საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქე­თე­ვან ჭკუ­ას­ელი: პან­დე­მი­ის დროს შე­ღა­ვა­თის გა­წე­ვა ყვე­ლა­ფერ­ში შე­იძ­ლე­ბა, გარ­და ცოდ­ნი­სა

ესა­უბ­რა მაია ტო­რა­ძე

 

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, პე­და­გო­გი­კის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ქე­თე­ვან ჭკუ­ას­ელი:

– პან­დე­მი­ის გა­მო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა მთლი­ან­ად გა­და­ვი­და ელ­ექ­ტრო­ნულ სწავ­ლე­ბა­ზე. რო­გორ შე­აფ­ას­ებ­დით ამ პრო­ცესს, რა შე­გიძ­ლი­ათ თქვათ თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი სე­მეს­ტრის გას­ვლის შემ­დეგ – რამ­დე­ნად არ­ის დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბა შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი?

– უნ­და გითხრათ, რომ მო­ლო­დი­ნი ბევ­რად უარ­ესი მქონ­და და შე­დე­გი ბევ­რად უკ­ეთ­ესია. რო­დე­საც პირ­ვე­ლი ლექ­ცია ჩა­ვა­ტა­რე ე.წ. ზუ­მით, თით­ქოს, რა­ღაც გა­უცხო­ებ­ის გრძნო­ბა მქონ­და, ვნერ­ვი­ულ­ობ­დი, რომ ყვე­ლამ ვერ გა­იგო, ვერ ავ­უხ­სე­ნი ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ახ­ლა სტუ­დენ­ტე­ბიც შე­ეჩ­ვივ­ნენ და ჩვენც შე­ვეჩ­ვით ამ სი­ტუ­აცი­ას. კე­თი­ლი ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თუ სტუ­დენ­ტი შე­მო­ვა ონ­ლა­ინ ლექ­ცი­აზე, რა თქმა უნ­და, სწავ­ლე­ბა შე­დე­გი­ანი არ­ის, იმ­აზე მე­ტად შე­დე­გი­ანია, ვიდ­რე გვე­გო­ნა. ჩვე­ულ­ებ­რი­ვი სწავ­ლის დრო­საც, თუ სტუ­დენ­ტს უნ­და, ყვე­ლა­ფერს აკ­ეთ­ებს და ზუ­მი­თაც ასეა, თუ უნ­და მოს­მე­ნა, შე­მო­ვა, მო­ის­მენს და ის­წავ­ლის.

შორს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ ეს მე­თო­დი უნ­აკ­ლოა. მას, რა თქმა უნ­და, ახ­ლავს ერ­თგვა­რი უხ­ერ­ხუ­ლო­ბაც – პირ­ველ რიგ­ში ის, რომ სხვაა, რო­ცა აუდ­იტ­ორი­ას უშუ­ალ­ოდ ესა­უბ­რე­ბი და უხ­სნი და სხვა – რო­ცა არ გაქ­ვს ცოცხა­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია. ეს უხ­ერ­ხუ­ლო­ბა ნა­წი­ლობ­რივ იფ­არ­ება, თუ ლექ­ცი­ის დროს ყვე­ლას ჩარ­თუ­ლი აქ­ვს თვა­ლი/კა­მე­რა, რომ აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩა­ერ­თოს. ხში­რად კი ამ­ას ყვე­ლა ვერ ახ­ერ­ხებს, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ინ­ტერ­ნეტ­ზე და იმ ტექ­ნი­კა­ზე, რო­მელ­საც სტუ­დენ­ტი იყ­ენ­ებს. მე­ორე მხრივ, ლექ­ტო­რიც გარ­კვე­ულ უხ­ერ­ხუ­ლო­ბას გა­ნიც­დის, რად­გან, რო­დე­საც აუდ­იტ­ორი­ას ესა­უბ­რე­ბი, ლექ­ცია სრულ­ყო­ფი­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს, აქ კი, თუ ვერ გრძნობ — რო­გორ მოგ­ყვე­ბა მსმე­ნე­ლი და ვერ ხე­დავ — ვის ესა­უბ­რე­ბი, გარ­კვე­ული სირ­თუ­ლე იქ­მნე­ბა. სა­ბედ­ნი­ერ­ოდ, ნე­ბის­მი­ერი ლექ­ცი­ის დროს არ­ის 4-5 სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად არ­ის ჩარ­თუ­ლი და ეს იძ­ლე­ვა გარ­კვე­ულ სტი­მულს.

– რო­გორ ტარ­დე­ბა ლექ­ცი­ები და აქ­ვს თუ არა ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბას თა­ვი­სი და­დე­ბი­თი მხა­რე?

– რა თქმა უნ­და, აქ­ვს. ლექ­ცია ჩვე­ულ­ებ­რი­ვად ტარ­დე­ბა, თა­ვი­სი შე­სავ­ლით და ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლით. პროგ­რა­მა­ში, რო­მელ­საც ვი­ყე­ნებთ (zoom) შეგ­ვიძ­ლია ჩავ­რთოთ სლა­იდ­ები და სხვა მა­სა­ლა. ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბამ და­მა­ნა­ხა, რომ ბეჭ­დუ­რი სა­ლექ­ციო მა­სა­ლის მი­წო­დე­ბა ძა­ლი­ან კარ­გია და სწო­რი­ცაა.

მცი­რე­ოდ­ენი სირ­თუ­ლე ახ­ლავს მუდ­ლში და­ვა­ლე­ბე­ბის ატ­ვირ­თვას. ზო­გა­დად, სირ­თუ­ლეა და­ვა­ლე­ბე­ბი, რად­გან, იგ­ივე ტექ­ნო­ლო­გი­ური რე­სურ­სის გა­მო შენ ვერ აძ­ლევ, მა­გა­ლი­თად, 10- გვერ­დი­ან და­ვა­ლე­ბას, რად­გან ზო­გი სტუ­დენ­ტი ტე­ლე­ფონ­ში წერს და ვცდი­ლობთ, რომ არ მივ­ცეთ ის­ეთი და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც დი­დი ტექ­სტის აკ­რე­ფას სა­ჭი­რო­ებს. ჯერ არ ჩაგ­ვი­ტა­რე­ბია შუ­ალ­ედ­ური. ვფიქ­რობ, რო­გორ ჩა­ვა­ტა­რო.

რა თქმა უნ­და, ეს პრო­ცე­სი არ­ანა­ირ­ად არ შე­ედ­რე­ბა ცოცხალ პრო­ცესს – არც ერ­თი პა­რა­მეტ­რით, მაგ­რამ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ჩა­იშ­ალაო — ამ­ას ვე­რაფ­რით ვიტყვით. ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია და ვერც ერ­თი სტუ­დენ­ტი ვერ და­იჩ­ივ­ლებს, რომ ლექ­ცია არ ჩა­უტ­არ­და ან ნაკ­ლე­ბი ხა­რის­ხით ჩა­უტ­არ­და. პრო­ცე­სი არ­ანა­ირ­ად არ არ­ის ჩაშ­ლი­ლი. უბ­რა­ლოდ, სა­სურ­ვე­ლია, რომ უშუ­ალო კონ­ტაქ­ტი გვქონ­დეს.

– ხში­რად იყო სა­უბ­არი იმ­აზე, რომ ლექ­ტორ­თა ნა­წი­ლი ვერ შეძ­ლებ­და ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბას არ­ას­აკ­მა­რი­სი კომ­პი­უტ­ერ­ული უნ­არ–ჩვე­ვე­ბის გა­მო. რო­გორ შე­აფ­ას­ებ­დით სწავ­ლე­ბის ამ ფორ­მას – შეძ­ლეს თუ არა ლექ­ტო­რებ­მა დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა?

– თუ ვინ­მეს უნ­და გას­ჭირ­ვე­ბო­და, ჩე­მი ას­აკ­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, მე უნ­და გამ­ჭირ­ვე­ბო­და. თუმ­ცა, ეს ის­ეთი მარ­ტი­ვი პროგ­რა­მაა, პრობ­ლე­მა არ­ავ­ის შექ­მნია. პი­რი­ქით, კარ­გი სა­შუ­ალ­ებაა, რომ შენს ლექ­ცი­ას იწ­ერ. ეს დი­დი შე­ღა­ვა­თია ლექ­ტო­რის­თვის, რად­გან მე­რე უს­მენ და ხვდე­ბი — რა ხარ­ვე­ზე­ბი გქონ­და. ამ­ას გარ­და, თუ ამ ლექ­ცი­ებს ჩა­იწ­ერ, ეს ნიშ­ნავს, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტეტს აქ­ვს რე­სურ­სი, ანუ აწყო­ბი­ლი აქ­ვს კურ­სი თა­ვი­სი მა­სა­ლე­ბით, სლა­იდ­ებ­ით, გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი და ვი­ზუ­ალ­ური მა­სა­ლე­ბით. ეს თუ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე კარ­გად წა­იყ­ვა­ნე, ჩათ­ვა­ლე, რომ კურ­სი გა­მარ­თუ­ლია და შემ­დეგ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ამ­ას გა­მო­იყ­ენ­ებს. ეჭ­ვი მე­პა­რე­ბა, რომ წელს ვინ­მემ შეძ­ლოს ონ­ლა­ინ კურ­სე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რად­გან, რო­დე­საც და­ვიწყეთ, არე­ულ­ები ვი­ყა­ვით, მაგ­რამ მო­მა­ვალ წელს ამ­ის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

– რო­გორ ფიქ­რობთ, რა ფორ­მით უნ­და ჩა­ტარ­დეს გა­მოც­დე­ბი?

– ჩვენ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს შე­ფა­სე­ბის პრინ­ცი­პე­ბი. ეს ერ­თგვა­რი ექ­სპე­რი­მენ­ტია. ყვე­ლას გვე­გო­ნა, რომ ივ­ნის­ში გა­მო­ვი­დო­დით უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში და ზე­პირ გა­მოც­დას მა­ინც ჩა­ვა­ტა­რებ­დით, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს არ ხერ­ხდე­ბა. ამ­იტ­ომ, ჯერ კი­დევ ვფიქ­რობ სა­გა­მოც­დო ფორ­მატ­ზე. ზე­პირ გა­მოც­დას ნამ­დვი­ლად ჩა­ვა­ტა­რებ ზუმ–ის დახ­მა­რე­ბით, მაგ­რამ მა­ფიქ­რებს წე­რი­თი გა­მოც­და, რად­გან იქ­აც 20 ქუ­ლა უნ­და მოგ­როვ­დეს. ტექ­სტის ატ­ვირ­თვა მუდ­ლზე ცო­ტა­თი რთუ­ლია, მაგ­რამ ეს­ეც დაძ­ლე­ვა­დია. სა­გა­მოც­დო პე­რი­ოდ­ამ­დე დრო არ­ის. ვფიქ­რობ, მა­ნამ­დე ეს პრობ­ლე­მაც გა­და­იჭ­რე­ბა.

აქ­ვე იმ­ას­აც და­ვა­მა­ტებ, რომ ლექ­ტო­რის შრო­მა გა­ორ­მაგ­და. ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბას ძა­ლი­ან დი­დი დრო მი­აქ­ვს. ლექ­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა სხვა­დას­ხვა ფორ­მატ­ში, და­ვა­ლე­ბე­ბის შექ­მნა, მი­სი ატ­ვირ­თვა და გას­წო­რე­ბა უზ­არ­მა­ზარ ენ­ერ­გი­ას მო­ითხოვს და, ფაქ­ტობ­რი­ვად, კომ­პი­უტ­ერს მი­ვე­ჯაჭ­ვეთ. ეს პრო­ცე­სი არც სტუ­დენ­ტის­თვი­საა იოლი – მის­თვი­საც ახ­ალი ამ­ბა­ვია. ამ­ას­თან ერ­თად, და­ვა­ლე­ბის გას­წო­რე­ბაც სხვაგ­ვა­რად ხდე­ბა – უნ­და აუხ­სნა და და­უს­აბ­უთო სტუ­დენ­ტს, რა ქუ­ლა რა­ტომ და­იწ­ერა. ეს ყვე­ლა­ფე­რი არაა ად­ვი­ლი, მაგ­რამ პე­და­გო­გი­კა არ­ის ზუს­ტად ის, თუ რო­გორ მი­უდ­გე­ბი სწავ­ლის პრო­ცესს, რო­გორ შე­ად­გენ და­ვა­ლე­ბებს, რო­გორ და­აწ­ერ­ინ­ებ თე­მას, რო­გორ გაააქტიურებ სტუ­დენ­ტს. ამ­ას სჭირ­დე­ბა პე­და­გო­გი­ური მიდ­გო­მე­ბი და ვფიქ­რობ, ამ­ას­აც დავ­ძლევთ.

და­სა­ნა­ნი რჩე­ბა ის, რომ სე­მეს­ტრი ისე სრულ­დე­ბა, სტუ­დენ­ტი არ გიც­ნობს. მას­წავ­ლებ­ლო­ბის ხიბ­ლი კი ისაა, რომ შენ კო­მუ­ნი­კა­ცია გაქ­ვს ცოცხალ აუდ­იტ­ორი­ას­თან. აღ­მზრდე­ლო­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს: რო­გორ მიხ­ვალ, რო­გორ მი­ეს­ალ­მე­ბი. შე­ნი გავ­ლე­ნე­ბი შემ­დგომ მათ გა­და­აქ­ვთ და იმ­ათი – შენ გად­მო­გაქ­ვს. ცნო­ბი­ლია, რომ, რო­ცა ვას­წავ­ლით, თა­ვა­დაც ვსწავ­ლობთ. ეს პრო­ცე­სია, სამ­წუ­ხა­როდ, შე­სუს­ტე­ბუ­ლი.

– სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყებ­ლის პრო­ექ­ტს – „ტე­ლეს­კო­ლას“ თუ ეც­ნო­ბით და რა შე­ფა­სე­ბას მის­ცემთ სწავ­ლე­ბის ამ­გვარ ფორ­მას?

– „ტე­ლეს­კო­ლა“ რომ ჩა­ირ­თო, და­ვინ­ტე­რეს­დი და თით­ქმის ყვე­ლა საგ­ნის გაკ­ვე­თილს ვუ­ყუ­რე. არ­აფ­ერი მეთ­ქმის, მას­წავ­ლებ­ლე­ბი ნამ­დვი­ლად კარ­გად არი­ან შერ­ჩე­ული და უმ­რავ­ლე­სო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი დო­ნი­საა. ჩანს, რომ ის­ინ­იც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით უდ­გე­ბი­ან საქ­მეს. არ­ის ერ­თი ძა­ლი­ან თვალ­ში­სა­ცე­მი ხარ­ვე­ზი – დრო: 15 წუ­თი. ძა­ლი­ან თა­ნა­ვუგ­რძნობ იმ მას­წავ­ლებ­ლებს, ვი­საც 15 წუთ­ში უწ­ევს ახ­ალი თე­მის ახ­სნა. ეს არ არ­ის მარ­ტი­ვი და მიკ­ვირს, რო­გორ ახ­ერ­ხე­ბენ. დრო რომ იყ­ოს გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ას­აკ­ობ­რი­ვი პრინ­ცი­პით, ვთქვათ, დაწყე­ბით კლა­სებ­ში 15-20 წუ­თი, ხო­ლო მა­ღალ კლა­სებ­სი 30-40 წუ­თი, სწავ­ლე­ბა, რა თქმა უნ­და, უფ­რო გა­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

„ტე­ლეს­კო­ლას“ მე სულ გა­ვაგ­რძე­ლებ­დი, რად­გან ეს არ­ის მა­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა. ძა­ლი­ან რთუ­ლია, სკო­ლას მოს­თხო­ვო ის ხა­რის­ხი, რო­გო­რიც სა­ჭი­როა. ეს ძვი­რია. ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ბევ­რს აქ­ვს სა­ში­ნაო სკო­ლა, არ­სე­ბობს მა­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა მე­თო­დი, მაგ­რამ ტე­ლეს­კო­ლა, მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე კარ­გია. ეს კომ­პლექ­სუ­რი პრო­ცე­სია და გა­რე­მო­დან რაც უფ­რო მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­იღ­ებ, მით მე­ტად იღ­ებ შე­დეგს.

– დაბო­ლოს, მო­ახ­ლოვ­და ერ­თი­ანი ერ­ოვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი. ფიქ­რობთ თუ არა, რომ წელს აბ­იტ­ური­ენ­ტებს გარ­კვე­ული შე­ღა­ვა­თე­ბი უნ­და გა­ეწი­ოთ?

– ვფიქ­რობ, შე­ღა­ვა­თის გა­წე­ვა ყვე­ლა­ფერ­ში შე­იძ­ლე­ბა, გარ­და ცოდ­ნი­სა. თუ გა­მოც­დე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა, შე­ღა­ვა­თი აქ სრუ­ლი­ად უად­გი­ლოა. რა თქმა უნ­და, აბ­იტ­ური­ენ­ტებს ახ­ლა უჭ­ირთ, თუმ­ცა ბევ­რი აღ­მოჩ­ნდა უკ­ეთ­ეს მდგო­მა­რე­ობ­აშ­იც – დრო არ ეხ­არ­ჯე­ბა და ონ­ლა­ინ სწავ­ლობს. მე მყავს ნაც­ნო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც აქ­ვთ რე­პე­ტი­ტო­რო­ბის პრაქ­ტი­კა და მათ­თან ჩვე­ულ­ებ­რი­ვად მი­დის სწავ­ლის პრო­ცე­სი, ხან­და­ხან და­ვა­ლე­ბებ­საც ერ­თად აკ­ეთ­ებ­ენ ჩარ­თვის დროს. ამ­დე­ნად, მე­ცა­დი­ნე­ობა შე­საძ­ლე­ბე­ლია და ახ­ლა მე­ტი დრო­ცაა ამ­ის­თვის, თუმ­ცა აქ­აც არ­ის ერ­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა – თუ ოჯ­ახ­ში ოთხი წევ­რია და ყვე­ლას სჭირ­დე­ბა კომ­პი­უტ­ერი, მათ ხე­ლი ეშ­ლე­ბათ სწავ­ლა­შიც და მუ­შა­ობ­აშ­იც. ეს პრობ­ლე­მა მარ­ტო ჩვენ­თან არ დგას, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­შია. ამ­იტ­ომ, ვფიქ­რობ, გა­მოც­დე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­და­იტ­ან­ონ და სხვა დროს ჩა­ატ­არ­ონ, მაგ­რამ არ­ამც და არ­ამც არ ვარ მომ­ხრე, ცოდ­ნის თვალ­საზ­რი­სით, შე­ღა­ვა­თის გა­წე­ვი­სა.

თარიღი: 05/05/2020