საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შვე­დე­თი­დან ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ებ­ას პრო­ფე­სო­რი ზა­ალ კო­კაია ეხ­მა­ურ­ება

- რა ვი­თა­რე­ბაა თქვენ­თან ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით?

- დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, შვე­დეთ­ში არ­ის 10 100-ზე მე­ტი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი, 900-მდე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხო­ლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ოდ­ენ­ობა შე­ად­გენს თით­ქმის 400-ს. თუმ­ცა, ეს მო­ნა­ცე­მე­ბი, გარ­დაც­ვლილ­თა რიცხვის გარ­და, ბევ­რს არ­აფ­ერს ამ­ბობს, რად­გა­ნაც ხში­რად ტეს­ტი­რე­ბა იმ პა­ცი­ენ­ტებ­შიც კი არ ხდე­ბა, ვი­საც აშ­კა­რად გა­მოკ­ვე­თი­ლი სიმ­პტო­მე­ბი აქ­ვთ. მხო­ლოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ობ­აში მყოფ და მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფის პა­ცი­ენ­ტებს უტ­არ­დე­ბა ტეს­ტი­რე­ბა. მე­ზო­ბე­ლი სკან­დი­ნა­ვი­ური ქვეყ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, შვე­დეთ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ობა არ გა­მოცხა­დე­ბუ­ლა. დაწყე­ბი­თი სკო­ლე­ბი და ბა­ღე­ბი, ას­ევე, მა­ღა­ზი­ები და ყვე­ლა სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ღიაა. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი არ და­ხუ­რუ­ლა, მხო­ლოდ ლექ­ცი­ები ტარ­დე­ბა დის­ტან­ცი­ურ­ად. თუმ­ცა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია, რომ ვი­საც შე­უძ­ლია, სახ­ლი­დან იმ­უშა­ოს და არ მი­ვი­დეს სამ­სა­ხურ­ში. რაც შე­ეხ­ება ხან­დაზ­მულ მო­სახ­ლე­ობ­ას, ანუ 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებს, მათ ურ­ჩე­ვენ, რომ სა­ერ­თოდ არ გა­მო­ვიდ­ნენ სახ­ლი­დან. ამ ბო­ლო დროს, ას­ევე, შე­მო­ვი­და სო­ცი­ალ­ური დის­ტან­ცი­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცია და იკ­რძა­ლე­ბა 50 ად­ამი­ან­ზე მე­ტის თავ­შეყ­რა.

- იმ­ყო­ფე­ბით თუ არა თქვენც სახ­ლში და რო­გო­რია ცხოვ­რე­ბის დღის წეს­რი­გის ახ­ალი რუ­ტი­ნა?

- მე, ძი­რი­თა­დად, სახ­ლში ვარ და თით­ქმის მთე­ლი დღე კომ­პი­უტ­ერ­ით ვმუ­შა­ობ. სახ­ლი­დან ვა­ტა­რებ დის­ტან­ცი­ურ შეხ­ვედ­რებს და ლექ­ცი­ებს zoom-ის გა­მო­ყე­ნე­ბით, ყო­ველ­კვი­რე­ული ლა­ბო­რა­ტო­რი­ის სხდო­მებს და სე­მი­ნა­რებს, მოკ­ლედ, ყვე­ლა შეხ­ვედ­რას zoom-ით ან სკა­იპ­ით ვმარ­თავთ. ხან­და­ხან მივ­დი­ვარ ლა­ბო­რა­ტო­რი­აში, სა­დაც ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი გრძელ­დე­ბა, მაგ­რამ რაც კი შე­იძ­ლე­ბა სახ­ლი­დან გა­კეთ­დეს, მა­გა­ლი­თად, სტა­ტი­ებ­ზე მუ­შა­ობა, პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ის კითხვა და მე­ცა­დი­ნე­ობა, მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა და ა.შ., შინ ვმუ­შა­ობ. დოქ­ტო­რან­ტე­ბი და პოს­ტდო­კე­ბი ყვე­ლა­ფერს სახ­ლი­დან აკ­ეთ­ებ­ენ. ას­ევე, ლა­ბო­რა­ტო­რი­აში ყოფ­ნი­სას ვცდი­ლობთ — და­ვიც­ვათ დის­ტან­ცია და ერ­თმა­ნეთ­თან ახ­ლოს არ ვი­ყოთ.

- რა­ზე და რო­გორ მუ­შა­ობთ ამ ეტ­აპ­ზე?

- პრინ­ციპ­ში, ის პრო­ექ­ტე­ბი, რა­ზეც ად­რე ვმუ­შა­ობ­დით, გრძელ­დე­ბა. ახ­ლის დაწყე­ბას ვე­რი­დე­ბით, სა­ნამ უფ­რო მე­ტი არ გვე­ცო­დი­ნე­ბა — თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. ჩვე­ნი კვლე­ვე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ცხო­ვე­ლურ თუ უჯ­რე­დულ ექ­სპე­რი­მენ­ტებ­ზე და მრა­ვალ ბი­ოს­ამ­ედ­იც­ინო რე­აგ­ენ­ტზე. ამ­იტ­ომ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნ­და ვი­ყოთ, რომ ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის­თვის სა­ჭი­რო მა­სა­ლის მო­წო­დე­ბა­ში შე­ფერ­ხე­ბა არ გვექ­ნე­ბა. ჯერ-ჯე­რო­ბით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა...

- რო­გორც თსუ-ის პრო­ფე­სო­რი, თუ ჩა­ერ­თეთ დის­ტან­ცი­ური სწავ­ლის რე­ჟიმ­ში?

- უკ­ვე მქონ­და სა­ტეს­ტო ჩარ­თვა zoom-ით მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტებ­თან და და­ვიწყეთ კურ­სი — „პრობ­ლე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა“, ხო­ლო მომ­დევ­ნო კვი­რის­თვის ვგეგ­მავთ აკ­ად­ემი­ური კო­მუ­ნი­კა­ცი­ის კურ­სის დაწყე­ბას, ას­ევე, მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტე­ბის­თვის.

- რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის ამ რთულ დროს მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და სო­ლი­და­რო­ბა? რო­გორ შე­ეხ­მი­ან­ებ­ით ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ებ­ას?

- მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და სო­ლი­და­რო­ბა არა მხო­ლოდ ახ­ლა, ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ამ­ას არ უნ­და ჰქონ­დეს კამ­პა­ნი­ური ხა­სი­ათი. თუმ­ცა, არ­სე­ბულ პი­რო­ბებ­ში ეს გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძ­ენს. ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ებ­ას მინ­და ვუთხრა, რომ ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა და კო­რო­ნას მსგავ­სი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი ვე­რა­ფერს დაგ­ვაკ­ლებს. მჯე­რა, რომ რაც არ გვკლავს, გვაძ­ლი­ერ­ებს და ამ კრი­ზი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც ქვე­ყა­ნა, უფ­რო გაძ­ლი­ერ­ებ­ული და გა­მოც­დი­ლი გა­მო­ვა. რა თქმა უნ­და, ბევ­რი ეკ­ონ­ომ­იკ­ური და სო­ცი­ალ­ური პრობ­ლე­მა გვექ­ნე­ბა, მაგ­რამ მწამს, რომ ყვე­ლა­ფერს დავ­ძლევთ. ამ­აზე გა­ცი­ლე­ბით დი­დი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი და გა­ჭირ­ვე­ბა დაგ­ვიძ­ლე­ვია. მთა­ვა­რია, არ­ას­დროს დავ­ნებ­დეთ, შე­უძ­ლე­ბე­ლი არ­აფ­ერია!

ესა­უბ­რა ნი­ნო კა­კუ­ლია

თარიღი: 14/04/2020