საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ადამიანის უფლებათა დაცვა და კოვიდ-19-ის პანდემია“ - ახალი კვლევა

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

ქარ­თულ სა­მეც­ნი­ერო სივ­რცე­ში პირ­ვე­ლი სა­მეც­ნი­ერო კრე­ბუ­ლი — „ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვა და კო­ვიდ-19-ის პან­დე­მია“ — გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­დაც კომ­პლექ­სუ­რად არ­ის გა­ან­ალ­იზ­ებ­ული პან­დე­მი­ის დროს გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი და მა­თი აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცე­სი ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კონ­ტექ­სტში. სა­მეც­ნი­ერო კრე­ბუ­ლი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ინ­სტი­ტუ­ტის მი­ერ USAID-PROLOG-ის მხარ­და­ჭე­რით და თსუ-ის ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის პრო­ფე­სო­რის კონ­სტან­ტი­ნე კორ­კე­ლი­ას რე­დაქ­ტო­რო­ბით გა­მო­იცა. კვლე­ვე­ბი პრაქ­ტი­კო­სი და მკვლე­ვა­რი სა­მარ­თლმცოდ­ნე­ებ­ის მი­ერ გან­ხორ­ცი­ელ­და.

 

და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მკითხველს სტა­ტი­ებ­ის გაც­ნო­ბა ბმულ­ზე — https://bit.ly/3iyGM4l — შე­უძ­ლია. კრე­ბუ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბის, კვლე­ვი­სას გა­მოვ­ლე­ნილ ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტე­ბი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის მი­ერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ის შე­სა­ხებ პრო­ფე­სო­რი კონ­სტან­ტი­ნე კორ­კე­ლია გვე­სა­უბ­რა.

 

— სა­მეც­ნი­ერო კრე­ბუ­ლი — „ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვა და კო­ვიდ-19-ის პან­დე­მია“ ქარ­თულ სა­მეც­ნი­ერო სივ­რცე­ში პირ­ვე­ლი ნაშ­რო­მია, რო­მე­ლიც კომ­პლექ­სუ­რად აან­ალ­იზ­ებს პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში შექ­მნილ სა­მარ­თლებ­რივ ვი­თა­რე­ბას. კონ­კრე­ტუ­ლად რა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია სტა­ტი­ათა კრე­ბულ­ში გან­ხი­ლუ­ლი და პან­დე­მი­ის რა მო­ნაკ­ვეთს მო­იც­ავს კვლე­ვა?

 

— პირ­ველ რიგ­ში, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ კრე­ბუ­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბი­სათ­ვის. ამ კრე­ბუ­ლის მომ­ზა­დე­ბის იდეა ბუ­ნებ­რი­ვად გაჩ­ნდა მას შემ­დეგ, რაც მთე­ლი მსოფ­ლიო და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო აღ­მოჩ­ნდა უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­მოწ­ვე­ვის — კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის — წი­ნა­შე. პან­დე­მი­ამ აიძ­ულა მრა­ვა­ლი ქვე­ყა­ნა, გა­ეტ­არ­ებ­ინა არა­ერ­თი ღო­ნის­ძი­ება, რა­თა გამ­კლა­ვე­ბო­და უდ­იდ­ეს კრი­ზისს, რო­მელ­მაც გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ქვეყ­ნე­ბის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ზე, ეკ­ონ­ომ­იკ­აზე, ტუ­რიზ­მზე, შრო­მის ბა­ზარ­ზე და არა­ერთ სხვა სფე­რო­ზე. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად არც ერ­თი ქვე­ყა­ნა, რაც არ უნ­და ძლი­ერი და გა­მარ­თუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მის მქო­ნე ქვე­ყა­ნა ყო­ფი­ლი­ყო, არ აღ­მოჩ­ნდა მზად კრი­ზის­თან საბ­რძოლ­ვე­ლად. არც სა­ქარ­თვე­ლოს ჰქონ­და ამ მას­შტა­ბის კრი­ზი­სის გამ­კლა­ვე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. კრი­ზის­მა გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა და­აწ­ეს­ეს ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა არა­ერ­თი შეზღუდ­ვა, რა­თა მე­ტი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­შუ­ალ­ება ჰქო­ნო­დათ ამ გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად.

 

პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, ახ­ლაც გრძელ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­მაც და­აწ­ესა ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა შეზღუდ­ვე­ბი. ამ­იტ­ომ, გა­დაწყდა, რომ კრე­ბულ­ში შეგ­ვე­ფა­სე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­წე­სე­ბუ­ლი შეზღუდ­ვე­ბი რო­გორც ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო და ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან, ისე სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის თვალ­საზ­რი­სით. ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო, გაგ­ვე­ან­ალ­იზ­ებ­ინა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ობა, შეგ­ვე­ფა­სე­ბი­ნა და­წე­სე­ბუ­ლი შეზღუდ­ვე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა და პრო­პორ­ცი­ულ­ობა, გაგ­ვე­ზი­არ­ებ­ინა სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­უკ­ეთ­ესო გა­მოც­დი­ლე­ბა და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ხე­ლი შეგ­ვეწყო იმ­ის­ათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­ეთ­ეს­ად ყო­ფი­ლი­ყო და­ცუ­ლი ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბე­ბი კრი­ზი­სულ ვი­თა­რე­ბა­ში.

 

ამ­იტ­ომ, კრე­ბუ­ლის თე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს — რო­გორც მეც­ნი­ერ­ებს, ისე პრაქ­ტი­კო­სებს — შევ­თა­ვა­ზეთ, სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბის გა­ზი­არ­ება და სა­სი­ამ­ოვ­ნოა, რომ ამ იდე­ას დი­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბა მოჰ­ყვა ავ­ტო­რე­ბის მხრი­დან. კრე­ბუ­ლი მო­იც­ავს პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა თე­მას, რო­მე­ლიც აქ­ტუ­ალ­ური იყო პან­დე­მი­ის დროს და ჯერ კი­დევ აქ­ტუ­ალ­ურ­ად რჩე­ბა. ეს თე­მე­ბია: და­წე­სე­ბუ­ლი შეზღუდ­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბა ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან, პამ­დე­მი­ის გავ­ლე­ნა სა­მარ­თლი­ანი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა­ზე, არ­ჩევ­ნე­ბი პან­დე­მი­ის დროს, სა­კა­ნონ­მდებ­ლო კომ­პე­ტენ­ცი­ის დე­ლე­გი­რე­ბა აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის, ფი­ზი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვა, მი­მოს­ვლის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ობ­ის კონ­სტი­ტუ­ცი­ული მო­წეს­რი­გე­ბა. კრე­ბუ­ლი მო­იც­ავს პან­დე­მი­ის დაწყე­ბი­დან დღემ­დე არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ობ­ას.

 

ეს კრე­ბუ­ლი, ცხა­დია, არ არ­ის თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ინ­სტი­ტუ­ტის ეგ­იდ­ით გა­მო­ცე­მუ­ლი ერ­თა­დერ­თი პუბ­ლი­კა­ცია. ინ­სტი­ტუ­ტი ყო­ველ­წლი­ურ­ად, უკ­ვე მე-15 წე­ლია აქ­ვეყ­ნებს მსგავს კრე­ბუ­ლებს და ცდი­ლობს ფე­ხი აუწყოს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს და აკ­ად­ემი­ური კუთხით პა­სუ­ხი გას­ცეს ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა სფე­რო­ში წა­მოჭ­რილ კითხვებს თუ გა­მოწ­ვე­ვებს.

 

— რამ­დე­ნად კონ­სტი­ტუ­ცი­ური იყო ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბე­ბის შეზღუდ­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში და რა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით გა­მო­იკ­ვე­თა ხარ­ვე­ზე­ბი?

 

— რა თქმა უნ­და, სა­ხელ­მწი­ფოს აქ­ვს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ობ­ის დროს ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა შეზღუდ­ვის უფ­ლე­ბა. ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა შეზღუდ­ვის უფ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ჩვე­ულ­ებ­რივ (ორ­დი­ნა­ლურ) სი­ტუ­აცი­აშ­იც აქ­ვს, თუმ­ცა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ობ­ის დროს და­წე­სე­ბუ­ლი შეზღუდ­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა უფ­რო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ანი იყ­ოს.

 

მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­კითხზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რადღე­ბას. რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გა­მო­აცხა­და რო­გორც კა­რან­ტი­ნი, ისე კო­მენ­დან­ტის სა­ათი. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ობ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­იკ­ეტა რამ­დე­ნი­მე ქა­ლა­ქი და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ობ­ის დროს, ას­ევე, გა­მოცხად­და კო­მენ­დან­ტის სა­ათი, რო­მე­ლიც დღე­საც კი მოქ­მე­დებს. არ­ადა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა 2020 წლის 21 მარ­ტს, რო­დე­საც გა­მოცხად­და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ობა, სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თვი­სას მკა­ფი­ოდ აღ­ნიშ­ნა, რომ „დეკ­რე­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ზო­მებ­ში არ შე­დის არც სრუ­ლი კა­რან­ტი­ნი, არც კო­მენ­დან­ტის სა­ათ­ის გა­მოცხა­დე­ბა.“

 

აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­ერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ები, რო­გო­რე­ბი­ცაა სრუ­ლი კა­რან­ტი­ნი­სა და კო­მენ­დან­ტის სა­ათ­ის გა­მოცხა­დე­ბა, ბა­დებს კითხვის ნიშ­ნებს, რად­გან ეს ღო­ნის­ძი­ებ­ები და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის 2020 წლის 21 მარ­ტის გან­ცხა­დე­ბა შე­უთ­ავ­სე­ბე­ლია ერ­თმა­ნეთ­თან.

 

დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ნიშ­ნებს შე­იც­ავ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ისა და უცხო ქვეყ­ნე­ბის/უცხო ქვეყ­ნებ­ში მუდ­მი­ვად მცხოვ­რე­ბი პი­რე­ბის მი­მართ და­წე­სე­ბუ­ლი მოპყრო­ბა. კერ­ძოდ, მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ები, რო­გორც წე­სი, დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ წე­სებს ად­გე­ნენ უცხო­ელ­ებ­ის მი­მართ, ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში პი­რი­ქით მოხ­და. ევ­რო­კავ­ში­რის 5 ქვეყ­ნი­დან შე­მო­სუ­ლი პი­რე­ბი არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბოდ­ნენ კა­რან­ტინს, მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ები, რომ­ლე­ბიც იმ­ავე ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მო­დი­ოდ­ნენ, ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბოდ­ნენ კა­რან­ტინს.

 

ას­ევე, გა­მოვ­ყოფ­დი კი­დევ ერთ პრობ­ლე­მულ სა­კითხს, რაც გა­მო­იკ­ვე­თა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მთავ­რო­ბამ სა­ზო­გა­დო­ებ­ას მი­აწ­ოდ­ოს ინ­ფორ­მა­ცია ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა შეზღუდ­ვე­ბის მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ და და­ას­აბ­უთ­ოს და­წე­სე­ბუ­ლი შეზღუდ­ვე­ბი. სა­ზო­გა­დო­ებ­ამ უნ­და იც­ოდ­ეს ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა შეზღუდ­ვე­ბის შე­მო­ღე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზე­ბი და შეზღუდ­ვე­ბის და­სა­ბუ­თე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­რე­შე და­წე­სე­ბუ­ლი შეზღუდ­ვე­ბის პრო­პორ­ცი­ულ­ობა შე­იძ­ლე­ბა კითხვის ნიშ­ნის ქვეშ დად­გეს, გა­მო­იწ­ვი­ოს სა­ზო­გა­დო­ებ­ის უნ­დობ­ლო­ბა მთავ­რო­ბის მი­ერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის მი­მართ და მო­ახ­დი­ნოს უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა და­წე­სე­ბუ­ლი შეზღუდ­ვე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე.

 

მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ მთავ­რო­ბამ ბევ­რი გა­აკ­ეთა და­წე­სე­ბუ­ლი შეზღუდ­ვე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ებ­ის ინ­ფორ­მი­რე­ბი­სათ­ვის, მათ შო­რის, მი­მოს­ვლის თა­ვი­სუფ­ლე­ბის, შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და უს­აფ­რთხო­ებ­ის უფ­ლე­ბის შე­სა­ხებ, გარ­კვე­ული შეზღუდ­ვე­ბის შე­მო­ღე­ბის მი­ზე­ზე­ბი და მა­თი და­სა­ბუ­თე­ბა არ იყო ნა­თე­ლი.

 

სა­ზო­გა­დო­ებ­ის მო­ბი­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბის სა­ჭი­რო­ება და სო­ცი­ალ­ური დის­ტან­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რო­მელ­საც მთავ­რო­ბა იშ­ვე­ლი­ებ­და ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა შეზღუდ­ვი­თი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის და­სა­ბუ­თე­ბი­სათ­ვის, მე­ტის­მე­ტად ზო­გა­დია. ას­ეთი ზო­გა­დი ფორ­მუ­ლი­რე­ბე­ბით ვერ და­სა­ბუთ­დე­ბა ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ნე­ბის­მი­ერი შეზღუდ­ვი­თი ღო­ნის­ძი­ებ­ის გა­ტა­რე­ბის სა­ჭი­რო­ება. მთავ­რო­ბამ უნ­და და­ას­აბ­უთ­ოს გა­სა­ტა­რე­ბე­ლი თი­თოეული შეზღუდ­ვი­თი ღო­ნის­ძი­ება. ას­ეთი და­სა­ბუ­თე­ბა უნ­და მო­იც­ავ­დეს შეზღუდ­ვი­თი ღო­ნის­ძი­ებ­ის პრო­პორ­ცი­ულ­ობ­ას, კერ­ძოდ, სა­ზო­გა­დო­ებ­ას უნ­და მი­ეწ­ოდ­ოს ინ­ფორ­მა­ცია იმ­ის შე­სა­ხებ, რომ შეზღუდ­ვი­თი ღო­ნის­ძი­ებ­ები არ­ის კონ­კრე­ტულ სი­ტუ­აცი­აში შე­სა­ფე­რი­სი ნა­ბი­ჯი და რომ სხვა, უფ­რო ნაკ­ლე­ბად შემ­ზღუდ­ვე­ლი ღო­ნის­ძი­ება, შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში, არ­ას­აკ­მა­რი­სია მო­სახ­ლე­ობ­ის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ცოცხლის და­სა­ცა­ვად კო­რო­ნა­ვი­რუ­სის საფ­რთხი­სა­გან.

 

თვალ­სა­ჩი­ნო­ებ­ის­ათ­ვის შე­იძ­ლე­ბა სა­ჯა­რო და პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მა­ზე შეზღუდ­ვის და­წე­სე­ბის სა­ჭი­რო­ებ­ის მა­გა­ლი­თის მოშ­ვე­ლი­ება. მი­უხ­ედ­ავ­ად ამ სა­კითხის მნიშ­ვნე­ლო­ბი­სა, არ ყო­ფი­ლა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი სა­ჯა­რო და პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მა­ზე შეზღუდ­ვის და­წე­სე­ბის სა­ჭი­რო­ება.

 

ამ­იტ­ომ, რაც შე­ეხ­ება სა­ზო­გა­დო­ებ­ის­ათ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის პრაქ­ტი­კას ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა შეზღუდ­ვე­ბის მი­ზე­ზე­ბი­სა და და­წე­სე­ბუ­ლი შეზღუდ­ვე­ბის და­სა­ბუ­თე­ბის შე­სა­ხებ, ის სა­ჭი­რო­ებს შემ­დგომ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

 

— კო­ვიდ­პან­დე­მი­ამ მსოფ­ლიო და­აყ­ენა ის­ეთი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე, რო­გო­რიც მა­ნამ­დე არ ყო­ფი­ლა. თქვე­ნი შე­ფა­სე­ბით, ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კონ­ტექ­სტში რო­გორ უმ­კლავ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო აღ­ნიშ­ნულ გა­მოწ­ვე­ვას ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით?

 

— პან­დე­მია მარ­თლაც უპ­რე­ცე­დენ­ტო აღ­მოჩ­ნდა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­ათ­ვის, მათ შო­რის, ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­სათ­ვის. ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში არ არ­ის ერ­თნა­ირი მდგო­მა­რე­ობა. ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა მე­ტი, ზო­გი­ერ­თი კი ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით უმ­კლავ­დე­ბა პან­დე­მი­ას. იმ ქვეყ­ნებ­შიც კი, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით უმ­კლავ­დე­ბა კრი­ზისს, რის­თვი­საც ზღუ­დავს ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბებს, დღემ­დე იმ­არ­თე­ბა არა­ერ­თი დის­კუ­სია რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­აში, ისე პრო­ფე­სი­ულ წრე­ებ­ში ამ თუ იმ შეზღუდ­ვის პრო­პორ­ცი­ულ­ობ­ის შე­სა­ხებ. ამ­ის კარ­გი მა­გა­ლი­თია გერ­მა­ნია, სა­დაც ას­ეთი შეზღუდ­ვე­ბის პრო­პორ­ცი­ულ­ობ­ის გან­ხილ­ვა­ში ჩარ­თულ­ნი არი­ან რო­გორც აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი, ისე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ის­ინი ერ­თობ­ლი­ვად აან­ალ­იზ­ებ­ენ, მსჯე­ლო­ბენ, აფ­ას­ებ­ენ მდგო­მა­რე­ობ­ას და აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე მარ­თა­ვენ სი­ტუ­აცი­ას.

 

სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნე­ბის შე­და­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით მხო­ლოდ იმ­ას ვიტყვი, რომ ევ­რო­პის საბ­ჭოს 47 ქვეყ­ნი­დან მხო­ლოდ 10-მა ქვე­ყა­ნამ გა­მო­აცხა­და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ობა, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლომ. სხვა სიტყვე­ბით, ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ობა არ გა­მო­უცხა­დე­ბია და ის­ინი ორ­დი­ნა­რუ­ლი (ჩვე­ულ­ებ­რი­ვი) სი­ტუ­აცი­ის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უმ­კლავ­დე­ბოდ­ნენ ამ კრი­ზისს. საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლია მტკი­ცე­ბი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ობ­ის გა­მოცხა­დე­ბის მი­ზე­ზი იყო არა კო­რო­ნა­ვი­რუ­სის ში­და უკ­ონ­ტრო­ლო გავ­რცე­ლე­ბის საფ­რთხე და სამ­თავ­რო­ბო რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ის შეს­რუ­ლე­ბის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რის გა­მოც მან სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლა ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა მე­ტი შეზღუდ­ვის და­წე­სე­ბა, რა­თა გამ­კლა­ვე­ბო­და გა­მოწ­ვე­ვებს (2020 წლის მარ­ტი), არ­ამ­ედ ქვე­ყა­ნა­ში სა­თა­ნა­დო სა­მარ­თლებ­რი­ვი ბა­ზის არ­არ­სე­ბო­ბა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემ­და სა­ხელ­მწი­ფოს — და­ეწ­ეს­ებ­ინა ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ური მდგო­მა­რე­ობ­ის შე­სა­ფე­რი­სი ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა შეზღუდ­ვე­ბი. არც კა­ნო­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ, არც კა­ნო­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო უს­აფ­რთხო­ებ­ის შე­სა­ხებ და არც სხვა სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტი სრულ­ყო­ფი­ლად არ გან­საზღვრავ­და ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა შეზღუდ­ვის პი­რო­ბებს გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ური სი­ტუ­აცი­ის შემ­თხვე­ვა­ში. სა­თა­ნა­დო სა­მარ­თლებ­რი­ვი ბა­ზის არ­არ­სე­ბო­ბა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემ­და სა­ხელ­მწი­ფოს — და­ეწ­ეს­ებ­ინა სა­ჭი­რო შეზღუდ­ვე­ბი, თავს აგ­ვა­რი­დებ­და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ობ­ის გა­მოცხა­დე­ბა­სა და ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა შეზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ობ­ის ფარ­გლებ­ში.

 

— კრე­ბუ­ლის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით გას­ცეს რე­კო­მენ­და­ცი­ები — თუ რო­გორ უნ­და გა­უმ­ჯო­ბეს­დეს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და და­იხ­ვე­წოს პრაქ­ტი­კა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით. რა ძი­რი­თა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ები გას­ცეს მკვლევ­რებ­მა?

 

— ავ­ტორ­თა კვლე­ვე­ბის შე­დე­გად მრა­ვა­ლი რე­კო­მენ­და­ცია მომ­ზად­და. მე მხო­ლოდ იმ ზო­გად მიგ­ნე­ბა­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რადღე­ბას, რო­მე­ლიც გა­ვა­კე­თე ჩემს კვლე­ვა­ში. პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­მოც­დი­ლე­ბამ ცხად­ყო, რომ ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ური სი­ტუ­აცი­ის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ იყო მზად, გა­ეცა სა­თა­ნა­დო პა­სუ­ხი ამ გა­მოწ­ვე­ვი­სათ­ვის. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რთუ­ლი და, ალ­ბათ, შე­უძ­ლე­ბე­ლიც კი იყო იმ­ის გან­ჭვრე­ტა, რომ პან­დე­მი­ას შე­ეძ­ლო გა­მო­ეწ­ვია ამ მას­შტა­ბის შეზღუდ­ვე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­სა­ფე­რი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზის არ­სე­ბო­ბა პრაქ­ტი­კა­ში თა­ვი­დან აგ­ვა­ცი­ლებ­და ის­ეთ პრობ­ლე­მებს, რომ­ლე­ბიც უკ­ავ­შირ­დე­ბა და­წე­სე­ბუ­ლი შეზღუდ­ვე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა­სა და პრო­პორ­ცი­ულ­ობ­ას. კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ად­გენ­და სა­თა­ნა­დო ღო­ნის­ძი­ებ­ებს, რომ­ლე­ბიც მთავ­რო­ბას მი­ან­იჭ­ებს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას — გა­უმ­კლავ­დეს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ობ­ის დროს შექ­მნილ სხვა­დას­ხვა სი­ტუ­აცი­ას, მათ შო­რის, პან­დე­მი­ას. სა­ხელ­მწი­ფომ რომ შეძ­ლოს — და­ად­გი­ნოს ბა­ლან­სი პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ეფ­ექ­ტი­ანი ბრძო­ლის სა­ჭი­რო­ებ­ასა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვას შო­რის, მან უნ­და შე­იმ­უშა­ოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მის­ცემს სა­ხელ­მწი­ფოს სა­შუ­ალ­ებ­ას, ეფ­ექ­ტი­ან­ად გა­უმ­კლავ­დეს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ობ­ით წარ­მოქ­მნილ საფ­რთხე­ებს. აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ციაა, რომ ქვე­ყა­ნა­ში მოხ­დეს რო­გორც სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ობ­ის, ისე ორ­დი­ნა­რულ სი­ტუ­აცი­აში შექ­მნი­ლი ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ური მდგო­მა­რე­ობ­ის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის რე­ფორ­მა. ამ რე­ფორ­მის დროს უნ­და იყ­ოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი სა­კითხი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იშ­ვას ას­ეთ სი­ტუ­აცი­აში რო­გორც კრი­ზი­სის მარ­თვის, ისე ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა შეზღუდ­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

 

— შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა მკვლევ­რე­ბი­სა და პრაქ­ტი­კო­სი იურ­ის­ტე­ბი­სა თუ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კვლე­ვის ფარ­გლებ­ში გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ის პრაქ­ტი­კა­ში და­სამ­კვიდ­რებ­ლად?

 

— ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია. ვფიქ­რობ, რომ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­მა და აკ­ად­ემი­ურ­მა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა მჭიდ­როდ უნ­და ით­ან­ამ­შრომ­ლონ ნე­ბის­მი­ერ სა­კითხზე, რო­მე­ლიც ქვეყ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­ის კე­თილ­დღე­ობ­ას ეხ­ება. ჩვე­ნი მი­ზა­ნი არა მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, პრო­ფე­სი­ული ცოდ­ნის მქო­ნე თა­ობ­ებ­ის აღ­ზრდაა, არ­ამ­ედ ის, რომ და­ვეხ­მა­როთ სა­ხელ­მწი­ფოს იმ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში, რო­მელ­თა წი­ნა­შეც ქვე­ყა­ნა შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს. მეც­ნი­ერ­ებ­ამ ხე­ლი უნ­და შე­უწყოს სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­ის კე­თილ­დღე­ობ­ას. თუ სა­ხელ­მწი­ფოს არ აქ­ვს ინ­ტე­რე­სი მეც­ნი­ერ­ული კვლე­ვის მი­მართ, გა­მო­დის, რომ სა­ხელ­მწი­ფოს არ აქ­ვს ინ­ტე­რე­სი სა­ზო­გა­დო­ებ­ის კე­თილ­დღე­ობ­ის მი­მართ. მეც­ნი­ერ­ება არ უნ­და არ­სე­ბობ­დეს სა­ზო­გა­დო­ებ­ის­აგ­ან იზ­ოლ­აცი­აში. ვფიქ­რობ, კარ­გად უნ­და გა­ვაც­ნო­ბი­ერ­ოთ, რომ მეც­ნი­ერ­ებ­ას პრაქ­ტი­კუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქ­ვს, ხე­ლი შე­უწყოს სა­ზო­გა­დო­ებ­ის კე­თილ­დღე­ობ­ას.

 

თი­თოეული გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა, მათ შო­რის, სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას, უნ­და იყ­ოს მეც­ნი­ერ­ულ­ად შეს­წავ­ლი­ლი და კარ­გად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბობს მცდა­რი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის საფ­რთხე. მეს­მის, რომ ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, მა­გა­ლი­თად, ის­ეთ­ში, რო­გო­რიც პან­დე­მი­ის დროს შე­იქ­მნა, რო­დე­საც სა­ჭი­რო გარ­და სწრა­ფი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, ყო­ველ­თვის იოლი არ არ­ის მეც­ნი­ერ­ული კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა, რაც გარ­კვე­ულ დროს სა­ჭი­რო­ებს, მაგ­რამ ჩვე­ულ­ებ­რივ სი­ტუ­აცი­აში მეც­ნი­ერ­ული და­სა­ბუ­თე­ბა არა მხო­ლოდ მი­ზან­შე­წო­ნი­ლი, არ­ამ­ედ აუც­ილ­ებ­ელ­იცაა. მი­უხ­ედ­ავ­ად ამ­ისა, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, კრი­ზი­სულ ვი­თა­რე­ბა­შიც კი სა­ხელ­მწი­ფომ შე­იძ­ლე­ბა მი­იღ­ოს მეც­ნი­ერ­ული რჩე­ვა. ამ­ის კარ­გი მა­გა­ლი­თია თუნ­დაც პან­დე­მია. პან­დე­მი­ის დაწყე­ბი­დან მოკ­ლე დრო­ში, 2020 წლის მა­ის-ივ­ნის­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გა­ერ­ოსა და USAID-ის მხარ­და­ჭე­რით და­იწყო პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მიზ­ნად ის­ახ­ავ­და პან­დე­მი­ის ფარ­გლებ­ში და­წე­სე­ბუ­ლი შეზღუდ­ვე­ბის მეც­ნი­ერ­ულ ან­ალ­იზს. ამ ან­ალ­იზ­ის შე­დე­გად უნ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო რე­კო­მენ­და­ცი­ები რო­გორც კა­ნონ­მდებ­ლო­ბის, ისე პრაქ­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ამ კვლე­ვის თა­ნა­ავ­ტო­რო­ბა მე მხვდა წი­ლად. მეც­ნი­ერ­ული აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­სათ­ვის მინ­და გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ქ-ნ ნა­თია მეზ­ვრიშ­ვილ­სა და ქ-ნ ანა ბუ­ჩუ­კურს, რომ­ლე­ბიც იმ­ხა­ნად მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­აში მუ­შა­ობ­დნენ.

თარიღი: 23/06/2021