საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„COVID-19“-ის პი­რო­ბებ­ში გა­აქ­ტუ­ალ­ურ­ებ­ულ კითხვებს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნუ­ნუ მიც­კე­ვი­ჩი პა­სუ­ხობს

- რო­გორ პა­სუ­ხობს იმ­უნ­ური სის­ტე­მა ახ­ალი ტი­პის ვი­რუსს?

- დღეს მსოფ­ლი­ოში შექ­მნილ­მა სი­ტუ­აცი­ამ ერ­თობ გა­აფ­არ­თო­ვა სა­ზო­გა­დო­ებ­ის ზო­გა­დი ცოდ­ნა ვი­რუ­სე­ბი­სა და იმ­უნ­იტ­ეტ­ის შე­სა­ხებ. რაც შე­ეხ­ება იგ­ივე სა­კითხე­ბის სპე­ცი­ფი­ურ ცოდ­ნას, ზუს­ტად ამ­ის ძი­ებ­აშია დღეს კა­ცობ­რი­ობა. სი­ცოცხლის შემ­სწავ­ლე­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის სხვა­დას­ხვა დარ­გში დაგ­რო­ვი­ლი სა­მეც­ნი­ერო მიღ­წე­ვე­ბი, ის თე­ორი­ული თუ პრაქ­ტი­კუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც კონ­კრე­ტუ­ლად ვი­რუ­სო­ლო­გი­ასა და იმ­უნ­ოლ­ოგი­აში ასე ჭარ­ბა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი მიკ­რო­სამ­ყა­როს ახ­ალ გლო­ბა­ლურ შე­მო­ტე­ვას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად. ინ­ფექ­ცი­ებ­ის მი­მართ იმ­უნ­ური პა­სუ­ხის შე­სა­ხებ დაგ­რო­ვი­ლი თე­ორი­ული ცოდ­ნა, დიდ­წი­ლად, უკ­ვე გა­და­ტა­ნი­ლია პრაქ­ტი­კულ მე­დი­ცი­ნა­ში. ამ­ის სა­უკ­ეთ­ესო დას­ტუ­რია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მიღ­წე­ვე­ბი, რა­მაც კა­ცობ­რი­ობა არა­ერ­თხელ და­იც­ვა სხვა­დას­ხვა გა­დამ­დე­ბი და­ავ­ად­ებ­ებ­ის­გან. დღე­საც ახ­ალი ვაქ­ცი­ნის მო­ლო­დინ­შია მსოფ­ლიო.

მა­ნამ­დე კი თი­თოეული ჩვენ­გა­ნი ჩვე­ნი იმ­უნ­ური სის­ტე­მის იმ­ედ­ად ვართ, რო­მე­ლიც ფხიზ­ლად დგას ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის სა­და­რა­ჯო­ზე და მი­სი არ­სე­ნა­ლი გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­გუ­შა­გო­ებ­ზე. ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის პირ­ვე­ლი დაც­ვის ხა­ზი — კა­ნი და ლორ­წო­ვა­ნი გარ­სე­ბი (ფი­ზი­კურ-ქი­მი­ური ბა­რი­ერი), იმ­უნ­ური სის­ტე­მის ცენ­ტრა­ლუ­რი და პე­რი­ფე­რი­ული ორ­გა­ნო­ები, ქსო­ვი­ლე­ბი, უჯ­რე­დე­ბი კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად მოქ­მე­დე­ბენ; ქმნი­ან და აძ­ლი­ერ­ებ­ენ ორ­გა­ნიზ­მის თავ­დაც­ვის უნ­არს. მა­თი ფუნ­ქციაა ზუს­ტად შე­იც­ნონ შე­მოჭ­რი­ლი მტე­რი — ახ­ალი ვი­რუ­სი, შე­ის­წავ­ლონ და გა­მო­იმ­უშა­ონ მას­თან საბ­რძოლ­ვე­ლი, ზუს­ტად მორ­გე­ბუ­ლი, მა­ღალ­სპე­ცი­ფი­ური იარ­აღი — უჯ­რე­დე­ბი­სა და ცი­ლე­ბის სა­ხით; ას­ევე, შე­ინ­ახ­ონ ცოდ­ნა ამ ვი­რუ­სის შე­სა­ხებ, რა­თა გან­მე­ორ­ებ­ითი შე­მოჭ­რის შემ­თხვე­ვა­ში ად­ვი­ლად შეძ­ლონ გამ­კლა­ვე­ბა და მომ­ზა­დე­ბუ­ლი, და­ცუ­ლი და­ახ­ვედ­რონ ორ­გა­ნიზ­მი. იმ­უნ­ური სის­ტე­მის მი­ერ შექ­მნი­ლი თავ­დაც­ვის ერთ-ერ­თი მზა იარ­აღია ვი­რუ­სის ცალ­კე­ული კომ­პო­ნენ­ტე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ან­ტის­ხე­ულ­ები, რო­მე­ლიც რჩე­ბა ორ­გა­ნიზ­მში და მა­თი არ­სე­ბო­ბა მიგ­ვა­ნიშ­ნებს გა­და­ტა­ნილ ინ­ფექ­ცი­აზე. იმ­ის შე­სა­ხებ, თუ რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით და ხან­გრძლი­ვო­ბით ინ­არ­ჩუ­ნებს ორ­გა­ნიზ­მი ან­ტი­ვი­რუ­სულ იმ­უნ­იტ­ეტს „COVID-19“-ის შემ­თხვე­ვა­ში, ჯერ სარ­წმუ­ნო კვლე­ვე­ბი არ გვაქ­ვს. ად­ამი­ან­ებ­ში აღ­წე­რი­ლი რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა არ დას­ტურ­დე­ბა ექ­სპე­რი­მენ­ტულ ცხო­ვე­ლებ­ზე (მა­იმ­უნ­ებ­ზე) ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 21-ე სა­უკ­უნ­ეში კო­რო­ნა­ვი­რუ­სის ორი ეპ­იდ­ემიაა აღ­წე­რი­ლი 2002 და 2012 წლებ­ში (სამ­ხრეთ ჩი­ნეთ­სა და სა­უდ­ის არ­აბ­ეთ­ში), სა­დაც გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ იყო მა­ღა­ლი და გა­და­დე­ბაც და­ბა­ლი იყო, არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში და­ავ­ად­ებ­ის გავ­რცე­ლე­ბას პან­დე­მი­ის სა­ხე არ მი­უღია. 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში ჩი­ნეთ­ში (ქ.უჰ­ანი) გა­მოვ­ლე­ნი­ლი „COVID-19“ არ­ის ად­ამი­ან­ის ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც, სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ჯერ ბევ­რი რამ კი­დევ არ ვი­ცით. 2020 წლის 11 მარ­ტს ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და­ავ­ად­ებ­ის გავ­რცე­ლე­ბა პან­დე­მი­ად გა­მო­აცხა­და.

იმ­ედია, ძა­ლი­ან ჩქა­რა იმ­უნ­ური სის­ტე­მის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­დე­ბა ახ­ალ კო­რო­ნა­ვი­რუს­თან ბრძო­ლაც და შე­ჯა­მე­ბულ ეპ­იდ­მაჩ­ვე­ნებ­ლებს და­ეს­მე­ბა წერ­ტი­ლი მსოფ­ლიო მას­შტა­ბით. და რაც მთა­ვა­რია, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის მი­ხედ­ვით, სტა­ტის­ტი­კა მკვეთ­რად და­დე­ბი­თი იქ­ნე­ბა მდგრა­დი ან­ტი­ვი­რუ­სუ­ლი იმ­უნ­იტ­ეტ­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბით.

- რა შემ­თხვე­ვე­ბის და და­ავ­ად­ებ­ებ­ის დროს ქვე­ით­დე­ბა იმ­უნ­იტ­ეტი? ან კი რო­გორ გა­ვი­უმ­ჯო­ბე­სოთ იმ­უნ­იტ­ეტი? — სა­ინ­ტე­რე­სოა თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ები...

- იმ­უნ­ური სის­ტე­მა საკ­მა­ოდ მგრძნო­ბი­არეა და მი­სი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი რე­აგ­ირ­ებ­ენ რო­გორც გა­რე­გან, ას­ევე ში­ნა­გან ზე­მოქ­მე­დე­ბა­ზე. ის ინ­ტეგ­რა­ლურ რე­გუ­ლა­ცი­აშია ნერ­ვულ და ენ­დოკ­რი­ნულ სის­ტე­მებ­თან. იმ­უნ­ური სის­ტე­მის არ­ას­რულ­ფა­სო­ვან ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ას იმ­უნ­ოდ­ეფ­იც­იტს უწ­ოდ­ებ­ენ. ის გა­მოწ­ვე­ულია იმ­უნ­ური სის­ტე­მის რო­მე­ლი­მე კომ­პო­ნენ­ტის ან მი­სი პრო­დუქ­ტის დე­ფექ­ტით. მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა იყ­ოს თან­და­ყო­ლი­ლი, რაც, უმ­ეტ­ეს­ად, გე­ნე­ტი­კურ დარ­ღვე­ვებ­თან ას­ოც­ირ­დე­ბა და, სამ­წუ­ხა­როდ, ად­რე­ულ ას­აკ­ში­ვე მა­ღა­ლი ლე­ტა­ლო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. ას­ევე, აღ­წე­რი­ლია შე­ძე­ნი­ლი, ანუ მე­ორ­ადი იმ­უნ­ოდ­ეფ­იც­იტ­ები, რაც გა­მოწ­ვე­ულია სი­ცოცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ბა­დე­ბის შემ­დგო­მი დარ­ღვე­ვე­ბით და სხვა­დას­ხვა და­ავ­ად­ებ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა. ყვე­ლა­ზე ხში­რია იმ­უნ­ოდ­ეფ­იც­იტ­ური მდგო­მა­რე­ობ­ები, რომ­ლის გარ­და­მა­ვა­ლი ხა­სი­ათი, ძი­რი­თა­დად, ნორ­მის­კე­ნაა შექ­ცე­ვა­დი.

იმ­უნ­იტ­ეტ­ის დაქ­ვე­ით­ებ­ას იწ­ვევს ორ­გა­ნიზ­მის­თვის არ­ას­ას­ურ­ვე­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბე­ბი: სტრე­სი, არ­ას­რულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბა, ქი­მიო და სხი­ვუ­რი თე­რა­პია, ხან­დაზ­მუ­ლო­ბა, გა­და­ტა­ნი­ლი ინ­ფექ­ცი­ები და სხვ. წე­ლი­წა­დის დრო­თა მო­ნაც­ვლე­ობა ას­ევე გავ­ლე­ნას ახ­დენს ორ­გა­ნიზ­მის რე­სურ­სულ მა­რაგ­ზე. გა­ზაფხუ­ლი ცოცხა­ლი ბუ­ნე­ბის­თვის ერ­თგვა­რი გა­მოღ­ვი­ძე­ბის პე­რი­ოდია და ად­ამი­ან­ის ორ­გა­ნიზ­მიც ყვე­ლა სა­ჭი­რო ძა­ლის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას ახ­დენს. იმ­უნ­ური სის­ტე­მის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ობ­ის­თვის სა­სი­ცოცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სრულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბის სა­ხით ორ­გა­ნიზ­მის­თვის მთა­ვა­რი სა­შე­ნი მა­სა­ლის — ცი­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტე­ბის, მიკ­რო­ელ­ემ­ენ­ტე­ბი­სა და ვი­ტა­მი­ნე­ბის მი­წო­დე­ბა; ას­ევე, ფი­ზი­კუ­რი გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ვარ­ჯი­შის სის­ტე­მა­ტუ­რად შეს­რუ­ლე­ბა. იმ­უნ­ოდ­ეფ­იც­იტ­ის მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა გახ­დეს ნე­ბის­მი­ერი სა­ხის სტრე­სი, ემ­ოცი­ური თუ ფი­ზი­კუ­რი გა­დაღ­ლა, რაც დამ­ცა­ვი სის­ტე­მის და­სუს­ტე­ბას და იმ­უნ­იტ­ეტ­ის დაქ­ვე­ით­ებ­ას იწ­ვევს.

 

წლე­ვან­დე­ლი წლის აკ­ად­ემი­ურ წლად გა­მოცხა­დე­ბის არ­ანა­ირი აუც­ილ­ებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს

 

- ბევრ სტუ­დენ­ტს აინ­ტე­რე­სებს, ხომ არ გა­მოცხად­დე­ბა წლე­ვან­დე­ლი წე­ლი აკ­ად­ემი­ურ წლად და რა იქ­ნე­ბა თქვე­ნი, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, გან­მარ­ტე­ბა ამ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- ქვეყ­ნის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თი­თოეული მო­ქა­ლა­ქის ჯან­მრთე­ლო­ბაა. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ მხა­რი და­უჭ­ირა ერ­თი­ან პო­ლი­ტი­კას და შე­აჩ­ერა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობა, რი­თაც უზ­რუნ­ველ­ვყა­ვით მო­სახ­ლე­ობ­ის ნა­წი­ლის იზ­ოლ­აცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, გაძ­ლი­ერ­და ინ­ფი­ცი­რე­ბის პრე­ვენ­ცია. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას მუ­შა­ობა არ შე­უჩ­ერ­ებია, სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი გა­და­ვი­და ალ­ტერ­ნა­ტი­ულ რე­ჟიმ­ში. დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­კვე­ული სირ­თუ­ლე­ები ერ­თი­ანი გა­მოწ­ვე­ვაა გლო­ბა­ლუ­რად გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თვის. ეს ნათ­ლად ჩანს წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლი­თებ­ზეც. ჩე­ნი მხრი­დან ყო­ველ­დღი­ურ­ად ხდე­ბა სწავ­ლის ხა­რის­ხზე ზრუნ­ვა, ჩვენ პრო­ცე­სე­ბის გა­მარ­თუ­ლო­ბა­ზე ვმუ­შა­ობთ და, შე­სა­ბა­მი­სად, დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სას­წავ­ლო წლის აკ­ად­ემი­ურ წლად გა­მოცხა­დე­ბის არა თუ აუც­ილ­ებ­ლო­ბა, სა­ჭი­რო­ებ­აც არ დგას ამ ეტ­აპ­ზე.

- რა ინ­ფორ­მა­ცია გაქ­ვთ — რო­გორ მი­დის დის­ტან­ცი­ური სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი?

- დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვლის აუც­ილ­ებ­ლო­ბა მყი­სი­ერ­ად დად­გა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცის წი­ნა­შე, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, სე­რი­ოზ­ული გა­მოწ­ვე­ვა აღ­მოჩ­ნდა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რი­სათ­ვის. გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ერ­ებ­ის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­აშია უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­მარ­თუ­ლო­ბის­თვის აუც­ილ­ებ­ელი სა­ჭი­რო­ებ­ებ­ის შე­სა­ხებ და აწ­ვდის მათ შე­სა­ბა­მის რე­კო­მენ­და­ცი­ებს. მი­უხ­ედ­ავ­ად მცი­რე პე­რი­ოდ­ისა, რაც ახ­ალ რე­ალ­ობ­აში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა და საქ­მი­ან­ობა, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ინ­ტენ­სი­ური მუ­შა­ობა ჩა­ტარ­და დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის გა­სა­მარ­თად. დღე­ის მდგო­მა­რე­ობ­ით, უკ­ვე შეგ­ვიძ­ლია, გარ­კვე­ულ­წი­ლად, შე­ჯა­მე­ბუ­ლი სუ­რა­თი გა­გი­ზი­არ­ოთ. უმ­აღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მოკ­ლე დრო­ში წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თვა თა­ვი დის­ტან­ცი­ური კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მო­წეს­რი­გე­ბას, შერ­ჩე­ული პლატ­ფორ­მე­ბის გა­მარ­თუ­ლად ამ­უშ­ავ­ებ­ას. რაც შე­ეხ­ება სწავ­ლა/სწავ­ლე­ბას, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს პრო­ცე­სი მხო­ლოდ მა­სა­ლის მი­წო­დე­ბას არ გუ­ლის­ხმობს და, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ უკ­ვე აქ­ტი­ურ­ად ვმუ­შა­ობთ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ერ­ოვ­ნულ ცენ­ტრთან ერ­თად, რა­თა შე­ფა­სე­ბის ნა­წილ­ში გარ­კვე­ული ერ­თი­ანი მიდ­გო­მა იყ­ოს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, სტუ­დენ­ტის­გან უკ­უკ­ავ­ში­რი იყ­ოს გაძ­ლი­ერ­ებ­ული და პრო­ცე­სი გახ­დეს კი­დევ უფ­რო ინ­ტე­რაქ­ტი­ული.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ჩვენ რე­ალ­ურ დრო­ში გვი­წევს ამ პრო­ცე­სე­ბის და­ლა­გე­ბა, მარ­თვა, მო­ნი­ტო­რინ­გი და, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე რგო­ლი ვი­თა­ვი­სებთ — თუ რა სირ­თუ­ლე­ებ­ის წი­ნა­შე დგას სის­ტე­მა და გა­გე­ბით ვე­კი­დე­ბით არ­სე­ბულ მო­ცე­მუ­ლო­ბას, ას­ევე, პა­რა­ლე­ლუ­რად, ვმუ­შა­ობთ ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვლის და და­ნერ­გვის პრო­ცე­სი არ­ის სო­ლი­და­რუ­ლი, მხარ­და­ჭე­რი­ლია რო­გორც პი­როვ­ნულ დო­ნე­ზე — სტუ­დენ­ტე­ბი­სა და ლექ­ტო­რე­ბის მხრი­დან, ას­ევე ინ­სტი­ტუ­ცი­ურ დო­ნე­ზე — უმ­აღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მხრი­დან. გვაქ­ვს, აგ­რეთ­ვე, ინ­სტი­ტუ­ცი­ათ­აშ­ორ­ისი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებს შო­რის ტექ­ნი­კუ­რი გა­მარ­თუ­ლო­ბის მხარ­და­ჭე­რის კუთხით.

- უმ­აღ­ლეს­ში ჩა­ბა­რე­ბის მსურ­ვე­ლი აბ­იტ­ური­ენ­ტე­ბის­თვის რო­გორ ჩა­ტარ­დე­ბა გა­მოც­დე­ბი და რა მო­ლო­დი­ნე­ბი უნ­და ჰქონ­დეთ აბ­იტ­ური­ენ­ტებს? ხომ არ გა­უქ­მდე­ბა გა­მოც­დე­ბი და რამ­დე­ნად ექ­ნე­ბათ მი­ღე­ბა უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს ახ­ალი სე­მეს­ტრი­დან (სექ­ტემ­ბრი­დან)?

- გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კითხე­ბი გეგ­მი­ურ­ად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ ეტ­აპ­ზე გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ვა­დე­ბის ცვლი­ლე­ბა არ გა­ნი­ხი­ლე­ბა. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­ხან­გრძლივ­და გა­მოც­დებ­ზე მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მსურ­ველ­თა რე­გის­ტრა­ცი­ის ვა­დე­ბი 30 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით და ეს ეხ­ება რო­გორც ერ­თი­ან ერ­ოვ­ნულ გა­მოც­დებს, ას­ევე, სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დებს და სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სს. რე­გის­ტრა­ცი­ის ვა­დის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა არ აის­ახ­ება გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის თა­რიღ­ზე. იმ­ედს ვი­ტო­ვებთ, რომ ზაფხუ­ლის­თვის ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ური მდგო­მა­რე­ობა, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ას­ევე გლო­ბა­ლუ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი და­გეგ­მილ ვა­დებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

და­სას­რულს ვიტყვი, რომ დღეს კი­დევ ერ­თხელ და­დას­ტურ­და ხა­რის­ხი­ანი გა­ნათ­ლე­ბი­სა და სა­მეც­ნი­ერო მიღ­წე­ვებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ცოდ­ნის სა­ჭი­რო­ება და მი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა კა­ცობ­რი­ობ­ის ხვა­ლინ­დე­ლი დღის­თვის.

ყვე­ლას გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას, სიმ­ხნე­ვეს და, რაც მთა­ვა­რია, მდგრად იმ­უნ­იტ­ეტს!

ესა­უბ­რა ნი­ნო კა­კუ­ლია

თარიღი: 07/04/2020