საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამის ღია კარის დღე

თა­მარ და­დი­ანი

 

ქი­მი­ური ელ­ემ­ენ­ტე­ბის შეს­წავ­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ აბ­იტ­ური­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ად ქი­მი­კო­სო­ბას ირ­ჩე­ვენ, თსუ-ის ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტი STEM აკ­ად­ემი­აზე ქი­მი­აში და ქი­მი­ის სა­ბა­კა­ლავ­რო ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი პროგ­რა­მის ღია კა­რის დღე­ზე ეპ­ატ­იჟ­ება, რო­მე­ლიც 18 მარ­ტს გა­იმ­არ­თე­ბა.

 

ღო­ნის­ძი­ება სან დი­ეგ­ოს სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს, ამ­ერ­იკ­ის ქი­მი­ური სა­ზო­გა­დო­ებ­ის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­სა და ამ­ერ­იკ­ის ქი­მი­ური სა­ზო­გა­დო­ებ­ის სა­ქარ­თვე­ლოს სტუ­დენ­ტურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გა­იმ­არ­თე­ბა.

 

ქი­მი­ის სა­ბა­კა­ლავ­რო ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი პროგ­რა­მა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში 2020-2021 სას­წავ­ლო წლი­დან წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სა­დაც სწავ­ლე­ბა ინ­გლი­სურ ენ­აზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. პროგ­რა­მა სან-დი­ეგ­ოს სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი თსუ-ის ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მის ან­ალ­ოგს წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში 2015 წლი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

 

პროგ­რა­მა შედ­გე­ნი­ლია ამ­ერ­იკ­ის ქი­მი­ის სა­ზო­გა­დო­ებ­ის (https://www.acs.org/content/acs/en.html) და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სტან­დარ­ტე­ბი­სა და მოთხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. აკ­ად­ემი­ურ პერ­სო­ნალს გა­დამ­ზა­დე­ბა გავ­ლი­ლი აქ­ვს სან-დი­ეგ­ოს სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში (კა­ლი­ფორ­ნია) და შე­სა­ბა­მის კურ­სებს უძ­ღვე­ბა. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა შედ­გე­ნი­ლია ყვე­ლა იმ თე­ორი­ული და პრაქ­ტი­კუ­ლი კურ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც აუც­ილ­ებ­ელია შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად. სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­იყ­ენ­ება ულ­ტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლი ქი­მი­ური და ბი­ოქ­იმი­ური ლა­ბო­რა­ტო­რი­ები, სა­დაც სტუ­დენ­ტე­ბი მი­იღ­ებ­ენ პრაქ­ტი­კულ ცოდ­ნას და გა­მოც­დი­ლე­ბას. პროგ­რა­მა ას­ევე შე­იც­ავს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის საგ­ნებს და გათ­ვლი­ლია ქარ­თველ და უცხო­ელ სტუ­დენ­ტებ­ზე.

 

პროგ­რა­მის მი­ზა­ნია თა­ნა­მედ­რო­ვე და მსოფ­ლი­ოში აღი­არ­ებ­ული სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მო­ამ­ზა­დოს სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ექ­ნე­ბათ ქი­მი­ის ძი­რი­თა­დი დის­ციპ­ლი­ნე­ბის მა­ღა­ლი დო­ნის ცოდ­ნა და შეძ­ლე­ბენ სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­სა და პრაქ­ტი­კულ საქ­მი­ან­ობ­ას რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე მის ფარ­გლებს გა­რეთ ქი­მი­ის, ბი­ოქ­იმი­ისა და მათ მო­ნა­თე­სა­ვე დარ­გებ­ში.

 

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის­ათ­ვის პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­ად­გენს 2250 ლარს, ხო­ლო უცხო­ელი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის არ­ის 10 000 ლა­რი წე­ლი­წად­ში.

 

ღია კა­რის დღე­ზე აბ­იტ­ური­ენ­ტებ­სა და სტუმ­რებს მი­ეს­ალ­მე­ბი­ან: თსუ-ის რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე, ათ­ას­წლე­ულ­ის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი-სა­ქარ­თვე­ლოს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი მაგ­და მაღ­რა­ძე, სან დი­ეგ­ოს სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ვი­ცე-პრო­ვოს­ტი უილი­ამ ტონ­გი, თსუ-ის ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი რა­მაზ ხო­მე­რი­კი, სდსუ-სა­ქარ­თვე­ლოს დე­კა­ნი ჰა­ლილ გი­უვ­ენი, თსუ-ს ქი­მი­ის სა­ბა­კა­ლავ­რო ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი ჯი­ბუ­ტი და თსუ-ს ქი­მი­ის პრო­ფე­სო­რე­ბი. აბ­იტ­ური­ენ­ტებს სა­შუ­ალ­ება ექ­ნე­ბათ თსუ-ს ქი­მი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ები და­ათ­ვა­ლი­ერ­ონ. მათ­თვის მო­ეწყო­ბა სა­ხა­ლი­სო ქი­მი­ის ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩვე­ნე­ბა. შემ­დგომ კი სერ­თი­ფი­კა­ტე­ბით Stem აკ­ად­ემი­ის მო­ნა­წი­ლე­თა და­ჯილ­დო­ება გა­იმ­არ­თე­ბა.

თარიღი: 16/03/2022