საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქრისტე აღსდგა! - საკამათო კონტექსტს დამანა მელიქიშვილმა ვრცელი სტატია მიუძღვნა

„ქრის­ტე აღ­სდგა“ თუ — „ქრის­ტე აღ­დგა“? — ეს კითხვა პე­რი­ოდ­ულ­ად და­ვის საგ­ნად იქ­ცე­ვა ხოლ­მე სა­მეც­ნი­ერო სივ­რცე­სა თუ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­აში, გა­ნი­ხი­ლე­ბა პრე­სის ფურ­ცლებ­სა და სო­ცი­ალ­ურ ქსე­ლებ­ში.

 

ამ სა­კა­მა­თო კონ­ტექ­სტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა — ძვე­ლი თუ ახ­ალი მო­საზ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა სამ ჯგუ­ფად და­იყ­ოს:

 

1. „თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენ­ის ნორ­მებ­ში“ „ქრის­ტე აღ­დგა“ ფორ­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით, და­საშ­ვე­ბა­დაა მიჩ­ნე­ული „ქრის­ტე აღ­სდგა“, რო­გორც ძველ და ახ­ალ წე­რი­ლო­ბით ძეგ­ლებ­ში და სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბა­ში ტრა­დი­ცი­ულ­ად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფორ­მა (ა. შა­ნი­ძე, ბ. ფოჩხუა, შ. აფ­რი­დო­ნი­ძე...). აღ­ნიშ­ნუ­ლი ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა მორ­წმუ­ნის „სუ­ბი­ექ­ტუ­რი არ­ჩე­ვა­ნის" სა­კითხა­დაა ჩათ­ვლი­ლი.

 

2. „ქრის­ტე აღ­სდგა“ და­საშ­ვე­ბია, რო­გორც ფა­კულ­ტა­ტუ­რი სა­შუ­ალ­ება, რო­მე­ლიც ერ­თი სიტყვის გან­სხვა­ვე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბა­თა („გა­ცოცხლე­ბა, გა­ნახ­ლე­ბა, აღ­ორ­ძი­ნე­ბა“; ას­ევე, ემ­ოცი­ური გან­წყო­ბა) ფორ­მობ­რი­ვად გარ­ჩე­ვის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს (ბ. ჯორ­ბე­ნა­ძე, ჟ. ფე­იქ­რიშ­ვი­ლი, ტ. ფუტ­კა­რა­ძე...).

 

3. „ქრის­ტე აღ­სდგა“ და­უშ­ვე­ბე­ლია, რო­გორც არ­ას­წო­რი, მცდა­რი ფორ­მა (ლ. ღვინ­ჯი­ლია).

 

ყვე­ლა ამ გან­სხვა­ვე­ბულ მო­საზ­რე­ბას ერ­თი რამ აერ­თი­ან­ებს: კერ­ძოდ, მო­ცე­მულ კონ­ტექ­სტში აღ­სდგა ფორ­მა ერ­თპი­რი­ან­ადაა კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და, აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, ს — პრე­ფიქ­სი ზედ­მე­ტად და გრა­მა­ტი­კუ­ლი წე­სი­დან გა­დახ­ვე­ვად არ­ის მიჩ­ნე­ული. ამ „შეც­დო­მას" კი, ჩვე­ულ­ებ­რივ, იმ­ით ხსნი­ან, რომ ს — პრე­ფიქ­სი ამ შემ­თხვე­ვა­ში ფორ­მა­ლუ­რი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბი­სათ­ვის, სტი­ლის­ტუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით, „სამ­კა­ულ­ადაა“ ნახ­მა­რი, რა­თა ქრის­ტეს ღვთა­ებ­რი­ვი, სას­წა­ულ­ებ­რი­ვი „აღ­დგო­მა" ჩვე­ულ­ებ­რი­ვი, ად­გი­ლი­დან ად­გო­მი­სა­გან გან­სხვავ­დეს.

 

სა­კა­მა­თო კონ­ტექ­სტში ერ­თპი­რი­ანი ფორ­მა — „აღ­დგა", ცხა­დია, ვერ გად­მოს­ცემს მაცხოვ­რის აღ­დგო­მის უნ­იკ­ალ­ურ­სა და სას­წა­ულ­ებ­რივ მოვ­ლე­ნას, რომ­ლის გა­მო­ხატ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ და მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ორ­პი­რი­ანი აღ-ს-დგა ზმნის სა­შუ­ალ­ებ­ით: ამ­იტ­ომ­აცაა, რომ სწო­რედ ამ ენ­ის მფლო­ბე­ლი ჭეშ­მა­რი­ტი მორ­წმუ­ნის „სუ­ბი­ექ­ტუ­რი არ­ჩე­ვა­ნი“ აღ­სდგა ფორ­მის სა­სარ­გებ­ლოდ ეყ­რდნო­ბა მის ში­ნა­გან გან­წყო­ბას, ინ­ტუ­იცი­ას, რო­მე­ლიც სუ­ლი­ერ მოვ­ლე­ნებს გა­ნარ­ჩე­ვი­ნებს ფი­ზი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი­სა­გან.

 

ამ­გვა­რად, მაცხოვ­რის, ქრის­ტეს აღ­დგო­მის საკ­რა­ლუ­რი მოვ­ლე­ნის ენ­ობ­რი­ვი ნიშ­ნით გა­ფორ­მე­ბა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი მრა­ვალ­პი­რი­ანი სტრუქ­ტუ­რის ზმნას შე­უძ­ლია: ქარ­თვე­ლი მთარ­გმნე­ლის მი­ერ ეს სა­იდ­უმ­ლო ში­ნა­გა­ნად იმ­დე­ნად ღრმად იყო გაც­ნო­ბი­ერ­ებ­ული, რომ იგი, რა თქმა უნ­და, გა­მო­იყ­ენ­ებ­და ქარ­თუ­ლი ზმნის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და ს — პრე­ფიქ­სის დახ­მა­რე­ბით გა­მო­ხა­ტავ­და იმ უნ­იკ­ალ­ურ მოვ­ლე­ნას, რო­მელ­საც მაცხოვ­რის, ქრის­ტეს მკვდრე­თით ამ ქვე­ყა­ნას აღ­დგო­მის სა­იდ­უმ­ლო ჰქვია: ქრის­ტე აღ-ს-დგ-ა.

 

შე­სიტყვე­ბა „ქრის­ტე აღ­სდგა" რწმე­ნის ქვა­კუთხედს წარ­მო­ად­გენს, იგი ქრის­ტე — მაცხოვ­რის ქვეს­კნე­ლი­დან, ჯო­ჯო­ხე­თი­დან ამ ქვე­ყა­ნა­ზე აღ­დგო­მის სა­იდ­უმ­ლოს გა­მო­ხა­ტავს და ინ­ახ­ავს.

 

ქარ­თუ­ლი ენა „იმ­არ­ხავს“ ყვე­ლა იმ სა­იდ­უმ­ლოს, რო­მე­ლიც მოიაზრება იოანე ზო­სი­მეს ცნო­ბილ ჰიმ­ნოგ­რა­ფი­ულ თხზუ­ლე­ბა­ში — „ქე­ბაი და დი­დე­ბაი ქარ­თუ­ლი­სა ენ­ისაი“. ამ სა­იდ­უმ­ლო­თა შო­რის არ­ის ქრის­ტეს აღ­დგო­მის დოგ­მა­ტის სა­იდ­უმ­ლოც, რომ­ლის ენ­ობ­რი­ვი ფორ­მით გა­მო­ხატ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ქარ­თუ­ლი ან­ალ­იზ­ური და სინ­თე­ზუ­რი აზ­როვ­ნე­ბის მი­ერ შექ­მნი­ლი პო­ლი­პერ­სო­ნა­ლუ­რი ზმნის სა­შუ­ალ­ებ­ით.

 

და­მა­ნა მე­ლი­ქიშ­ვი­ლი

თსუ ემ­ერ­იტ­უსი პრო­ფე­სო­რი

გე­ლა­თის მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის აკ­ად­ემ­იკ­ოსი

(ვრცე­ლი ვა­რი­ან­ტი იხ. და­მა­ნა მე­ლი­ქიშ­ვი­ლი, გე­ლა­თის მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის შრო­მე­ბი, ტ. VII, 2021)

თარიღი: 20/04/2022