საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართველოლოგმა ჰაინც ფენრიხმა აკაკი შანიძეს წიგნი მიუძღვნა

შურ­თხია ბე­როშ­ვი­ლი

 

ცნო­ბილ­მა გერ­მა­ნელ­მა ქარ­თვე­ლო­ლოგ­მა ჰა­ინც ფენ­რიხ­მა თა­ვის მას­წავ­ლე­ბელს, აკ­ად­ემ­იკ­ოს აკ­აკი შა­ნი­ძეს გერ­მა­ნულ ენ­აზე უძ­ღვნა წიგ­ნი Im Dienst der Wissenschaft und der georgischen Nation – Akaki Schanidse („მეც­ნი­ერ­ებ­ისა და ქარ­თვე­ლი ერ­ის სამ­სა­ხურ­ში − აკ­აკი შა­ნი­ძე“, 2021, 110 გვერ­დი). წიგ­ნი „კავ­კა­სი­ის სე­რი­ით“ გა­მოს­ცა „შა­კე­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბამ“ იენ­აში — ეს ინ­ფორ­მა­ცია

 

თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ქარ­თუ­ლი ენ­ის ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გერ­მა­ნი­იდ­ან გზავ­ნი­ლის სა­ხით მი­იღ­ეს. ამ­ის თა­ობ­აზე თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი მაია ლო­მია გვე­სა­უბ­რა. მი­სი თმით, ქარ­თუ­ლი ენ­ის ინ­სტი­ტუ­ტის ეგ­იდ­ით წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია თე­ბერ­ვალ­ში, აკ­აკი შა­ნი­ძი­სად­მი მიძ­ღვნილ ტრა­დი­ცი­ულ სა­ჯა­რო სხდო­მა­ზე გა­იმ­არ­თე­ბა.

 

ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი ქარ­თვე­ლო­ლო­გი, იენ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ემ­ერ­იტ­უსი პრო­ფე­სო­რი, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტიო დოქ­ტო­რი, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო პრე­მი­ის პირ­ვე­ლი ლა­ურე­ატი ჰა­ინც ფენ­რი­ხი მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ქარ­თუ­ლი ენ­ის ს/ს ინ­სტი­ტუტ­თან.

 

თარიღი: 17/10/2021