საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ყვე­ლა­ზე მე­ტი აბ­იტ­ური­ენ­ტი და გრან­ტო­სა­ნი თსუ-ში მოხ­ვდა

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ჩა­რიცხულ და გრან­ტის მქო­ნე სტუ­დენ­ტთა რა­ოდ­ენ­ობ­ით წელ­საც ლი­დე­რობს. 2020 წელს თსუ-მ 5082 პირ­ველ­სე­მეს­ტრე­ლი მი­იღო, მათ­გან 46%-ზე მეტს სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა აქ­ვს მო­პო­ვე­ბუ­ლი, რაც ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გრან­ტო­სა­ნი პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბის 35% პრო­ცენ­ტია. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ბა­კა­ლავ­რო სა­ფე­ხურ­ზე ჩა­ირ­იცხა ერ­თი­ან ერ­ოვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე სა­უკ­ეთ­ესო შე­დე­გე­ბის მქო­ნე ორი აბ­იტ­ური­ენ­ტიც.

 

„თსუ-ში ჩა­რიცხუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის რა­ოდ­ენ­ობა 2020 წელს კვლავ გა­იზ­არ­და. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ოდა სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტის მქო­ნე სტუ­დენ­ტთა მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით, თუმ­ცა წელს ეს რიცხვიც გაზ­რდი­ლია — ჩა­რიცხულ­თა 46%-ზე მე­ტი გრან­ტის მფლო­ბე­ლია, რაც ნიშ­ნავს, რომ 2349 სტუ­დენ­ტს და­აფ­ინ­ან­სებს სა­ხელ­მწი­ფო. აღ­ნიშ­ნუ­ლი რიცხვე­ბი მი­უთ­ით­ებს, რომ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ჩა­რიცხუ­ლი პირ­ველ­სე­მეს­ტრე­ლე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან მა­ღა­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, რაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტო­ბის მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბაა”, — გა­ნაცხა­და თსუ-ის სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ შო­თა ფო­თო­ლაშ­ვილ­მა.

 

იმ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლებ­მაც სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა ვერ მო­იპ­ოვ­ეს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის მოქ­ნილ პი­რო­ბებს სთა­ვა­ზობს, სტუ­დენ­ტებს სტი­პენ­დი­ებ­ისა და სწავ­ლის ში­და სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც აქ­ვთ.

 

მოამზადა ნატო ობოლაძემ

თარიღი: 19/09/2020