საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„არც მდომებია და არც მინდა სამშობლოზე უკეთ ვიცხოვრო!“ გედევან ხელაიას 95 წელი შეუსრულდა

ცნო­ბილ ქარ­თველ მეც­ნი­ერ­სა და პე­და­გოგს გე­დე­ვან ხე­ლაიას წელს და­ბა­დე­ბი­დან 95 და სა­მეც­ნი­ერო–პე­და­გო­გი­ური საქ­მი­ან­ობ­იდ­ან 70 წე­ლი უს­რულ­დე­ბა. მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის წი­ნა­შე ბევ­რმა იც­ის. ის 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წვრთნი­და ახ­ალ­გაზ­რდო­ბას და უკ­ვა­ლავ­და გზას ამ ურ­თუ­ლეს პრო­ფე­სი­აში. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ 1989 წლი­დან იგი გო­რის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტს ედ­გა სა­თა­ვე­ში, მშობ­ლი­ური ფა­კულ­ტე­ტი და კა­თედ­რა არ­ას­ოდ­ეს მი­უტ­ოვ­ებია – ბო­ლომ­დე თავ­გან­წი­რულ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ლად დარ­ჩა. ერ­თგუ­ლე­ბა, საქ­მი­სა და ქვეყ­ნი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი კი არ­ას­ოდ­ეს ეს­წავ­ლე­ბო­და – ეს თვი­სე­ბე­ბი დი­დი წი­ნაპ­რის­გან – ქვეყ­ნის და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას შე­წი­რუ­ლი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის – ამ­ბრო­სი ხე­ლაიასგან გად­მო­ეცა და ღირ­სე­ულ­ად ატ­არა ხან­გრძლი­ვი სი­ცოცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

 

გე­დე­ვან ხე­ლაია 1927 წლის 5 აგ­ვის­ტოს ქა­ლაქ ფოთ­ში და­იბ­ადა. 1944 წელს ჩა­აბ­არა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე ფი­ნან­სე­ბი­სა და კრე­დი­ტის სპე­ცი­ალ­ობ­ით. მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი მის სა­მეც­ნი­ერო მოღ­ვა­წე­ობ­ამ­დე სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­საც გა­მო­ყო­ფენ ხოლ­მე, რად­გან ბა­ტო­ნი გე­დე­ვა­ნი გა­მო­ირ­ჩე­ოდა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და სპორ­ტუ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბით – რო­გორც კა­ლათ­ბურ­თე­ლი, დიდ­ხანს იც­ავ­და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ღირ­სე­ბას.

 

უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მი­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი იყ­ვნენ გა­მო­ჩე­ნი­ლი ეკ­ონ­ომ­ისტ-მეც­ნი­ერ­ები: ფი­ლი­პე გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, გი­ორ­გი გეხ­ტმა­ნი, ნი­კო­ლოზ ქოიავა, პა­ატა გუ­გუშ­ვი­ლი, ვა­სილ ჩან­ტლა­ძე, ირ­აკ­ლი მი­ქე­ლა­ძე, არ­ჩილ გო­კი­ელი, გი­ორ­გი გამ­ყრე­ლი­ძე და სხვე­ბი. სწო­რედ მა­თი გავ­ლე­ნით შე­უდ­გა ეკ­ონ­ომ­იკ­ური მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­ინ­ტე­რე­სო გზას.

 

უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე გე­დე­ვან ხე­ლაია და­ტო­ვეს ლა­ბო­რან­ტად ფი­ნან­სე­ბი­სა და კრე­დი­ტის კა­თედ­რა­ზე, სა­დაც მა­ლე გახ­და კა­თედ­რის ას­ის­ტენ­ტი, მას­წავ­ლე­ბე­ლი, უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი.

 

1962 წელს და­იც­ვა სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცია და ერ­თი წლის შემ­დეგ კა­თედ­რის დო­ცენ­ტის წო­დე­ბა მი­ენ­იჭა. 1981 წელს კი მის სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რომს მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მი­ეცა მეც­ნი­ერ­თა მხრი­დან. მა­ლე ბა­ტო­ნი გე­დე­ვა­ნი გახ­და პრო­ფე­სო­რი და იმ კა­თედ­რის გამ­გე, სა­დაც პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა.

 

გე­დე­ვან ხე­ლაიას კო­ლე­გე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ დამ­სა­ხუ­რე­ბად უთ­ვლი­ან მოღ­ვა­წე­ობ­ას სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ონ­ომ­იკ­ის ერთ-ერ­თი დიდ­მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სფე­როს — ფუ­ლის მი­მოქ­ცე­ვის, კრე­დი­ტი­სა და ფი­ნან­სე­ბის კვლე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. „აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მი­სი წვლი­ლი სა­ბაზ­რო ეკ­ონ­ომ­იკ­აზე გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ოდ­ის ძი­რე­ული სა­კითხე­ბის კვლე­ვა­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ფი­ნან­სო და ფუ­ლად-საკ­რე­დი­ტო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა რი­გი პრობ­ლე­მის გა­დაწყვე­ტა­ში. მის­მა შრო­მებ­მა მრა­ვალ აქ­ტუ­ალ­ურ სა­კითხს მოჰ­ფი­ნა ნა­თე­ლი და მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. გე­დე­ვან ხე­ლაიას გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქ­ვს 100-მდე ნაშ­რო­მი, მათ შო­რის 12 მო­ნოგ­რა­ფია და უმ­აღ­ლე­სი სკო­ლის რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო. მო­ნოგ­რა­ფი­ებ­იდ­ან გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია „სა­ბი­ნაო მშე­ნებ­ლო­ბის და­ფი­ნან­სე­ბა-დაკ­რე­დი­ტე­ბის პრობ­ლე­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში“; „ფუ­ლის მი­მოქ­ცე­ვი­სა და კრე­დი­ტის ზო­გი­ერ­თი აქ­ტუ­ალ­ური სა­კითხი“; „კრე­დი­ტის რო­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­აში;“ „ფუ­ლი, ბან­კე­ბი, ბირ­ჟე­ბი; „სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო, საკ­რე­დი­ტო და სა­ან­გა­რიშ­სწო­რე­ბო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი“, – წე­რენ ის­ინი გე­დე­ონ ხე­ლაიას 90 წლის­თა­ვი­სად­მი მიძ­ღვნილ წე­რილ­ში.

 

1989 წლი­დან პრო­ფე­სო­რი გე­დე­ვან ხე­ლაია სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა გო­რის ეკ­ონ­ომ­იკ­ის ინ­სტი­ტუტს. მი­სი რექ­ტო­რო­ბის პე­რი­ოდ­ში აქ ზე­დი­ზედ გა­იხ­სნა ახ­ალი ეკ­ონ­ომ­იკ­ური სპე­ცი­ალ­ობ­ები, შე­იქ­მნა ახ­ალი ფა­კულ­ტე­ტე­ბი, კა­თედ­რე­ბი, გა­ნახ­ლდა კა­ბი­ნეტ-ლა­ბო­რა­ტო­რი­ები, გაძ­ლი­ერ­და სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვი­თი მუ­შა­ობა. ხან­გრძლი­ვი და თავ­და­უზ­ოგ­ავი შრო­მის შე­დე­გად, გო­რის ეკ­ონ­ომ­იკ­ური ინ­სტი­ტუ­ტი სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რა­შიც რექ­ტო­რის გა­ნუ­ზო­მე­ლი წვლი­ლი იყო.

 

გე­დე­ვან ხე­ლაია მუდ­მი­ვად და­უღ­ალ­ავ­ად მუ­შა­ობ­და სტუ­დენ­ტებ­თან. მი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით არა­ერ­თმა პრო­ფე­სი­ონ­ალ­მა გა­იკ­ვა­ლა გზა. მას არ­ას­ოდ­ეს და­უტ­ოვ­ებია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი და მშობ­ლი­ური კა­თედ­რა – ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სხვა­დას­ხვა ად­გი­ლობ­რივ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­აში, რო­მე­ლიც ჩა­ტარ­და დრეზ­დენ­ში, ბერ­ლინ­ში, მე­ხი­კო­ში, ბუ­და­პეშ­ტში და სხვა­გან. დარ­გი­სა და უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის წი­ნა­შე დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბის­თვის იგი და­ჯილ­დო­ებ­ულია ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით, ხო­ლო და­ბა­დე­ბი­დან 90 წლის­თავ­ზე თსუ-ის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მედ­ლით და­აჯ­ილ­დო­ვა.

 

რა არ­ის მი­სი ხან­გრძლი­ვი და ღი­რე­ბუ­ლი სი­ცოცხლის სა­ფუძ­ვე­ლი? „სი­ცოცხლის გო­ნივ­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც მკაცრ ზო­მი­ერ­ებ­ას ემ­ყა­რე­ბა. ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი დატ­ვირ­თვის ჰარ­მო­ნი­ული შე­ხა­მე­ბა, დღის რე­ჟი­მის სის­ტე­მა­ტუ­რი დაც­ვა. თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ ბო­რო­ტე­ბის­გან, შუ­რი­სა და ორ­პი­რო­ბის­გან. ყვე­ლას­თვის კე­თი­ლი და კარ­გი მსურს. გუ­ლით მა­ხა­რებს კო­ლე­გე­ბი­სა და ახ­ალ­გაზ­რდე­ბის წარ­მა­ტე­ბე­ბი და მზად ვარ, დახ­მა­რე­ბის ხე­ლი გა­ვუ­წო­დო ყვე­ლას, ვი­საც კი ეს­აჭ­ირო­ება. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი სამ­შობ­ლოს, მრა­ვალ­ჭირ­ნა­ხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ბედ-იღ­ბა­ლია. ჩე­მი ლხი­ნი და გა­ჭირ­ვე­ბა მი­სი ჭი­რი­თა და გა­ჭირ­ვე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. კაც­მა რომ თქვას, არც მდო­მე­ბია და არც მინ­და სამ­შობ­ლო­ზე უკ­ეთ ვიცხოვ­რო!“, – უთხრა გე­დე­ვან ხე­ლაიამ გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტეტს“ და­ბა­დე­ბი­დან 90 წლის იუბ­ილ­ეზე და ამ სიტყვებ­ში არ­ცერ­თი არაა ლი­ტო­ნი – ასე იცხოვ­რა და ცხოვ­რობს დღე­საც ქვეყ­ნი­სა და მო­მა­ვა­ლი თა­ობ­ის­თვის თავ­და­დე­ბუ­ლი ად­ამი­ანი.

 

მაია ტო­რა­ძე

თარიღი: 31/03/2022