საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართველი მეცნიერის პრიორიტეტულობის აღიარება

მაია ტო­რა­ძე

 

ტერ­მი­ნი „ნეკ­რო–ეკ­ონ­ომ­იკა“ ეკ­ონ­ომ­იკ­ურ მეც­ნი­ერ­ებ­აში პირ­ვე­ლად აკ­ად­ემ­იკ­ოს­მა ლა­დო პა­პა­ვამ გა­მო­იყ­ენა – ამ­ის შე­სა­ხებ აშშ–ში 2015 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნის რე­ცენ­ზი­აში წერს სამ­ხრეთ კა­რო­ლი­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ემ­ერ­იტ­უსი პრო­ფე­სო­რი პატ­რიკ სკო­ტი და წყა­როდ იმ­ოწ­მებს ყვე­ლა იმ სა­მეც­ნი­ერო სტა­ტი­ასა თუ ნაშ­რომს, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ის მი­ერ ტერ­მი­ნის პირ­ვე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე მი­უთ­ით­ებს.

 

ეს ფაქ­ტი ზედ­მეტ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას არ სა­ჭი­რო­ებს, თუმ­ცა, გა­რე­მო­ებ­ათა გა­მო, რამ­დე­ნი­მე დე­ტალს უნ­და მი­ექ­ცეს ყუ­რადღე­ბა – ტერ­მი­ნის შექ­მნის წი­ნა­პი­რო­ბას და მეც­ნი­ერ­ულ პრი­ორ­იტ­ეტ­ულ­ობ­ას, რა­ზეც თა­ვად აკ­ად­ემ­იკ­ოსი ლა­დო პა­პა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა:

 

– მას შემ­დეგ, რაც და­ინ­გრა საბ­ჭო­თა კავ­ში­რი, ეკ­ონ­ომ­იკ­ას გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. პირ­ველ რიგ­ში, ეს პრობ­ლე­მე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო იმ­ას­თან, რომ ძვე­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით წარ­მო­ებ­ულ პრო­დუქ­ცი­აზე ბა­ზარ­ზე, რო­გორც წე­სი, არ არ­სე­ბობ­და მოთხოვ­ნა. მი­სი რე­ალ­იზ­ება პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო და ამ­ის მი­ზე­ზად ორი რამ მი­იჩ­ნე­ვა: ერ­თი — პრო­დუქ­ცი­ის და­ბა­ლი ხა­რის­ხი და მე­ორე — წარ­მო­ებ­ის მა­ღა­ლი ხარ­ჯე­ბი. გა­მო­ვი­და, რომ პოსტ-კო­მუ­ნის­ტურ სივ­რცე­ში ახ­ლად­გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­ებს ჰქონ­დათ ეკ­ონ­ომ­იკ­ის ის­ეთი ნა­წი­ლი, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო რა­ღაც პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ება, თუმ­ცა ამ პრო­დუქ­ცი­აზე პრაქ­ტი­კუ­ლად მოთხოვ­ნა არ არ­სე­ბობ­და. ამ ფე­ნო­მე­ნის შეს­წავ­ლის მიზ­ნით, 2000-იანი წლე­ბის და­საწყის­ში შევ­ქმე­ნი ტერ­მი­ნი — „ნეკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკა“. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, „ნეკ­როს“ (necro) ბერ­ძნუ­ლი სიტყვაა და ნიშ­ნავს მკვდარს, „ნეკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკა“ კი არ­ის იმ ეკ­ონ­ომ­იკ­ის შე­სა­ხებ თე­ორია, რო­მე­ლიც მკვდა­რია და რო­მე­ლიც საბ­ჭო­ური ტი­პის მბრძა­ნებ­ლუ­რი ეკ­ონ­ომ­იკ­იდ­ან მი­ღე­ბუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობაა. ჩემ მი­ერ ეს თე­ორია შე­იქ­მნა 2000-იანი წლე­ბის და­საწყის­ში და პირ­ვე­ლი სტა­ტია სა­თა­ურ­ით „ნეკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკა“ ქარ­თუ­ლად და­იბ­ეჭ­და ჟურ­ნალ „მაკ­რო მიკ­რო ეკ­ონ­ომ­იკა“-ში (N 10, 2000). მოგ­ვი­ან­ებ­ით, კერ­ძოდ, 2001 წელს ინ­გლი­სუ­რად გა­მოქ­ვეყ­ნდა ჩე­მი ბრო­შუ­რა სა­თა­ურ­ით Necroeconomics and Post-Communist Transformation of Economy (Tbilisi: Company Imperial, 2001), ხო­ლო აშშ-ში კი სტა­ტია სა­თა­ურ­ით „Necroeconomics – A Phenomenon of the Post-Communist Transition Period.“ Problems of Economic Transition, 2001, Vol. 44, No. 8. უკ­ვე 2002 წელს სტა­ტია იმ­ავე თე­მა­ზე დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა: „Necroeconomics-The Theory of Post-Communist Transformation of an Economy.“ International Journal of Social Economics, Vo. 29, No. 9-10, 2002. პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ის ეს ციკ­ლი და შე­ავ­სო ჩემ­მა 2005 აშშ-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა მო­ნოგ­რა­ფი­ამ: Necroeconomics: The Political Economy of Post-Communist Capitalism. New York: iUniverse, 2005.

 

ამ­ის შემ­დეგ მოხ­და სა­ინ­ტე­რე­სო რამ – 2005 წელს ამ­ერ­იკ­ელ­მა პრო­ფე­სორ­მა უორ­ენ მონ­ტაგ­მა (Warren Montag) გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია „Necro-economics: Adam Smith and Death in the Life of the Universal.“ Radical Philosophy, No. 134, Nov./Dec., 2005. სტა­ტია ეხ­ება ცნო­ბი­ლი შოტ­ლან­დი­ელი ეკ­ონ­ომ­ის­ტის — ად­ამ სმი­ტის ფუნ­და­მენ­ტურ ნაშ­რომ­ში – „გა­მოკ­ვლე­ვა ხალ­ხთა სიმ­დიდ­რის ბუ­ნე­ბი­სა და მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ“ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი იდე­ებ­ის ახ­ლე­ბურ გა­აზ­რე­ბას. სწო­რედ ამ ნაშ­რომ­ში გა­მო­იყ­ენა მან ტერ­მი­ნი „ნეკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკა“, რო­მე­ლიც ჩემ მი­ერ აშ­კა­რად უფ­რო ად­რე იქ­ნა შექ­მნი­ლი, თუმ­ცა უორ­ენ მონ­ტა­გის სტა­ტი­აში ეს ფაქ­ტი არ იყო მი­თი­თე­ბუ­ლი.

 

სტა­ტია უორ­ენ მონ­ტაგ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ჟურ­ნალ­ში — „რა­დი­კა­ლუ­რი ფი­ლო­სო­ფია“ (ეს არ­ის სო­ცი­ალ­ის­ტე­ბის და ფე­მი­ნის­ტე­ბის ფი­ლო­სო­ფი­ური ჟურ­ნა­ლი), რო­მელ­შიც ტერ­მი­ნი „ნეკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკა“ ასე ახ­სნა: თა­ვი­სუ­ფა­ლი ბაზ­რის პი­რო­ბებ­ში არ­სე­ბულ კონ­კუ­რენ­ცი­ას შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ად­ამი­ან­ებ­ის გა­უბ­ედ­ურ­ება და სიკ­ვდი­ლი. მან ას­ეთი გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით შე­მო­იტ­ანა ეს ტერ­მი­ნი. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ჩე­მი ნაშ­რო­მე­ბი მას არ მი­უთ­ით­ებია. 2010 წელს ეს სტა­ტია ვნა­ხე და მივ­წე­რე წე­რი­ლი პრო­ფე­სორ მონ­ტაგს. ჩვე­ნი მი­მო­წე­რა იყო აკ­ად­ემი­ური ხა­სი­ათ­ის. მან მი­იღო ინ­ფორ­მა­ცია და ეს ის­ტო­რია თით­ქოს ამ­ით დას­რულ­და. მაგ­რამ, შემ­დგომ, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით ინ­ტერ­ნეტ­ში წა­ვაწყდი ერთ სა­ინ­ტე­რე­სო რე­ცენ­ზი­ას, რომ­ლის ავ­ტო­რიც არ­ის პრო­ფე­სო­რი პატ­რიკ სკო­ტი – ემ­ერ­იტ­უსი პრო­ფე­სო­რი სამ­ხრეთ კა­რო­ლი­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან.

 

პროფ. პატ­რიკ სკოტ­მა 2016 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა რე­ცენ­ზია (კერ­ძოდ, Scott, Patrick. „Adam Smith for Our Times, I: Necroeconomics“. Studies in Scottish Literature, Vol. 42: Iss. 1, 2016) 2015 წელს მა­იკ ჰი­ლის და უორ­ენ მონ­ტა­გის მი­ერ გა­მო­ცე­მულ წიგ­ნზე (Hill, Mike and Warren Montag. The Other Adam Smith. Stanford: Stanford University Press, 2015), რო­მე­ლიც ის­ევ ად­ამ სმი­ტის ცნო­ბილ თე­ორი­ას შე­ეხ­ება. ამ წიგ­ნში კვლავ არ­ის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტერ­მი­ნი „ნეკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკა“, მაგ­რამ კვლავ არ არ­ის ნახ­სე­ნე­ბი, რომ მა­ნამ, სა­ნამ პროფ. მონ­ტა­გი ამ ტერ­მინს გა­მო­იყ­ენ­ებ­და, ის უკ­ვე არ­სე­ბობ­და. ამ­ის თა­ობ­აზე თა­ვის რე­ცენ­ზი­აში პატ­რიკ სკოტ­მა პირ­და­პირ მი­უთ­ითა და და­იმ­ოწ­მა ყვე­ლა ჩე­მი ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ნაშ­რო­მი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ცე­მუ­ლია 2001, 2002 და 2005 წლებ­ში. ამ­ით მან პრაქ­ტი­კუ­ლად აღი­არა ჩე­მი მეც­ნი­ერ­ული პრი­ორ­იტ­ეტი ამ და­ვა­ში.

 

ცხა­დია, ჩვენ შე­საძ­ლოა და­ვე­თან­ხმოთ მო­საზ­რე­ბას, რომ პირ­ვე­ლი ნაშ­რო­მის გა­მო­ცე­მის დროს, რო­მე­ლიც მონ­ტაგ­მა 2005 წელს გა­მოს­ცა, ინ­ტერ­ნეტ-რე­სურ­სებ­ზე ნაკ­ლე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის (ან ინ­ტერ­ნე­ტის ნაკ­ლე­ბად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლო­ბის) გა­მო, შე­საძ­ლოა არ სცოდ­ნო­და ტერ­მინ „ნეკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკ­ის“ შემ­ქმნე­ლის ვი­ნა­ობა და ვერ და­ემ­ოწ­მე­ბი­ნა წყა­რო­ები, თუმ­ცა 2010 წელს მას ეს ინ­ფორ­მა­ცია ჩემ­გან მი­ღე­ბუ­ლი უკ­ვე ჰქონ­და, რაც უნ­და ას­ახ­ულ­იყო მის მო­რიგ ნაშ­რომ­ში. ეს იქ­ნე­ბო­და სა­მეც­ნი­ერო ეთ­იკ­ის ჯე­რო­ვან დო­ნე­ზე დაც­ვა.

 

რაც შე­ეხ­ება რე­აგ­ირ­ებ­ას ამ ფაქ­ტზე, პრო­ფე­სორ პატ­რიკ სკო­ტის აზ­რით (მე მას უშუ­ალ­ოდ და­ვუ­კავ­შირ­დი), მი­სი, რო­გორც და­მო­უკ­იდ­ებ­ელი არ­ბიტ­რის, რე­ცენ­ზია, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია პრეს­ტი­ჟულ ჟურ­ნალ­ში, უკ­ვე თა­ვის­თა­ვად წყვეტს პრი­ორ­იტ­ეტ­ულ­ობ­ის სა­კითხს.

 

ახ­ლო მო­მა­ვალ­ში, მას შემ­დეგ, რაც გა­ვეც­ნო­ბი უორ­ენ მონ­ტა­გის თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით 2015 წელს გა­მო­ცე­მულ წიგ­ნს, ვა­პი­რებ მივ­წე­რო მას სა­მეც­ნი­ერო ეთ­იკ­ის მო­რი­გი დარ­ღვე­ვის თა­ობ­აზე. გარ­და ამ­ისა, გა­მო­სა­ცე­მად მზად­დე­ბა წიგ­ნი, რო­მე­ლიც ჩე­მი ბო­ლო წლე­ბის კვლე­ვე­ბის გარ­კვე­ული შე­ჯა­მე­ბა იქ­ნე­ბა. სხვა პრობ­ლე­მებ­თან ერ­თად მას­ში „ნეკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკ­აც“ იქ­ნე­ბა ას­ახ­ული. და­გეგ­მი­ლია მი­სი საზღვარ­გა­რეთ ინ­გლი­სურ ენ­აზე გა­მო­ცე­მა და მას­ში აუც­ილ­ებ­ლად შე­ვე­ხე­ბი ამ ინ­ცი­დენ­ტს პროფ. პატ­რიკ სკო­ტის რე­ცენ­ზი­ის მი­თი­თე­ბით.

თარიღი: 28/02/2022