საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი უკ­ვე გა­ნახ­ლე­ბულ მე­ორე კორ­პუს­ში შეძ­ლე­ბენ სწავ­ლას

თა­მარ ზა­რან­დია,
იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი

 

– ყვე­ლა პირ­ველ­კურ­სელს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის პირ­ველ­კურ­სე­ლებს ვუ­ლო­ცავ სტუ­დენ­ტო­ბას! სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ამ სე­მეს­ტრი­დან ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი გა­ნახ­ლე­ბულ მე­ორე კორ­პუს­ში შეძ­ლე­ბენ სწავ­ლას. იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტი უკ­ვე ას­წლო­ვან ის­ტო­რი­ას ით­ვლის და დღეს უკ­ვე თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ აკ­ად­ემი­ური ტრა­დი­ცი­ებ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­ნათ­ლე­ბის ბა­ზარ­ზე მოთხოვ­ნის, სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის, კურ­სდამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბი­სა თუ სხვა მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით იგი ლი­დე­რია. გვა­ხა­რებს, რომ ყვე­ლა მაჩ­ვე­ნებ­ლით თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის პროგ­რა­მე­ბი ინ­არ­ჩუ­ნებს პირ­ველ პო­ზი­ცი­ებს სა­მარ­თლის პროგ­რა­მებს შო­რის. ამ­ას­თან, უნ­და ით­ქვას, რომ ჩვენს ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბა არ­ის რთუ­ლი, მაგ­რამ სწავ­ლა კი­დევ უფ­რო რთუ­ლია, ამ­იტ­ომ პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბი მზად უნ­და იყ­ვნენ იმ­ის­თვის, რომ ბევ­რი შრო­მა მო­უწ­ევთ მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბის­თვის. 

 

იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტი სა­მარ­თლის პროგ­რა­მე­ბის სა­აკ­რე­დი­ტა­ციო პრო­ცე­სი­სათ­ვის ემ­ზა­დე­ბა. სა­მარ­თლის სა­ბა­კა­ლავ­რო, სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის გა­რე შე­ფა­სე­ბის მიზ­ნით, ფა­კულ­ტეტს სტუმ­რობ­დნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი, ევ­რო­პის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტე­ბის ას­ოცი­აცი­ის (ELFA) მოქ­მე­დი და ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე­ები: პრო­ფე­სო­რი ანა კლე­ბე პე­ლი­სიე და პრო­ფე­სო­რი დოქ­ტო­რი ხო­სე მა­რია დე დი­ოს მარ­სე­რი (ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი). მა­თი რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ის სა­ფუძ­ველ­ზე ფა­კულ­ტეტ­მა გარ­კვე­ული ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ელა სა­მარ­თლის პროგ­რა­მებ­ში. გა­რე შე­ფა­სე­ბე­ბი ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­ური იყო. ექ­სპერ­ტებ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნეს, რომ თსუ იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტი ერთ-ერ­თი მა­ღა­ლი დო­ნის სა­მარ­თლის სკო­ლაა ევ­რო­პუ­ლი მას­შტა­ბით.

 

იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის­თვის ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­იზ­აცი­ის კომ­პო­ნენ­ტი, რაც გა­მო­იხ­ატ­ება პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აში სხვა უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი­დან (ძი­რი­თა­დად ევ­რო­პი­სა და ამ­ერ­იკ­ის წამ­ყვა­ნი იურ­იდი­ული სკო­ლე­ბი­დან) მა­ღალ­კვა­ლი­ფი­ცი­ური კად­რე­ბის ჩარ­თვა­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ფა­კულ­ტე­ტი არ ღა­ლა­ტობს ტრა­დი­ცი­ას და მიმ­დი­ნა­რე სე­მეს­ტრშიც რამ­დე­ნი­მე უცხო­ენ­ოვ­ანი დის­ციპ­ლი­ნა იქ­ნე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის­თვის შე­თა­ვა­ზე­ული, რო­გორც სააუდიტორიო, ის­ევე დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში.

 

ფა­კულ­ტე­ტი აგ­რძე­ლებს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ჰარ­ვარ­დის სა­მარ­თლის სკო­ლას­თან და, ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ფა­კულ­ტე­ტი სა­კუ­თარ სტუ­დენ­ტებს კვლავ სრუ­ლი­ად უფ­ას­ოდ სთა­ვა­ზობს ერ­თობ­ლივ სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო კურ­სს სა­ავ­ტო­რო სა­მარ­თალ­ში.

 

მიმ­დი­ნა­რე სე­მეს­ტრში იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტი გეგ­მავს არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ებ­ას: კონ­ფე­რენ­ცი­ებს, სა­ჯა­რო ლექ­ცი­ებს. იგ­ეგ­მე­ბა ახ­ალი სას­ტი­პენ­დიო პროგ­რა­მე­ბი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის, მათ შო­რის, აკ­ად­ემ­იკ­ოს ლე­ვან ალ­ექ­სი­ძის სა­ხე­ლო­ბის ახ­ლად და­წე­სე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი სტი­პენ­დია.

 

ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ მიმ­დი­ნა­რე სე­მეს­ტრის­თვის სრულ­დე­ბა მე­ორე აკ­ად­ემი­ური კორ­პუ­სის იურ­ის­ტე­ბის ნა­წი­ლის რე­აბ­ილ­იტ­აცია. იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტს აქ­ვს მო­ლო­დი­ნი, რომ ამ რე­აბ­ილ­იტ­აცი­ის შემ­დეგ ფა­კულ­ტე­ტი შეძ­ლებს გაიუმჯობესოს მა­ტე­რი­ალ­ურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზაც და იმ­ედია, წარ­სულს ჩა­ბარ­დე­ბა ის­ეთი პრობ­ლე­მე­ბი, რო­გო­რიც არ­ის სააუდიტორიო ფარ­თის არ­არ­სე­ბო­ბა ან სიმ­ცი­რე. გა­იზ­რდე­ბა და უკ­ეთ და­იგ­ეგ­მე­ბა სა­ბიბ­ლი­ოთ­ეკო სივ­რცე, შე­იქ­მნე­ბა სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის რე­ლე­ვან­ტუ­რი სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო გა­რე­მო.

 

სას­წავ­ლო პრო­ცეს­თან კავ­შირ­შია სტუ­დენ­ტუ­რი ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ბა­ზე­ბის სა­კითხი. ფა­კულ­ტეტს აქ­ვს მო­ლო­დი­ნი, რომ მიმ­დი­ნა­რე სე­მეს­ტრში ექ­ნე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­ური IT მხარ­და­ჭე­რა, რაც შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს ჩვენს სტუ­დენ­ტებს მი­იღ­ონ 21-ე სააუკუნის შე­სა­ბა­მი­სი სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სერ­ვი­სე­ბი, რაც მარ­თლაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რე­პუ­ტა­ცი­ის­თვის.

 

ამ­ას­თან ერ­თად, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი და ფა­კულ­ტე­ტი მუდ­მი­ვად უნ­და ზრუ­ნავ­დეს პრო­ფე­სო­რე­ბის მდგო­მა­რე­ობ­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ერ­თი მხრივ, იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტი ამ­აყ­ობს სა­კუ­თა­რი აკ­ად­ემი­ური გუნ­დით, და მარ­თლაც, ამ ფა­კულ­ტეტ­ზე აკ­ად­ემი­ურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არი­ან პრო­ფე­სო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ქმნი­ან ქარ­თულ იურ­ის­პრუ­დენ­ცი­ას, მაგ­რამ, მე­ორე მხრივ, აუც­ილ­ებ­ელია უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა და ფა­კულ­ტეტ­მა ერ­თობ­ლი­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ონ ის­ეთი ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც ფა­კულ­ტეტს მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას ღირ­სე­ული ან­აზღა­ურ­ება და სო­ცი­ალ­ური დაც­ვის გა­რან­ტი­ები შეს­თა­ვა­ზოს სა­კუ­თარ პრო­ფე­სორს. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხი თან­ხვედ­რა­შია სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო მიზ­ნებ­თან და უცხო­ელი ექ­სერ­ტე­ბის მი­ერ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის­თვის მი­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­თან, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც უნ­და შე­იც­ვა­ლოს ფა­კულ­ტე­ტის­თვის ბი­უჯ­ეტ­ის გა­მო­ყო­ფის პრინ­ცი­პი. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ფა­კულ­ტეტს უფ­რო მეტ თან­ხას უნ­და აძ­ლევ­დეს თა­ვად ფა­კულ­ტე­ტის მი­ერ მო­პო­ვე­ბუ­ლი თან­ხი­დან. ცხა­დია, ყვე­ლა ფა­კულ­ტეტს უნ­და ჰქონ­დეს მის მი­ერ გა­წე­ული მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­დე­გად შე­მო­ტა­ნი­ლი ფი­ნან­სე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ით სა­კუ­თა­რი აკ­ად­ემი­ური გუნ­დი­სა და ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის ღირ­სე­ული გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

 

კი­დევ ერ­თხელ ვუ­ლო­ცავ სტუ­დენ­ტებ­სა და პრო­ფე­სო­რებს ახ­ალ სას­წავ­ლო სე­მეს­ტრს და ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბებს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

 

* * *

ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ინ­სტი­ტუტ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­ზე 2020/2021 სას­წავ­ლო წელს სტუ­დენ­ტე­ბის გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი რა­ოდ­ენ­ობა მი­იღო.

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პროგ­რა­მა­ზე 2020 წლის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის სქე­მა, სხვა უსდ პროგ­რა­მებ­თან შე­და­რე­ბით (არა მარ­ტო თსუ, არ­ამ­ედ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით) უფ­რო მა­ღა­ლი მოთხოვ­ნე­ბის იყო. რო­გორც წი­ნა წლებ­ში, წელ­საც სტუ­დენ­ტებს სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ბნე­ბად ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი ჰქონ­დათ ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, ზო­გა­დი უნ­არ­ები და უცხო ენა, ხო­ლო არ­ჩე­ვით საგ­ნე­ბად — მა­თე­მა­ტი­კა და ის­ტო­რია.

 

80 პირ­ველ­კურ­სე­ლი­დან 86% სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტის მფლო­ბე­ლია, სა­იდ­ან­აც: 100% გრან­ტი მი­იღო 17 სტუ­დენ­ტმა; 70% — 18 სტუ­დენ­ტმა და 50% — 34 სტუ­დენ­ტმა.

 

ჩანართი მოამზადა თამარ დადიანმა

თარიღი: 19/09/2020