საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

წელს, 14 აპრილისთვის, არსებობს დოკუმენტი, რომელმაც 10 წელიწადში ქართული ენის სრულფასოვანი ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს

14 აპ­რილს, დე­და­ენ­ის დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს ენ­ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ალ­იბ­ეგ­აშ­ვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის ერ­თი­ან პროგ­რა­მა­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც 2021 წლის 27 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ და­ამ­ტკი­ცა. პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბას წინ უძ­ღო­და დის­კუ­სი­ებ­ითა და წი­ნა­და­დე­ბე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო პრო­ცე­სი, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც სა­ხელ­მწი­ფომ მი­იღო დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­მაც 10 წე­ლი­წად­ში ქარ­თუ­ლი ენ­ის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ფუნ­ქცი­ონ­ირ­ება უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს.

 

რა ეტ­აპ­ები გაიარა დო­კუ­მენ­ტზე მუ­შა­ობ­ის პრო­ცეს­მა და რა მთა­ვა­რი სა­კითხე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა პო­ლი­ტი­კურ დო­კუ­მენ­ტში, გვე­სა­უბ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ენ­ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ალ­იბ­ეგ­აშ­ვი­ლი:

 

სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ის დო­ნე 2030 წლი­სათ­ვის უნ­და გა­უმ­ჯო­ბეს­დეს 80%-ით

 

– ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს ამ დო­კუ­მენ­ტის შექ­მნას და რა ფორ­მით შე­უწყობს ხელს ის ქარ­თუ­ლი ენ­ის სრულ­ფა­სო­ვან ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ას?

 

– სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის ერ­თი­ანი პროგ­რა­მა (სტრა­ტე­გია) არ­ის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­ერ 2021 წლის 27 დე­კემ­ბერს დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ემ­ყა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის შე­სა­ხებ ორ­გა­ნულ კა­ნონს. სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის ერ­თი­ანი პროგ­რა­მის (სტრა­ტე­გი­ის) მი­ზა­ნია სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ის მხარ­და­ჭე­რა, რო­მე­ლიც გამ­ყა­რე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი თვლა­დი ინ­დი­კა­ტო­რე­ბით. ამ უკ­ან­ას­კნე­ლის მი­ხედ­ვით, სა­ბა­ზი­სო დო­ნეს­თან მი­მარ­თე­ბით სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ის დო­ნე 2030 წლი­სათ­ვის უნ­და გა­უმ­ჯო­ბეს­დეს 80%-ით.

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­მო­უკ­იდ­ებ­ელი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­აში ეს არ­ის პირ­ვე­ლი ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ის მხარ­და­სა­ჭე­რად შე­იქ­მნა.

 

– რა იყო ის ხე­ლის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი, რო­მელ­თა გა­მოც დო­კუ­მენ­ტი ამ დრომ­დე ვერ შე­მუ­შავ­და?

 

– სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის პროგ­რა­მა­ზე მუ­შა­ობა და­იწყო სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის შექ­მნის­თა­ნა­ვე, 2018 წლი­დან. 2018-2019 წლებ­ში ჩა­ტარ­და არა­ერ­თი სა­ინ­ფორ­მა­ციო და სა­კონ­სულ­ტა­ციო შეხ­ვედ­რა სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის ექ­სპერ­ტთა კო­მი­სი­ის წევ­რებ­თან, სხვა­დას­ხვა უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან (ეუთ­ოს­თან) და სხვ.

 

2019 წლის დე­კემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის (პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის) ბრძა­ნე­ბით გა­ნი­საზღვრა პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის, მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და შე­ფა­სე­ბის წე­სი (სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო იხ­ილ­ეთ ბმულ­ზე: (https://www.gov.ge/files/439-59408-877483-629.pdf). აღ­ნიშ­ნულ სა­კითხთან და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბის სტრა­ტე­გი­ული კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტთან კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ის შე­დე­გად გა­დაწყდა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ის ხელ­შე­საწყო­ბად უნ­და შექ­მნი­ლი­ყო უფ­რო მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის მქო­ნე დო­კუ­მენ­ტი — პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტი.

 

– რა პრო­ცე­დუ­რე­ბი უძ­ღო­და წინ დო­კუ­მენ­ტზე მუ­შა­ობ­ას (რო­მე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ები/ ინ­სტი­ტუ­ტე­ბი/უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი დო­კუ­მენ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში)?

 

– სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნაგ­რძო. კერ­ძოდ, 2020 წლის სექ­ტემ­ბერ­ში შე­იქ­მნა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი საბ­ჭო, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის მთავ­რო­ბის ყვე­ლა წევ­რი სა­მი­ნის­ტროს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ები.

 

სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის სტრა­ტე­გი­ის სი­ტუ­აცი­ის ან­ალ­იზ­ის ეტ­აპ­ზე გა­იმ­არ­თა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი საბ­ჭო­სა და სა­მუ­შაო ჯგუ­ფის (რო­გორც სა­ერ­თო, ას­ევე ცალ-ცალ­კე უწყებ­რი­ვი) შეხ­ვედ­რე­ბი პი­რის­პირ და დის­ტან­ცი­ური ფორ­მა­ტე­ბით;

 

გარ­და ამ­ისა, ჩა­ტარ­და ექ­სპერ­ტთა კო­მი­სი­ის სხდო­მე­ბი, გა­იმ­არ­თა შეხ­ვედ­რე­ბი აკ­ად­ემი­ური წრე­ებ­ისა და არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან. სი­ტუ­აცი­ური ან­ალ­იზ­ის შე­მუ­შა­ვე­ბის პირ­ველ ეტ­აპ­ზე გა­იმ­არ­თა შეხ­ვედ­რა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი საბ­ჭოს წევ­რებ­თან, რომ­ლებ­საც ეც­ნო­ბათ სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ხებ. გა­მო­იკ­ვე­თა სტრა­ტე­გი­ის (სი­ტუ­აცი­ური ან­ალ­იზ­ის) შე­მუ­შა­ვე­ბის პრინ­ცი­პე­ბი, პრო­ცე­სი და ვა­დე­ბი; ას­ევე გა­ნი­საზღვრა სტრა­ტე­გი­ის სამ­დივ­ნო, რომ­ლის ფუნ­ქცი­ებ­იც და­ეკ­ის­რა სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტს.

 

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი საბ­ჭომ შექ­მნა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რომ­ლის წევ­რებს მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კის და­გეგ­მვი­სა და კო­ორ­დი­ნა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­აც­ნო სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბის წე­სი და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო პრინ­ცი­პე­ბი. სა­მუ­შაო ჯგუ­ფის წევ­რებს ეთხო­ვათ, რომ გარ­კვე­ული ვა­დე­ბის დაც­ვით წარ­მო­ედ­გი­ნათ თა­ვი­ანთ უწყე­ბებ­ში სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოვ­ლე­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბი და გა­მომ­წვე­ვი ფაქ­ტო­რე­ბი. იდ­ენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა და გა­მომ­წვე­ვი ფაქ­ტო­რე­ბის სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნა პრობ­ლე­მის ხის მე­თო­დი.

 

პრობ­ლე­მის ხე­ზე მუ­შა­ობ­ამ გა­მო­ავ­ლი­ნა ის­ეთი სა­კითხე­ბი, რო­მელ­თა გა­მოც შე­იც­ვა­ლა სტრა­ტე­გი­ის თავ­და­პირ­ვე­ლი სტრუქ­ტუ­რა. კერ­ძოდ, სი­ტუ­აცი­ის ან­ალ­იზ­ის პირ­ველ ეტ­აპ­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ორი პრი­ორ­იტ­ეტ­ული მი­მარ­თუ­ლე­ბა ქარ­თუ­ლი და აფხა­ზუ­რი ენ­ებ­ის­ათ­ვის. პრობ­ლე­მე­ბი­სა და მა­თი გა­მომ­წვე­ვი ფაქ­ტო­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შე­დე­გად კი გა­მო­იკ­ვე­თა აფხა­ზუ­რი ენ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი და გა­მომ­წვე­ვი ფაქ­ტო­რე­ბი; გა­მომ­დი­ნა­რე იქ­იდ­ან, რომ ეს პრობ­ლე­მე­ბი და ფაქ­ტო­რე­ბი ერ­თი და იმ­ავე ში­ნა­არ­სის იყო, გა­ერ­თი­ან­და ერთ დიდ პრობ­ლე­მურ სა­კითხად – „ქარ­თუ­ლი და აფხა­ზუ­რი ენ­ებ­ის ფუნ­ქცი­ონ­ირ­ება და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია“. საწყის ეტ­აპ­ზე სი­ტუ­აცი­ური ან­ალ­იზ­ის შე­მუ­შა­ვე­ბი­სას მო­ნა­წი­ლე­ობა ას­ევე მი­იღ­ეს: აკ­ად­ემი­ური წრე­ებ­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა მხა­რე­ებ­მა. სულ 20-მდე ას­ეთი შეხ­ვედ­რა გა­იმ­არ­თა. გა­ან­ალ­იზ­და და შე­ჯამ­და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ებ­ის მო­ნა­წი­ლე­ობ­ის შე­დე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ფუძ­ვლად და­ედო SWOT-ან­ალ­იზ­ის შექ­მნას (იხ. და­ნარ­თი №1: SWOT-ან­ალ­იზი).

 

სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის სტრა­ტე­გია 19 სი­ტუ­აცი­ური ან­ალ­იზ­ის შე­მუ­შა­ვე­ბი­სას სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­იმ­არ­თა არა­ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­მა­ტუ­რი ღო­ნის­ძი­ება, რომ­ლებ­ზეც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის სტრა­ტე­გი­ის ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მე­ბი. სტრა­ტე­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებ­ზე გა­იმ­არ­თა შეხ­ვედ­რე­ბი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სა­კითხებ­ში ეუთ­ოს უმ­აღ­ლე­სი კო­მის­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რის შე­დე­გა­დაც ეუთ­ოს უმ­აღ­ლე­სი კო­მის­რის ოფ­ის­ის­გან სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა მი­იღო რე­კო­მენ­და­ცი­ები სტრა­ტე­გი­ის ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სტრა­ტე­გი­აში. სი­ტუ­აცი­ის ან­ალ­იზ­ის ეტ­აპ­ზე ჩა­ტარ­და სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ექ­სპერ­ტთა კო­მი­სი­ის სხდო­მე­ბი, ექ­სპერ­ტთა მო­საზ­რე­ბე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სტრა­ტე­გი­აში. სი­ტუ­აცი­ის ან­ალ­იზ­ის შე­მუ­შა­ვე­ბის მე­ორე ეტ­აპ­ზე, პრობ­ლე­მის ხი­სა და SWOT-ან­ალ­იზ­ის შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბის შე­დე­გად, სა­მუ­შაო ჯგუფ­მა მუ­შა­ობა და­იწყო ლო­გი­კუ­რი ჩარ­ჩოს მომ­ზა­დე­ბა­ზე. სა­მუ­შაო ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­სავ­სე­ბად გა­ეგ­ზავ­ნათ ლო­გი­კუ­რი ჩარ­ჩო თა­ვი­სი ყვე­ლა მა­ხა­სი­ათ­ებ­ლით, სა­მუ­შაო ვა­დე­ბის მი­თი­თე­ბით. მე­სა­მე ეტ­აპ­ზე და­მუ­შავ­და ლო­გი­კუ­რი ჩარ­ჩო და შე­იქ­მნა სა­მოქ­მე­დო გეგ­მა ბი­უჯ­ეტ­ით. არ­სე­ბუ­ლი პან­დე­მი­ური რე­გუ­ლა­ცი­ებ­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რე­ბი, ძი­რი­თა­დად, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და დის­ტან­ცი­ურ­ად, ონ­ლა­ინ­პლატ­ფორ­მე­ბის მეშ­ვე­ობ­ით. სა­მუ­შაო ჯგუ­ფებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი იყო ხან­გრძლი­ვი და მრავ­ლის­მომ­ცვე­ლი. სულ 50-მდე სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა გა­იმ­არ­თა.

 

სტრა­ტე­გი­ის სა­მუ­შაო ვერ­სია გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვებ­გვერ­დზე, გა­ეგ­ზავ­ნა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი საბ­ჭოს წევ­რებს, სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის ექ­სპერ­ტთა კო­მი­სი­ის წევ­რებ­სა და სფე­რო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ყვე­ლა მხა­რე­სა და პირს. სი­ტუ­აცი­ის ან­ალ­იზ­ის შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა სტრა­ტე­გი­ის მი­ზა­ნი შე­სა­ბა­მი­სი ამ­ოც­ან­ებ­ით. სტრა­ტე­გი­ის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის ვა­დად კი გა­ნი­საზღვრა 10 წე­ლი.

 

– რა კონ­კრე­ტუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი ის­მო­და სა­მუ­შაო ვერ­სი­ებ­ის გან­ხილ­ვას და იქ­ნა თუ არა ეს შე­ნიშ­ვნე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი?

 

– სა­ჯა­რო გან­ხილ­ვე­ბი, კონ­სულ­ტა­ცი­ები და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­თა მო­ნა­წი­ლე­ობა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2019 წლის 20 დე­კემ­ბრის №629 დად­გე­ნი­ლე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი „პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის, მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და შე­ფა­სე­ბის წე­სის“ შე­სა­ბა­მი­სად წა­რი­მარ­თა. თუმ­ცა, სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტზე, სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის პროგ­რა­მა­ზე მუ­შა­ობა დე­პარ­ტა­მენ­ტმა 2018 წელს და­იწყო. სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა ამ პრო­ცეს­ში უზ­რუნ­ველ­ყო ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის მო­ნა­წი­ლე­ობა.

 

სა­ჯა­რო გან­ხილ­ვე­ბი­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ის დროს გა­მოთ­ქმუ­ლი იყო ას­ზე მე­ტი შე­ნიშ­ვნა, რე­კო­მენ­და­ცია თუ მო­საზ­რე­ბა. თი­თოეულ წე­რილს წე­რი­ლო­ბით­ვე გა­ეცა პა­სუ­ხი. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ები და მო­საზ­რე­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე კა­ტე­გო­რი­ად იყ­ოფა: შე­ნიშ­ვნე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ები სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სი­სა და მი­სი გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის შე­სა­ხებ; მო­საზ­რე­ბე­ბი სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ის შე­სა­ხებ. ბუ­ნებ­რი­ვია, ის მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ეხ­ებ­ოდა სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ას, არ აის­ახა სტრა­ტე­გი­ის ტექ­სტში, ხო­ლო სტრა­ტე­გი­ის შე­სა­ხებ გა­მოთ­ქმუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ებ­იდ­ან უმ­ეტ­ეს­ობა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია რო­გორც ტექ­სტში, ისე სტრა­ტე­გი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ში. ზო­გი­ერ­თი რე­კო­მენ­და­ცია კი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი წლე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მებ­ში. სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო წე­სე­ბის თა­ნახ­მად, სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის სტრა­ტე­გი­ის სამ­დივ­ნოს მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია დე­ტა­ლუ­რი ან­გა­რი­ში. იხ. ბმუ­ლი. https://enadep.gov.ge/uploads/---111.pdf

 

– არ­ის თუ არა დო­კუ­მენ­ტით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის გა­ტა­რე­ბა ენ­ის დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით და რას ით­ვა­ლის­წი­ნებს იგი?

 

– რო­გორც უკ­ვე მო­გახ­სე­ნეთ, პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტის შექ­მნა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­ითა და სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის შე­სა­ხებ ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნით. შე­სა­ბა­მი­სად, ის ენ­ის დაც­ვი­სა და მი­სი სრულ­ყო­ფი­ლი ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად შე­იქ­მნა. დო­კუ­მენ­ტი მო­იც­ავს სი­ტუ­აცი­ურ ან­ალ­იზს, რაც ენ­ის ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და პრობ­ლე­მე­ბის მი­მო­ხილ­ვაა. თი­თოეული სა­კითხი/პრობ­ლე­მა გამ­ყა­რე­ბუ­ლია წყა­რო­ებ­ითა და სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ხო­ლო სტრა­ტე­გი­ის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის ნა­წილ­ში აღ­წე­რი­ლია ამ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბი. სტრა­ტე­გი­ის ამ­ოც­ან­ებ­ის შეს­რუ­ლე­ბა კი გან­საზღვრუ­ლია თვლა­დი ინ­დი­კა­ტო­რე­ბით.

 

სტრა­ტე­გი­ის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აში მო­ნა­წი­ლე­ობს რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი, ისე მი­სი სა­ბა­ზო სა­მეც­ნი­ერო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა — თსუ არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას სა­ხე­ლო­ბის ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ებ­ის ინ­სტი­ტუ­ტი, ას­ევე, ყვე­ლა სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბა. სტრა­ტე­გი­აში შე­სა­ბა­მის ამ­ოც­ან­ებს აქ­ვს აქ­ტი­ვო­ბე­ბი. აქ­ტი­ვო­ბე­ბის ეტ­აპ­ები უნ­და შეს­რულ­დეს ორ-ორ წლი­ანი ინ­ტერ­ვა­ლით. თი­თოეულ აქ­ტი­ვო­ბას ჰყავს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უწყე­ბა, რაც მა­თი შეს­რუ­ლე­ბის ერ­თგვა­რი გა­რან­ტია. ამ­ჟა­მად ხორ­ცი­ელ­დე­ბა 2021-2022 წლე­ბის აქ­ტი­ვო­ბე­ბი და გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის შუ­ალ­ედ­ური ან­გა­რი­შე­ბი (წე­ლი­წად­ში ერ­თხელ) წა­რედ­გი­ნე­ბა სტრა­ტე­გი­ის სამ­დივ­ნოს. სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი -სტრა­ტე­გი­ის სამ­დივ­ნო ამ­უშ­ავ­ებს წარ­მოდ­გე­ნილ ან­გა­რი­შებს და აქ­ვეყ­ნებს სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფ­იცი­ალ­ურ ვებ­გვერ­დზე. აგ­რეთ­ვე, მიმ­დი­ნა­რე­ობს შეხ­ვედ­რე­ბი 2023-2024 წლე­ბის აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბი­სათ­ვის.

 

– რო­გორ ფიქ­რობთ, უზ­რუნ­ველ­ყოფს თუ არა ეს დო­კუ­მენ­ტი არ­აქ­არ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ობ­ის (გან­სა­კუთ­რე­ბით, ახ­ალ­გაზ­რდე­ბის) მი­ერ ქარ­თუ­ლი ენ­ის შეს­წავ­ლის აუც­ილ­ებ­ლის გაც­ნო­ბი­ერ­ებ­ას?

 

– სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის სტრა­ტე­გი­აში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბა კა­ნო­ნის თა­ნახ­მად ქარ­თუ­ლი ენ­ის ფლო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და ამ მიზ­ნით გა­მო­ყო­ფი­ლია ამ­ოც­ანა — ქარ­თუ­ლი ენ­ის ფლო­ბის დო­ნის ამ­აღ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა ფორ­მა­ლუ­რი და არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა დო­ნე­ზე ვრცლად იხ: გვ. 94, ამ­ოც­ანა 1.4. https://enadep.gov.ge/uploads/strategy.pdf)

 

– რამ­დე­ნად შე­ეწყო­ბა ხე­ლი ქარ­თუ­ლი ენ­ის ნორ­მე­ბის დაც­ვას დო­კუ­მენ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის გა­ტა­რე­ბის შე­დე­გად?

 

– სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ქარ­თუ­ლი ენ­ის ნორ­მე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­ნახ­ლე­ბა და და­ნერ­გვა ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ამ­ოც­ანაა სტრა­ტე­გი­ისა. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ამ­ოც­ან­ის აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ება და­მო­კი­დე­ბუ­ლია პა­სუ­ხის­მგე­ბელ უწყე­ბებ­ზე: სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტზე, თსუ არნ. ჩი­ქო­ბა­ვას სა­ხე­ლო­ბის ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ებ­ის ინ­სტი­ტუტ­სა და სხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რო­მელ­თაც ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქ­ვთ აღ­ებ­ული ახ­ალი ნორ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა-და­ნერ­გვი­სა. შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ნორ­მე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის ექ­სპერ­ტთა კო­მი­სი­ის მი­ერ და და­სამ­ტკი­ცებ­ლად წა­რედ­გი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას. ნორ­მა­თა პა­კე­ტის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­დეგ კი ეს უკ­ან­ას­კნე­ლი გან­თავ­სდე­ბა სსიპ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაც­ნის ოფ­იცი­ალ­ურ ვებ­გვერ­დზე, რაც მი­სი დაც­ვი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო­ობ­ას ნიშ­ნავს.

 

აღ­ნიშ­ნუ­ლი ამ­ოც­ან­ის შე­დე­გი: ინ­დი­კა­ტო­რის მი­ხედ­ვით, 2030 წლი­სათ­ვის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი უნ­და იყ­ოს მი­ნი­მუმ 150 ნორ­მა, რაც, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ გუ­ლის­ხმობს 150 წესს, არ­ამ­ედ ნორ­მა­თა 150 პა­კეტს. თი­თოეული პა­კე­ტი, შე­საძ­ლოა, ათე­ულ­ობ­ით ნორ­მის წესს შე­იც­ავ­დეს. 2030 წლი­სათ­ვის ას­ევე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი უნ­და იყ­ოს მი­ნი­მუმ 30 000 ქარ­თუ­ლი ტერ­მი­ნი.

 

– სა­ბო­ლოო ჯამ­ში – რამ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს დო­კუ­მენ­ტი მოთხოვ­ნებს და რა მო­ლო­დი­ნი გაქ­ვთ – 2030 წლამ­დე გა­სა­ტა­რე­ბელ ღო­ნის­ძი­ებ­ათა შე­დე­გად მი­ვი­ღებთ თუ არა რე­ალ­ურ შე­დე­გებს, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც ქარ­თუ­ლი ენა სა­ხელ­მწი­ფოს მი­ერ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი..

 

– მთავ­რო­ბის სტრა­ტე­გი­ული კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მი­ერ შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის ერ­თი­ან­მა პროგ­რა­მამ (სტრა­ტე­გი­ამ) მი­იღო და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნით და­სამ­ტკი­ცებ­ლად წა­რედ­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას. მო­წო­ნე­ბუ­ლი და დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია ერ­თხმად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე, რო­გორც ით­ქვა, 2021 წლის 27 დე­კემ­ბერს, რაც ნიშ­ნავს იმ­ას, რომ დო­კუ­მენ­ტი ეხ­მი­ან­ება ამ­ჟა­მად არ­სე­ბულ ყვე­ლა ენ­ობ­რივ პრობ­ლე­მას და აკ­მა­ყო­ფი­ლებს მთავ­რო­ბის 629-ეს ბრძა­ნე­ბის ყვე­ლა კრი­ტე­რი­უმს ამ­ოც­ან­ებ­ისა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის კუთხით. ამ­ას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა არ­ის მხარ­დამ­ჭე­რი და გა­რან­ტო­რი მი­სი გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ისა.

 

ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აში არ­სე­ბი­თია ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბა. სა­ხელ­მწი­ფო უშუ­ალ­ოდაა ჩარ­თუ­ლი პრო­ცეს­ში, რაც ენ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის შექ­მნი­თა და ერ­თი­ანი პროგ­რა­მის (სტრა­ტე­გი­ის) მი­ღე­ბით დას­ტურ­დე­ბა. ამ­ას გარ­და, აუც­ილ­ებ­ელია ყვე­ლა სა­მეც­ნი­ერო თუ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის, გნე­ბავთ, ნე­ბის­მი­ერი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის მო­ნა­წი­ლე­ობა, რა­თა დღე­ვან­დე­ლი გლო­ბა­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში ქარ­თულ­მა ენ­ამ და­იკ­ავ­ოს და გა­ნიმ­ტკი­ცოს ღირ­სე­ული ად­გი­ლი.

 

და­ბო­ლოს: დღეს 14 აპ­რი­ლია, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის უახ­ლეს ის­ტო­რი­აში ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­ული დღეა. მსურს მი­ვუ­ლო­ცო ყვე­ლას და ვუ­სურ­ვო მშვი­დო­ბა და წარ­მა­ტე­ბე­ბი.

თარიღი: 14/04/2022