საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ხრიკი, რომელიც გაცვლითი პროგრამის კონკურსში გასამარჯვებლად დაგეხმარებათ

ნი­ნო ჭყო­იძე თსუ სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტია. ფიქ­რობს, რომ მო­მა­ვალს სწო­რედ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას და­უკ­ავ­ში­რებს და ამ­ის­თვის ბა­კა­ლავ­რი­ატ­ში სწავ­ლის ყვე­ლა სე­მეს­ტრში გა­მორ­ჩე­ული მონ­დო­მე­ბით ეუფ­ლე­ბო­და იმ უნ­არ-ჩვე­ვებს, რო­მელ­მაც მე­დი­აბ­აზ­არ­ზე თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა­ში უნ­და შე­უწყოს ხე­ლი. წელს ნი­ნომ თსუ-ის გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ეს­ტო­ნე­თის ქა­ლაქ ტარ­ტუს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და სო­ცი­ალ­ურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე გა­ატ­არა ერ­თი სე­მეს­ტრი. რა მის­ცა ამ პროგ­რა­მამ, რა გან­სხვა­ვე­ბას ხე­დავს ის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო და ტარ­ტუს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში დამ­კვიდ­რე­ბულ სწავ­ლე­ბის მე­თო­დებს შო­რის, თა­ვად გვი­ამ­ბობს:

 

– სა­მო­მავ­ლო პრო­ფე­სი­აზე ფიქ­რი­სას ერ­თა­დერთ ვა­რი­ან­ტად, რამ­დე­ნა­დაც ეს ჩემს მეხ­სი­ერ­ებ­ას შე­მორ­ჩა, ყო­ველ­თვის ჟურ­ნა­ლის­ტი­კას გან­ვი­ხი­ლავ­დი, თუმ­ცა ას­ეთი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვყო­ფილ­ვარ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის შერ­ჩე­ვი­სას. ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ არ­ჩე­ვა­ნი მა­ინც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ზე შე­ვა­ჩე­რე. უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში 2017 წელს ჩა­ვი­რიცხე და ახ­ლა უკ­ვე ბო­ლო სე­მეს­ტრია ჩემ­თვის.

 

ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე სწავ­ლამ სა­მო­მავ­ლო პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩემ­თვის ბევ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა შეც­ვა­ლა; გა­და­ვა­ფა­სე ბევ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა და მივ­ხვდი, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში, რო­გორც პრო­ფე­სი­აში, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­რა­ლუ­რი კე­თილ­სინ­დი­სი­ერ­ება და გულ­წრფე­ლო­ბაა.

 

ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი კი­დეც, რა­მაც, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, უკ­ეთ მი­მახ­ვედ­რა, რა მო­მეთხო­ვე­ბა მე, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტს. ამ­ჟა­მად ჟურ­ნა­ლის­ტი­კის გან­ხრით არ ვმუ­შა­ობ, მაგ­რამ ჩე­მი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და სა­მო­მავ­ლო გეგ­მა სწო­რედ ამ სფე­რო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბაა.

 

რამ­დე­ნი­მე თვე­ში უნ­ივ­ერ­სი­ტეტს ვამ­თავ­რებ და ახ­ლა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ სა­კითხზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბაა. ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცდი­ლობ­დი, რომ სე­მეს­ტრულ შე­ფა­სე­ბებ­ში მა­ღა­ლი ნიშ­ნე­ბი მქო­ნო­და, ამ­აზე ბევ­რს ვმუ­შა­ობ­დი; ორ­ჯერ სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­აც მო­ვი­პო­ვე და შემ­დეგ მიზ­ნად გაც­ვლით პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობა და­ვი­სა­ხე, რაც, მი­უხ­ედ­ავ­ად ერ­თი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბი­სა, სა­ბო­ლო­ოდ, გა­მო­მი­ვი­და კი­დეც.

 

გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ვებ­გვერ­დზე ამ­ომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ციაა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის შე­სა­ხებ სწო­რედ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ვებ­გვერ­დი­დან გა­ვი­გე და მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მი­სა­ღე­ბად გრძე­ლი გზაც გა­ვი­არე. გაც­ვლით პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობა პრო­ცე­დუ­რუ­ლად საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი და დამ­ღლე­ლია, მაგ­რამ შე­დე­გი ამ­ად ღირს. გა­ნაცხა­დის შე­ტა­ნამ­დე ერ­თი წლით ად­რე ინ­გლი­სუ­რი ენ­ის B2 დო­ნის ტეს­ტი­რე­ბა გა­ვი­არე და ცოდ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტიც ავ­იღე. სტუ­დენ­ტს მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი ცნო­ბის წარ­დგე­ნის შემ­დეგ აქ­ვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღ­ოს გაც­ვლით პროგ­რა­მა­ში. პირ­ვე­ლი ეტ­აპი ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი გა­ნაცხა­დის შევ­სე­ბა და სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბაა. ას­ევე, აუც­ილ­ებ­ელია, რომ წე­რი­ლო­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცია გა­გი­წი­ოს ლექ­ტორ­მა.

 

გაც­ვლით პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის­ას დი­დი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა შენს აკ­ად­ემი­ურ მოს­წრე­ბა­სა და სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რილს. მა­ღალ GPA-სთან ერ­თად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ შე­ნი მო­ტი­ვა­ცია და მიზ­ნე­ბი შე­ეს­აბ­ამ­ებ­ოდ­ეს იმ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მოთხოვ­ნებს, რო­მელ­ში ჩა­ბა­რე­ბა­საც აპ­ირ­ებ. რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი­დან არ­ჩე­ვა­ნი ეს­ტო­ნეთ­ზე, ტარ­ტუს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ზე შე­ვა­ჩე­რე. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში შემ­ხვდა ბალ­ტი­ის­პი­რე­თის სხვა ქვეყ­ნე­ბის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბიც, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი მა­ინც ტარ­ტუს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი იყო და ეს სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რილ­შიც აღ­ვნიშ­ნე. ინ­ფორ­მა­ცია წი­ნას­წარ მო­ვი­ძიე და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ტარ­ტუს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი არ­სე­ბო­ბის მე­ოთხე სა­უკ­უნ­ეს ით­ვლის და მსოფ­ლი­ოს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებს შო­რის 285-ე ად­გილს იკ­ავ­ებს.

 

დო­კუ­მენ­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბის შემ­დე­გი ეტ­აპია გა­სა­უბ­რე­ბა, რაც, ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბით, გა­დამ­წყვეტ როლს ას­რუ­ლებს. კო­მი­სი­ას­თან გა­სა­უბ­რე­ბა ინ­გლი­სურ ენ­აზეა და სულ 5-10 წუთს გრძელ­დე­ბა, მაგ­რამ მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე ამ დროს უნ­და გა­და­ლა­ხო — მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მოკ­ლე დრო­ში შეძ­ლო სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­დგე­ნა და იმ­ის ახ­სნაც, თუ რა­ტომ გა­დაწყვი­ტე მო­ნა­წი­ლე­ობა მი­გე­ღო გაც­ვლით პროგ­რა­მა­ში, რა­ტო­მაა შე­ნი კან­დი­და­ტუ­რა სა­ინ­ტე­რე­სო მას­პინ­ძე­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის­თვის. მათ­თვის, ვინც მო­მა­ვალ­ში აპ­ირ­ებს გაც­ვლით პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ას, მინ­და ვთქვა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კარ­გად მო­ემ­ზა­დოთ გა­სა­უბ­რე­ბის­თვის, ყუ­რადღე­ბით და­აკ­ვირ­დეთ შე­კითხვე­ბის ში­ნა­არ­სს; მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში ერთ ხრიკ­საც მი­ვა­გე­ნი — რო­დე­საც შენს თავ­ზე სა­უბ­რობ, უნ­და და­ივ­იწყო ყვე­ლა­ფე­რი, რაც რე­ზი­უმ­ესა და სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რილ­ში უკ­ვე ახ­სე­ნე, რად­გან კო­მი­სი­ის წევ­რებს ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი აქ­ვთ და უკ­ვე კარ­გად იცი­ან ეს ყვე­ლა­ფე­რი; მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თქვა ის, რაც ჯერ არ გიხ­სე­ნე­ბია და ისა­უბ­რო იმ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე, რომ­ლებ­შიც სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ.

 

ტარ­ტუს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში თსუ-დან 4 სტუ­დენ­ტი მოვ­ხვდით. ტარ­ტუ ეს­ტო­ნე­თის სი­დი­დით მე­ორე ქა­ლა­ქი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ური ცენ­ტრია. გაც­ვლი­თი სე­მეს­ტრი 2020 წლის 31 აგ­ვის­ტოს და­იწყო და 2021 წლის 31 იან­ვარს დას­რულ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ზაფხუ­ლის სე­მეს­ტრის ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ ტარ­ტუ­ში ლექ­ცია-სე­მი­ნა­რებს უშუ­ალ­ოდ აუდ­იტ­ორი­ებ­ში ვეს­წრე­ბო­დი.

 

ეპ­იდ­ვი­თა­რე­ბა ეს­ტო­ნეთ­ში შე­მოდ­გო­მის სე­მეს­ტრის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი და მშვი­დი იყო; უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ებს მაქ­სი­მა­ლუ­რი სიმ­კაც­რით იც­ავ­და. 6 სას­წავ­ლო კურ­სი­დან ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში მხო­ლოდ ერ­თი გა­ვი­არე; ყო­ველ­დღი­ურ­ად უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სი­არ­ულ­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა, უკ­ეთ გა­მეც­ნო ეს­ტო­ნე­თის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა და და­ვახ­ლო­ვე­ბო­დი ლექ­ტო­რებ­სა და სტუ­დენ­ტებს.

 

ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ტარ­ტუ­ში მხო­ლოდ ორი სა­გა­ნი — „თარ­გმა­ნის რო­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში“ და „თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ას­აზ­ოგ­ადო­ება გა­ვი­არე“, თუმ­ცა სხვა სას­წავ­ლო კურ­სე­ბიც არ­ან­აკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა. და­ვიწყე ეს­ტო­ნუ­რი ენ­ის შეს­წავ­ლაც, რაც გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წი­ლი იყო ჩემ­თვის. ეს­ტო­ნე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, ჩე­მი ცოდ­ნა გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა და ის­ინ­იც მუ­დამ მზად იყ­ვნენ, დამ­ხმა­რე­ბოდ­ნენ ენ­ის უკ­ეთ შეს­წავ­ლა­ში.

 

* * *

სწავ­ლე­ბის სპე­ცი­ფი­კა ტარ­ტუს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­სა და თსუ-ს შო­რის საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. სა­სე­მი­ნა­რო ჯგუ­ფე­ბი ტარ­ტუ­ში საკ­მა­ოდ მცი­რე­რიცხო­ვა­ნი იყო, რაც თი­თოეულ სტუ­დენ­ტს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევ­და — მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ევ­ლი­ნა თა­ვი­სი ცოდ­ნა, რაც თსუ-ში ხში­რად ვერ ხერ­ხდე­ბა. ვგუ­ლის­ხმობ იმ­ას, რომ, ჯგუ­ფებ­ში სტუ­დენ­ტე­ბის რა­ოდ­ენ­ობ­ის გა­მო, ჩვენ­თან ლექ­ტო­რე­ბი ინ­ტე­რაქ­ცი­ულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობ­ას ზოგ­ჯერ ფი­ზი­კუ­რად ვერ ახ­ერ­ხე­ბენ.

 

ას­ევე ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია სა­გა­მოც­დო სის­ტე­მაც. შუ­ალ­ედ­ურ გა­მოც­დებს ტარ­ტუს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სას­წავ­ლო კურ­სე­ბის უმ­ეტ­ეს­ობ­აში ფორ­მა­ლუ­რი გა­მოც­დის სა­ხე არ აქ­ვს და სტუ­დენ­ტებს თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბის სა­შუ­ალ­ება ეძ­ლე­ვათ, რის გა­მოც ნაკ­ლე­ბია სა­გა­მოც­დო სტრე­სიც, მაგ­რამ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ლექ­ტო­რე­ბის უმ­ეტ­ეს­ობ­ის სტუ­დენ­ტე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბევ­რად უფ­რო მი­სა­ღე­ბია ჩემ­თვის. სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქოს უფ­რო გაქ­ვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, არ­აფ­ორ­მა­ლურ გა­რე­მო­შიც გა­ატ­არ­ოთ ერ­თად დრო სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მის გან­სა­ხილ­ვე­ლად, ტარ­ტუ­ში კი პრო­ფე­სო­რებ­სა და სტუ­დენ­ტებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემ­თვის ბევ­რად ფორ­მა­ლუ­რი იყო.

 

გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ყვე­ლა სას­წავ­ლო კურ­სი უპ­რობ­ლე­მოდ გა­ვი­არე და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ნაცხა­დი კრე­დი­ტე­ბის აღი­არ­ებ­აზე შე­ვი­ტა­ნე, მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლი აღ­მოჩ­ნდა. თით­ქმის სა­მი თვე ვე­ლო­დი პა­სუხს — შევ­ძლებ­დი თუ არა სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბას მიმ­დი­ნა­რე სე­მეს­ტრში და, სა­ბედ­ნი­ერ­ოდ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­მი­კავ­შირ­დნენ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან და კრე­დი­ტე­ბის აღი­არ­ებ­ის პრო­ცე­სიც უპ­რობ­ლე­მოდ დას­რულ­და სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გით.

 

მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ უკ­ვე სა­მი თვეა ეს­ტო­ნე­თი­დან დავ­ბრუნ­დი, იქა­ური გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის ქვეშ დღემ­დე ვარ. დღემ­დე ვათ­ვა­ლი­ერ­ებ ფო­ტო­ებს და ვიხ­სე­ნებ ყვე­ლა იმ მო­მენ­ტს, რომ­ლებ­მაც ჩე­მი ცხოვ­რე­ბა უკ­ეთ­ეს­ობ­ის­აკ­ენ შეც­ვა­ლა. გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის მთა­ვა­რი ხიბ­ლი მხო­ლოდ სხვა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლას არ უკ­ავ­შირ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი შე­ნი თა­ვის აღ­მო­ჩე­ნა და და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბას­თან შე­გუ­ებაა. ეს­ტო­ნეთ­ში ბევ­რი ქარ­თვე­ლი და უცხო­ელი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე, რაც ჩემ­თვის გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლია. არ ვი­ცი, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და გა­მოც­დი­ლე­ბა სხვა ქვე­ყა­ნა­სა და ქა­ლაქ­ში, მაგ­რამ ეს­ტო­ნე­თი და ტარ­ტუ ჩემ­თვის იდე­ალ­ური გა­რე­მო აღ­მოჩ­ნდა. ვგეგ­მავ­დი, მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზეც ტარ­ტუს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა; ამ ეტ­აპ­ზე ეს გეგ­მა მო­მავ­ლის­თვის გა­დავ­დე, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ად­რე თუ გვი­ან აუც­ილ­ებ­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ელ­ებ.

 

მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში უკ­ვე ოთხი წე­ლია ვსწავ­ლობ, ვთვლი, რომ ნამ­დვი­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის ხიბ­ლი ტარ­ტუ­ში შე­ვიგ­რძე­ნი. სტუ­დენ­ტუ­რი ქა­ლა­ქი, სტუ­დენ­ტუ­რი საცხოვ­რე­ბე­ლი, უამ­რა­ვი გაც­ვლი­თი სტუ­დენ­ტი, სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი და გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბის და­მო­უკ­იდ­ებ­ლად მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა — ამ ყვე­ლა­ფერ­მა ერ­თად და­მა­ნა­ხა, რა არ­ის ჩემ­თვის, რო­გორც პი­როვ­ნე­ბის­თვის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და რას მინ­და მო­მა­ვალ­ში მი­ვაღ­წიო. თუმ­ცა, რომ არა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, ეს შან­სი არ მო­მე­ცე­მო­და, რის­თვი­საც უზ­ომ­ოდ მად­ლი­ერი ვარ და ყო­ველ­თვის მზად ვიქ­ნე­ბი — ჩე­მი გა­მო­ცი­ლე­ბა სხვა სტუ­დენ­ტებ­საც გა­ვუ­ზი­არო.

 

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

 

თარიღი: 04/05/2021