საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ღირსეული უნივერსიტეტელი

პრო­ფე­სო­რი ზუ­რაბ ჭუმ­ბუ­რი­ძე შეუერთდა ზე­ცი­ურ სა­ქარ­თვე­ლოს...

 

2001 წელს, რო­დე­საც ბა­ტონ ზუ­რაბს 75 წე­ლი შე­უს­რულ­და, ვწერ­დი: „ად­ამი­ან­ებს წლე­ბი აშ­ინ­ებს, მაგ­რამ ბა­ტონ ზუ­რაბს წელ­თა სიმ­რავ­ლე ვე­რას და­აკ­ლებს: იგი აკ­აკი შა­ნი­ძის მო­წა­ფეა; იმ აკ­აკი შა­ნი­ძი­სა, რო­მე­ლიც კალ­მით ხელ­ში შეხ­ვდა-მეთ­ქი თა­ვის სა­უკ­უნ­ოვ­ან იუბ­ილ­ეს…“ და ეს იმ­დე­ნად მჯე­რო­და, რომ სრულ მო­ულ­ოდ­ნე­ლო­ბად აღ­ვიქ­ვი მი­სი გაბ­რძა­ნე­ბა ამ ქვეყ­ნი­დან...

 

ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი ღირ­სე­ული უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ლი იყო! თუ ვინ­მეს შე­იძ­ლე­ბა დამ­შვენ­დეს ეს „წო­დე­ბა“, უპ­ირ­ვე­ლე­სად, პრო­ფე­სორ ზუ­რაბ ჭუმ­ბუ­რი­ძეს!.. დი­ახ,

 

იგი იყო ღირ­სე­ული მო­წა­ფე თა­ვი­სი დი­დი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა;

იგი იყო ღირ­სე­ული მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ვი­სი მო­წა­ფე­ებ­ისა;

იგი იყო ღირ­სე­ული მსა­ხუ­რი ქარ­თუ­ლი და ქარ­თვე­ლუ­რი ენ­ებ­ისა;

იგი იყო ღირ­სე­ული დამ­ცვე­ლი და ქო­მა­გი დე­და­ენ­ისა...

იგი იყო ღირ­სე­ული... რის ეპ­ით­ეტ­ად­აც კი შე­იძ­ლე­ბა გა­მოდ­გეს ეს სიტყვა!...

 

ერთ-ერ­თი ბო­ლო პრე­მია, რო­მე­ლიც ბა­ტონ ზუ­რაბს დე­და­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა­გან მი­ენ­იჭა, იაკ­ობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო პრე­მია იყო; ეს­ეც სიმ­ბო­ლუ­რია: „დე­და­ენ­ის“ ავ­ტო­რის სა­ხე­ლო­ბის პრე­მია წიგ­ნი­სათ­ვის „ქარ­თუ­ლი ენა, დამ­წერ­ლო­ბა, ხელ­ნა­წე­რე­ბი“.

 

ჩვენს სი­ნამ­დვი­ლე­ში ძნე­ლი მო­სა­ძებ­ნია მე­ორე შემ­თხვე­ვა, რომ ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ულ ნაშ­რომს ის­ეთი აღი­არ­ება და პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ეპ­ოვ­ებ­ინ­ოს, რო­გო­რიც – წიგ­ნმა „რა გქვია შენ?“ (რამ­დე­ნი­მე გა­მო­ცე­მა არ­სე­ბობს!) – თით­ქმის ყვე­ლა სა­ოჯ­ახო ბიბ­ლი­ოთ­ეკ­აში სა­პა­ტიო ად­გილ­ზე რომ დევს. ამ წიგ­ნის სა­თა­ურ­იც, სტრუქ­ტუ­რაც და სტი­ლიც იმ­ის წყა­ლო­ბაა, რომ ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი პო­ეტ­ური სუ­ლის ად­ამი­ანი იყო; ახ­ალ­გაზ­რდო­ბა­ში ლექ­სებს წერ­და და „პირ­ველ სხი­ველ­თა“ პირ­ვე­ლი თა­ობ­ის ღირ­სე­ული წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც იყო...

 

სწო­რედ ამ­გვა­რი სტი­ლი­თა და სუ­ლის­კვე­თე­ბით იწ­ერ­ებ­ოდა ზუ­რაბ ჭუმ­ბუ­რი­ძის წიგ­ნე­ბი: „მად­ლი დე­და­ენ­ისა“ თუ „დე­და­ენა ქარ­თუ­ლი“, „ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბის კვალ­დაკ­ვალ“ თუ „ქარ­თუ­ლი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენ­ისა და სტი­ლის სა­კითხე­ბი", „სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენა და მწერ­ლო­ბა" თუ „ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წე­რი­ლე­ბი", „ნუ და­ვაგ­დებთ ძველ­სა გზა­სა“... „მყო­ფა­დი ქარ­თვე­ლურ ენ­ებ­ში“... „სვა­ნუ­რი ენა“(თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით)...

 

მე, პი­რა­დად, ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი სვა­ნურ ენ­ას მას­წავ­ლი­და. ამ საქ­მე­შიც აკ­აკი შა­ნი­ძი­სა და ვარ­ლამ თო­ფუ­რი­ას მო­წა­ფე იყო, 50-იანი წლე­ბის ბო­ლოს გად­მო­იბ­არა მან ეს კურ­სი. ეს არ იყო მშრა­ლი კურ­სი გრა­მა­ტი­კი­სა. სვა­ნეთ­ზე, სვა­ნებ­ზე, სვა­ნურ პო­ეზი­აზე სა­უბ­რით იწყე­ბო­და სა­გა­ნი... აუც­ილ­ებ­ლად შეგ­ვას­წავ­ლი­და დი­დე­ბუ­ლი სვა­ნუ­რი პო­ეზი­ის თუნ­დაც ერთ ნი­მუშს; დღემ­დე მახ­სოვს ლექ­სი თა­მარ დე­დო­ფალ­ზე („ვო ხი­ად­ულ თა­მარ დედ­ფალ“...)... მე­რე გრძელ­დე­ბო­და გრა­მა­ტი­კით... მე­გო­ბა­რი მი­ამ­ბობ­და: ბა­ტონ ზუ­რაბს სა­ირ­მე­ში შევ­ხვდიო; რომ გა­იგო, ჩო­ლუ­რე­ლი ვი­ყა­ვი, ჩემ­გან ტექ­სტე­ბის ჩა­წე­რა მო­ის­ურ­ვაო... გა­ოც­ებ­ული იყო ჩე­მი მე­გო­ბა­რი ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბის მი­ერ სვა­ნუ­რი ენ­ის ცოდ­ნით (ასე იტყვი­ან ბალ­სზე­მო, ასე – ბალ­სქვე­მო, ასე – ლაშ­ხეთ­ში და ასე ლენ­ტეხ­შიო; თქვენ ჩო­ლურ­ლე­ბი კი ასეო და „ას­წავ­ლი­და“ სვან კაცს სვა­ნურს იმ­ერ­ეთ­ში, ცნო­ბილ სი­მო­ნეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი სწავ­ლუ­ლი!)

 

სვა­ნუ­რი ენ­ის­ად­მი ამ­გვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო იყო, რო­ცა ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ებ­ის ინ­სტი­ტუ­ტი გა­მო­სა­ცე­მად ამ­ზა­დებ­და უნ­იკ­ალ­ურ „სვა­ნურ ლექ­სი­კონს“, ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი რე­ცენ­ზენ­ტად მო­იწ­ვია. დი­დი ამ­აგი დას­დო ამ ლექ­სი­კონ­საც ბა­ტონ­მა ზუ­რაბ­მა...

 

გან­გე­ბამ რომ პო­ეტ­ური ნი­ჭი უწყა­ლო­ბა ბა­ტონ ზუ­რაბს, სა­მად­ლო­ბე­ლი იმ­ით გა­და­იხ­ადა, რომ დრო და ენ­ერ­გია არ და­იშ­ურა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის, აკ­აკი წე­რეთ­ლის, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას (თუ სხვა მწე­რალ­თა) თხზუ­ლე­ბე­ბის აკ­ად­ემი­ური გა­მო­ცე­მე­ბი­სათ­ვის (ბ-ნი ზუ­რა­ბი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუტ­ში ტექ­სტო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და დიდ­ხანს).

 

ყვე­ლა­ფერს ამ პა­ტა­რა სა­გა­ზე­თო წე­რილ­ში ვერ ვიტყვით — თუნ­დაც იმ ღვაწ­ლზე, ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ენ­ის ტექ­სტე­ბის გა­მო­ცე­მა­სა თუ იმ ენ­ობ­რი­ვი სამ­ყა­როს მეც­ნი­ერ­ულ კვლე­ვა­ში რომ მი­უძ­ღვის...

 

ეს კი უნ­და ვთქვა: ქარ­თუ­ლი ენ­ის ღირ­სე­ული დამ­ცვე­ლი და ქო­მა­გი იყო ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი! რო­ცა საქ­მე ქარ­თუ­ლი ენ­ის წი­ნა­შე მდგარ პრობ­ლე­მებს ეხ­ებ­ოდა, საფ­რთხე­ებ­ზე ჩა­მო­ვარ­დე­ბო­და სა­უბ­არი, ბა­ტონ ზუ­რაბს იქ მშვი­დად ყოფ­ნა არ შე­ეძ­ლო... მე მი­ნა­ხავს ქარ­თუ­ლი ენ­ის პრობ­ლე­მებ­ზე მსჯე­ლო­ბი­სას „აჯ­ან­ყე­ბუ­ლი“ ზუ­რაბ ჭუმ­ბუ­რი­ძე. ერ­თხელ, ერთ სამ­გლო­ვი­არო შეკ­რე­ბა­ზე ხალ­ხმრავ­ლო­ბა­ში დე­და­ენ­ის სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ობ­აზე ჩა­მო­ვარ­და სა­უბ­არი; თა­ნა­მო­სა­უბ­რე ერთ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს საქ­მე­ში ჩა­რე­ვი­სა­კენ მო­ვუ­წო­დეთ... ეს მე არ მე­ხე­ბაო, მშვი­დად ჩა­ილ­აპ­არ­აკა „დიდ­მა კაც­მა“... „რას ჰქვია, არ გე­ხე­ბაო!“ — ისე ხმა­მაღ­ლა შე­უტია ბა­ტონ­მა ზუ­რაბ­მა, სხვებ­მაც მო­იხ­ედ­ეს ჩვენ­კენ... „დი­დი კა­ცი“ თავ­დახ­რი­ლი გაგ­ვე­რი­და... გა­დამ­დე­ბი იყო ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბის ეს გან­წყო­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა... ჩვენ­ში რომ ბავ­შვო­ბი­დან­ვე დე­და­ენ­ის სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა ჩა­ის­ახა, ამ­აშ­იც ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა: სა­ბავ­შვო ჟურ­ნალ „პი­ონ­ერ­ში“ მრა­ვა­ლი წე­ლი იგი უძ­ღვე­ბო­და ენ­ობ­რივ რუბ­რი­კებს და გვაყ­ვა­რებ­და დე­და­ენ­ას ჟურ­ნა­ლის მკითხვე­ლებს...

 

ვთქვით, ამ სა­გა­ზე­თო წე­რილ­ში ყვე­ლა­ფერს ვერ ჩავ­ტევთ-თქო, მაგ­რამ, ცხა­დია, ეს­ეც უნ­და ით­ქვას: ზუ­რაბ ჭუმ­ბუ­რი­ძე იყო ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, გე­ლა­თის მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის აკ­ად­ემ­იკ­ოსი, მწე­რალ­თა კავ­ში­რის წევ­რი, სა­სუ­ლი­ერო აკ­ად­ემი­ისა და სე­მი­ნა­რი­ის პე­და­გო­გი... გო­გე­ბაშ­ვი­ლის პრე­მია ვახ­სე­ნეთ; ას­ევე იყო შიო მღვი­მე­ლის, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას პრე­მი­ებ­ის ლა­ურე­ატი; წმ. გრი­გოლ ფე­რა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­მია მი­ენ­იჭა ახ­ლა­ხან... ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი, წმინ­და გი­ორ­გის ოქ­როს ჯვა­რი... მრა­ვა­ლი საბ­ჭოს, კო­მი­სი­ის, რედ­კო­ლე­გი­ის წევ­რი...

 

და, რაც მთა­ვა­რია – 1944 წლი­დან დღემ­დე – უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ლი: სტუ­დენ­ტი, ას­პი­რან­ტი, მას­წავ­ლე­ბე­ლი, დო­ცენ­ტი, პრო­ფე­სო­რი, ემ­ერ­იტ­უს პრო­ფე­სო­რი...

 

მე თუ მკითხავს კა­ცი, უნ­და და­წეს­დეს სა­პა­ტიო წო­დე­ბა „ღირ­სე­ული უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ლი“ და იგი პრო­ფე­სორ ზუ­რაბ ჭუმ­ბუ­რი­ძის­ნა­ირ ღვაწ­ლმო­სილ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ლებს მი­ენ­იჭ­ოს!

 

მად­ლო­ბა, ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, თქვენ მი­ერ და­თე­სი­ლი უზ­ომო სი­კე­თი­სათ­ვის.

 

კვლა­ვაც სტუ­დენ­ტუ­რი მოკ­რძა­ლე­ბი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით.

 

გი­ორ­გი გო­გო­ლაშ­ვი­ლი

თარიღი: 28/02/2022