საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქარ­თულ-გერ­მა­ნულ-აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ული სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გა­იხ­სნა

ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის, კობ­ლენ­ცის (გერ­მა­ნია) გა­მო­ყე­ნე­ბით მეც­ნი­ერ­ებ­ათა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ის სა­ხელ­მწი­ფო ეკ­ონ­ომ­იკ­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით, ახ­ალი სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბამ­დე ერ­თი კვი­რით ად­რე გა­იხ­სნა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა „გლო­ბა­ლუ­რი პრო­ფე­სი­ული უნ­არ­ები — ლი­დე­რო­ბა და და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი”. აღ­ნიშ­ნუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის გარ­და, სკო­ლის მუ­შა­ობ­აში მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ ბა­ქოს სა­ინ­ჟინ­რო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და თბი­ლი­სის ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბიც.

 

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა უკ­ვე მე­ხუ­თედ ტარ­დე­ბა. 2017 და 2018 წლებ­ში მას თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი მას­პინ­ძლობ­და, მა­შინ მრავ­ლად გვეს­ტუმ­რნენ გერ­მა­ნე­ლი და აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ელი სტუ­დენ­ტე­ბი. 2016 და 2019 წლებ­ში სკო­ლა ბა­ქო­ში ჩა­ტარ­და, სა­დაც ას­ევე თსუ-ის სტუ­დენ­ტე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. 2020 წელს, გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის გა­მო, პირ­ვე­ლად სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა დის­ტან­ცი­ურ­ად, ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გა­იხ­სნა.

 

დღი­დან და­არ­სე­ბი­სა, პრო­ექ­ტის სა­ერ­თო ხელ­მძღვა­ნე­ლია გერ­მა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი მაგ­და­ლე­ნა შტულ­ბი, თა­ნა­ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი — პრო­ფე­სო­რი გაბ­რი­ელა ვოლ­ფი და სვენ ბინ­დე­რი. თე­ორი­ულ მე­ცა­დი­ნე­ობ­ებს უძ­ღვე­ბი­ან გერ­მა­ნე­ლი, ქარ­თვე­ლი და აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ელი პრო­ფე­სო­რე­ბი და მოწ­ვე­ული პე­და­გო­გე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ თა­მარ კბი­ლა­ძე და სო­ფი­კო ჯვარ­შე­იშ­ვი­ლი.

 

სა­ზაფხუ­ლო სკო­ლის პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია არა მხო­ლოდ თე­ორი­ული, არ­ამ­ედ პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ობ­ებ­იც. ამ მიზ­ნით, სა­მი­ვე მო­ნა­წი­ლე ქვე­ყა­ნა­ში წი­ნას­წარ შე­ირ­ჩა ბიზ­ნეს კომ­პა­ნი­ები ჯან­დაც­ვის, სპორ­ტი­სა და მრეწ­ვე­ლო­ბის სფე­რო­დან. სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან სა­ზაფხუ­ლო სკო­ლის პრო­ექ­ტის პარ­ტნი­ორ­ები გახ­დნენ: სტო­მა­ტო­ლო­გი­ური კლი­ნი­კა „მე­დი დენტ პლუ­სი” (დი­რექ­ტო­რი თა­მარ დო­ლი­ძე); სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი „სა­ბურ­თა­ლო” (პრე­ზი­დენ­ტი ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი), სა­ქარ­თვე­ლო-ის­რა­ელ­ის ერ­თობ­ლი­ვი კომ­პა­ნია „ბარ ლევ ჯგუ­ფი” (გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი აჰ­არ­ონ გა­გუ­ლაშ­ვი­ლი), რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბი­თაა და­საქ­მე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ური და ინ­ოვ­აცი­ური სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ებ­ის და გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში.

 

ან­უკა ქინ­ქლა­ძე, თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის მე-4 კურ­სის სტუ­დენ­ტი, სა­ზაფხუ­ლო სკო­ლის მო­ნა­წი­ლე: — „სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს სტუ­დენ­ტებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან გა­იც­ნონ ერ­თმა­ნე­თი, ერ­თმა­ნე­თის კულ­ტუ­რა და წეს-ჩვე­ულ­ებ­ები. პრო­ექ­ტი საკ­მა­ოდ ინ­ტე­რაქ­ცი­ული და ნა­ყო­ფი­ერია. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ წელს სკო­ლა დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში ტარ­დე­ბა, ვფიქ­რობ, თი­თოეულმა მო­ნა­წი­ლემ ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზე შეძ­ლო რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვის, ისე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და თა­ვი­სი ქვეყ­ნის წარ­მო­ჩე­ნა. პრო­ექ­ტის მთა­ვარ თე­მას წარ­მო­ად­გენს გლო­ბა­ლუ­რი სა­მუ­შაო უნ­არ-ჩვე­ვე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც მე­ტად აქ­ტუ­ალ­ური და სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხია თი­თოეული სტუ­დენ­ტის­თვის. თი­თოეული შეხ­ვედ­რა არ­ის საკ­მა­ოდ ნა­ყო­ფი­ერი და ინ­ფორ­მა­ტი­ული, აქ­ტი­ურ­ად ხდე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­არ­ება და, რაც მთა­ვა­რია, პრო­ექ­ტი მო­იც­ავს პრაქ­ტი­კულ ნა­წილს, რაც შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს — ჩვე­ნი სა­ზაფხუ­ლო კვლე­ვა უფ­რო სრულ­ყო­ფი­ლი გავ­ხა­დოთ. გარ­და ამ­ისა, ეს პროგ­რა­მა გვეხ­მა­რე­ბა უამ­რა­ვი თვი­სე­ბი­სა და უნ­არ­ის დახ­ვე­წა­ში, რო­გო­რი­ცაა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, პრე­ზენ­ტა­ცი­ის, გუნ­დუ­რი მუ­შა­ობ­ის და სხვა. დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო თი­თოეულ ორ­გა­ნი­ზა­ტორ­სა და მო­ნა­წი­ლეს ას­ეთი სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სათ­ვის”.

 

ლუ­კა კან­კა­ძე, თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის მე-4 კურ­სის სტუ­დენ­ტი, სა­ზაფხუ­ლო სკო­ლის მო­ნა­წი­ლე: — „კავ­კა­სი­ის სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა ნამ­დვი­ლად უნ­იკ­ალ­ური პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც წლე­ბია ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ხელს უწყობს ქარ­თვე­ლი, გერ­მა­ნე­ლი და აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ელი სტუ­დენ­ტე­ბი­სა თუ აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის მრა­ვალ­მხრივ და­ახ­ლო­ებ­ას. ყო­ველ­დღი­ურ­ად გვი­ტარ­დე­ბა სე­მი­ნა­რე­ბი, ვმუ­შა­ობთ სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტზე, შეხ­ვედ­რე­ბის დროს აქ­ტი­ურ­ად ვმსჯე­ლობთ ის­ეთ სა­კითხებ­ზე, რო­გო­რი­ცაა უმ­უშ­ევ­რო­ბა, მსოფ­ლიო პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური გა­მოწ­ვე­ვე­ბი და ასე შემ­დეგ. ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­ულო ის არ­ის, რომ წელს სა­ზაფხუ­ლო სკო­ლის სა­მუ­შაო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში, რაც მას საკ­მა­ოდ გან­სა­კუთ­რე­ბულს ხდის. სტუ­დენ­ტე­ბი და სა­ზაფხუ­ლო სკო­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი წარ­მა­ტე­ბით ვა­ხერ­ხებთ გა­ვაძ­ლი­ერ­ოთ მე­გობ­რუ­ლი ატ­მოს­ფე­რო ვირ­ტუ­ალ­ურ სივ­რცე­შიც კი. ამ დღე­ებ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა და ახ­ალი სო­ცი­ალ­ური კავ­ში­რე­ბი და­მეხ­მა­რე­ბა მო­მა­ვა­ლი „Erasmus +”- ის გაც­ვლი­თი სე­მეს­ტრი უფ­რო ნა­ყო­ფი­ერ­ად გა­ვა­ტა­რო კობ­ლენ­ცის გა­მო­ყე­ნე­ბით მეც­ნი­ერ­ებ­ათა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში”.
სა­ზა­ხუ­ლო სკო­ლა ინ­გლი­სურ ენ­აზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­ნა­წი­ლე­ებს გა­და­ეც­ემ­ათ სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი. მო­მა­ვა­ლი წლის­თვის, ას­ევე, იგ­ეგ­მე­ბა ტრა­დი­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბა და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა.

 

უჩა გოგ­რი­ჭი­ანი
სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზაფხუ­ლო სკო­ლის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი,
თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის
ფა­კულ­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ებ­ას­თან ურთი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი

თარიღი: 19/09/2020