საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

წიგნი - „ლათინური ამერიკის ისტორიის ნარკვევები“ მალე გამოიცემა

თა­მარ და­დი­ანი

 

თსუ-ის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი, ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ელ­ენე მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი გა­მო­სა­ცე­მად ამ­ზა­დებს წიგ­ნს — „ლა­თი­ნუ­რი ამ­ერ­იკ­ის ის­ტო­რი­ის ნარ­კვე­ვე­ბი“. წიგ­ნი პირ­ვე­ლი სე­რი­ოზ­ული მეც­ნი­ერ­ული კვლე­ვა იქ­ნე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. აქ­ამ­დე ქარ­თულ სა­მეც­ნი­ერო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ლა­თი­ნუ­რი ამ­ერ­იკ­ის­ად­მი მიძ­ღვნი­ლი ას­ეთი მას­შტა­ბუ­რი და ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნაშ­რო­მი არ ყო­ფი­ლა.

 

ლა­თი­ნუ­რი ამ­ერ­იკ­ის რე­გი­ონი და ლა­თი­ნუ­რი ამ­ერ­იკ­ის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ის­ტო­რია თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კა­ში თან­და­თან უფ­რო და უფ­რო მეტ ყუ­რადღე­ბას იქ­ცევს თა­ვი­სი არ­სი­დან და მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. სა­ერ­თოდ, ლა­თი­ნუ­რი ამ­ერ­იკ­ის ის­ტო­რია მდი­და­რი, სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. ოდ­ეს­ღაც არ­სე­ბობ­დნენ აც­ტე­კე­ბის, ინ­კე­ბის, მო­ჩი­კა­სა და ლა­თი­ნუ­რი ამ­ერ­იკ­ის მრა­ვა­ლი სხვა კულ­ტუ­რის უძ­ვე­ლე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ები, რომ­ლე­ბიც მოგ­ვი­ან­ებ­ით და­იპყრეს ეს­პა­ნელ­მა დამ­პყრობ­ლებ­მა. ლა­თი­ნურ ამ­ერ­იკ­აში შე­დის ეს­პა­ნე­თი­სა და პორ­ტუ­გა­ლი­ის ყო­ფი­ლი კო­ლო­ნი­ები. ლა­თი­ნუ­რი ამ­ერ­იკ­ის ის­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი პე­რი­ოდია XIX ს-ის პირ­ვე­ლი მე­სა­მე­დი, რო­ცა ბრძო­ლა გა­ჩაღ­და ლა­თი­ნუ­რი ამ­ერ­იკ­ის ხალ­ხთა და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ის შექ­მნი­სათ­ვის ეს­პა­ნე­ლი და პორ­ტუ­გა­ლი­ელი კო­ლო­ნი­ზა­ტო­რე­ბის ბა­ტო­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

 

ლა­თი­ნუ­რი ამ­ერ­იკ­ის რე­გი­ონ­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბა ახ­ალი ფე­ნო­მე­ნი არ არ­ის და ამ რე­გი­ონ­ის კვლე­ვა­სა და შეს­წავ­ლა­ში მეც­ნი­ერ­ები დი­დი ინ­ტე­რე­სით ერ­თვე­ბი­ან. ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერი, ელ­ენე მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი და­ინ­ტე­რეს­და ამ რე­გი­ონ­ის ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლით, რად­გან თვლის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ლა­თი­ნუ­რი ამ­ერ­იკ­ის ქვეყ­ნე­ბის ის­ტო­რი­ული და პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი რა­ღაც­ნა­ირ­ად ერ­თმა­ნეთს ჰგავს და ამ­ის ღრმა და მეც­ნი­ერ­ული ან­ალ­იზი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდის ამ რე­გი­ონ­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბა­სა და ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდას. თუ რა მნიშ­ვნე­ლო­ბას ან­იჭ­ებს კი­დევ ლა­თი­ნუ­რი ამ­ერ­იკ­ის ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლას და კვლე­ვას პრო­ფე­სო­რი ელ­ენე მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი, ამ­აზე თვი­თონ გვი­ამ­ბობს.

 

— რა­ტომ გა­დაწყვი­ტეთ ლა­თი­ნუ­რი ამ­ერ­იკ­ის ის­ტო­რი­აზე წიგ­ნის შექ­მნა? რა იყო ამ ინ­ტე­რე­სის მი­ზა­ნი?

 

— სა­ქარ­თვე­ლო­ში ლა­თი­ნუ­რი ამ­ერ­იკ­ის ცნო­ბა­დო­ბა დღემ­დე საკ­მა­ოდ და­ბა­ლია, მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ ამ რე­გი­ონ­ის ქვეყ­ნებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ძა­ლი­ან ბევ­რი ის­ტო­რი­ული და პო­ლი­ტი­კუ­რი პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბა და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა არ­ის შე­საძ­ლე­ბე­ლი. გარ­და ამ­ისა, ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის დის­ციპ­ლი­ნა სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო დო­ნე­ზე სულ უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. თუმ­ცა ამ­ის სა­ფუძ­ვე­ლი, უპ­ირ­ვე­ლე­სად, ქვე­ყა­ნა­ში ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბაა, მაგ­რამ არც ის უნ­და დაგ­ვა­ვიწყდეს, რომ ლა­თი­ნუ­რი ამ­ერ­იკა ამ­ერ­იკ­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ქვეყ­ნებ­ში მას ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ­ად სწავ­ლო­ბენ და იკ­ვლე­ვენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ რე­გი­ონს მხო­ლოდ ჩვენს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ას­წავ­ლი­ან.

 

ნაშ­რო­მის შექ­მნის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია არა მარ­ტო ახ­ალი თა­ობ­ის და­ინ­ტე­რე­სე­ბა ლა­თი­ნუ­რი ამ­ერ­იკ­ით, არ­ამ­ედ სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მოღ­ვა­წე და პრო­ფე­სი­ულ­ად ამ რე­გი­ონ­თან ასე თუ ისე და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბის­თვის, ას­ევე, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის ამ უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო რე­გი­ონ­ის უკ­ეთ გაც­ნო­ბა. არ­ან­აკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ლა­თი­ნუ­რი ამ­ერ­იკ­ის შეს­წავ­ლის გა­მარ­ტი­ვე­ბა, ვი­ნა­იდ­ან დღე­ის­ათ­ვის, ქარ­თულ სა­მეც­ნი­ერო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, არ არ­სე­ბობს ლა­თი­ნუ­რი ამ­ერ­იკ­ის­ად­მი მიძ­ღვნი­ლი ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნაშ­რო­მი. იმ­ედი გვაქ­ვს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი წიგ­ნი გახ­დე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი იმ­ისა, რომ სხვა უნ­ივ­ეს­იტ­ეტ­ებ­შიც ბო­ლოს და ბო­ლოს და­იწყოს ლა­თი­ნუ­რი ამ­ერ­იკ­ის რე­გი­ონ­ის სწავ­ლე­ბა და მას კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლი და­ეთ­მოს ევ­რო­პის, აზი­ისა თუ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის გვერ­დით. მით უმ­ეტ­ეს, რომ დიპ­ლო­მა­ტი­ური ურ­თი­ერ­თო­ბა ლა­თი­ნუ­რი ამ­ერ­იკ­ის ქვეყ­ნებ­თან სულ უფ­რო ვი­თარ­დე­ბა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­გი­ონ­ის­მცოდ­ნე­ები აუც­ილ­ებ­ლად დაგ­ვჭირ­დე­ბა.

 

— რა სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ­ცენ­ტე­ბი გა­კეთ­დე­ბა ლა­თი­ნუ­რი ამ­ერ­იკ­ის ის­ტო­რი­იდ­ან?

 

— ნაშ­რო­მი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­იც­ავს ლა­თი­ნუ­რი ამ­ერ­იკ­ის ის­ტო­რი­ას და­სა­ბა­მი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე ეპ­ოქ­ამ­დე. აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა რე­გი­ონ­ის ის­ტო­რი­ული, პო­ლი­ტი­კუ­რი, სო­ცი­ალ­ურ-ეკ­ონ­ომ­იკ­ური და კულ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე, რაც იქ მრავ­ლად იყო და რის გა­მოც ლა­თი­ნუ­რი ამ­ერ­იკა სრუ­ლი­ად უნ­იკ­ალ­ური და სხვა რე­გი­ონ­ებ­ის­გან გან­სხავ­ვე­ბუ­ლია.

 

— რით იქ­ნე­ბა ეს წიგ­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი? რით მო­ხიბ­ლავს ქარ­თველ მკითხველს?

 

— ნაშ­რო­მი ყვე­ლას­თვის მარ­ტი­ვად გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ, ამ­ავ­დრო­ულ­ად, სა­ფუძ­ვლი­ან, მხო­ლოდ გა­და­მოწ­მე­ბულ და გავ­ლე­ნი­ან წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს იქ­ნე­ბა წიგ­ნი, რო­მე­ლიც მის­ცემს მკითხველს სა­შუ­ალ­ებ­ას აღ­მო­აჩ­ინ­ოს თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტი და უბ­იძ­გოს მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბით უფ­რო მე­ტი ცოდ­ნის მი­ღე­ბის­კენ. გარ­და ამ­ისა, ვფიქ­რობთ, რომ ნაშ­რო­მი გახ­დე­ბა ძი­რი­თა­დი მა­სა­ლა ლა­თი­ნუ­რი ამ­ერ­იკ­ის ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­გორც ჩვე­ნი, ას­ევე იმ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც თა­ვის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში ამ კურ­სის შე­ტა­ნას გა­დაწყვე­ტენ. ნაშ­რო­მის მთა­ვა­რი ხიბ­ლი კი ის იქ­ნე­ბა, რომ ჩვენ — ავ­ტო­რე­ბი (ჩემ­თან ერ­თად წიგ­ნზე მუ­შა­ობს თსუ-ის მოწ­ვე­ული ლექ­ტო­რი, ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის დოქ­ტო­რი ბე­სიკ გო­გი­ნა­ვა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ველს აქ­ვს და­ცუ­ლი დი­სერ­ტა­ცია ლა­თი­ნურ ამ­ერ­იკ­აზე) არა­ერ­თი სა­კითხის გან­ხილ­ვი­სას სა­ქარ­თვე­ლოს­თან პა­რა­ლე­ლე­ბის გავ­ლე­ბას შე­ვეც­დე­ბით და მკითხველს სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნე­ბის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მივ­ცემთ.

თარიღი: 21/11/2021