საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჩვენი უკანასკნელი საუბარი

ნა­ნა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი

თსუ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, პრო­ფე­სო­რი

 

ასე არ­ას­ოდ­ეს არ­აფ­რის და­წე­რა გამ­ჭირ­ვე­ბია... მინ­და, ყვე­ლა­ფე­რი ვთქვა მას­ზე, რო­გორც მეც­ნი­ერ­ზე, მე­გო­ბარ­ზე, კო­ლე­გა­ზე და ვთქვა ისე, რო­გორც მას ეკ­ად­რე­ბა, რო­გორც მას შე­ეფ­ერ­ება, რო­გორც მას მო­ეწ­ონ­ებ­ოდა (თუ მო­ეწ­ონ­ებ­ოდა სა­ერ­თოდ ეს ჟან­რი)...

 

ბო­ლოს რომ ვე­სა­უბ­რე, უკ­ვე სა­ავ­ად­მყო­ფო­ში იწ­ვა, თუმ­ცა იმ­ედ­ითა და ოპ­ტი­მიზ­მით იყო აღ­სავ­სე... მე­ორე დღეს შინ დაბ­რუ­ნე­ბას გეგ­მავ­და... ათ­ასი თა­ვი­სი გეგ­მა გა­მან­დო, მო­ნოგ­რა­ფი­ის და­წე­რა შე­მომ­თა­ვა­ზა თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით, სადღაც სა­ერ­თა­შო­რიო კონ­ფე­რენ­ცი­აზე მე­პა­ტი­ჟე­ბო­და, ბევ­რიც ვი­ხუმ­რეთ, ვი­ცი­ნეთ... მოკ­ლედ, უბ­ედ­ურ­ებ­ას თით­ქოს არ­აფ­ერი მო­ას­წა­ვებ­და... იმ ღა­მეს კი დამ­ძიმ­და, ბევ­რი იწ­ვა­ლა, თით­ქმის მთე­ლი თვე... ეს ჩვე­ნი უკ­ან­ას­კნე­ლი სა­უბ­არი აღ­მოჩ­ნდა... სამ­წუ­ხა­როდ...

 

ჩვე­ნი სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ოჯ­ახ­ის გა­მორ­ჩე­ულ წევ­რს, პრო­ფე­სორ და­ვით გო­ცი­რი­ძეს ორ­იგ­ინ­ალ­ური ხედ­ვის, ფარ­თო დი­აპ­აზ­ონ­ის მქო­ნე თვალ­სა­ჩი­ნო ქარ­თველ მეც­ნი­ერს დი­დად აფ­ას­ებ­დნენ და ან­გა­რიშს უწ­ევ­დნენ რო­გორც ქარ­თვე­ლი, ას­ევე უცხო­ელი სლა­ვის­ტე­ბი მი­სი ინ­ტე­ლექ­ტის, გა­მოც­დი­ლე­ბის, უზ­ადო პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მის, არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვი ად­ამი­ან­ური თვი­სე­ბე­ბის გა­მო.

 

პრო­ფე­სო­რი და­ვით გო­ცი­რი­ძე ჭეშ­მა­რი­ტი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ლი იყო, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, ფი­ლო­ლოგ­თა მრა­ვა­ლი თა­ობ­ის აღ­მზრდე­ლი, სლა­ვის­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, თსუ აკ­ად­ემი­ური საბ­ჭო­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭოს წევ­რი, მრა­ვა­ლი უცხო­ური ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სა­მეც­ნი­ერო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ზო­გა­დო­ებ­ისა თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი, ჟურ­ნა­ლე­ბის რე­დაქ­ტო­რი თუ სა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გი­ის წევ­რი...

 

ჩვენ დი­დი ხნის მე­გობ­რო­ბა გვა­კავ­ში­რებ­და. ის ჩე­მი თა­ობ­ის ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­ული წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, რო­მელ­მაც მა­ლე­ვე მი­იქ­ცია პრო­ფე­სორ­თა ყუ­რადღე­ბა. პერ­სპექ­ტი­ულ­მა ყმაწ­ვილ­მა ნამ­დვი­ლად გა­ამ­არ­თლა მა­თი იმ­ედ­ები და შთამ­ბეჭ­დავ წარ­მა­ტე­ბებ­საც მი­აღ­წია.

 

მი­სი ად­ამი­ან­ური და ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ური რე­სურ­სე­ბი ბევ­რს ნიშ­ნავ­და რო­გორც ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტი­სათ­ვის, ას­ევე პი­რა­დად ჩემ­თვის. იგი იყო არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვი მე­გო­ბა­რი, კო­ლე­გა და თა­ნა­მო­აზ­რე, სა­იმ­ედო და­საყ­რდე­ნი და კე­თი­ლი მრჩე­ვე­ლი.

 

რო­გორც ყვე­ლა ნი­ჭი­ერ ად­ამი­ანს, მა­საც გა­სა­ოც­არი იუმ­ორ­ის გრძნო­ბა ჰქონ­და. ყვე­ლას გვახ­სოვს, რო­გორ მოკ­რძა­ლე­ბით, უც­ნა­ურ­ად ჩა­იღ­იმ­ებ­და ხოლ­მე ულ­ვა­შებ­ში, ვიდ­რე მო­რიგ ხუმ­რო­ბას წა­მო­იწყებ­და. ყვე­ლას გულს უთ­ბობ­და მი­სი კე­თი­ლი, სრუ­ლი­ად უბ­ორ­ოტო იუმ­ორი, რომ­ლის დახ­მა­რე­ბით ად­ვი­ლად ახ­ერ­ხებ­და ხოლ­მე და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­აცი­ის გან­მუხ­ტვას და კონ­ფლიქ­ტურ სი­ტუ­აცი­ას თვი­თო­ნაც ირ­იდ­ებ­და და სხვა­საც აარ­იდ­ებ­და თა­ვი­დან. მას შე­ეძ­ლო მშვი­დად, აუღ­ელ­ვებ­ლად, კონ­სტრუქ­ცი­ულ­ად და ეფ­ექ­ტი­ან­ად გა­და­ეჭ­რა რთუ­ლი ამ­ოც­ან­ები, მი­ეღ­წია მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გი­სათ­ვის.

 

ზოგ­ჯერ და­თო ცო­ტა დაბ­ნე­ულ­ის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა­საც ტო­ვებ­და, მაგ­რამ, თუ სა­ჭი­რო იყო, ემ­ოცი­ური, ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ური და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის გა­სა­ოც­არ მა­გა­ლითს იძ­ლე­ოდა და რო­ცა უკ­ვე თით­ქმის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ავი, რომ საქ­მე ჩა­უვ­არ­და, შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­არ­თმევ­და თავს ურ­თუ­ლეს ამ­ოც­ან­ას და ყვე­ლა­ფერს მშვე­ნივ­რად მო­აგ­ვა­რებ­და.

 

ჩვენ­თვის ის ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბა ერ­თგუ­ლი მე­გობ­რი­სა და ჭეშ­მა­რი­ტი პრო­ფე­სი­ონ­ალ­ის მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლიც ყვე­ლას დაგ­ვაკ­ლდე­ბა; ყო­ველ­თვის გვე­მახ­სოვ­რე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, რაც მან გა­აკ­ეთა დარ­გის პო­ზი­ცი­ებ­ის გა­საძ­ლი­ერ­ებ­ლად და გა­სა­ვი­თა­რებ­ლად.

 

ბა­ტო­ნი და­ვით გო­ცი­რი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ნამ­დვი­ლად დი­დი და­ნაკ­ლი­სია არა მარ­ტო მი­სი ოჯ­ახ­ის, მე­გობ­რე­ბი­სა და კო­ლე­გე­ბი­სათ­ვის, არ­ამ­ედ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და მთე­ლი დარ­გი­სათ­ვის.

თარიღი: 22/05/2022