საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართული ნოველა ფრანგულად

რა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ევ­რო­პულ­მა ნა­ტუ­რა­ლიზ­მმა ქარ­თულ ნო­ვე­ლა­ზე?

 

არ­ის თუ არა ტი­პო­ლო­გი­ური და კონ­ცეპ­ტუ­ალ­ური მსგავ­სე­ბა ქარ­თველ და ევ­რო­პელ ნო­ვე­ლის­ტებს შო­რის?

 

ამ კითხვებ­ზე უნ­და გას­ცეს პა­სუ­ხი თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ევ­რო­პუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის (ხელ­მძღვა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი ირ­ინე დარ­ჩია) დოქ­ტო­რან­ტის თი­ნა­თინ ძო­ძუ­აშ­ვი­ლის კვლე­ვით­მა პრო­ექ­ტმა „ევ­რო­პუ­ლი ნა­ტუ­რა­ლიზ­მის გავ­ლე­ნა მე-19 სა­უკ­უნ­ის და­სას­რუ­ლი­სა და მე 20 სა­უკ­უნ­ის და­საწყი­სის ქარ­თულ ნო­ვე­ლის­ტი­კა­ზე“, რო­მელ­მაც შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის მი­ერ 2021 წელს გა­მოცხა­დე­ბულ დოქ­ტო­რან­ტუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის საგ­რან­ტო კონ­კურ­სში გა­იმ­არ­ჯვა.

 

პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს მი­თი­თე­ბულ პე­რი­ოდ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის ნაშ­რო­მე­ბის შეს­წავ­ლას და სა­ფუძ­ვლი­ან გა­მოკ­ვლე­ვას ამ­ავე პე­რი­ოდ­ის უცხო­ელი ავ­ტო­რე­ბის კვალ­დაკ­ვალ.

 

კვლე­ვის შე­დე­გად, შე­საძ­ლოა, დად­გინ­დეს ქარ­თველ ნო­ვე­ლის­ტებ­ზე ევ­რო­პუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობ­ებ­ის და მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის გავ­ლე­ნა, რო­მე­ლიც მათ­სა­ვე ნაშ­რო­მებ­ში ტი­პო­ლო­გი­ური თუ კონ­ცეპ­ტუ­ალ­ური მსგავ­სე­ბით აის­ახა. მკვლე­ვა­რი ტექ­სტებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით ეც­დე­ბა და­ად­ას­ტუ­როს ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში ნა­ტუ­რა­ლიზ­მის, რო­გორც ევ­რო­პუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობ­ის, არ­სე­ბო­ბა.

 

თი­ნა­თინ ძო­ძუ­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ მიზ­ნი­სა და შე­დე­გის გა­სამ­ყა­რებ­ლად სა­ფუძ­ვლი­ან­ად იქ­ნე­ბა შეს­წავ­ლი­ლი მე-19 სა­უკ­უნ­ის და­სას­რუ­ლი­სა და მე 20 სა­უკ­უნ­ის და­საწყი­სის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, მწერ­ლე­ბის ბი­ოგ­რა­ფია, სა­მო­ქა­ლა­ქო და სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი და მათ მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნი­მუ­შე­ბის თარ­გმა­ნე­ბი. მი­სი თქმით, კვლე­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა რო­გორც სა­მეც­ნი­ერო, ისე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც, რად­გა­ნაც და­გეგ­მი­ლია მცი­რე ზო­მის ქარ­თუ­ლი ნო­ვე­ლე­ბის ფრან­გუ­ლად თარ­გმნა. მათ ევ­რო­პუ­ლი სა­მეც­ნი­ერო სა­ზო­გა­დო­ება გა­ეც­ნო­ბა: „ჩვე­ნი კვლე­ვის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნია — და­ვა­სა­ბუ­თოთ, რომ ამ მა­გა­ლი­თე­ბით იქ­მნე­ბო­და ქარ­თუ­ლი რე­ალ­ობ­იდ­ან წა­მო­სუ­ლი ნაშ­რო­მე­ბი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც შე­მო­ვი­და და დამ­კვიდ­რდა ახ­ალი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჟან­რი — ნო­ვე­ლა. ვფიქ­რობ, აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ნაცხა­დი იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ქვეყ­ნი­სათ­ვის, რად­გა­ნაც მოგ­ვე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა — და­ვა­დას­ტუ­როთ, რომ ქარ­თულ მწერ­ლო­ბას მე-19 სა­უკ­უნ­ის მე­ორე ნა­ხე­ვარ­სა და მე-20 სა­უკ­უნ­ის და­საწყის­ში გე­ზი ევ­რო­პის­კენ ჰქონ­და აღ­ებ­ული. კვლე­ვის სა­ბო­ლოო შე­დეგ­ზე გას­ვლა, ას­ევე, ით­ვა­ლის­წი­ნებს ქარ­თუ­ლი ნო­ვე­ლე­ბის ფრან­გულ ენ­აზე თარ­გმნას და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო წრე­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბას“, – აღ­ნიშ­ნა თი­ნა­თინ ძო­ძუ­აშ­ვილ­მა.

თარიღი: 31/10/2021