა­ში არ­აფ­ერი ხდე­ბა...

 

1 ივ­ნისს ახ­ლა უფ­რო დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ, რო­გორც ბა­ბუა, ვიდ­რე ად­რე, რო­გორც მა­მა... ჩე­მი მე­გო­ბა­რი, ცხო­ნე­ბუ­ლი მი­ხე­ილ ქურ­დი­ანი იტყო­და: ბა­ბუა რომ გავ­ხდი, მე­რე მივ­ხვდი, რომ ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი შვი­ლიშ­ვი­ლი ყო­ფი­ლაო, მაგ­რამ ის­იც ფაქ­ტია, რომ შვი­ლი არ­ის „სა­შუ­ალ­ება“ ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვა­დო...

 

ისე, ეს ან­და­ზა მახ­სოვს მუ­დამ და ამ პრინ­ცი­პით მინ­და ვიცხოვ­რო: „ბა­ბუ­ის ნა­ჭამ­მა ქლი­ავ­მა შვი­ლიშ­ვილს მოჰ­კვე­თა კბი­ლიო“... ჩემს გი­ორ­გის ერ­თხელ კი­ნა­ღამ „მოჰ­კვე­თა კბი­ლი“ „ბა­ბუ­ას ნა­ჭამ­მა ქლი­ავ­მა“: 2010 წელს სა­ახ­ალ­წლოდ „რუს­თა­ვი 2“-ში თა­ნამ­შრო­მელ­თა შვი­ლე­ბი შეკ­რი­ბეს; პა­ტა­რებს კითხვებს უს­ვამ­დნენ და პა­სუ­ხებ­ზე უფ­რო­სე­ბი ხა­ლი­სობ­დნენ. ჩემს 3 წლის გი­ორ­გის ჰკითხეს — „ვინ არი­ან პარ­ლა­მენ­ტშიო“ და გი­ორ­გი უპ­ას­უხა: – „ძაღ­ლე­ბი და კა­ტე­ბიო“; „რას აკ­ეთ­ებ­ენო“ და – „ჭა­მენ და სვა­მე­ნო“... მე­ორე დღეს პარ­ლა­მენ­ტი­დან და­რე­კეს — ეს გი­ორ­გი გო­გო­ლაშ­ვი­ლი იმ გი­ორ­გი გოგო­ლაშ­ვი­ლის რა არ­ისო...

 

სხვა­თა­შო­რის ამ ან­და­ზამ ერ­თხელ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი კ. ლ. გა­მიბ­რა­ზა: 2006 წელს ერთ-ერთ საპ­რო­ტეს­ტო შეკ­რე­ბა­ზე გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრს მო­ვუ­წო­დე, ეს ან­და­ზა გა­იხ­სე­ნე და ისე მო­იქ­ეცი, შენს შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებს შე­ნი ქცე­ვით სა­მო­მავ­ლოდ პრობ­ლე­მე­ბი არ შე­უქ­მნა, მათ ამ ქვე­ყა­ნა­ში უნ­და იცხოვ­რონ-მეთ­ქი... ტე­ლე-“იმ­ედ­ის“ გა­და­ცე­მა­ში („რე­აქ­ცი­აში“) ბრა­ლი დამ­დო, შენ ჩემს შვი­ლებს ემ­უქ­რე­ბი და პა­სუხს გა­გე­ბი­ნე­ბო... არ ვი­ცი, გა­იგო თუ არა, მაგ­რამ იქ­ვე გან­ვუ­მარ­ტე, რომ თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბით თა­ვად ემ­უქ­რე­ბო­და თა­ვის შთა­მო­მავ­ლო­ბას...

 

მა­ინც ამ ან­და­ზის პრინ­ცი­პით ცხოვ­რე­ბას ვურ­ჩევ­დი ბა­ბუ­ებ­სა და პა­პებს...

 

ისე, ძა­ლი­ან მე­ამ­აყ­ება, რომ ჩემ­მა სა­მი­ვე შვილ­მა ჩვე­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა... მინ­და, შვი­ლიშ­ვი­ლებ­მაც ამ გზით იარ­ონ...

თარიღი: 31/05/2020