საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯა­ბა სა­მუ­შია შვი­ლებს სამ­შობ­ლოს და­სათ­ვა­ლი­ერ­ებ­ლად ამ­ოგ­ზა­ურ­ებს

ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის დღეს, 1 ივ­ნისს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ცდი­ლობს — თა­ნამ­შრო­მელ პრო­ფე­სორ­თა შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებს თა­ვი და­ამ­ახ­სოვ­როს იმ­ით, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­ზეთ­ში მათ შე­სა­ხებ გაჩ­ნდეს ჩა­ნა­წე­რი — და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი სა­ბავ­შვო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, ამ­ბე­ბი და წარ­მა­ტე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი. „პრე­სა­ში უკ­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი ხარ“ — ეტყვის დე­და, მა­მა, ბა­ბუა ან ბე­ბია პა­ტა­რებს თუ მოზ­რდი­ლებს და „ამ პო­პუ­ლა­რო­ბის“ ხიბ­ლით, ვინ იც­ის, რა კა­ცე­ბი და ქა­ლე­ბი დად­გნენ... ასე რომ, ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის დღეს ჩვენ მათ უფ­ლე­ბას შე­ვე­ხე­ბით — წარ­მოჩ­ნდნენ, რო­გორც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი.

 

თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ჯა­ბა სა­მუ­შია გვიყ­ვე­ბა: „სა­მი ვა­ჟი მყავს: ცოტ­ნე სა­მუ­შია 13 წლი­საა, თორ­ნი­კე სა­მუ­შია 11 წლის და და­ვით (და­თა) სა­მუ­შია 6 წლის. ცოტ­ნე გა­ტა­ცე­ბუ­ლია ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბით. ძა­ლი­ან კარ­გად ეუფ­ლე­ბა უცხო-ენ­ებს. თორ­ნი­კე უფ­რო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დარ­გე­ბის­კენ იხ­რე­ბა და თან ფეხ­ბურ­თს თა­მა­შობს. და­თა სა­ბავ­შო ბაღ­შია, თუმ­ცა კვი­რა­ში ერ­თხელ სახ­ლში გა­მო­ფე­ნებს აწყობს, ხა­ტავს. რო­გორც ყვე­ლა ოჯ­ახ­ში, ჩვენ­თა­ნაც, მთა­ვა­რი „კა­მა­თის“ მი­ზე­ზი კომ­პი­უტ­ერია, რო­მელ­საც სა­მი­ვე ფან­ტას­ტი­ურ­ად ფლობს და დიდ დრო­საც კომ­პი­უტ­ერ­თან ატ­არ­ებ­ენ. ამ­იტ­ომ, მთა­ვა­რი „შეზღუდ­ვე­ბი“ კომ­პი­უტ­ერს ეხ­ება.

 

ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც მშობ­ლებ­მა თა­ვი­სი შვი­ლე­ბის­თვის უნ­და გა­აკ­ეთ­ონ, ეს არ­ის ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლის გაღ­ვი­ვე­ბა. ქარ­თვე­ლე­ბი თა­ვი­სი კულ­ტუ­რით არც არ­ავ­ის­ზე მეტ­ნი ვართ და არც არ­ავ­ის­ზე ნაკ­ლე­ბი. ად­ამი­ანი სა­კუ­თარ თვით­მყო­ფა­დო­ბას არ­ას­დროს და­კარ­გავს, თუ ის მყა­რად დგას სა­კუ­თარ ფეს­ვებ­ზე. თა­ვი­სუ­ფალ დროს ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ჩემს შვი­ლებს სამ­შობ­ლო და­ვათ­ვა­ლი­ერ­ებ­ინო, ამ­იტ­ომ­აცაა, რომ ბევ­რს ვმოგ­ზა­ურ­ობთ. გან­სა­კუთ­რე­ბით ცოტ­ნეს და თორ­ნი­კეს უყ­ვართ ოჯ­ახ­ური „ექ­სკურ­სი­ები“, თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო დათ­ვა­ლი­ერ­ებ­ული აქ­ვთ“.

თარიღი: 31/05/2020