საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჩა­ტარ­დე­ბა სპე­ცი­ალ­ური ტრე­ნინ­გე­ბი, რო­გორ შექ­მნან Moodle-ის პლატ­ფორ­მა­ზე ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი კურ­სე­ბი სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის­თვის

ნა­ნა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი,
თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, პრო­ფე­სო­რი

 

 – ახ­ალი სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბა ყო­ველ­თვის გა­ნახ­ლე­ბის სიმ­ბო­ლოდ აღ­იქ­მე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა გა­ნათ­ლე­ბულ ად­ამი­ანს იმ­ედს აღ­უძ­რავს, რომ წინ ახ­ალი ჰო­რი­ზონ­ტე­ბი, ახ­ალი წარ­მა­ტე­ბე­ბი და გა­მარ­ჯვე­ბე­ბი გვე­ლო­დე­ბა. რამ­დენ­ჯერ გვით­ქვამს და კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ორ­ებ, რომ ყო­ვე­ლი ახ­ალი სას­წავ­ლო წე­ლი, ერ­თი მხრივ, ზუს­ტად ის­ეთია, რო­გორც წი­ნა და, მე­ორე მხრივ, სრუ­ლი­ად ახ­ალი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. და­მე­თან­ხმე­ბით, ახ­ალი 2020-2021 სას­წავ­ლო წე­ლი, მარ­თლაც, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია თუმ­დაც იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ პან­დე­მი­ით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შემ­დეგ პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი ის­ევ გა­აც­ოცხლე­ბენ და აახ­მა­ურ­ებ­ენ სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სივ­რცეს და მი­უს­ხდე­ბი­ან მერ­ხებს ცოდ­ნის მი­სა­ღე­ბად თუ გა­და­სა­ცე­მად.

 

ახ­ალ სას­წავ­ლო წელს ვუ­ლო­ცავ ყვე­ლა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტელს და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თბი­ლი სიტყვე­ბი მინ­და ვუთხრა ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის 1413 პირ­ველ­კურ­სელს, რომ­ლებ­მაც თა­ვი­ან­თი ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ური და პი­როვ­ნუ­ლი სრულ­ყო­ფი­სათ­ვის თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტი აირ­ჩი­ეს. მათ ნამ­დვი­ლად სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­აკ­ეთ­ეს, რად­გან ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტი არ­ის უპ­ირ­ობო ლი­დე­რი მთე­ლი ქვეყ­ნი­სა და რე­გი­ონ­ის მას­შტა­ბით.

 

ჩვენ­მა პრო­ფე­სუ­რამ და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ბევ­რი იშ­რო­მეს, რა­თა ფა­კულ­ტე­ტი მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რო­და ახ­ალ სას­წავ­ლო წელს და იმ გა­მოწ­ვე­ვებს, რომ­ლე­ბიც, შე­საძ­ლოა, ჯერ კი­დევ წინ გვაქ­ვს. წელ­საც ჩვე­ნი მიზ­ნე­ბის, მი­სი­ის, ფა­სე­ულ­ობ­ებ­ისა და პრინ­ცი­პე­ბის ერ­თგუ­ლი ვიქ­ნე­ბით და ფა­კულ­ტეტ­ზე ის­ევ ჰარ­მო­ნი­ულ­ად იარ­სე­ბებს სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის უნ­იკ­ალ­ური სა­უკ­უნ­ოვ­ანი ტრა­დი­ცია და თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა, მოხ­დე­ბა სას­წავ­ლო და კვლე­ვი­თი საქ­მი­ან­ობ­ის მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­ტეგ­რი­რე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცე­ვა ძი­რი­თა­დი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრინ­ცი­პე­ბის ერ­თი­ან­ობ­ას, მე­ნეჯ­მენ­ტს, ტექ­ნო­ლო­გი­ებს, დი­დაქ­ტი­კურ მიდ­გო­მებს, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მეც­ნი­ერ­ებ­ის კო­მერ­ცი­ალ­იზ­ებ­ას, სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ზას; სას­წავ­ლო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი­სა და სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი საქ­მი­ან­ობ­ის სრულ­ყო­ფას. ჩვენ­თვის პრი­ორ­იტ­ეტ­ულია ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­იზ­აცი­ისა და სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა, მმარ­თვე­ლო­ბი­თი სტრუქ­ტუ­რე­ბის მუ­შა­ობ­ის, სო­ცი­ალ­ური და სა­კად­რო პო­ლი­ტი­კის სრულ­ყო­ფა, ფა­კულ­ტე­ტის პო­ზი­ცი­ონ­ირ­ებ­აზე ზრუნ­ვა და სხვ.

 

წი­ნა წლის გა­მოც­დი­ლე­ბამ დაგ­ვარ­წმუ­ნა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის სწო­რი სტრა­ტე­გია. სტუ­დენ­ტე­ბის, პრო­ფე­სო­რე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა, რა­თა მათ თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბის წე­სი და საქ­მი­ან­ობა მო­არ­გონ შეც­ვლილ გა­რე­მო-პი­რო­ბებს.

 

გა­და­უჭ­არ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გა­ზაფხუ­ლის სე­მეს­ტრმა დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა მოგ­ვცა. წი­ნას­წარ და­უგ­ეგ­მავ და გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ გა­რე­მო­ებ­ებ­ში შევ­ძე­ლით სას­წავ­ლო კურ­სე­ბის შე­დე­გი­ან­ად ჩა­ტა­რე­ბა, თი­თოეული პრო­ფე­სო­რის, საგ­ნის მოწ­ვე­ული ლექ­ტო­რის, მას­წავ­ლებ­ლის, ფა­კულ­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დი­დი ძა­ლის­ხმე­ვით სას­წავ­ლო კურ­სე­ბით და­გეგ­მილ კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ზე გა­ვიყ­ვა­ნეთ ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი.

 

ვიწყებთ 2020 წლის შე­მოდ­გო­მის სე­მეს­ტრს და არ ვი­ცით, რო­გო­რი იქ­ნე­ბა იგი და მოგ­ვცემს თუ არა ქვეყ­ნის ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ური მდგო­მა­რე­ობა სააუდიტორიო ფორ­მატ­ში სე­მეს­ტრის დას­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

 

წი­ნა სე­მეს­ტრის გა­მოც­დი­ლე­ბა გვას­წავ­ლის, რომ წი­ნას­წარ სჯობს თა­და­რი­გის და­ჭე­რა. სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში LMS ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ბა­ზის მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბა და ამ­ით გა­მოწ­ვე­ული გარ­კვე­ული შე­ფერ­ხე­ბე­ბი კი­დევ ერ­თი არ­გუ­მენ­ტია, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა პრო­ფე­სორ­მა ჩარ­თოს სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში Moodle -ის პლატ­ფორ­მა­ზე შექ­მნი­ლი ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი კურ­სე­ბი. ბევ­რი ას­ეთი კურ­სი ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სუ­რას უკ­ვე შექ­მნი­ლი აქ­ვს, ის­ინი მიმ­დი­ნა­რე სე­მეს­ტრის სას­წავ­ლო კურ­სე­ბის სი­ლა­ბუ­სის მა­სა­ლას აახ­ლე­ბენ და სა­ჭი­რო­ებ­ის შემ­თხვე­ვა­ში შე­აქ­ვთ ცვლი­ლე­ბე­ბი. მათ­თვის, ვი­საც აქ­ვს სურ­ვი­ლი — ჰქონ­დეს ას­ეთი კურ­სი, მაგ­რამ ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა, ჩა­ტარ­დე­ბა სპე­ცი­ალ­ური ტრე­ნინ­გე­ბი, რო­გორ შექ­მნან Moodle-ის პლატ­ფორ­მა­ზე ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი კურ­სე­ბი და ეფ­ექ­ტუ­რად გა­მო­იყ­ენ­ონ ის­ინი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სას­წავ­ლო კურ­სე­ბის შექ­მნის პრო­ცეს­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩა­ერ­თვე­ბი­ან ჩვე­ნი დოქ­ტო­რან­ტე­ბი, რაც ხელს შე­უწყობს მათ ინ­ტეგ­რა­ცი­ას სას­წავ­ლო გა­რე­მო­ში. ბუ­ნებ­რი­ვია, არც Zoom-ის პლატ­ფორ­მა­ზე ვიტყვით უარს და სა­ჭი­რო­ებ­ის შემ­თხვე­ვა­ში სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მის ეფ­ექ­ტურ გა­მო­ყე­ნე­ბას გა­ვაგ­რძე­ლებთ.

 

მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბით გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­ბო­ლოო გა­დაწყვე­ტი­ლე­ბას კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ, რად­გან ფა­კულ­ტე­ტის პროგ­რა­მე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვარს ერთ წე­ლი­წად­ში ეწ­ურ­ება აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ვა­და.

 

სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბის გა­ნახ­ლე­ბა და მა­თი ახ­ალ ვი­თა­რე­ბებ­ზე მორ­გე­ბა სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მუდ­მი­ვი გა­მოწ­ვე­ვაა. სტუ­დენ­ტთა კმა­ყო­ფი­ლე­ბის ხა­რის­ხის ამ­აღ­ლე­ბა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უპ­ირ­ვე­ლეს ამ­ოც­ან­ად რჩე­ბა, ვმუ­შა­ობთ შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის ეფ­ექ­ტურ კონ­ტროლ­სა და ამ გზით მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ყვე­ლა სას­წავ­ლო კურ­სის უწყის­ში უკ­ვე და­ნერ­გი­ლია „გა­უს­ის” შე­ფა­სე­ბის სქე­მა და მას­თან სტუ­დენ­ტთა მოს­წრე­ბის შე­ფა­სე­ბის შე­და­რე­ბის სა­შუ­ალ­ება. ამ დროს გა­დახ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უწყის­ში­ვე თვალ­სა­ჩი­ნო გახ­დე­ბა პრო­ფე­სო­რი­სათ­ვის.

 

უცხო­ენ­ოვ­ანი სას­წავ­ლო კურ­სე­ბი­სა და პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა-დახ­ვე­წა რო­გორც სხვა­დას­ხვა გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით ჩა­მო­სუ­ლი, ისე თსუ-ის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის კვლავ ჩვენს პრი­ორ­იტ­ეტ­ებ­ში რჩე­ბა. გვაქ­ვს დი­დი ამ­ბი­ცია ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ური პრო­ფი­ლის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი პროგ­რა­მის შექ­მნი­სა, სა­დაც იქ­ნე­ბა თავ­მოყ­რი­ლი ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ურ და მას­თან კავ­შირ­ში მყოფ დარ­გებ­ში ქარ­თველ მეც­ნი­ერ­თა მიღ­წე­ვე­ბი.

 

კვლავ ფა­კულ­ტე­ტის სას­წავ­ლო პო­ლი­ტი­კის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წი­ლად რჩე­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი სწავ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ფე­ხურ­ზე არ­არ­ენ­ტა­ბე­ლურ, მაგ­რამ სტრა­ტე­გი­ულ­ად მნიშ­ვნე­ლო­ვან პა­ტა­რა დარ­გებ­ში. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე­ში მხო­ლოდ ჩვენს ფა­კულ­ტეტ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა. უწყვე­ტი სწავ­ლე­ბა ამ დარ­გებ­ში სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვის უწყვე­ტო­ბი­სა და ხა­რის­ხის გა­რან­ტი­ად მიგ­ვაჩ­ნია.

 

ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტი 2020-2021 სას­წავ­ლო წელს მრა­ვალ სა­მეც­ნი­ერო აქ­ტი­ვო­ბას გეგ­მავს. ტრა­დი­ცი­ულ­ად გა­იმ­არ­თე­ბა ყო­ველ­წლი­ური სა­ფა­კულ­ტე­ტო და სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უმ­ები და კონ­ფე­რენ­ცი­ები რო­გორც პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის, ისე ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­ებ­ის­ათ­ვის, დოქ­ტო­რან­ტე­ბი­სათ­ვის, მა­გის­ტრან­ტე­ბი­სა და ბა­კა­ლავ­რე­ბი­სათ­ვის. გაგ­რძელ­დე­ბა ყო­ველ­წლი­ური სა­ფა­კულ­ტე­ტო და დარ­გობ­რი­ვი სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნა­ლე­ბის („სპე­კა­ლი”, „ქარ­თვე­ლო­ლო­გი” და სხვ.) გა­მო­ცე­მა. სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნა­ლე­ბის ნა­წი­ლი ბეჭ­დუ­რია, ნა­წი­ლი კი ონ­ლა­ინ­გა­მო­ცე­მაა. ჩვენს ფა­კულ­ტეტ­ზე რამ­დე­ნი­მე ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნა­ლი გა­მო­იც­ემა, რომ­ლებ­საც ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ურ და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ სა­მეც­ნი­ერო წრე­ებ­ში მა­ღა­ლი სა­მეც­ნი­ერო ცნო­ბა­დო­ბა აქ­ვთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის ფონ­ზე ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო გა­მო­ცე­მე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი საგ­რძნობ­ლად გა­იზ­არ­და.

 

და­ბო­ლოს, ერ­თხელ კი­დევ გი­ლო­ცავთ ყვე­ლას ახ­ალი სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბას და გი­სურ­ვებთ ახ­ალ-ახ­ალ წარ­მა­ტე­ბებს, ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და მხნე­ობ­ას!

 

ჩანართი მოამზადა თამარ დადიანმა

თარიღი: 19/09/2020