საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ყვე­ლა­ზე სან­დო ან­ტის­ტრე­სუ­ლი რე­სურ­სი — მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა

სტა­ტია მო­ამ­ზა­და შურ­თხია ბე­როშ­ვილ­მა

სახ­ლში დარ­ჩე­ნი­ლი პრო­ფე­სო­რე­ბის­თვის დრო თვი­თი­ზო­ლა­ცი­აშ­იც „არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა“, პი­რი­ქით, ამ­ბო­ბენ, რომ დღე­ები „თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში“ გარ­ბის, მო­საწყე­ნად და „სტრე­სის და­საძ­ლე­ვად“ ჯერ ვერ მო­იც­ალ­ეს და „გუ­ლის გა­და­სა­ყო­ლებ­ლად“ კითხვა მათ­თვის კვლავ ფუ­ფუ­ნე­ბაა, რად­გან ახ­ალ რე­ალ­ობ­ას­თან ბრძო­ლა ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში უწ­ევთ: ლექ­ცი­ები, სე­მი­ნა­რე­ბი, სხდო­მე­ბი... დამ­ღლე­ლი დღის შემ­დეგ კი წი­ნაა ოჯ­ახ­ური საქ­მე­ები, ამ­იტ­ომ ჩვენს შე­კითხვა­ზე — თა­ვი­სუ­ფალ დროს რო­მელ საყ­ვა­რელ წიგ­ნებს და­უბ­რუნ­დნენ ან ახ­ალი ნა­წარ­მო­ებ­ებ­ის კითხვის­თვის თუ მო­იც­ალ­ეს, მეტ-ნაკ­ლე­ბად გვი­პა­სუ­ხეს და კვლავ თა­ვი­ანთ პრო­ფე­სი­ულ გეგ­მებ­ზე გვე­სა­უბ­რნენ. თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თი დროს მა­ინც „იპ­არ­ავს“ და საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნე­ბის გა­და­კითხვას მა­ინც ახ­ერ­ხებს.

 

იზ­ოლ­აცი­ის დროს ერ­თმა­ნეთს ვახ­სე­ნებთ „ვეფხის­ტყა­ოს­ანს“

 გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ნი­ნო პო­პი­აშ­ვი­ლი:

 

- ვფიქ­რობ, მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ყვე­ლა­ზე სან­დო ან­ტის­ტრე­სუ­ლი რე­სურ­სია. ინ­გლი­სე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი ფრენ­სის ბე­კო­ნი ამ­ბობ­და: „წიგ­ნე­ბი მი­აგ­ავს გე­მებს, რომ­ლე­ბიც დრო­ის ოკე­ან­ეში მი­ცუ­რა­ვენ“. იზ­ოლ­აცი­ის­ას ყვე­ლა­ზე სან­დო და სა­ინ­ტე­რე­სო რე­სურ­სი კვლა­ვაც მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რაა. რა თქმა უნ­და, ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ით­ქმის ფი­ლო­ლო­გებ­ზე, რო­მელ­თათ­ვი­საც ტექ­სტი, ნე­ბის­მი­ერი ფორ­მი­თა და ში­ნა­არ­სით, უკ­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა. ეს არ­ის ერ­თგვა­რი პრო­ფე­სი­ული ჩვე­ვა, რო­ცა ყვე­ლა­ფერს კითხუ­ლობ და ყო­ველ წარ­წე­რა­ზე „გა­გირ­ბის თვა­ლი“. იზ­ოლ­აცი­ამ­დე ვკითხუ­ლობ­დი და იზ­ოლ­აცი­ის პირ­ველ დღე­ებ­ში და­ვას­რუ­ლე ზა­ირა არ­სე­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ნიშ­ნა­ვი რო­მა­ნი — „ვა სო­ფე­ლო (კა­ხუ­რი ქრო­ნი­კე­ბი)“. ეს არ­ის სა­ქარ­თვე­ლოს მე-20 სა­უკ­უნ­ის მხატ­ვრუ­ლი ის­ტო­რია; ის­ეთი მხატ­ვრუ­ლი, რო­გო­რიც აქ­ამ­დე არ წა­მი­კითხავს და ის­ეთი რე­ალ­ის­ტუ­რი, რომ მიჰ­ყვე­ბი ავ­ტორს, მიჰ­ყვე­ბი თხრო­ბას და ყვე­ლაფ­რის გჯე­რა. ამ­ას­თან, მომ­ხიბ­ვლე­ლად მოთხრო­ბი­ლი, უმ­დიდ­რე­სი ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გით, პო­ეტ­ური სიტყვის ოს­ტა­ტო­ბით და მშვე­ნი­ერ­ებ­ით. ამ წიგ­ნმა, სა­დაც ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი ეპ­ოქა ჩემ­თვის მშობ­ლი­ური მხა­რის მა­გა­ლით­ზეა ას­ახ­ული, ბევ­რი სა­ფიქ­რა­ლი და­მი­ტო­ვა.

ჩვე­ვად მაქ­ვს გა­ზაფხულ­ზე „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ გა­მე­ორ­ება. ეს არ­ის ჩვე­ნი წიგ­ნთა წიგ­ნი, ჩვე­ნი სა­უნ­ჯე. იზ­ოლ­აცი­ის დროს კი რამ­დე­ნი­მე სო­ცი­ალ­ური აქ­ტი­ვო­ბა და­ემ­თხვა და სა­ჯა­როდ, სო­ცი­ალ­ური ქსე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ვახ­სე­ნებ­დით ერ­თმა­ნეთს „ვეფხის­ტყა­ოს­ანს“. პო­ემ­აში მრა­ვა­ლი თე­მაა: პე­სი­მიზ­მი და ოპ­ტი­მიზ­მი, ბრძო­ლა და სი­ხა­რუ­ლი, სევ­და და მოლ­ხე­ნა. მრა­ვალ­მხრი­ვი სიბ­რძნე გვას­წავ­ლის, გვამ­ხნე­ვებს, გვა­რი­გებს. ვკითხუ­ლობ­დი „ვეფხის­ტყა­ოს­ანს“ და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ შე­კითხვებ­ზეც ვი­ღებ­დი პა­სუ­ხებს. „ვეფხის­ტყა­ოს­ან­მა“ მო­ვა­ლე­ობ­აც, სიყ­ვა­რუ­ლიც და სიმ­შვი­დეც კი­დევ ერ­თხელ შე­მახ­სე­ნა და მა­პოვ­ნი­ნა.

არ ვი­ცი, რო­გორ და რა­ნა­ირ­ად, მაგ­რამ ისე ხდე­ბა, რომ ერ­თსა და იმ­ავე წიგ­ნს, სხვა­დას­ხვა გა­მომ­ცემ­ლო­ბის გა­მო­ცე­მულს, სხვა­დას­ხვა დროს ვყი­დუ­ლობ ხოლ­მე. ად­რე ეს ჩვე­ულ­ებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა იყო. ჩვენს ბიბ­ლი­ოთ­ეკ­აშია ჩე­მი მშობ­ლე­ბის ნა­ყი­დი კლა­სი­კო­სე­ბის წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ბავ­შვო­ბი­დან ვკითხუ­ლობ­დი და ისე მოხ­და, რომ ამ ტრა­დი­ცი­ას მეც ვაგ­რძე­ლებ. აგ­არ­აკ­ზე, სა­დაც იზ­ოლ­აცი­ას ბავ­შვებ­თან ერ­თად გა­მო­ვე­ქე­ცი, აღ­მო­მაჩ­ნდა ნო­ბე­ლი­ან­ტი მწერ­ლის გაბ­რი­ელ გარ­სია მარ­კე­სის ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი რო­მა­ნი — „მარ­ტო­ობ­ის ასი წე­ლი­წა­დი“. ამ წიგ­ნის ხე­ლახ­ლა წა­კითხვა მო­მინ­და. ვაკ­ვირ­დე­ბო­დი გმი­რებს, მათ ხა­სი­ათს, ავ­ტო­რის თხრო­ბის სტილს, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­ნაც­ვლე­ობ­ის მა­რა­დი­ულ­ობ­ას და ვფიქ­რობ­დი — გა­მო­გო­ნილ სამ­ყა­რო­შიც კი, ყვე­ლა­ფე­რი, სა­დაც ად­ამი­ანი მო­ნა­წი­ლე­ობს, რო­გო­რი ად­ამი­ან­ურია.

გერ­მა­ნულ ენ­აზე წა­ვი­კითხე იაპ­ონ­ური წარ­მო­შო­ბის გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი მწერ­ლის იოკო თა­ვა­დას ახ­ალი რო­მა­ნი — „ეტი­უდ­ები თოვ­ლში“. ამ ავ­ტორს რამ­დე­ნი­მე წე­ლია ვაკ­ვირ­დე­ბი. მიგ­რა­ცი­ული გა­მოც­დი­ლე­ბა, ქა­ლი ავ­ტო­რის პერ­სპექ­ტი­ვა და სხვა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­კითხე­ბი იოკო თა­ვა­დას სუ­ბი­ექ­ტურ სამ­ყა­რო­ში ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სინ­თეზს ქმნის. რო­მა­ნი „ეტი­უდ­ები თოვ­ლში“ მოგ­ვითხრობს სწო­რედ იდ­ენ­ტო­ბა­ზე, მიგ­რა­ცი­აზე, უცხო­სა და ნაც­ნო­ბის თე­მებ­ზე.

კი­დევ ერ­თი წიგ­ნი, რო­მე­ლიც იზ­ოლ­აცი­ის დროს გახ­და ჩე­მი თა­ნამ­გზავ­რი, არ­ის ნო­ბე­ლი­ან­ტი მწერ­ლის მა­რიო ვარ­გას ლი­ოს­ას „ვა­ცის ნა­დი­მი“. ეს არ­ის დი­დი წიგ­ნი, რო­მელ­მაც ად­ამი­ან­ები კი­დევ ერ­თხელ და­მა­ნა­ხა. დიქ­ტა­ტუ­რა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­და­კარ­გუ­ლი ად­ამი­ან­ები, ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მი — ამ წიგ­ნის მთა­ვა­რი თე­მე­ბია. ახ­ლა სწო­რედ ლი­ოს­ას ვკითხუ­ლობ.

ჩე­მი პრო­ფე­სი­ის­ათ­ვის სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ვიხ­სე­ნებთ და კვლავ ვკითხუ­ლობთ მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რას. სხვა­დას­ხვა ეპ­ოქ­აში, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას შექ­მნილ ტექ­სტებს ვა­და­რებთ, გა­მოვ­ყოფთ სა­ერ­თო თე­მებ­სა და სი­უჟ­ეტ­ებს, ვაკ­ვირ­დე­ბით პერ­სო­ნა­ჟის ას­ახ­ვის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს, პო­ეტ­ური ენ­ის სა­კითხებს. ამ­ას­თან, ვკითხუ­ლობთ და ვეც­ნო­ბით ახ­ალ ტექ­სტებს. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბის ტექ­სტე­ბი, ქარ­თუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა, მი­სი თე­მა­ტი­კა და ხა­სი­ათი, ას­ახ­ვის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, ძვე­ლი­სა და ახ­ლის, ტრა­დი­ცი­ულ­ისა და ინ­ოვ­აცი­ურ­ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და კავ­ში­რე­ბი.

რო­მა­ნებ­თან ერ­თად უნ­და ვახ­სე­ნო პო­ეზია, რო­გორც მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ულ­ამ­აზ­ესი სამ­კა­ული, რო­მე­ლიც სწო­რედ იზ­ოლ­აცი­ის პი­რო­ბებ­ში კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და აქ­ტუ­ალ­ური გახ­და. პო­ეზი­ამ თით­ქოს მკითხვე­ლი და­კარ­გა პრაგ­მა­ტულ 21-ე სა­უკ­უნ­ეში და თა­ვი­სი მოკ­ლე ფორ­მი­სა და მო­მენ­ტა­ლუ­რი გან­წყო­ბი­ლე­ბის შექ­მნის გა­მო თავ­შე­სა­ფა­რი ვირ­ტუ­ალ­ურ სამ­ყა­რო­ში ჰპო­ვა ჩვე­ნი სა­უკ­უნ­ის და­საწყის­ში, ახ­ლა ხში­რად არ­ის ჩვე­ნი ფი­ზი­კუ­რი დის­ტან­ცი­ის, მარ­ტო­ობ­ისა და მოწყე­ნი­ლო­ბის შემ­ფა­რე­ბე­ლი. პო­ეზია ჩე­მი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რი იყო და რჩე­ბა.

 

ბევ­რი წიგ­ნი მე­ლო­დე­ბა

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი თა­მარ პა­იჭ­აძე:

- დღე­ვან­დელ­მა ვი­თა­რე­ბამ ბევ­რი ჩვენ­გა­ნი ახ­ალი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე და­აყ­ენა: რა ვქნათ იზ­ოლ­აცი­აში? ვფიქ­რობ, ამ დროს მიდ­გო­მა სხვა­დას­ხვა­ნა­ირია: ნა­წი­ლის­თვის — რო­გორ გა­ვიყ­ვა­ნოთ დრო, ხო­ლო მე­ორ­ეთ­ათ­ვის — რო­გორ გა­ვა­ნა­წი­ლოთ ეს დრო. ბუ­ნებ­რი­ვია, ორ­ივე შემ­თხვე­ვა­ში უჩ­ვე­ულო რე­ალ­ობ­ას­თან მორ­გე­ბა არ­ის მი­ზა­ნი, მაგ­რამ, ალ­ბათ, გა­საკ­ვი­რი არ არ­ის, რომ მე და, სა­ვა­რა­უდ­ოდ, ბევ­რი ჩე­მი კო­ლე­გაც მე­ორე ჯგუფს მი­ვე­კუთ­ვნე­ბით.

წლე­ბია ასე გრძელ­დე­ბა: სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაგ­რო­ვებ ახ­ალ თუ უც­ნობ წიგ­ნებს, რომ­ლე­ბიც ახ­ლად გა­მო­სუ­ლია ან წიგ­ნის მა­ღა­ზი­ის თა­რო­ზე აღ­მო­ვა­ჩენ; ან ლი­ტე­რა­ტუ­რულ წარ­დგე­ნებ­სა და შეხ­ვედ­რებ­ზე მჩუქ­ნი­ან; ან ავ­ტო­რე­ბი მიგ­ზავ­ნი­ან... ეს კო­ლექ­ცია კი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია ჟან­რობ­რი­ვი თუ ენ­ობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით. სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ან­ობ­აში უმ­რავ­ლე­სი მათ­გა­ნის წა­კითხვას ვერ ვა­ხერ­ხებ და ზაფხუ­ლის­თვის ან ზამ­თრის არ­და­დე­გე­ბის­თვის ვი­ნა­ხავ, თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის არ­ჩე­ვა­ნი იმ­დე­ნად დი­დია, რომ აქ­აც მრჩე­ბა წა­უკ­ითხავ-გა­და­უშ­ლე­ლი წიგ­ნე­ბი, რო­მელ­თაც შემ­დეგ ახ­ლე­ბი ემ­ატ­ება და ა.შ. ეს მდგო­მა­რე­ობა ლი­ტე­რა­ტო­რი­სათ­ვის ერ­თგვა­რი ჩვე­ული ტკი­ვი­ლია, დრო­ის უკ­მა­რი­სო­ბით გა­მოწ­ვე­ული...

იზ­ოლ­აცი­ის პი­რო­ბებ­ში კი მო­ულ­ოდ­ნე­ლად ეს დრო ის­ევ დად­გა, თუმ­ცა, ამ მხრივ, ჩემ­თვის არ­ცთუ ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით. დის­ტან­ცი­ური სა­ლექ­ციო რე­ჟი­მის­გან, სხდო­მე­ბის­გან, სა­რე­ცენ­ზიო და სა­რე­დაქ­ციო სა­მუ­შა­ოს­გან თა­ვი­სუ­ფალ დროს და­ვიწყე „გა­და­ნა­ხუ­ლი“ წიგ­ნე­ბის კითხვაც, ამ­ას და­ემ­ატა ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე მო­ძი­ებ­ული ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ვერ­სი­ებ­იც. არ­ჩე­ვა­ნი ის­ევ ფარ­თოა, პრო­ფე­სი­ულ ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მცოდ­ნე­ობ­ით ტექ­სტებს მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ენ­აც­ვლე­ბა და ისე გა­მო­დის, რომ რამ­დე­ნი­მე წიგ­ნს ზოგ­ჯერ პა­რა­ლე­ლუ­რა­დაც ვკითხუ­ლობ. ამ დრო­ის­ათ­ვის ეს ის ლი­ტე­რა­ტუ­რაა,

რო­მელ­თა წა­კითხვაც მო­ვა­ხერ­ხე, ზო­გი­ერ­თი ბო­ლომ­დე ჯერ არც და­მის­რუ­ლე­ბია და თან სხვა წიგ­ნე­ბიც მე­ლო­დე­ბი­ან... ეს­ენია: ჩარ­ლზ დი­კენ­სი — „ორი ქა­ლა­ქის ამ­ბა­ვი"; უილი­ამ ფოლ­კნე­რი — „სა­სახ­ლე“; ელ­იფ შა­ფა­ქი — „ევ­ას სა­მი ქა­ლიშ­ვი­ლი“; ჯე­იმზ ჯო­ისი — „პი­რა­დი წე­რი­ლე­ბი“; ჯუმ­ფა ლა­ჰი­რი — „უცხო მი­წა“; რო­მენ გა­რი — „ჩი­ტე­ბი სა­სიკ­ვდი­ლოდ პე­რუ­ში მიფ­რი­ნა­ვენ“; ჯონ სტა­ინ­ბე­კი „კონ­სერ­ვის რი­გი“; მი­ლან კუნ­დე­რა — „უმ­ნიშ­ვნე­ლო­ბის ზე­იმი“; კარლ გუს­ტავ იუნ­გი — „მე­ტა­მორ­ფო­ზის სიმ­ბო­ლო­ები“; ორ­ჰან ფა­მუ­ქი — „ჩე­მი უც­ნა­ური ფიქ­რე­ბი“; ინ­გე­ბორგ ბახ­მა­ნი — „მა­ლი­ნა“; მა­რიო ვარ­გას ლი­ოსა — „ქა­ლა­ქი და ძაღ­ლე­ბი“; ჰა­რუ­კი მუ­რა­კა­მი — „ქა­რი/პინ­ბო­ლი“; კნუტ ჰამ­სუ­ნი — „პა­ნი“; გი­ორ­გი კა­ლან­დია — „სა­მი ქარ­თუ­ლი ამ­ბა­ვი“; ნი­ნო ზე­დე­ლაშ­ვი­ლი — „დარ­დე­ბის შემ­გრო­ვე­ბე­ლი (მო­გო­ნე­ბე­ბი გო­დერ­ძი ჩო­ხელ­ზე)“; დე­კა­ნო­ზი პეტ­რე (პა­ატა) კვა­რაცხე­ლია — „მის­ტი­ციზ­მი ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის პო­ეზი­აში“; ზა­ზა შა­თი­რიშ­ვი­ლი — Vita Contemplativa (ჭვრე­ტი­თი ცხოვ­რე­ბა); ნო­ნა კუპ­რე­იშ­ვი­ლი — „ერ­ოს­იდ­ან ერ­ოტ­იზ­მამ­დე“; გია მურ­ღუ­ლია — „ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წე­რი­ლე­ბი და ჩა­ნა­წე­რე­ბი“.

 

მო­გო­ნე­ბე­ბი მალ­თუ­სის თე­ორი­აზე

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი ია ხუ­ბაშ­ვი­ლი:

- გე­ნი­ალ­ური ნათ­ქვა­მია: „არ­ას­ოდ­ეს თქვა არ­ას­ოდ­ეს“. გა­ნა რო­დეს­მე ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ფილ­მებ­ში ნა­ნა­ხი ეპ­იდ­ემი­ები და პირ­ბა­დი­ანი ად­ამი­ან­ები ჩვე­ნი რე­ალ­ობა გახ­დე­ბო­და? ან­და, რო­ცა ვმუ­შა­ობ­დი ბო­კა­ჩოს „დე­კა­მე­რონ­ზე“ (ჩემს სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცი­აზე), სა­დაც სა­ოც­არი სი­ზუს­ტი­თაა აღ­წე­რი­ლი 1348 წლის პან­დე­მია, სიკ­ვდი­ლის ზე­იმი, რო­მელ­მაც ევ­რო­პა თით­ქმის შე­იწ­ირა, ან­და „ეს­პა­ნუ­რი გრი­პი“, რო­მელ­მაც ევ­რო­პი­სა და ამ­ერ­იკ­ის მო­სახ­ლე­ობ­ის მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. ვი­ფიქ­რებ­დი, რომ XXI სა­უკ­უნ­ეში იტ­ალია, ეს­პა­ნე­თი, ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და სხვა ქვეყ­ნე­ბი ას­ევე გახ­დე­ბო­და ად­ამი­ან­თა მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ად­გი­ლი და ჩვენც საფ­რთხე დაგ­ვე­მუქ­რე­ბო­და? და ამ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ობ­აში მყო­ფი რას ვა­კე­თებ მე? თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეზღუდ­ვა ად­ამი­ანს დროს და ფიქ­რის სა­შუ­ალ­ებ­ას აძ­ლევს. ჰო­და, მეც ვფიქ­რობ და რა­ტომ­ღაც მახ­სენ­დე­ბა მალ­თუ­სის თე­ორია. ინ­გლი­სელ­მა მღვდელ­მა და ეკ­ონ­ომ­ის­ტმა თო­მას რო­ბერ მალ­თუს­მა (1766–1834) თე­ორია ჩა­მო­აყ­ალ­იბა, რომ­ლის თა­ნახ­მად, მო­სახ­ლე­ობ­ის რა­ოდ­ენ­ობა გე­ომ­ეტ­რი­ული პროგ­რე­სი­ით, ხო­ლო არ­სე­ბო­ბის სა­შუ­ალ­ებ­ები (საკ­ვე­ბის რა­ოდ­ენ­ობა) არ­ით­მე­ტი­კუ­ლი პროგ­რე­სი­ით იზ­რდე­ბა. მალ­თუ­სი მო­სახ­ლე­ობ­ის ზრდის ტემ­პე­ბის შე­ჩე­რე­ბის და არ­სე­ბო­ბის სა­შუ­ალ­ებ­ით მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ბა­ლან­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის საქ­მე­ში ხაზს უს­ვამ­და ის­ეთი ფაქ­ტო­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას, რო­გო­რი­ცაა ომი, ავ­ად­მყო­ფო­ბა, შიმ­ში­ლი, ძა­ლა­დო­ბა (მო­სახ­ლე­ობ­ის ზრდა­ზე „პო­ზი­ტი­ური კონ­ტრო­ლი“), თავ­შე­კა­ვე­ბა სექ­სუ­ალ­ური ცხოვ­რე­ბი­სა­გან, გვი­ანი ქორ­წი­ნე­ბა, ზნე­ობ­რი­ვი შეზღუდ­ვე­ბი („პრე­ვენ­ცი­ული კონ­ტრო­ლი“). მოკ­ლედ, მალ­თუ­სი ცდი­ლობ­და მო­სახ­ლე­ობ­ის ზრდის პრო­ცე­სე­ბის ბი­ოლ­ოგი­ური და სო­ცი­ალ­ური ფაქ­ტო­რე­ბი „მო­სახ­ლე­ობ­ის კა­ნო­ნის“ სა­ხით ჩა­მო­ეყ­ალ­იბ­ებ­ინა. ამ თე­ორი­ას მოგ­ვი­ან­ებ­ით „კა­ცი­ჭა­მი­ობ­ის თე­ორია“ უწ­ოდ­ეს, მაგ­რამ მალ­თუ­სის ამ მო­საზ­რე­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა XX ს-ის 50-იან წლებ­ში ის­ევ სცა­დეს, მა­გა­ლი­თად, გ. მა­კენ­როტ­მა (1903–1955). გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა ის, რომ მეც­ნი­ერ­ები, რომ­ლე­ბიც იკ­ვლე­ვენ კა­ცობ­რი­ობ­ის დე­მოგ­რა­ფი­ულ სუ­რათს, მი­ვიდ­ნენ იმ დას­კვნამ­დე, რომ კა­ცობ­რი­ობ­ის მა­ტე­ბა ბო­ლო 200 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტენ­სი­ური გახ­და და თუ XIX სა­უკ­უნ­ის 20-იან წლებ­ში 1 მი­ლი­არ­დს აღ­წევ­და, დღეს 7 მი­ლი­არ­დს გა­და­აჭ­არ­ბა. ამ­იტ­ომ, მა­თი აზ­რით, თუ ასე გაგ­რძელ­და კა­ცობ­რი­ობ­ის მა­ტე­ბა, მა­შინ 7 სა­უკ­უნ­ის შემ­დეგ დე­და­მი­წის ყო­ველ კვად­რა­ტულ მეტ­რზე თი­თო ად­ამი­ანი იცხოვ­რებს, რაც კა­ტას­ტრო­ფის ტოლ­ფა­სია. მალ­თუს­მა, რომ­ლის ეპ­ოქ­აში ას­ეთი დე­მოგ­რა­ფი­ული პრობ­ლე­მა მწვა­ვედ არ იდ­გა, ამ საფ­რთხის შე­სა­ხებ გა­აფ­რთხი­ლა კა­ცობ­რი­ობა. მე მალ­თუ­სის მიმ­დე­ვა­რი ნამ­დვი­ლად არ ვარ, ეს აზ­რი ეტყო­ბა, „დარ­ჩი სახ­ლში“-მ გა­მი­ჩი­ნა. იქ­ნებ ეს ყო­ვე­ლი­ვე ღვთის რის­ხვა­ცაა...

რო­გორც არ უნ­და იყ­ოს, ერ­თი რამ კი უდ­ავოა — მსოფ­ლიო გან­ვი­თა­რე­ბის ახ­ალ ფა­ზა­ში შე­ვი­და და პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკ­ონ­ომ­იკ­ური და სო­ცი­ალ­ური პრო­ცე­სე­ბიც ახ­ლე­ბუ­რად გან­ვი­თარ­დე­ბა.

თარიღი: 05/05/2020