საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შოთა სამსონიას გახსენება

უდ­იდ­ესი და­ნაკ­ლი­სი გა­ნი­ცა­და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლომ — ჩვენ­გან წა­ვი­და — ბა­ტო­ნი შო­თა სამ­სო­ნია — დიდ­სუ­ლო­ვა­ნი და კე­თილ­შო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბა, არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვი ად­ამი­ანი, უმ­აღ­ლე­სი დო­ნის პრო­ფე­სი­ონ­ალი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მეც­ნი­ერი და მეც­ნი­ერ­ებ­ის გა­მორ­ჩე­ული ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, სა­უკ­ეთ­ესო ლექ­ტო­რი და პე­და­გო­გი, ქი­მი­კო­სე­ბის არა­ერ­თი თა­ობ­ის აღ­მზრდე­ლი, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და­მა­არ­სებ­ლე­ბის ტრა­დი­ცი­ებ­ის გამ­გრძე­ლე­ბე­ლი და სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ფა­სე­ულობ­ებ­ის დამ­ცვე­ლი, ნო­ვა­ტო­რი, სა­უკ­ეთ­ესო მე­გო­ბა­რი და კი­დევ ბევ­რი სხვა სა­უკ­ეთ­ესო....

 

ბა­ტო­ნი შო­თა — სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა ერ­ოვ­ნუ­ლი აკ­ად­ემი­ის აკ­ად­ემ­იკ­ოსი, ქი­მი­ისა და ქი­მი­ური ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის აკ­ად­ემ­იკ­ოს-მდი­ვა­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს ქი­მი­ური სა­ზო­გა­დო­ებ­ის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რი, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სი­ონ­ალ ქი­მი­კოს­თა ას­ოცი­აცი­ის ერთ-ერ­თი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და გამ­გე­ობ­ის წევ­რი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ქი­მი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ორ­გა­ნუ­ლი და ბუ­ნებ­რივ ნა­ერ­თთა ქი­მი­ის კა­თედ­რის გამ­გე, ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ორ­გა­ნუ­ლი ქი­მი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ური სა­კუთ­რე­ბის ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრის „საქ­პა­ტენ­ტი“ მეც­ნი­ერ-კონ­სულ­ტან­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის წევ­რი-აკ­ად­ემ­იკ­ოს-მდი­ვა­ნი, ნიუ იორ­კის მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის წევ­რი, სხვა­დას­ხვა დროს ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის აკ­ად­ემი­ური და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი საბ­ჭო­ებ­ის წევ­რი, თსუ სა­დი­სერ­ტა­ციო საბ­ჭოს ქი­მი­ის დარ­გობ­რი­ვი სექ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა ერ­ოვ­ნუ­ლი აკ­ად­ემი­ის „მაც­ნეს“ (ქი­მი­ის სე­რია) რედ­კო­ლე­გი­ის წევ­რი, თსუ შრო­მე­ბის „ქი­მია“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რი, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა ერ­ოვ­ნუ­ლი აკ­ად­ემი­ის ქი­მი­ის, ეკ­ოლ­ოგი­ური უს­აფ­რთხო­ებ­ის, ნავ­თობ­ქი­მი­ურ სა­კითხთა, ფარ­მა­კო­ქი­მი­ის კო­მი­სი­ებ­ის წევ­რი, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტროს სა­მეც­ნი­ერო საბ­ჭოს წევ­რი.

 

ბა­ტო­ნი შო­თა — წარ­მა­ტე­ბუ­ლი მეც­ნი­ერი და მეც­ნი­ერ­ებ­ის გა­მორ­ჩე­ული ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და ნო­ვა­ტო­რი — 44 წლის მან­ძილ­ზე (1978-2022) ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ორ­გა­ნუ­ლი ქი­მი­ის და ბუ­ნებ­რივ ნა­ერ­თთა ქი­მი­ის კა­თედ­რას, მან წარ­მა­ტე­ბით გა­აგ­რძე­ლა ორ­გა­ნუ­ლი ქი­მი­ის კა­თედ­რის ტრა­დი­ცი­ული თე­მა­ტი­კა — ბა­ტონ პ. მე­ლი­ქიშ­ვი­ლის და ქალ­ბა­ტონ ნ. ცი­ციშ­ვი­ლის მი­ერ დაწყე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ფლო­რის ქი­მი­ური შედ­გე­ნი­ლო­ბის კვლე­ვა, ბა­ტონ ი. გვერ­დწი­თე­ლის და ბა­ტონ ა. კახ­ნი­აშ­ვი­ლის მი­ერ დაწყე­ბუ­ლი ფუნ­და­მენ­ტუ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ორ­გა­ნუ­ლი სინ­თე­ზის სფე­რო­ში. 1974 წლი­დან ბა­ტო­ნი შო­თას თა­ოს­ნო­ბით კა­თედ­რის თე­მა­ტი­კა გაგ­რძელ­და ახ­ალი მი­მარ­თუ­ლე­ბით — აზ­ოტ­შემ­ცვე­ლი ჰე­ტე­რო­ციკ­ლუ­რი ნა­ერ­თე­ბის ქი­მია, კერ­ძოდ: ინ­დო­ლის, იზ­ომ­ერ­ული პი­რო­ლო­ინ­დო­ლე­ბის და ინ­დო­ლო­ინ­დო­ლე­ბის, სხვა­დას­ხვა ტი­პის ბი­სინ­დო­ლე­ბის, პი­რი­და­ზი­ნო­ინ­დო­ლე­ბის, არ­ილ­ინ­დო­ლე­ბის, ად­ამ­ან­ტა­ნის ფრაგ­მენ­ტის შემ­ცვე­ლი ინ­დო­ლე­ბი­სა და ბენ­ზი­მი­და­ზო­ლე­ბის, ფო­ტოქ­რო­მუ­ლი ბის-სპი­რო­ნა­ერ­თე­ბის, ბი­სინ­დო­ლუ­რი ბი­ოლ­ოგი­ურ­ად აქ­ტი­ური პო­ლი­მე­რე­ბის, დი­პეპ­ტი­დე­ბის, მრა­ვალ­ბირ­თვი­ანი კონ­დენ­სი­რე­ბუ­ლი ჰე­ტე­რო­ციკ­ლე­ბის და მა­თი ნა­წარ­მე­ბის სინ­თე­ზი და კვლე­ვა ახ­ალი, სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე ნა­ერ­თე­ბის გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით.

 

ამ ახ­ალი მი­მარ­თუ­ლე­ბით მიღ­წე­ულია არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ყუ­რადღე­ბო შე­დე­გი — მი­ღე­ბუ­ლი და შეს­წავ­ლი­ლია ბი­ოლ­ოგი­ურ­ად აქ­ტი­ური ნა­ერ­თე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­მო­ამ­ჟღავ­ნეს ბაქ­ტრი­ცი­დუ­ლი, ცი­ტოს­ტა­ტი­კუ­რი, სიმ­სივ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი, კუ­რა­რეს მსგავ­სი და სხვა ტი­პის აქტი­ურ­ობა, ნუკ­ლე­ინ­ის მჟა­ვებ­თან და სხვა ბი­ომ­აკ­რო­მო­ლე­კუ­ლებ­თან ინ­ტერ­კა­ლა­ცი­ის უნ­არი, შუქ­მგრძნო­ბი­არ­ობა და სხვა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი. მი­ღე­ბუ­ლია ფუნ­და­მენ­ტუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის არა­ერ­თი შე­დე­გი — ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის და ქვან­ტურ-ქი­მი­ური გათ­ვლე­ბის სა­უძ­ველ­ზე და­ზუს­ტე­ბუ­ლია ე. ფი­შე­რის რე­აქ­ცი­ის მრა­ვალ­სა­ფე­ხუ­რი­ანი მე­ქა­ნიზ­მის ზო­გი­ერ­თი დი­დი ხნის სა­პო­ლე­მი­კო ას­პექ­ტი, აღ­მო­ჩე­ნი­ლია რი­გი ახ­ალი რე­აქ­ცი­ებ­ისა: 2-ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლი 3-აც­ილ­ინ­დო­ლე­ბის დე­აც­ილ­ირ­ება, ბენ­ზი­ლის ჯგუ­ფის 1,7-მიგ­რა­ცია N-ბენ­ზი­ლინ­დო­ლებ­ში, ინ­დო­ლის ბირ­თვის ქლო­რი­რე­ბა 7-ამ­ინო­ინ­დო­ლის დი­აზ­ოტ­ირ­ებ­ის პრო­ცეს­ში და ბევ­რი სხვა მრა­ვალ­მხრივ სა­ინ­ტე­რე­სო შე­დე­გი. შეს­წავ­ლი­ლია ამ რე­აქ­ცი­ებ­ის მე­ქა­ნიზ­მე­ბი.

 

ამ გა­მოკ­ვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით ბა­ტო­ნი შო­თა 50-მდე აკ­ად­ემი­ური დოქ­ტო­რის ხელ­მძღვა­ნე­ლია და 7 მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რის კონ­სულ­ტან­ტი, 700-მდე სა­მეც­ნი­ერო პუბ­ლი­კა­ცი­ის ავ­ტო­რი, მათ შო­რის 18 პა­ტენ­ტის და სა­ავ­ტო­რო მოწ­მო­ბის, 30-ზე მე­ტი წიგ­ნის (მო­ნოგ­რა­ფია, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო),.

 

ბა­ტონ შო­თას სხვა­დას­ხვა წლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტი­პენ­დი­ები (17) აგ­რეთ­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მეც­ნი­ერო გრან­ტე­ბი (12).

 

ბა­ტო­ნი შო­თას თა­ოს­ნო­ბით და თავ­მჯდო­მა­რე­ობ­ით ჩა­ტა­რე­ბუ­ლია მრა­ვა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო და რეს­პუბ­ლი­კუ­რი კონ­ფე­რენ­ცია.

 

ბა­ტო­ნი შო­თას ღვაწ­ლი და­ფა­სე­ბუ­ლია ჯილ­დო­ებ­ით: თსუ-ს პ. მე­ლი­ქიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­მეც­ნი­ერო პრე­მია (1980), საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გა­მომ­გო­ნებ­ლის მე­და­ლი (1986), ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მე­და­ლი (1991), ღირ­სე­ბის მე­და­ლი (1998), სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა ერ­ოვ­ნუ­ლი აკ­ად­ემი­ის პ. მე­ლი­ქიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბი­თი აკ­ად­ემი­ური პრე­მია (2012), რეს­პუბ­ლი­კის ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი № 677, მოწ­მო­ბა № 07120 (2013).

 

მან ღირ­სე­ული, წო­ნა­დი წვლი­ლი შე­იტ­ანა ჰე­ტე­რო­ციკ­ლუ­რი ნა­ერ­თე­ბის ქი­მი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

 

ბა­ტო­ნი შო­თა გა­მო­ირ­ჩე­ოდა თა­ვი­სი არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბით, სი­კე­თით და სიყ­ვა­რუ­ლით, ად­ამი­ან­ური სით­ბო­თი. კო­ლე­გე­ბის, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და მო­წა­ფე­ებ­ის მი­მართ ყო­ველ­თვის იყო მე­გობ­რუ­ლი, მზრუნ­ვე­ლი, შორ­სმჭვრე­ტე­ლი, კო­რექ­ტუ­ლი და ტაქ­ტი­ანი.

 

ძა­ლი­ან დაგ­ვწყვი­ტა გუ­ლი ბა­ტონ­მა შო­თამ!

არ­ას­ოდ­ეს დაგ­ვა­ვიწყდე­ბა მი­სი მომ­ღი­მა­რე სა­ხე და სით­ბო­თი სავ­სე თვა­ლე­ბი.

ბა­ტო­ნო შო­თა, უდ­იდ­ესი ამ­ქვეყ­ნი­ური მად­ლო­ბა!

მად­ლო­ბა ად­ამი­ან­ურ­ობ­ის გაკ­ვე­თი­ლე­ბის­თვის, სით­ბოს და სი­კე­თის­თვის, თა­ნად­გო­მის­თვის... დი­დია ჩვე­ნი მწუ­ხა­რე­ბა და სი­ნა­ნუ­ლი.

ნა­თე­ლი და სან­თე­ლი თქვენს ლა­მაზ სულს, ბა­ტო­ნო შო­თა!

ჯერ ად­რე იყო თქვე­ნი იმი­ერ­ში გა­დაბ­რძა­ნე­ბა.

ყო­ველ­თვის ვა­მა­ყობ­დით და მუ­დამ ვი­ამ­აყ­ებთ, რომ თქვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გვარ­გუ­ნა ბედ­მა...

გთხოვთ, მოგ­ვი­ტე­ვოთ ნებ­სით და უნ­ებ­ლიე შე­ცო­დე­ბა­ნი, რო­მელ­თა მო­ნა­ნი­ება აქ­ამ­დე ვერ მო­ვას­წა­რით.

ღმერ­თი იყ­ოს თქვე­ნი შემ­წე!

უფ­ალ­მა და­გიმ­კვიდ­როთ სა­სუ­ფე­ვე­ლი „სა­დაც მარ­თალ­ნი გა­ნის­ვე­ნე­ბენ“,

ამ­ინ!

კო­ლეგე­ბის სა­ხე­ლით,

იოს­ებ ჩიკ­ვა­იძე

თარიღი: 30/04/2022