საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ციალა (ცინუკი) ჯანელიძის გახსენება

ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო

უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პა­თო­ლო­გი­ისა და სა­სა­მარ­თლო მე­დი­ცი­ნის კა­თედ­რა

 

2021 წლის 26 ივ­ნისს გარ­და­იც­ვა­ლა ცნო­ბი­ლი პა­თო­ფი­ზი­ოლ­ოგი, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის პა­თო­ლო­გი­ისა და სა­სა­მარ­თლო მე­დი­ცი­ნის კა­თედ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ცი­ალა ( ცი­ნუ­კი) შალ­ვას ას­ული ჯა­ნე­ლი­ძე.

 

ცი­ალა ჯა­ნე­ლი­ძე და­იბ­ადა თბი­ლის­ში 1939 წლის 8 თე­ბერ­ვალს. 1956 წელს ოქ­როს მედ­ლით და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის 58-ე სა­შუ­ალო სკო­ლა. იმ­ავე წელს ჩა­ირ­იცხა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის სამ­კურ­ნა­ლო ფა­კულ­ტეტ­ზე, რო­მე­ლიც წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა 1962 წელს. 1968 წელს და­იც­ვა დი­სერ­ტა­ცია, 1975 წელს მი­ენ­იჭა უფ­რო­სი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრომ­ლის სა­მეც­ნი­ერო წო­დე­ბა. არ­ჩე­ული იყო სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ოლ­ოგი­ურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის წევრ-კო­რეს­პონ­დენ­ტად, სა­მე­დი­ცი­ნო ბიო-ინ­ჟი­ნე­რი­ის ას­ოცი­აცი­ის წევ­რად.

 

სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში ცი­ალა ჯა­ნე­ლი­ძე მუ­შა­ობ­და აკ­ად­ემ­იკ­ოს კ. ჩა­ჩა­ვას სა­ხე­ლო­ბის მე­ან­ობ­ისა და გი­ნე­კო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით ინ­სტი­ტუტ­ში, აკ­ად­ემ­იკ­ოს კ.ერ­ის­თა­ვის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი და კლი­ნი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის ინ­სტი­ტუტ­ში პა­თო­ფი­ზი­ოლ­ოგი­ური კვლე­ვე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლად, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ფორ­მა­ტი­კი­სა და ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცი­ის სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით ინ­სტი­ტუტ­ში ფსი­ქო-ფი­ზი­ოლ­ოგი­ური კვლე­ვე­ბის ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლად, მე-2 პო­ლიკ­ლი­ნი­კა-სა­ავ­ად­მყო­ფოს ფსი­ქო-ფი­ზი­ოლ­ოგი­ური კა­ბი­ნე­ტის გამ­გედ, ჯან­დაც­ვის მარ­თვის ნა­ცი­ონ­ალ­ურ ცენ­ტრში ექ­იმ­თა აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქ­ვს 40-მდე სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მი, ავ­ტო­რია პა­თო­ფი­ზი­ოლ­ოგი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­სი.

 

ცი­ალა ჯა­ნე­ლი­ძეს მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი მი­უძ­ღვის ეთ­ოლ­ოგი­ის (ცხო­ველ­თა ქცე­ვის შემ­სწავ­ლე­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის) პრობ­ლე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა­ში. მის მი­ერ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ტა­რე­ბულ­მა გა­მოკ­ვლე­ვებ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­არ­ება მო­იპ­ოვა.

 

1991 წლი­დან ცი­ალა ჯა­ნე­ლი­ძე ეწე­ოდა მე­ტად ნა­ყო­ფი­ერ პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ობ­ას. იგი იყო სტუ­დენ­ტე­ბის სა­მა­გა­ლი­თო მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ზრუ­ნავ­და არა მარ­ტო მათ პრო­ფე­სი­ულ, არ­ამ­ედ ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ზეც.

 

ზნე­მა­ღა­ლი, ფი­ზი­კუ­რად და სუ­ლი­ერ­ად ლა­მა­ზი, საქ­მის ერ­თგუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნის ნა­თე­ლი ხსოვ­ნა სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა კო­ლე­გე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ებ­ის მეხ­სი­ერ­ებ­აში.

თარიღი: 18/09/2021