საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფსი­ქო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია — რო­გორ და­ვუ­გეგ­მოთ ცხოვ­რე­ბა სახ­ლში გა­მო­კე­ტილ ბავ­შვებს

სტა­ტია მო­ამ­ზა­და ნა­ტო ობ­ოლ­აძ­ემ

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში 30 მარ­ტი­დან პირ­ვე­ლა­დი ფსი­ქო­ლო­გი­ური დახ­მა­რე­ბის ცხე­ლი ხა­ზი მოქ­მე­დებს. თუმ­ცა, მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის მხრი­დან მი­მარ­თვი­ან­ობა დი­დი არ არ­ის. მი­მარ­თვი­ან­ობ­ის გაზ­რდას ფსი­ქო­ლო­გე­ბი პან­დე­მი­ის შემ­დეგ ელ­ოდ­ები­ან. მა­ნამ­დე კი პრო­ფე­სო­რი თა­მარ გა­გო­ში­ძე სა­ზო­გა­დო­ებ­ას რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლილ ცხოვ­რე­ბის წეს­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად რე­კო­მენ­და­ცი­ებს სთა­ვა­ზობს.

პირ­ვე­ლა­დი ფსი­ქო­ლო­გი­ური დახ­მა­რე­ბის ცხე­ლი ხა­ზი ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ური კონ­სულ­ტა­ცი­ისა და ტრე­ნინ­გის ცენ­ტრის ფარ­გლებ­ში ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის, პრო­ფე­სორ თა­მარ გა­გო­ში­ძის ინ­იცი­ატ­ივ­ით შე­იქ­მნა. მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა 16 წელს ზე­მოთ მო­ქა­ლა­ქე­ებს პროგ­რა­მა Skype-ის მეშ­ვე­ობ­ით TSU-CENTER-თან და­კავ­ში­რე­ბი­სას შე­უძ­ლი­ათ. პირ­ვე­ლად ფსი­ქო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბას თსუ-ის ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კო­სი ფსი­ქო­ლო­გე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ.

„ფსი­ქო­ლო­გი­ური კონ­სულ­ტა­ცი­ისა და ტრე­ნინ­გის ცენ­ტრის ცხელ ხაზ­ზე 12 ფსი­ქო­ლო­გი მო­რი­გე­ობს 10:00-დან 18.00 სა­ათ­ამ­დე. და­კავ­ში­რე­ბა სკა­იპ­ით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში მო­მარ­თვი­ან­ობა არ არ­ის დი­დი. კვი­რა­ში 10 პირ­ზე მე­ტი არ გვი­კავ­შირ­დე­ბა. ჩვე­ნი ცხე­ლი ხა­ზის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღ­ეს წი­თე­ლი ჯვრის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რა­ში, სა­დაც მსგავ­სი პირ­ვე­ლა­დი ფსი­ქო­ლო­გი­ური დახ­მა­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ წარ­მოდ­გე­ნი­ლი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ დი­დი მი­მარ­თვი­ან­ობა არ­სად არ არ­ის. ეს შე­იძ­ლე­ბა იმ­ის გა­მოა, რომ მო­ქა­ლა­ქე­ები არ­ას­ათ­ან­ად­ოდ არი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი მსგავ­სი უფ­ასო სერ­ვი­სე­ბის შე­სა­ხებ და არაა საკ­მა­რი­სი რეკ­ლა­მა და ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა. ას­ევე, შე­საძ­ლოა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის და ძლი­ერ შეც­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის პი­რო­ბებ­ში ად­ამი­ან­ები თვი­თონ ცდი­ლო­ბენ ძა­ლე­ბის მოკ­რე­ბას და სტრეს­თან გამ­კლა­ვე­ბას, ის­ინი უჩ­ვე­ულო სი­ტუ­აცი­ას­თან შე­გუ­ებ­ის პრაქ­ტი­კულ პრო­ცეს­ში არი­ან. ვფიქ­რობ, რომ პან­დე­მი­ის გა­დავ­ლის შემ­დეგ მო­მარ­თვი­ან­ობა მკვეთ­რად გა­იზ­რდე­ბა, რად­გან შემ­დეგ პე­რი­ოდ­ში სულ სხვა საზ­რუ­ნა­ვი იქ­ნე­ბა, ად­ამი­ან­ებს სტრე­სის გა­და­ტა­ნის შემ­დგომ უფ­რო აწ­უხ­ებთ სხვა­დას­ხვა ფსი­ქო­ლო­გი­ური პრობ­ლე­მე­ბი,“ — აღ­ნიშ­ნავს თა­მარ გა­გო­ში­ძე.

მა­ნამ­დე კი, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლილ ცხოვ­რე­ბის წეს­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად თა­მარ გა­გო­ში­ძე სა­ზო­გა­დო­ებ­ას რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან რე­კო­მენ­და­ცი­ას აწ­ვდის, მათ შო­რის, დღის გან­რი­გის შედ­გე­ნი­სა და მი­სი დაც­ვის აუც­ილ­ებ­ლო­ბა­ზე მი­უთ­ით­ებს.

„რაც შე­ეხ­ება ოჯ­ახ­ებს, რომ­ლე­ბიც თვი­თი­ზო­ლა­ცი­აში არი­ან, ნამ­დვი­ლად არ არ­ის ად­ვი­ლი ერთ სივ­რცე­ში გქონ­დეს სამ­სა­ხუ­რი, სკო­ლა, სა­ბავ­შვო ბა­ღი და სახ­ლი. ყვე­ლა სახ­ლშია, ზოგ­ჯერ არ ყოფ­ნით ად­გი­ლი, კომ­პი­უტ­ერი. ად­ამი­ან­ებს ხში­რად პი­რა­დი სივ­რცე აღ­არ აქ­ვთ, ბავ­შვე­ბი გა­რეთ ვერ თა­მა­შო­ბენ და კი­დევ უფ­რო მი­ეჯ­აჭ­ვნენ კომ­პი­უტ­ერს. ხში­რად ად­ამი­ან­ები ღი­ზი­ან­დე­ბი­ან და ბრაზ­დე­ბი­ან ამ მდგო­მა­რე­ობ­აში, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, რო­დე­საც მო­ულ­ოდ­ნე­ლად მკვეთ­რად გეც­ვლე­ბა ცხოვ­რე­ბის წე­სი. ხში­რად ად­ამი­ან­ები სა­კუ­თარ თავ­საც კი გა­ურ­ბი­ან, არ­ათუ ოჯ­ახ­ის წევ­რებს, ახ­ლა კი ყვე­ლას ერ­თად უწ­ევს ყოფ­ნა. ამ პი­რო­ბებ­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია დღის და სივ­რცის და­გეგ­მვა, არ აქ­ვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რო­გო­რი სი­დი­დი­საა სივ­რცე. ბავ­შვე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დღის გეგ­მა და გან­რი­გი, მათ წი­ნას­წარ იცი­ან — რა რის შემ­დეგ უნ­და გა­აკ­ეთ­ონ. გან­რი­გის დაც­ვა ბევ­რად აად­ვი­ლებს ოჯ­ახ­ში კო­მუ­ნი­კა­ცი­ას და ზო­გავს ენ­ერ­გი­ას, ნაკ­ლე­ბი გა­უგ­ებ­რო­ბა და გა­ღი­ზი­ან­ებაა, რად­გან ყვე­ლას­თვის მო­სა­ლოდ­ნე­ლი და პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ქმე­დე­ბე­ბი ხდე­ბა სახ­ლში. ბავ­შვებ­მა იცი­ან — ვი­სი ჯე­რია კომ­პი­უტ­ერ­ზე, რამ­დე­ნი ხა­ნი უნ­და ით­ამ­აშ­ონ, რო­დის მი­ეხ­მა­რონ დე­დას, ყვე­ლას უნ­და ჰქონ­დეს თა­ვი­სი მცი­რე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სახ­ლის საქ­მე­ში, თვით­მოვ­ლა­ში, მცი­რეწ­ლო­ვან, 3 წლის ბავ­შვებ­საც კი. სრულ­ფა­სო­ვა­ნი ძი­ლი სტრე­სის პი­რო­ბებ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და დღის მყა­რი გან­რი­გი ხელს უწყობს დრო­ული და­ძი­ნე­ბა-გაღ­ვი­ძე­ბის რე­ჟიმს. გა­მო­ყა­ვით სახ­ლში პი­რო­ბი­თი სივ­რცე­ები: „სამ­სა­ხუ­რი“, „სკო­ლა“, „სა­თა­მა­შო მო­ედ­ანი“... თუნ­დაც, ერთ ოთ­ახ­ში უნ­და არ­სე­ბობ­დეს პი­რო­ბი­თი ად­გი­ლი, სა­დაც დე­და მუ­შა­ობს და ად­გი­ლი, სა­დაც ბავ­შვი თა­მა­შობს. რად­გან ბავ­შვე­ბი ვერ ხარ­ჯა­ვენ ენ­ერ­გი­ას სახ­ლში ყოფ­ნის გა­მო და უფ­რო­სე­ბიც უძ­რა­ვად არი­ან, ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა ერ­თობ­ლი­ვი ვარ­ჯი­შის, ფი­ზი­კუ­რი თა­მა­შის დრო­ის გან­საზღვრა. ამ დროს ძნე­ლია იფ­იქ­როთ მო­წეს­რი­გე­ბულ ოთ­ახ­ზე და ამ­იტ­ომ ჯობს — არ იფ­იქ­როთ; ჯობს სი­ხა­რუ­ლით ივ­არ­ჯი­შოთ, იც­ეკ­ვოთ, ით­ამ­აშ­ოთ რა­იმე ფი­ზი­კუ­რი თა­მა­ში, რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც საცხოვ­რე­ბე­ლი სივ­რცე იძ­ლე­ვა. ას­ეთი ვარ­ჯი­შის შემ­დეგ კი, რო­გორც წე­სი, ყვე­ლამ ერ­თად უნ­და მი­ალ­აგ­ოს სახ­ლი. ას­ეთი მოძ­რა­ვი თა­მა­ში თუ ვარ­ჯი­ში ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა უფ­რო­სე­ბის­თვი­საც და ბავ­შვე­ბის­თვი­საც, იხ­არ­ჯე­ბა ენ­ერ­გია, მა­ტუ­ლობს ტო­ნუ­სი, ივ­სე­ბი­ან და­დე­ბი­თი ემ­ოცი­ებ­ით. ჩვენ ფი­ზი­კურ იზ­ოლ­აცი­აში ვართ, რაც არ ნიშ­ნავს სო­ცი­ალ­ურ იზ­ოლ­აცი­ას. ეს გუ­ლის­ხმობს ოჯ­ახ­ის წევ­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, რა­საც ხში­რად გა­დაჩ­ვე­ული ვართ, ანუ იმ­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბას — რას გრძნო­ბენ და რას ფიქ­რო­ბენ ის­ინი. აუც­ილ­ებ­ელია დის­ტან­ცი­ური სა­შუ­ალ­ებ­ებ­ით რო­გორც მოზ­რდი­ლე­ბის, ისე ბავ­შვე­ბის კო­მუ­ნი­კა­ცია მე­გობ­რებ­თან და ახ­ლობ­ლებ­თან“, — აცხა­დებს ფსი­ქო­ლო­გი.

პან­დე­მია, იზ­ოლ­აცია, ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში ყოფ­ნა — ამ და­მამ­ძი­მე­ბე­ლი გა­რე­მო­ებ­ებ­ის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად ფსი­ქო­ლო­გი მშობ­ლებს პან­დე­მი­ის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ახ­ალი ინ­ფორ­მა­ცი­ის ზო­მი­ერ მოს­მე­ნას და ბავ­შვებ­თან სწორ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ურ­ჩევს.

„ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს მე­დი­ას­აშუ­ალ­ებ­ებ­ის შეზღუდ­ვას. არაა სა­ჭი­რო მუდ­მი­ვად კო­რო­ნა­ვი­რუს­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის და დე­ბა­ტე­ბის მოს­მე­ნა. საკ­მა­რი­სია დღე­ში ერ­თხელ მშრა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­გე­ბა. ბავ­შვებს მარ­ტი­ვად და გა­სა­გე­ბი ენ­ით აუხ­სე­ნით — რა­ტო­მაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იზ­ოლ­აცია და პი­რა­დი ჰი­გი­ენა, გან­სა­კუთ­რე­ბით ხე­ლე­ბის და­ბა­ნა. არაა სა­ჭი­რო ბავ­შვებ­მა დე­ტა­ლებ­ში იც­ოდ­ნენ კო­რო­ნა­ვი­რუ­სით გა­მოწ­ვე­ული მძი­მე ფაქ­ტე­ბი, სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია მათ გა­იგ­ონ — რა­ტომ ვიქ­ცე­ვით ასე და რა­ტომ შეგ­ვეც­ვა­ლა ცხოვ­რე­ბის წე­სი, რა­ტომ ვერ გავ­ლენ სა­თა­მა­შოდ. ამ დროს მა­თი და­ში­ნე­ბა ცუ­დი სტრა­ტე­გიაა და ბავ­შვე­ბი კი­დევ უფ­რო გა­ღი­ზი­ან­ებ­ული და შე­ში­ნე­ბუ­ლი ხდე­ბი­ან.

მშობ­ლე­ბი თვლი­ან, რომ დღის წეს­რი­გის და­წე­სე­ბა, სახ­ლში სივ­რცე­ებ­ის გა­მო­ყო­ფა და წე­სე­ბის შე­მო­ღე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი და მი­უღ­წე­ვე­ლია. ასე ნამ­დვი­ლად არ არ­ის, თუ ბავ­შვებ­თან ერ­თად მო­ვამ­ზა­დებთ ამ წე­სებს და გარ­კვე­ული იქ­ნე­ბა მოქ­მე­დე­ბის დროც და ად­გი­ლიც, თან წა­ვა­ხა­ლი­სებთ ამ წე­სე­ბის დაც­ვის­კენ. სა­ერ­თოდ, ბავ­შვე­ბი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, თვი­თონ­ვე ცდი­ლო­ბენ და­იც­ვან და მიყ­ვნენ ამ წე­სებს.

გა­მო­ყა­ვით მცი­რე დრო, სულ ნა­ხე­ვა­რი სა­ათი ერ­თობ­ლი­ვი სა­მა­გი­დო თა­მა­შის­თვის, რაც ბავ­შვე­ბის­თვის სი­ხა­რუ­ლის და უს­აფ­რთხო­ებ­ის გან­ცდის მომ­გვრე­ლია. ამ­ავე დროს, ბავ­შვებ­მა უნ­და იც­ოდ­ნენ, რომ სახ­ლში მხო­ლოდ მათ­თან ვერ ით­ამ­აშ­ებთ და ამ­აში გეხ­მა­რე­ბათ თან­მიმ­დევ­რუ­ლი, ყვე­ლა­სათ­ვის გა­სა­გე­ბი დღის წეს­რი­გი“, — აღ­ნიშ­ნავს პრო­ფე­სო­რი თა­მარ გა­გო­ში­ძე.

თარიღი: 05/05/2020