საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქარ­თულ ენ­აზე ზრუნ­ვის მიზ­ნით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­კურ­სე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ონ­ლა­ინ-სა­ჩუქ­რე­ბით და­ჯილ­დოვ­დნენ

რა შუ­აშია თოვ­ლის ბა­ბუა და სიტყვა - მა­ხა­ლი?

გა­ეც­ან­ით „ახ­ალ“ ქარ­თულ სიტყვას — მა­ხა­ლი. ამ სიტყვას ქ. თბი­ლი­სის 94-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლემ (პე­და­გო­გი ზა­ირა გამ­ყრე­ლი­ძე) ეთ­ერ მა­ის­ურ­აძ­ემ მი­აგ­ნო. სულ­ხან-სა­ბას „სიტყვის კო­ნას“, ახ­ალი მე­ქარ­თუ­ლე ახ­ალ­გაზ­რდე­ბის წყა­ლო­ბით, „ენ­აში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სიტყვე­ბის“ ლექ­სი­კო­ნიც შე­იძ­ლე­ბა შე­ემ­ატ­ოს და ამ სა­ერო საქ­მის წა­მოწყე­ბის სა­თა­ვე ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ლექ­სი­კოგ­რა­ფი­ის ცენ­ტრია. ცენ­ტრმა უკ­ვე ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბი კამ­პა­ნი­ისა თუ მოძ­რა­ობ­ის — „არა ბარ­ბა­რიზ­მებს!“ — ფარ­გლებ­ში 2019 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­მო­აცხა­და ორი კონ­კურ­სი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­ისა და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის: „შექ­მე­ნი შე­ნი ტერ­მი­ნი“ და „და­აბ­რუ­ნე ენ­აში შე­ნი სიტყვა“. ამა წლის 15 მარ­ტს სა­კონ­კურ­სო ჟი­ურ­იმ (ჟი­ურ­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­ვიდ­ნენ თსუ ლექ­სი­კოგ­რა­ფი­ის ცენ­ტრის რე­დაქ­ტო­რე­ბი: თი­ნა­თინ მარ­გა­ლი­ტა­ძე, გე­ლა ხუნ­და­ძე, მაია დავ­ლი­ან­იძე და გი­ორ­გი მე­ლა­ძე) მი­იღო კონ­კურ­სან­ტე­ბის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი და გა­მო­ავ­ლი­ნა ორ­ივე კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი.

ენ­აში დაბ­რუ­ნე­ბის თუ გა­აქ­ტი­ურ­ებ­ის კან­დი­და­ტი ქარ­თუ­ლი სიტყვის აღ­მო­ჩე­ნა და გა­თა­ვი­სე­ბა იმ­დე­ნად საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო საქ­მეა ქარ­თუ­ლი ენ­ის გამ­დიდ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რომ ლექ­სი­კოგ­რა­ფი­ის ცენ­ტრმა მის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­კურ­სე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის გა­მოცხა­დე­ბა თუ და­ჯილ­დო­ება 14 აპ­რილს, ქარ­თუ­ლი ენ­ის დღეს გა­დაწყვი­ტა, რაც კი­დევ ერ­თხელ უს­ვამს ხაზს კონ­კურ­სში ჩაბ­მუ­ლი ახ­ალ­გაზ­რდე­ბის ქარ­თუ­ლი საქ­მის სი­კე­თეს. ეს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ენ­აში და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი სიტყვე­ბის და უცხო ტერ­მინ­თა ქარ­თუ­ლი შე­სატყვი­სე­ბის შერ­ჩე­ვის ავ­ტო­რე­ბი არი­ან.

მაშ ასე, — გა­ცოცხლე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სიტყვის — მა­ხა­ლის — თა­ობ­აზე კონ­კურ­სში („და­აბ­რუ­ნე ენ­აში შე­ნი სიტყვა“) გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქ. თბი­ლი­სის 94-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე ეთ­ერ მა­ის­ურ­აძე თა­ვის გან­მარ­ტე­ბას გვთა­ვა­ზობს: „მე შე­ვარ­ჩიე სიტყვა ხურ­ჯი­ნი, რო­მე­ლიც დღემ­დე ქარ­თუ­ლი მე­გო­ნა და პი­რა­დად ჩემ­თვის ზღაპ­რებ­სა და თოვ­ლის ბა­ბუ­ას­თან ას­ოც­ირ­დე­ბო­და. ძა­ლი­ან დამ­წყდა გუ­ლი, რო­დე­საც სულ­ხან-სა­ბას ლექ­სი­კონ­ში გა­და­ვაწყდი ამ სიტყვას და შე­ვიტყვე, რომ იგი სპარ­სუ­ლი­დან სეს­ხე­ბის გზით ყო­ფი­ლა შე­მო­სუ­ლი. ჩემ­თვის გა­უგ­ებ­არია, რამ გა­ნა­პი­რო­ბა ამ სიტყვის სეს­ხე­ბა მა­შინ, რო­დე­საც გვქო­ნია შე­სა­ნიშ­ნა­ვი სიტყვა — მა­ხა­ლი. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, მა­ხა­ლი ქარ­თუ­ლია, მას ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი იყ­ენ­ებ­დნენ და მსურს, ჩვენს მეტყვე­ლე­ბა­შიც დაბ­რუნ­დეს იგი. რად­გან ხურ­ჯი­ნი და თოვ­ლის ბა­ბუა ჩემ­თვის ას­ოც­ირ­დე­ბო­და იმ­ედ­თან, მო­ლო­დინ­სა და სი­ხა­რულ­თან, ახ­ლაც იმ­ედს გა­მოვ­თქვამ, ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი კონ­კურ­სის წყა­ლო­ბით, ეს სიტყვა დაბ­რუნ­დე­ბა ჩვენს ენ­აში, დამ­კვიდ­რდე­ბა და გა­ამ­არ­თლებს ჩემს მო­ლო­დინს!“ — ასე მი­მარ­თა სა­კონ­კურ­სო ჟი­ურ­ის წევ­რებს სკო­ლის მოს­წავ­ლემ. კო­მი­სი­ამ მო­იწ­ონა ეთ­ერ მა­ის­ურ­აძ­ის მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სიტყვა და იგი შე­იტ­ანა დიდ ინ­გლი­სურ-ქარ­თულ ონ­ლა­ინ-ლექ­სი­კონ­ში ინ­გლი­სუ­რი სიტყვის saddle-bag მე­ორე ქარ­თულ ეკ­ვი­ვა­ლენ­ტად ხურ­ჯი­ნის გვერ­დით. ასე რომ, ეთ­ერ­ის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი, ენ­აში დაბ­რუ­ნე­ბი­სა და გა­აქ­ტი­ურ­ებ­ის კან­დი­და­ტია სიტყვა — მა­ხა­ლი.

ნე­კე­რი — ჩემ­თვის ეს სიტყვა იმ­ედ­თან ას­ოც­ირ­დე­ბა

2019 წლის დე­კემ­ბერ­ში კონ­კურ­სის — „და­აბ­რუ­ნე ენ­აში შე­ნი სიტყვა“ — მო­ნა­წი­ლე სკო­ლის მოს­წავ­ლე­ები და სტუ­დენ­ტე­ბი და­ეს­წრნენ მარ­ჯო­რი უორ­დრო­პის და­ბა­დე­ბის 150 წლის­თა­ვი­სად­მი მიძ­ღვნილ კონ­ფე­რენ­ცი­ას, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გა­იმ­არ­თა. ამ დღეს ლექ­სი­კოგ­რა­ფი­ის ცენ­ტრმა დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ებ­ას წა­რუდ­გი­ნა მარ­ჯო­რი უორ­დრო­პის მი­ერ შედ­გე­ნი­ლი მცი­რე ინ­გლი­სურ-ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კო­ნი, რო­მელ­მაც წარ­მო­აჩ­ინა ვეფხის­ტყა­ოს­ნის მთარ­გმნე­ლის სა­ოც­რად ფა­ქი­ზი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქარ­თუ­ლი სიტყვი­სად­მი. კონ­ფე­რენ­ცი­იდ­ან, სა­დაც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­თა მხრი­დან არა­ერ­თი ამ­აღ­ელ­ვე­ბე­ლი და პატ­რი­ოტ­ული მოხ­სე­ნე­ბა გაჟღერ­და, გა­ვიხ­სე­ნებთ პრო­ფე­სორ მა­ნა­ნა რუ­სე­იშ­ვი­ლის გა­მოს­ვლას: „მარ­ჯო­რი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლად 1894 წლის დე­კემ­ბერ­ში ეწ­ვია. ერ­თი თვით ად­რე, 27 ოქ­ტომ­ბერს მარ­ჯო­რიმ წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ ძმას — ოლ­ივ­ერს: „ჩე­მი ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ოთ­ეკა ივ­სე­ბა! ჩე­მი მუ­შა­ობა კი უფ­რო ში­ნა­არ­სი­ანი გახ­დე­ბა, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვალ. არ ვი­ცი, რა­ტომ არ შე­მიძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და სხვა რა­მე­ზე ვი­ფიქ­რო და ვი­ლა­პა­რა­კო. მი­ხა­რია, რომ შენ მანდ იმ­ყო­ფე­ბი, მაგ­რამ, ოჰ, ნე­ტავ მეც ვი­ყო შენ­თან ერ­თად! ახ­ლა ჩე­მი ორი სიყ­ვა­რუ­ლი ერ­თმა­ნე­თის გვერ­დი­თაა: შენ და სა­ქარ­თვე­ლო!“ — მარ­ჯო­რის ეს წე­რი­ლი თსუ-ში გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­აზე პრო­ფე­სორ­მა მა­ნა­ნა რუ­სე­იშ­ვილ­მა გა­აჟღე­რა. ას­ეთი არა­ერ­თი ძვირ­ფა­სი მო­გო­ნე­ბის შემ­დეგ გა­საკ­ვი­რი არ არ­ის, რომ კონ­ფე­რენ­ცი­აზე დამ­სწრე ახ­ალ­გაზ­რდებს გაღ­ვი­ძე­ბო­დათ სა­კუ­თა­რი წვლი­ლის შე­ტა­ნის სურ­ვი­ლი ქარ­თულ საქ­მე­ში და შე­დე­გიც გა­მო­იკ­ვე­თა: კონ­კურ­სზე და­რე­გის­ტრირ­დნენ: ქ. თბი­ლი­სის 21-ე, 24-ე, 28-ე, 30-ე, 94-ე, 99-ე, 161-ე, ქ. ფო­თის მე-6, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ფა­რის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ები; თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, კავ­კა­სი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი. მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში კონ­კურ­სან­ტებ­თან გა­იმ­არ­თა სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი და კონ­სულ­ტა­ცი­ები კონ­კურ­სის პი­რო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და მათ გა­და­ეც­ათ სა­კონ­კურ­სო და­ვა­ლე­ბა. და აი, კონ­კურ­სის გზით აღ­მო­ჩე­ნი­ლი და „გა­აქ­ტი­ურ­ებ­ული“ კი­დევ ერ­თი ქარ­თუ­ლი სიტყვა — ნე­კე­რი. მი­სი მა­ძი­ებ­ელი და აღ­მომ­ჩე­ნი ქ. თბი­ლი­სის 94-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე (პე­და­გო­გი ზა­ირა გამ­ყრე­ლი­ძე) მა­რი­ამ სი­ბაშ­ვი­ლია. „მე ვარ მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე და დი­დი სურ­ვი­ლი მაქ­ვს, მცი­რე­ოდ­ენი წვლი­ლი მა­ინც შე­ვი­ტა­ნო ჩე­მი მშობ­ლი­ური ენ­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ამ­ის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნე სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ან­ის ქარ­თუ­ლი ენ­ის პირ­ვე­ლი გან­მარ­ტე­ბი­თი ლექ­სი­კო­ნი და ავ­ირ­ჩიე სიტყვა — ნე­კე­რი. ნე­კე­რი ქარ­თუ­ლი სიტყვაა და, სა­ბას გან­მარ­ტე­ბით, ნიშ­ნავს „ხის კუ­კურს, ზამ­თარ წარ­მო­ჩე­ნილს“, ანუ ზამ­თარ­ში გა­მო­სულ კვირ­ტს. ჩე­მი აზ­რით, ეს სიტყვა კე­თილ­ხმო­ვა­ნია, სა­სი­ამ­ოვ­ნოდ წარ­მო­სათ­ქმე­ლი, თუმ­ცა მხო­ლოდ ამ­ის გა­მო არ ამ­ირ­ჩე­ვია იგი ჩვენს ენ­აში და­საბ­რუ­ნებ­ლად. ჩემ­თვის ეს სიტყვა იმ­ედ­თან ას­ოც­ირ­დე­ბა. იმ ჟამ­თან, რო­დე­საც ყო­ველ­გვა­რი იმ­ედი გა­და­წუ­რუ­ლია და უეც­რად გა­მობ­რწყინ­დე­ბა იმ­ედ­ის ვარ­სკვლა­ვი, რო­გორც ზამ­თარ­ში გა­მო­სუ­ლი კვირ­ტი — ნე­კე­რი,“ — ასე მი­მარ­თა წე­რი­ლით კი­დევ ერ­თმა მოს­წავ­ლემ, მა­რი­ამ სი­ბაშ­ვილ­მა სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ას. კო­მი­სი­ამ მო­იწ­ონა მა­რი­ამ­ის შე­თა­ვა­ზე­ბა. ნე­კე­რი შე­ტა­ნი­ლია ქარ­თუ­ლი ენ­ის გან­მარ­ტე­ბით ლექ­სი­კონ­ში შემ­დე­გი მნიშ­ვნე­ლო­ბით — კვირ­ტე­ბი­ანი ხის ნორ­ჩი ტო­ტი. ამ­ავე მნიშ­ვნე­ლო­ბით შე­იტ­ანა ეს სიტყვა სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ამ დიდ ინ­გლი­სურ-ქარ­თულ ონ­ლა­ინ-ლექ­სი­კონ­ში ინ­გლი­სუ­რი სიტყვის sprout ერთ-ერთ ქარ­თულ ეკ­ვი­ვა­ლენ­ტად. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, მა­რი­ამ­ის მი­ერ ენ­აში დაბ­რუ­ნე­ბი­სა და გა­აქ­ტი­ურ­ებ­ის კან­დი­და­ტია სიტყვა — ნე­კე­რი.

რას შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დოთ თემ­საკ­ვე­თი?

უცხო სიტყვა­თა ქარ­თულ ენ­აში დამ­კვიდ­რე­ბის პრობ­ლე­მა­ზე არა­ერ­თი კამ­პა­ნია სწო­რედ თსუ-ის ლექ­სი­კოგ­რა­ფი­ის ცენ­ტრის ინ­იცი­ატ­ივაა და აქ­ცი­ის — „არა ბარ­ბა­რიზ­მებს“ ფარ­გლებ­ში არა­ერ­თი ღო­ნის­ძი­ება ჩა­ტარ­და. სწო­რედ ამ საქ­მის გაგ­რძე­ლე­ბაა კონ­კურ­სი — „შექ­მე­ნი შე­ნი ტერ­მი­ნი“. სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ამ (ჟი­ურ­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­ვიდ­ნენ თსუ ლექ­სი­კოგ­რა­ფი­ის ცენ­ტრის რე­დაქ­ტო­რე­ბი: თი­ნა­თინ მარ­გა­ლი­ტა­ძე, გე­ლა ხუნ­და­ძე, მაია დავ­ლი­ან­იძე და გი­ორ­გი მე­ლა­ძე) გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა და ქარ­თუ­ლი ენ­ის­თვის სა­შუ­რი საქ­მის თვალ­სა­ჩი­ნო­ებ­ის­თვის ის სიტყვე­ბი „გა­აშ­ავა“, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბაც ქარ­თუ­ლად სა­უბ­რი­სას ამი­ერ­იდ­ან მა­ინც აღ­არ შეგ­ვე­ფე­რე­ბა. გა­ეც­ან­ით ქარ­თუ­ლი ენ­ის შემ­ბღა­ლა­ვი სიტყვის — „ჰეშ­ტე­გი“ ახ­ალ ქარ­თულ ეკ­ვი­ვა­ლენ­ტს — თემ­საკ­ვე­თი. რო­გორც ლექ­სი­კოგ­რა­ფი­ის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი თი­ნა­თინ მარ­გა­ლი­ტა­ძე გან­მარ­ტავს: „ქ. თბი­ლი­სის 28-ე სა­ჯა­რო სკო­ლის (პე­და­გო­გი თეა გი­ორ­გა­ძე) მოს­წავ­ლემ მა­რი­ამ რა­მა­ზაშ­ვილ­მა იმ­უშ­ავა ტერ­მინ­ზე — ჰეშ­ტე­გი, გა­მო­იკ­ვლია ეს ტერ­მი­ნი და შე­მოგ­ვთა­ვა­ზა მი­სი ქარ­თუ­ლი ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი — თემ­საკ­ვე­თი“. „ჰეშ­ტე­გი — დი­ეზ­ით წამ­ძღვა­რე­ბუ­ლი საკ­ვან­ძო სიტყვა ან ფრა­ზაა, რო­მე­ლიც სო­ცი­ალ­ურ ქსე­ლებ­ში გა­მო­იყ­ენ­ება და კონ­კრე­ტულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­მო­ჩე­ნას ამ­არ­ტი­ვებს. სიტყვას ან ფრა­ზას, თე­მის გა­მო­საკ­ვეთ ნიშ­ნულს, რი­თაც სო­ცი­ალ­ურ ქსელ­ში გაბ­ნე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ათა ქა­ოს­ში ორი­ენ­ტა­ცი­ას ახ­დენთ, ათ­ას­იდ­ან ერ­თს პო­ულ­ობთ, სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბულს და თა­ნაც სწრა­ფად და მარ­ტი­ვად, თემ­საკ­ვე­თი შე­იძ­ლე­ბა ეწ­ოდ­ოს“, — წერს მა­რი­ამი სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ას. სა­კონ­კურ­სო ჟი­ურ­იმ მო­იწ­ონა მა­რი­ამ რა­მა­ზაშ­ვი­ლის მი­ერ და­მო­უკ­იდ­ებ­ლად შექ­მნი­ლი ტერ­მი­ნი და იგი შე­იტ­ანა რო­გორც დიდ ინ­გლი­სურ-ქარ­თულ ონ­ლა­ინ-ლექ­სი­კონ­ში (www.dict.ge), ისე ინ­გლი­სურ-ქარ­თუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის ლექ­სი­კონ­ში (www.techdict.ge).

რით შევ­ცვა­ლოთ სიტყვა — სკრინ­სე­ივ­ერი?

კონ­კურ­სში — „შექ­მე­ნი შე­ნი ტერ­მი­ნი“ — მე­ორე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ფა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე (პე­და­გო­გი ანა ჭა­ჭუა) მა­რი­ამ ნარ­სა­ვი­ძე. რო­გორც თი­ნა­თინ მარ­გა­ლი­ტა­ძე გან­მარ­ტავს: „მა­რი­ამ­მა იმ­უშ­ავა ტერ­მინ­ზე — screensaver სკრინ­სე­ივ­ერი. კონ­კურ­სან­ტს გა­მოწ­ვლილ­ვით შე­უს­წავ­ლია ტერ­მი­ნი და მის ქარ­თულ ეკ­ვი­ვა­ლენ­ტად რე­კო­მენ­და­ცი­ას უწ­ევს ტერ­მინს ეკ­რან­მზო­გი (პროგ­რა­მა). აღ­ნიშ­ნუ­ლი ტერ­მი­ნი იძ­ებ­ნე­ბა ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში ეკ­რა­ნის დამ­ცავ პროგ­რა­მას­თან და სკრინ­სე­ივ­ერ­თან ერ­თად, თუმ­ცა კონ­კურ­სან­ტი და­მა­ჯე­რებ­ლად ამ­ტკი­ცებს სწო­რედ ტერ­მი­ნის — ეკ­რან­მზო­გი პროგ­რა­მა — მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბას“. „ვფიქ­რობ, ყუ­რადღე­ბა უნ­და გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ამ ტერ­მი­ნით აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პი­უტ­ერ­ული პროგ­რა­მის ფუნ­ქცი­აზე. Screensaver პროგ­რა­მა იც­ავს ეკ­რანს, უფ­რო სწო­რად ზო­გავს კომ­პი­უტ­ერ­ის კვე­ბის ელ­ემ­ენ­ტის სი­ცოცხლი­სუ­ნა­რი­ან­ობ­ას. ქარ­თუ­ლი შე­სატყვი­სი — „ეკ­რა­ნის დამ­ცა­ვი“, გარ­კვე­ულ­წი­ლად, შე­საძ­ლოა მიჩ­ნე­ულ იქ­ნეს ეკ­რა­ნის დამ­ცავ სპე­ცი­ალ­ურ გარ­სად, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე ფარ­თო­ეკ­რა­ნი­ან მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებს, პლან­შე­ტებს თუ სხვა ელ­ექ­ტრო­ნულ მოწყო­ბი­ლო­ბებს მე­ქა­ნი­კუ­რი და­ზი­ან­ებ­ის­გან იც­ავს. ტერ­მი­ნის ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, ად­ეკ­ვა­ტუ­რი თარ­გმა­ნია — „ეკ­რან­მზო­გი პროგ­რა­მა“, რო­მელ­შიც მო­იზ­რე­ბა ეკ­რა­ნის არა მე­ქა­ნი­კუ­რი და­ზი­ან­ებ­ის­გან დაც­ვა, არ­ამ­ედ მოწყო­ბი­ლო­ბის ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა კვე­ბის ელ­ემ­ენ­ტის ხარ­ჯვის შემ­ცი­რე­ბით“, — მა­რი­ამ ნარ­სა­ვი­ძის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ეს ან­ალ­იზი სა­კონ­კურ­სო ჟი­ურ­იმ მო­იწ­ონა და ტერ­მი­ნი — ეკ­რან­მზო­გი — შე­იტ­ანა რო­გორც დიდ ინ­გლი­სურ-ქარ­თულ ონ­ლა­ინ-ლექ­სი­კონ­ში, ისე ინ­ლი­სურ-ქარ­თუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის ლექ­სი­კონ­ში.

ლექ­სი­კო­ნებ­ში ას­ახ­ული ახ­ალი სიტყვა — მა­უს­ის თვა­ლი

კონ­კურ­სში — „შექ­მე­ნი შე­ნი ტერ­მი­ნი“ — მე­სა­მე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია კავ­კა­სი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი სა­ბა კუ­კა­ვა. რო­გორც თი­ნა­თინ მარ­გა­ლი­ტა­ძე ამ­ბობს: „სა­ბამ სა­კონ­კურ­სოდ რამ­დე­ნი­მე ტერ­მი­ნი შე­ის­წავ­ლა, თუმ­ცა მათ­გან სა­კონ­კურ­სო ჟი­ურ­იმ ორი ტერ­მი­ნი გა­მო­ყო: scroll wheel და scrolling. პირ­ვე­ლი ტერ­მი­ნის­თვის კონ­კურ­სან­ტმა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა — მა­უს­ის თვა­ლი. ეს ტერ­მი­ნი იძ­ებ­ნე­ბა ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში, მაგ­რამ კონ­კურ­სან­ტმა კარ­გად და­ას­აბ­უთა მი­სი უპ­ირ­ატ­ეს­ობა. თვა­ლი ამ ტერ­მინ­ში, ცხა­დია, ბორ­ბალს აღ­ნიშ­ნავს და არა ად­ამი­ან­ის თვალს (მაგ. ორ­თვა­ლა, ორ­თვლი­ანი). კონ­კურ­სან­ტმა სა­ინ­ტე­რე­სო ვერ­სი­ები შე­მოგ­ვთა­ვა­ზა ტერ­მი­ნით­ვის scrolling“. „Scrolling – სკრო­ლინ­გი ნიშ­ნავს ინ­ტერ­ნეტ ვებ-გვერ­დე­ბის ან დო­კუ­მენ­ტე­ბი­სა და მა­სა­ლე­ბის აშ­ლა/ჩა­მოშ­ლას. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას აწ­ევა/ჩა­მო­წე­ვა. „სკრო­ლინ­გი“ ას­ევე ნიშ­ნავს ინ­ტერ­ნეტ მა­სა­ლე­ბი­სათ­ვის თვა­ლის გა­დავ­ლე­ბას ანუ დათ­ვა­ლი­ერ­ებ­ას“ — ეს გან­მარ­ტე­ბა სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ამ მო­იწ­ონა და რო­გორც დიდ ინ­გლი­სურ-ქარ­თულ ონ­ლა­ინ-ლექ­სი­კონ­ში, ას­ევე ინ­გლი­სურ-ქარ­თუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის ლექ­სი­კონ­ში შე­იტ­ანა ტერ­მი­ნი — მა­უს­ის თვა­ლი. სკრო­ლინ­გის ქარ­თულ ეკ­ვი­ვა­ლენ­ტად კი მი­იღო და ლექ­სი­კო­ნებ­ში შე­იტ­ანა — ეკ­რან­ზე ტექ­სტის/გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის აწ­ევა­ ან ჩა­მო­წე­ვა, აწ­ევ-ჩა­მო­წე­ვა, აწ­ევ-ჩა­მო­წე­ვით თვა­ლი­ერ­ება.

...

რო­გორ ლექ­სი­კოგ­რა­ფი­ის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი თი­ნა­თინ მარ­გა­ლი­ტა­ძე ჩვენ­თან სა­უბ­არ­ში ამ­ბობს: „გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს შო­რი­საა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გი­ვი ჯა­ნი­ბე­გაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ორ­ივე კონ­კურ­სის­თვის მო­ამ­ზა­და მა­სა­ლა. სა­კონ­კურ­სო ჟი­ურ­ის გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ეწ­ონა მი­სი მსჯე­ლო­ბა სა­კუ­თა­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ტერ­მი­ნი­სა და სიტყვის შე­სა­ხებ. კონ­კურ­სან­ტის მსჯე­ლო­ბა ორ­ივე შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ირ­ჩე­ვა ლო­გი­კუ­რო­ბით, აზ­რის მწყობ­რად გად­მო­ცე­მის უნ­არ­ით. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ მი­სი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი ამ­ჯე­რად არ ას­ახ­ულა ჩვენს ლექ­სი­კო­ნებ­ში, ვფიქ­რობთ, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გი­ვი გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ობ­ას ტერ­მი­ნო­ლო­გი­აზე და ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი კონ­კურ­სე­ბის აქ­ტი­ური მო­ნა­წი­ლე იქ­ნე­ბა“.

ონ­ლა­ინ სა­ჩუქ­რე­ბი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს

მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის გა­მო და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ულ რე­ალ­ობ­აში კონ­კურ­სის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტეტ­მა ვერ მო­ახ­ერ­ხა ტრა­დი­ცი­ული ღო­ნის­ძი­ებ­ის გა­მარ­თვა ქარ­თუ­ლი ენ­ის დღეს, რა­თა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სა­ზე­იმ­ოდ და­ეჯ­ილ­დო­ებ­ინა. სწო­რედ ამ­იტ­ომ, სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის გა­დაწყვე­ტი­ლე­ბით, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი და­ჯილ­დოვ­დნენ ონ­ლა­ინ-სა­ჩუქ­რე­ბით და მათ გა­და­ეც­ათ უვ­ადო ხელ­მო­წე­რე­ბი დიდ ინ­გლი­სურ-ქარ­თულ ონ­ლა­ინ-ლექ­სი­კონ­ზე www.dict.ge.

„კონ­კურ­სე­ბი — „შექ­მე­ნი შე­ნი ტერ­მი­ნი“ და „და­აბ­რუ­ნე ენ­აში შე­ნი სიტყვა“ არ იყო ერ­თჯე­რა­დი კონ­კურ­სე­ბი. ის­ინი ყო­ველ წელს გა­მოცხად­დე­ბა და იმ­ედი გვაქ­ვს, მომ­დევ­ნო წლებ­ში უფ­რო მეტ მო­ნა­წი­ლეს მო­იზ­იდ­ავს,“ — აცხა­დებს ლექ­სი­კოგ­რა­ფი­ის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი თი­ნა­თინ მარ­გა­ლი­ტა­ძე.

იმ­ედია, 14 აპ­რი­ლი, ქარ­თუ­ლი ენ­ის დღე მო­მა­ვალ­ში აღ­არ­ას­ოდ­ეს იქ­ნე­ბა „გა­და­ფა­რუ­ლი“ სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის და თა­ვად ქვეყ­ნის­თვის სტრე­სის შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ით „კო­ვიდ 19“-ზე და ის­ეთ ქარ­თულ საქ­მეს, რაც თსუ ლექ­სი­კოგ­რა­ფი­ის ცენ­ტრის წა­მოწყე­ბაა, უფ­რო მას­შტა­ბუ­რი გან­ხილ­ვის, მო­მა­ვალ­ში კი სა­თა­ნა­დო და­ფა­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ეც­ემა.

სტა­ტია მო­ამ­ზა­და ნი­ნო კა­კუ­ლი­ამ

საინფორმაციო მასალა მოგვაწოდა თინათინ მარგალიტაძემ

თარიღი: 14/04/2020