საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ამერიკის შესწავლის საკითხების“ მე-8 ტომის პრეზენტაცია.

თა­მარ და­დი­ანი

 

ამ­ერ­იკ­ის ფე­ნო­მე­ნის ობი­ექ­ტუ­რად შე­ფა­სე­ბის, მი­სი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გაძ­ლი­ერ­ებ­ის მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი ფაქ­ტო­რე­ბის სა­უკ­ეთ­ეს­ოდ წარ­მო­ჩე­ნის მცდე­ლო­ბაა „ამ­ერ­იკ­ის შეს­წავ­ლის სა­კითხე­ბის“ მე-8 კრე­ბუ­ლი, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აც ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გა­იმ­არ­თა.

 

პრე­ზენ­ტა­ცი­ას თსუ-ის რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე, აშშ-ის კულ­ტუ­რის ატ­აშე სა­ქარ­თვე­ლო­ში კრის­ტო­ფერ ან­დერ­სო­ნი, აკ­ად­ემი­ური სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მოწ­ვე­ული სტუმ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

 

კრე­ბულ­ში თავ­მოყ­რი­ლია ამ­ერ­იკ­ელი და ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის სტა­ტი­ები, რომ­ლის თე­მა­ტი­კა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და, პრაქ­ტი­კუ­ლად, აშშ-ის ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­როს მო­იც­ავს: ის­ტო­რია და პო­ლი­ტი­კა, კულ­ტუ­რა, სო­ცი­ალ­ური სა­კითხე­ბი, ქარ­თულ-ამ­ერ­იკ­ული ურ­თი­ერ­თო­ბა, ფი­ლო­სო­ფია და გა­ნათ­ლე­ბა, მე­დი­ცი­ნა. მეც­ნი­ერ­ებ­ის ნაშ­რო­მებ­თან ერ­თად წარ­მოდ­გე­ნი­ლია დოქ­ტო­რან­ტე­ბი­სა და მა­გის­ტრა­ნე­ტე­ბის სა­უკ­ეთ­სო სტა­ტი­ები. კრე­ბუ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ამ­ერ­იკ­ის შეს­წავ­ლის სა­კითხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბის, სტუ­დენ­ტე­ბი­სა და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­ის­ათ­ვის.

 

თსუ-ის რექ­ტო­რის გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძის თქმით, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი არ­ის პირ­ვე­ლი უმ­აღ­ლე­სი სკო­ლა, სა­დაც ამ­ერ­იკ­ან­ის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­და და დღემ­დე წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლებს საქ­მი­ან­ობ­ას. „ეს გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც ქარ­თველ და ამ­ერ­იკ­ელ მეც­ნი­ერ­ებს აერ­თი­ან­ებს, სა­კითხე­ბის ფარ­თო სპექ­ტრს მო­იც­ავს დაწყე­ბუ­ლი სო­ცი­ოლ­ოგი­იდ­ან, პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ერ­ებ­იდ­ან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რით, მე­დი­ცი­ნით. სტა­ტი­ები ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა და კარ­გია, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობა აქ­ტი­ურ­ად გრძელ­დე­ბა“, — გა­ნაცხა­და თსუ-ის რექ­ტორ­მა.

 

სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს კულ­ტუ­რის ატ­აშ­ეს კრის­ტო­ფერ ან­დერ­სო­ნის თქმით, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს. „სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და ამ­ერ­იკ­ის შეს­წავ­ლის პროგ­რა­მას დი­დი ხნის პარ­ტნი­ორ­ობ­ის ის­ტო­რია აქ­ვს. ჩვენ ძა­ლი­ან ვა­ფა­სებთ იმ ახ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან, მის რექ­ტორ­თან, ამ პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან გვა­კავ­ში­რებს და გვსურს ორ­ივე მხა­რემ ერ­თად შე­ვუწყოთ ხე­ლი აშშ-ის წარ­მო­ჩე­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ში. იმ­ედი მაქ­ვს, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბა მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა და მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი­სა თუ ღო­ნის­ძი­ებ­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით“, — აღ­ნიშ­ნა კრის­ტო­ფერ ან­დერ­სონ­მა.

 

გა­მო­ცე­მის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის, თსუ ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, პრო­ფე­სორ ვა­სილ კა­ჭა­რა­ვას თქმით, „წლე­ვან­დე­ლი კრე­ბუ­ლი საკ­მა­ოდ უხ­ვმო­სავ­ლი­ანია, მას­ში 61 სტა­ტია არ­ის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. კრე­ბუ­ლი კვლავ სა­ერ­თა­შო­რი­სოა. ამ­ერ­იკ­ელ ავ­ტო­რებს ამ­ჯე­რად პო­ლო­ნე­ლიც და­ემ­ატა. ვა­მა­ყობთ, რომ კრე­ბუ­ლის თა­ნა­რე­დაქ­ტო­რი, ჩვე­ნი დი­დი სტენ­ფორ­დის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი შე­ლი ფი­შერ ფიშ­კი­ნია. იმ­ედს გა­მოვ­თქვამ, რომ თსუ-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ხელ­შეწყო­ბით მო­ვა­ხერ­ხებთ, რომ ჩვენს ყვე­ლა კრე­ბულ­ში და, ას­ევე, ქუ­თა­ის­ის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ან­ალ­ოგი­ური ხა­სი­ათ­ის კრე­ბუ­ლებ­ში ქარ­თულ-ამ­ერ­იკ­ული ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ და­ბეჭ­დი­ლი ყვე­ლა სტა­ტია ერთ წიგ­ნში გა­ერ­თი­ან­დე­ბა და გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა. კრე­ბუ­ლი ში­ნა­არ­სი­თა და პო­ლიგ­რა­ფი­ული დო­ნით მარ­თლაც სა­ნა­ქე­ბო გა­მო­ვი­და და საწყე­ნია, რომ იგი მხო­ლოდ თსუ-ის წიგ­ნის მა­ღა­ზი­აში გა­იყ­იდ­ება და ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ იქ­ნე­ბა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის, ის­ევე რო­გორც წი­ნა კრე­ბუ­ლე­ბი. აქ­ვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში მომ­ზად­და, ძა­ლი­ან დი­დი შრო­მის შე­დე­გია და ამ­ის­ათ­ვის მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ავ­ტო­რებ­სა და გა­მომ­ცემ­ლებს“, — აღ­ნიშ­ნა ვა­სილ კა­ჭა­რა­ვამ.

 

„ჩვენს კრე­ბუ­ლებს საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რია აქ­ვთ. ყო­ვე­ლი კრე­ბუ­ლის გა­მო­ცე­მა იყო ნა­ბი­ჯი წინ... უკ­ვე 20 წე­ლი­წა­დია, რაც ეს წიგ­ნე­ბი გა­მო­დის და წი­ნამ­დე­ბა­რე კრე­ბუ­ლი ერთ-ერ­თი სა­უკ­ეთ­ესოა მათ შო­რის. კარ­გია, რომ ამ კრე­ბუ­ლის შედ­გე­ნა­ში აქ­ტი­ური მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღ­ეს ჩვენ­მა დოქ­ტო­რან­ტებ­მა და მა­გის­ტრან­ტებ­მა. თავ­და­უზ­ოგ­ავ­ად ვმუ­შა­ობთ, რომ ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბით ავ­ით­ვი­სოთ. ამ დარ­გს დი­დი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი აქ­ვს და ის აქ­ტუ­ალ­ურია არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, არ­ამ­ედ ქარ­თვე­ლი ახ­ალ­გაზ­რდე­ბის­თვი­საც“, — გა­ნაცხა­და თსუ-ის პრო­ფე­სორ­მა ელ­ენე მეძ­მა­რი­აშ­ვილ­მა.

 

კრე­ბულ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ავ­ტო­რე­ბის, დოქ­ტო­რან­ტე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის მეც­ნი­ერ­ული სტა­ტი­ებ­ის დო­ნე­ზე ისა­უბ­რა კრე­ბუ­ლის რედ­კო­ლე­გი­ის წევ­რმა, ამ­ერ­იკ­ული ფი­ლო­სო­ფი­ის ცნო­ბილ­მა სპე­ცი­ალ­ის­ტმა, პრო­ფე­სორ­მა ან­ას­ტა­სია ზა­ქა­რი­აძ­ემ, რო­მელ­მაც მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცა ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­ებ­ის ნაშ­რო­მებს: „ამ კრე­ბულ­ში, პირ­ვე­ლად, ჩვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტებ­მა გვა­ჯო­ბეს პე­და­გო­გებს სა­კითხის სიღ­რმი­სე­ული ცოდ­ნით, პრობ­ლე­მე­ბის დას­მის სიმ­წვა­ვი­თა და თე­მე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით. ეს არ­ის შე­დე­გი იმ­ისა, რომ „ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის“ პროგ­რა­მა წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.“

 

„ახ­ალ­გაზ­რდა დოქ­ტო­რან­ტე­ბი­სათ­ვის ას­ეთ სო­ლი­დურ გა­მო­ცე­მა­ში ნაშ­რო­მის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა პრეს­ტი­ჟუ­ლი და დი­დი სტი­მუ­ლის მომ­ცე­მია, რო­მე­ლიც მათ სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობ­ის­ად­მი ინ­ტე­რესს გა­უძ­ლი­ერ­ებს და გა­უღ­რმა­ვებს. ასე რომ, ახ­ალ­გაზ­რდე­ბის მო­ზიდ­ვით დი­დი საქ­მე გა­კეთ­და და იმ­ედია, მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბა კი­დევ უფ­რო გა­იზ­რდე­ბა“, — გა­ნაცხა­და რედ­კო­ლე­გი­ის წევ­რმა, ამ­ერ­იკ­ული და ბრი­ტა­ნუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მორ­ჩე­ულ­მა სპე­ცი­ალ­ის­ტმა, პრო­ფე­სორ­მა თე­მურ კო­ბა­ხი­ძემ.

 

პრე­ზენ­ტა­ცი­აზე პრო­ფე­სორ­მა ია ხუ­ბაშ­ვილ­მა დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ებ­ას ამ­ცნო, რომ 14 მარ­ტს წი­ნამ­დე­ბა­რე კრე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა გა­ერ­ოში ქარ­თუ­ლი სა­გა­მომ­ცემ­ლო სახ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აზე, რო­გორც ქარ­თულ-ამ­ერ­იკ­ული ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბის სა­უკ­ეთ­ესო ნი­მუ­ში, რაც უდ­ავ­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ამ­აყოა.

 

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის­იც, რომ კრე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის ინ­სტი­ტუ­ტი­სა და ამ­ერ­იკ­ის შეს­წავ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ას­ოცი­აცი­ის მი­ერ მომ­ზად­და, სხვა­დას­ხვა უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ავ­ტო­რე­ბის სტა­ტი­ებს აერ­თი­ან­ებს ის­ეთ აქ­ტუ­ალ­ურ სა­კითხებ­ზე, რო­გო­რი­ცაა: აშშ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ებ­ის ერ­ოვ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის და სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ 1992-2002 წწ; ფი­ლო­სო­ფია ქარ­თულ-ამ­ერ­იკ­ულ პა­რა­ლე­ლებ­ში; თან­მდე­ვი პრო­ცე­სე­ბი ამ­ერ­იკ­ელ და ქარ­თველ ფე­მი­ნის­ტთა მოძ­რა­ობ­აში; ქარ­თვე­ლე­ბი ლა­თი­ნურ ამ­ერ­იკ­აში; აშშ-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და მა­თი ას­ახ­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე და სხვა.

 

აი, რას ვკითხუ­ლობთ ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რის, სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ანი ელ­ჩის თე­დო ჯა­ფა­რი­ძის რე­ცენ­ზი­აში: „კრე­ბულ­ში მა­ღალ მეც­ნი­ერ­ულ დო­ნე­ზე აღ­წე­რი­ლი და გა­ან­ალ­იზ­ებ­ულია ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­ში­ნაო და სა­გა­რეო ას­პექ­ტე­ბი, მა­თი ერ­თმა­ნეთ­თან უწყვე­ტი კავ­ში­რი. ავ­ტო­რე­ბის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სტა­ტი­ებ­ის პა­ლიტ­რა უთუ­ოდ და­ეხ­მა­რე­ბა მკითხველს, უფ­რო კარ­გად გა­ერ­კვი­ოს — თუ რას წარ­მო­ად­გენს ე.წ. „ამ­ერ­იკ­ული ექ­სპე­რი­მენ­ტი“ და რო­გორ უნ­და ხდე­ბო­დეს ამ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­რა­ტი­ვის არა მხო­ლოდ მეც­ნი­ერ­ული შეს­წავ­ლა, არ­ამ­ედ მი­სი ად­აპ­ტი­რე­ბა ქარ­თულ რე­ალ­ობ­აზე“.

 

რა თქმა უნ­და, მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რი ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბის შეს­წავ­ლა­სა და სა­თა­ნა­დო გა­ზი­არ­ებ­ას დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენ­იჭ­ება ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, რა­თა მან თა­ვი­სი შე­სა­ფე­რი­სი, ღირ­სე­ული ად­გი­ლი და­იკ­ავ­ოს მსოფ­ლი­ოს წარ­მა­ტე­ბულ ქვეყ­ნებს შო­რის.

 

თარიღი: 30/01/2022