საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯივან მკრტიჩიანი: გვჭირდება ერთმანეთის გვერდით დგომა და დახმარება, ურთიერთპატივისცემა და ტოლერანტობა

მაია ტო­რა­ძე

 

მარ­ტის და­საწყის­ში ქარ­თვე­ლი და უცხო­ელი ახ­ალ­გაზ­რდე­ბის მო­ნა­წი­ლე­ობ­ით სა­ინ­ტე­რე­სო დის­კუ­სია გა­მარ­თა არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ „ქარ­თვე­ლი ახ­ალ­გაზ­რდე­ბი ევ­რო­პის­თვის“. დის­კუ­სია შე­ეხ­ებ­ოდა რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ინ­ას­თან. დის­კუ­სი­აში გერ­მა­ნი­ის, ჩე­ხე­თის, უნ­გრე­თის, ბე­ლა­რუ­სის, პო­ლო­ნე­თის მო­ხა­ლი­სე­ებ­თან ერ­თად, სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ცენ­ტე­ბი დას­ვა თსუ-ის მა­გის­ტრან­ტმა ჯი­ვან მკრტი­ჩი­ან­მა, რო­მე­ლიც 16 მარ­ტს ამ­ავე აუდ­იტ­ორი­ას წა­რუდ­გენს მოხ­სე­ნე­ბას: „სომ­ხე­ბის ინ­ტეგ­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში (სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე)“.

 

ჯი­ვან მკრტი­ჩი­ანი თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის კერ­ძო სა­მარ­თლის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის მა­გის­ტრან­ტია. წარ­მა­ტე­ბუ­ლი აკ­ად­ემი­ური მოს­წრე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ტი­ურ­ადაა ჩარ­თუ­ლი სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბა­ში და მი­იჩ­ნევს, რომ არ­აქ­არ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ახ­ალ­გაზ­რდე­ბის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებ­ში მა­თი სა­მო­ქა­ლა­ქო ჩარ­თუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით.

 

„ვფიქ­რობ, რომ თა­ნას­წო­რო­ბა და ერ­თი­ან­ობა არ­ის ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. ჩვენ დღეს, რო­გორც არ­ას­დროს, გვჭირ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით დგო­მა და დახ­მა­რე­ბა, ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა და ტო­ლე­რან­ტო­ბა. მე ღრმად მწამს, რომ კარ­გად სწავ­ლა ჯერ კი­დევ ყვე­ლა­ფე­რი არ არ­ის, ად­ამი­ან­ის საქ­ცი­ელი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მეტს ნიშ­ნავს და გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენს ქვე­ყა­ნას დღეს სჭირ­დე­ბა ერ­თი­ან­ობა, ხო­ლო ამ ერ­თი­ან­ობ­ას მი­ვაღ­წევთ მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის, ერ­თმა­ნე­თი­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა და ტო­ლე­რან­ტუ­ლი საქ­ცი­ელ­ის შე­დე­გად. ამ ეტ­აპ­ზე, ჩე­მი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის დამ­სა­ხუ­რე­ბად, ამ აზ­რის გავ­რცე­ლე­ბა და დამ­კვიდ­რე­ბა მი­მაჩ­ნია“, – ამ­ბობს იგი.

 

„ზო­გა­დად აქ­ტი­ური ად­ამი­ანი ვარ. სკო­ლის ოქ­როს მედ­ლით დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ერ­თი­ანი ერ­ოვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბით ჩა­ვა­ბა­რე და სა­ხელ­მწი­ფოს სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით ჩა­ვი­რიცხე თსუ-ის იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე. თა­ვი­დან­ვე თით­ქმის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, რომ სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ შევ­ძლებ­დი ერ­თი­ანი ერ­ოვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბით თსუ-ში ჩა­ბა­რე­ბას, თუმ­ცა, ძა­ლი­ან დი­დი მონ­დო­მე­ბი­სა და შრო­მის შე­დე­გად მი­ვაღ­წიე წარ­მა­ტე­ბას. შე­იძ­ლე­ბა ეს სხვა ად­ამი­ან­ის­თვის იმ­დე­ნად დი­დი წარ­მა­ტე­ბა არ იყ­ოს, თუმ­ცა ჩემ­თვის, რო­გორც ერ­ოვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რის­თვის, ეს ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან დი­დი მიღ­წე­ვა იყო, რად­გან ქარ­თუ­ლი ენა ჩემ­თვის მე­ორე ენაა და ამ ენ­აზე სას­წავ­ლო პროგ­რა­მის დაძ­ლე­ვა და შემ­დეგ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა სიძ­ნე­ლე­ებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დაწყე­ბი­დან­ვე ვიგ­რძე­ნი სირ­თუ­ლე­ებ­ის ახ­ალი ტალ­ღა — სას­წავ­ლო მა­სა­ლა გვქონ­და ძა­ლი­ან ბევ­რი, თი­თო ლექ­ცი­აზე 80-150 გვერ­დი, რაც ჩემ­თვის თა­ვი­დან წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. ამ­ას­თა­ნა­ვე, არ­ავ­ის ვიც­ნობ­დი, არც ქარ­თულს არ ვფლობ­დი კარ­გად, ვერ ვი­გებ­დი ლექ­ცი­ებს, წა­კითხვი­სას ტექ­სტის 60% უცხო იყო, რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის იურ­იდი­ული ტერ­მი­ნო­ლო­გი­აც, თუმ­ცა, ჩე­მი მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ობა გა­მო­მად­გა. თა­ვი­დან ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი სხვა თვა­ლით მი­ყუ­რებ­დნენ, იც­ინ­ოდ­ნენ, რო­ცა ქარ­თუ­ლად ვლა­პა­რა­კობ­დი. მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი არ მა­ში­ნებ­და, პი­რი­ქით, სტი­მულს მაძ­ლევ­და, რომ უკ­ეთ­ესი და ძლი­ერი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სა­ბედ­ნი­ერ­ოდ, ას­ეც მოხ­და. სულ რა­ღაც ორ თვე­ში, ძა­ლი­ან დი­დი შრო­მი­სა და უძ­ილო ღა­მე­ებ­ის შე­დე­გად, არა მარ­ტო გავ­ხდი ფა­კულ­ტე­ტის ერთ-ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი, არ­ამ­ედ უკ­ვე სხვებ­საც ვეხ­მა­რე­ბო­დი“, – გვი­ამ­ბობს იგი.

 

ის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დაწყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან გა­წევ­რი­ან­და სტუ­დენ­ტურ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­ში. იყო თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის წევ­რი; 2019 წელს გახ­და თსუ-ის სა­უკ­ეთ­ესო დეს­პა­ნი; მო­ნა­წი­ლო­ებ­და თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტურ სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული სა­მარ­თლის, სის­ხლის სა­მარ­თლის და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, წა­რად­გი­ნა 12 მოხ­სე­ნე­ბა და თით­ქმის ყვე­ლა კონ­ფე­რენ­ცი­აზე მო­იპ­ოვა საპ­რი­ზო ად­გი­ლი. რო­გორც ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბის მქო­ნე და აქ­ტი­ური სტუ­დენ­ტი, ხუთ­ჯერ გახ­და ფა­კულ­ტე­ტის სტი­პენ­დი­ატი.

 

ჯი­ვა­ნი დღეს უკ­ვე თსუ-ს მა­გის­ტრან­ტია. ჯერ­ჯე­რო­ბით არ იც­ის — რა­ზე და­წერს სა­მა­გის­ტრო ნაშ­რომს, მაგ­რამ იც­ის, რომ სწავ­ლა უნ­და გა­ნაგ­რძოს უცხო­ეთ­ში, მი­იღ­ოს ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და შემ­დეგ ეს ცოდ­ნა სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას – სა­ქარ­თვე­ლოს მო­ახ­მა­როს.

 

ამ­ის­თვის აქ­ტი­ურ­ადაა ჩარ­თუ­ლი არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „გან­ძის“ საქ­მი­ან­ობ­აში. ეს არ­ის ახ­ალი პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც შე­იქ­მნა გა­ერ­ოს მო­სახ­ლე­ობ­ის ფონ­დი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით და მი­სი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცი­ებია ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბის გაძ­ლი­ერ­ება, ერ­ოვ­ნუ­ლი და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა და მა­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის გაძ­ლი­ერ­ება, ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბი, დე­მოკ­რა­ტი­ული მმარ­თვე­ლო­ბა.

 

გარ­და ამ­ისა, ჯი­ვა­ნი მუ­შა­ობ­და არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში: „სა­ფა­რი“ და „სო­ლი­და­რო­ბის პლატ­ფორ­მა“, ხში­რად ატ­არ­ებს ტრე­ნინ­გებს ის­ეთ არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში, რო­გო­რი­ცაა „ჰელ­ფინგ ჰენ­დი“ და „მსა­ხუ­რო­ბა სა­მარ­თლი­ან­ობ­ის­თვის“.

 

ჯი­ვა­ნის გა­ტა­ცე­ბებს შო­რის ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ან­ობაა: ხა­ტავს პორ­ტრე­ტებს, ქარ­თულ და სომ­ხურ ასო­ებ­საც ახ­არ­ატ­ულ­ებს, თუმ­ცა წე­რას მა­ინც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ად­გი­ლი უჭ­ირ­ავს. თა­ვი­სუ­ფალ დროს დღი­ურ­ებს უბ­რუნ­დე­ბა და ასე იმ­ახ­სოვ­რებს იმ დღე­ებს, რო­ცა თავ­გა­მო­დე­ბით ცდი­ლობ­და ქარ­თუ­ლი ეს­წავ­ლა და სა­უკ­ეთ­ესო სტუ­დენ­ტებს შო­რის მოხ­ვედ­რი­ლი­ყო. „სტუ­დენ­ტის დღი­ური“ — ასე ჰქვია მის ნა­წარ­მო­ებს, რომ­ლის ნა­წი­ლი უკ­ვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია, სრუ­ლი სა­ხით კი აპ­ირ­ებს გა­მოს­ცეს წიგ­ნი, რო­მე­ლიც აუც­ილ­ებ­ლად და­ეხ­მა­რე­ბა არ­აქ­არ­თუ­ლე­ნო­ვან ახ­ალ­გაზ­რდებს ყვე­ლა იმ სიძ­ნე­ლის გა­და­ლახ­ვა­ში, რაც შე­საძ­ლოა სა­ზო­გა­დო­ებ­აში მათ ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში შეხ­ვდეთ.

 

ჯი­ვან მკრტი­ჩი­ანი – ეს არ­ის სა­ხე­ლი, რომ­ლი­თაც თსუ მა­ლე იამ­აყ­ებს!

თარიღი: 16/03/2022