საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ყო­ფი­ლა უფ­რო მძი­მე პე­რი­ოდ­ებ­იც და გა­და­უტ­ანია უნ­ივ­ერ­სი­ტეტს...

გვე­სა­უბ­რე­ბა ენ­ათ­მეც­ნი­ერი გი­ორ­გი გო­გო­ლაშ­ვი­ლი

ესა­უბ­რა ნი­ნო კა­კუ­ლია

 

- თუ ყო­ფი­ლა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­აში ის­ეთი მძი­მე პე­რი­ოდი, რო­გორც ახ­ლაა, ზო­გა­დად? რო­დის იყო და რო­გორ შეხ­ვდა მა­შინ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი სირ­თუ­ლე­ებს? — (ის­ტო­რი­ული მეხ­სი­ერ­ება).

- კა­რებ­ში „კო­ვიდ 19“ ჩად­გა და არ გვიშ­ვებს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში. მძი­მე ვი­თა­რე­ბაა, მაგ­რამ იმ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, რომ ეს სა­ყო­ველ­თაო უბ­ედ­ურ­ებაა ჩვენს ქვე­ყა­ნა­სა თუ მთელ მსოფ­ლი­ოში, მდგო­მა­რე­ობ­ას ცო­ტა ამ­სუ­ბუ­ქებს — გა­ვუძ­ლებთ და ერ­თად გა­და­ვი­ტანთ, ღვთის ნე­ბით!..

უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­უკ­უნ­ოვ­ან ის­ტო­რი­ას თუ გა­დავ­ხე­დავთ, ჩე­მი აზ­რით, ყო­ფი­ლა უფ­რო მძი­მე პე­რი­ოდ­ებ­იც და გა­და­უტ­ანია უნ­ივ­ერ­სი­ტეტს... გა­ვიხ­სე­ნოთ:

1918 წლის აპ­რი­ლი იყო. ბა­თუმ­ში ოს­მა­ლე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ; შე­იქ­მნა საფ­რთხე, მტე­რი დე­და­ქა­ლაქ­შიც შე­მო­ვი­დო­და... მთავ­რო­ბამ ახ­ლად­გახ­სნილ უნ­ივ­ერ­სი­ტეტს მო­უწ­ოდა, შე­ეწყვი­ტათ ლექ­ცი­ებ­ის კითხვა, და­ეკ­ეტ­ათ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი... ეს ფაქ­ტობ­რივ ახ­ლად­ფე­ხად­გმუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და­ხურ­ვის ტოლ­ფა­სი იყო... ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მეს­ვე­ურ­ებ­ის­ათ­ვის რას ნიშ­ნავ­და ეს! 1918 წლის 3 აპ­რილს პრო­ფე­სორ­თა საბ­ჭო იღ­ებს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბას: „უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი არ და­იკ­ეტ­ოს და ლექ­ცი­ებ­ის კითხვა გაგ­რძელ­დეს. იმ სტუ­დენ­ტე­ბი­სა და მსმე­ნე­ლე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც ომ­ში წავ­ლენ, გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი ლექ­ცი­ები გან­მე­ორ­ებ­ულ იქ­ნეს... სა­შიშ­რო­ებ­ის მო­ახ­ლო­ებ­ის დროს პრო­ფე­სო­რე­ბი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის შე­ნო­ბა­ში უნ­და დარ­ჩნენ და ხე­ლი შე­უწყონ მის დაც­ვას“... დად­გე­ნი­ლე­ბას ხელს აწ­ერ­დნენ: პ. მე­ლი­ქიშ­ვი­ლი, ი. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ე. თა­ყა­იშ­ვი­ლი, კ. კე­კე­ლი­ძე, ფ. გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, ა. შა­ნი­ძე, შ. ნუ­ცუ­ბი­ძე, გ. ახ­ვლე­დი­ანი და ი. ყიფ­ში­ძე... და­მე­თან­ხმე­ბით, წარ­მო­სად­გე­ნა­დაც კი ძნე­ლია, რას გა­ნიც­დიდ­ნენ იმ­ჟა­მად ეს ერ­ის­კა­ცე­ბი... გა­დარ­ჩა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი!..

უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის არ­სე­ბო­ბის პირ­ვე­ლი ათ­წლე­ულ­ის ბო­ლოს ბოლ­შე­ვი­კებ­მა მი­იტ­ან­ეს იერ­იში უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ზე. რექ­ტო­რი ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი თე­დო ღლონ­ტით ჩა­ან­აც­ვლეს (თ. ღლონ­ტი ხუ­თი­ოდე წლით ად­რე სტუ­დენ­ტად არ მი­იღ­ეს გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ზის უქ­ონ­ლო­ბის გა­მო...); 1930 წელს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი და­ხუ­რეს... სა­ბედ­ნი­ერ­ოდ, სა­მი წლის შემ­დეგ ის­ევ გა­იხ­სნა, მაგ­რამ უნ­ივ­ერ­სი­ტეტს ჩა­მო­აშ­ორ­ეს ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, გრი­გოლ წე­რე­თე­ლი, ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლი, შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძე, სი­მონ ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლი... მძი­მე პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მნეს აკ­აკი შა­ნი­ძეს, გი­ორ­გი ახ­ვლე­დი­ანს, არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას, ვარ­ლამ თო­ფუ­რი­ას და სხვა მრა­ვალს... გა­დარ­ჩა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, თუმ­ცა ამ ვი­თა­რე­ბამ ძა­ლი­ან მძი­მე კვა­ლი და­ტო­ვა...

მე­სა­მე უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში თხუთ­მე­ტი­ოდე წლის წი­ნათ შე­იქ­მნა: 2006 წლის ივ­ნის-ივ­ლის­ში ლო­მაია-ხუ­ბუ­ას რე­ჟიმ­მა პო­ლი­ცია შე­მო­იყ­ვა­ნა და ხელ­გა­დაგ­რე­ხი­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან გა­მო­რე­კეს... ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი პო­ლი­ცი­ის ალ­ყა­ში იყო... რო­გორც ამ­ბო­ბენ, სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ის­ტო­რი­აში მსგავ­სი რამ 1939 წელს მოხ­და: კრა­კო­ვის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან ფა­შის­ტებ­მა გა­მო­რე­კეს პრო­ფე­სო­რე­ბი... ჩვენს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ამ ვი­თა­რე­ბამ ათ­ას­ობ­ით პრო­ფე­სო­რი შე­იწ­ირა...

ღვთის ნე­ბით, დე­და­უნ­ივ­ერ­სი­ტეტს მის­მა დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა ის­ეთი მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი შე­უქ­მნეს, ის­ეთი მად­ლი და­ად­ევ­ნეს, ას­ეთი ძნელ­ბე­დო­ბე­ბი ვე­რა­ფერს და­აკ­ლებს... პრობ­ლე­მე­ბი კი იქ­მნე­ბა...

- უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ამ­ჟა­მად პან­დე­მი­ის გა­მო დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­ვი­და. რო­გორ ჩა­ერ­თეთ პრო­ცეს­ში?

- დის­ტან­ცი­ური მუ­შა­ობა შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლია... ფაქ­ტობ­რივ, აკ­ად­ემი­ური წე­ლი გა­დარ­ჩა... მე ენ­ათ­მეც­ნი­ერი ვარ, გრა­მა­ტი­კო­სი და, ცხა­დია, ჩემ­თვის სააუდიტორიო მუ­შა­ობ­ას სხვა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს; სტუ­დენ­ტს თვა­ლებ­ში რომ უყ­ურ­ებ, იგ­ებს შენს სა­უბ­არს თუ ვე­რა და, შე­სა­ბა­მი­სად, რომ ცდი­ლობ მსჯე­ლო­ბა შე­ატ­რი­ალო, სხვაგ­ვა­რად ააგო, რომ სა­კითხის არ­სი უფ­რო ნათ­ლად და­ან­ახო, ის სხვაა... მაგ­რამ, რო­გორც გი­ჭირ­დეს, ისე გილ­ხინ­დე­სო…

- გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ დიდ დროს რას უთ­მობთ? რას საქ­მი­ან­ობთ? რას კითხუ­ლობთ? რა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ას ეც­ნო­ბით?

- გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი დრო... ილი­ამ თქვა, საქ­მეა მარ­ტო­კა­ცის ამ­ხა­ნა­გიო... არ ვიქ­ნე­ბი ორ­იგ­ინ­ალ­ური, თუ ვიტყვი, რომ წიგ­ნე­ბის სამ­ყა­რო­ში მარ­ტო­ობა ვერ და­ჩაგ­რავს კაცს... ცხა­დია, ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ება-მი­ღე­ბას დი­დი დრო მი­აქ­ვს... ყვე­ლა­ფე­რი გვა­ინ­ტე­რე­სებს, რაც ამ კო­რო­ნას ეხ­ება... არაა იოლი ამ ზღვა მა­სა­ლა­ში გარ­კვე­ვა... არ­ადა სა­ჭი­როა თვით­დამ­შვი­დე­ბი­სათ­ვის, სხვა­თა ნუ­გე­ში­სათ­ვის... სხვა­თა­შო­რის ბევ­რი სა­მეც­ნი­ერო თუ არ­ას­ამ­ეც­ნი­ერო ლი­ტე­რა­ტუ­რა დაგ­როვ­და, რომ­ლის არ­წა­კითხვა ხში­რად უხ­ერ­ხულ მდგო­მა­რე­ობ­აში გვაგ­დებ­და... „სახ­ლში დარ­ჩე­ნა“ კარ­გია ამ მხრივ... რას ვა­კე­თებ? – დი­დი ხა­ნია მა­ინ­ტე­რე­სებ­და კლა­სი­კოს­თა პი­როვ­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი; ბევ­რი მა­სა­ლა დაგ­როვ­და ილი­ას, აკ­აკ­ისა და იაკ­ობ­ის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე – ლე­გენ­და თუ სი­ნამ­დვი­ლე, ტყუ­ილი თუ მარ­თა­ლი... თა­ვი მო­ვუ­ყა­რე და ერთ წიგ­ნად ვაქ­ციე... ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლაა... წიგ­ნი სას­ტამ­ბოდ მზა­დაა, რო­გორც იტყვი­ან... კარ­გა ხა­ნია, მა­გის­ტრან­ტებ­თან ვკითხუ­ლობ კურ­სს — „ენა და მწე­რა­ლი“. გა­სულ წელს გა­მო­ვე­ცი სა­მი მო­ნაკ­ვე­თი წიგ­ნა­კე­ბად – და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის, მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ან­ისა და ანა კა­ლან­და­ძის შე­სა­ხებ... წლის ბო­ლოს­თვის ვგეგ­მავ­დი ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას შე­სა­ხებ მე­ოთხე მო­ნაკ­ვე­თის დას­რუ­ლე­ბას... რო­გორც ჩანს, კო­რო­ნა­ვი­რუს­მა და­მაჩ­ქა­რე­ბი­ნა ეს წიგ­ნი... ერთ თვე­ში, ალ­ბათ, და­ვას­რუ­ლებ... იმ­ედია, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა...

- რა ლი­ტე­რა­ტუ­რის გაც­ნო­ბას გვირ­ჩევ­დით სახ­ლის პი­რო­ბებ­ში?

- რის წა­კითხვას ვურ­ჩევ­დი? – რომ ვთქვა, „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ წა­კითხვას-თქო, ხუმ­რო­ბა­ში ჩა­მით­ვლით? არ­ადა, სა­ხუ­მა­როდ საქ­მე ნამ­დვი­ლად არ გვაქ­ვს: რუს­თა­ვე­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­ამ კვლე­ვა ჩა­ატ­არა — რო­გორ ვიც­ნობთ „ვეფხის­ტყა­ოს­ანს“; მძი­მე შე­დე­გი აჩ­ვე­ნა ამ კვლე­ვამ... ამ­იტ­ომ ვამ­ბობ ღი­მი­ლით — წა­იკ­ითხეთ „ვეფხის­ტყა­ოს­ანი“; თუ დრო მოგ­რჩეთ, ილია, აკ­აკი და ვა­ჟაც მი­აყ­ოლ­ეთ... ნამ­დვი­ლად კარ­გია... თუმ­ცა ერ­თი სამ­წუ­ხა­რო რე­ალ­ობ­აცაა: დღეს მკითხველ­სა და წიგ­ნს შო­რის ტე­ლე­ვი­ზია და ინ­ტერ­ნე­ტი ჩად­გა... არ მი­მაჩ­ნია ეს სა­სი­კე­თო ფაქ­ტად...

- რა მო­გი­ტა­ნათ და­დე­ბი­თი სახ­ლში გა­მო­კეტ­ვამ? ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბას თუ მოყ­ვა რა­იმე პო­ზი­ტი­ვი?

- ერ­თი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­სა: სა­უბ­ედ­ურ­ოდ ჩვენ­და, ამ სა­უკ­უნ­ის და­საწყის­ში ჩვენ­ში პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მი და გა­მოც­დი­ლე­ბა მას­ხრად აიგ­დეს... დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერ­თი დი­დი დამ­სა­ხუ­რე­ბა ისაა, რომ იგი ამ უჩ­ინ­არ ბო­რო­ტე­ბას­თან ბრძო­ლა­ში ენ­დო­ბა, უს­მენს და უჯ­ერ­ებს პრო­ფე­სი­ონ­ალ­ებს, დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ად­ამი­ან­ებს... აი, ეს გაგ­ვა­მარ­ჯვე­ბი­ნებს! სხვა­თა­შო­რის წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მარ­ცხე­ბა­ში პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბი­სად­მი მათ­მა უარ­ყო­ფით­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­მაც შე­იტ­ანა წვლი­ლი... დი­ახ, ერ­თი პო­ზი­ტი­ური შე­დე­გი ამ ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბი­სა ეს­ეც არ­ის ჩვენ­ში... არ იქ­ნე­ბა ურ­იგო, თუ ამ გა­მოც­დი­ლე­ბას ჩვენს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­შიც გა­ვუ­წევთ ან­გა­რიშს. ვი­მე­ორ­ებ, და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის და­ფა­სე­ბას მო­აქ­ვს...

- „კო­ვიდ-19“-ის პე­რი­ოდი და თსუ“ — ამ თე­მა­ზე ვა­პი­რებთ ბრო­შუ­რის გა­მო­ცე­მას. რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს ეს პე­რი­ოდი მო­მა­ვა­ლი თა­ობ­ის­თვის ის­ტო­რი­ულ­ად?

- მე ასე წარ­მო­მიდ­გე­ნია: თქვენ მი­ერ ჩა­ფიქ­რე­ბულ­მა ბრო­შუ­რამ მო­მა­ვალ თა­ობ­ებს უნ­და და­ან­ახ­ოს ერ­თი მთა­ვა­რი რამ: სა­უკ­უნ­ოვ­ანი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე ჩვენს უნ­ივ­ერ­სი­ტეტს ჰქო­ნია ძნელ­ბე­დო­ბის ჟა­მი, მაგ­რამ სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვას, თავ­და­დე­ბას გა­უმ­არ­ჯვია... ამ­გვარ­მა გა­მო­ცე­მამ რწმე­ნა უნ­და შე­მა­ტოს სტუ­დენ­ტსაც და ლექ­ტორ­საც... დღე­ვან­დე­ლი თავ­და­დე­ბა სახ­ვა­ლიო მა­გა­ლი­თად უნ­და იქ­ცეს!...

- პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და სო­ლი­და­რო­ბა — რო­გორ ეხ­მა­ურ­ებ­ით ამ თე­მას ვი­რუ­სით გა­მოწ­ვე­ულ რე­ალ­ობ­აში?

- სახ­ლში გა­მო­კეტ­ვამ ის დაგ­ვა­ნა­ხა, რომ სხვი­სი ჭი­რიც ჩვე­ნი ჭი­რია; შეგ­ვახ­სე­ნა, (გაგ­ვა­თა­ვი­სე­ბი­ნა) ის აზ­რი — სახ­ლში უნ­და დავ­რჩეთ არა იმ­იტ­ომ, რომ ჩვენს თავს გა­ვუფ­რთხილ­დეთ, არ­ამ­ედ მოყ­ვას­ზე ვი­ფიქ­როთ, სხვას გა­ვუფ­რთხილ­დეთ... დაგ­ვა­ფიქ­რა სა­ზო­გა­დო­ებ­აზე; მე მგო­ნი ად­რე ასე არ ვფიქ­რობ­დით სხვა­ზე: წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არ ვიც­ნობთ ად­ამი­ან­ებს და მტკივ­ნე­ულ­ად გან­ვიც­დით ყო­ველ ახ­ალ და­ინ­ფი­ცი­რე­ბულს, მი­თუ­მე­ტეს, ყო­ველ გარ­დაც­ვლილს... ბედ­ნი­ერ­ებ­ად მიგ­ვაჩ­ნია ყო­ვე­ლი ახ­ალი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი... და არა მხო­ლოდ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში... ად­რე არ იყო ასე... გა­ჭირ­ვე­ბამ დაგ­ვა­ფიქ­რა ერ­თმა­ნეთ­ზე, შეგ­ვაყ­ვა­რა ერ­თმა­ნე­თი... იმ­ედია, ჩა­ივ­ლის ეს კო­რო­ნა და ეს სიყ­ვა­რუ­ლი შეგ­ვრჩე­ბა...

თარიღი: 29/04/2020