საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფსი­ქო­ლო­გი­ური დახ­მა­რე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის­თვის

რეს­პონ­დენ­ტე­ბი: თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი — იზა კო­ბი­აშ­ვი­ლი, მაია გო­გო­ლა­ძე.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის უფ­ასო ფსი­ქო­ლო­გი­ური მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბა სპე­ცი­ალ­ის­ტთა ჯგუფ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­იდ­ან — ა(ა)იპ „ერ­თად ერ­თის­თვის’’ — 2019 წლის მარ­ტი­დან და­იწყო და წე­ლი­წად­ზე მე­ტია აქ­ტი­ურ­ად გრძელ­დე­ბა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გუნ­დი და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია ფსი­ქო­ლო­გი­ის დარ­გის მა­გის­ტრე­ბი­თა და დოქ­ტო­რან­ტე­ბით. მი­სი წევ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მრა­ვალ­მხრი­ვია და ის­ეთ მოწყვლად ჯგუ­ფებ­თან მუ­შა­ობ­ას­აც მო­იც­ავს, რო­გო­რი­ცაა: შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი, მა­თი მშობ­ლე­ბი და ზრდას­რუ­ლი შშმ პი­რე­ბი, სექ­სუ­ალ­ური უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მიგ­რან­ტე­ბი, ფსი­ქო­სო­ცი­ალ­ური სა­ჭი­რო­ებ­ის მქო­ნე პი­რე­ბი, აგ­რეთ­ვე, ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შვე­ბი; აქ­ვთ რე­გი­ონ­ებ­ში მცხოვ­რებ და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და იძ­ულ­ებ­ით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პი­რებ­თან მუ­შა­ობ­ისა და ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა.

ა(ა)იპ „ერ­თად ერ­თის­თვის“ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თა­ნაც თა­ნამ­შრომ­ლობს და სწო­რედ ამ­იტ­ომ მოხ­ვდა ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ში.

COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბამ­დე და მის პე­რი­ოდ­ში ორ­გა­ნი­ზა­ცია „ერ­თად ერ­თის­თვის“ სრულ­წლო­ვან პი­რებს ონ­ლა­ინ დახ­მა­რე­ბას, კონ­სულ­ტა­ცი­ასა და თე­რა­პი­ას უწ­ევს. ამ დრო­ის­თვის, სერ­ვი­სით 100-ზე მეტ­მა სტუ­დენ­ტმა ის­არ­გებ­ლა. ფსიქ­ლოგ­თა ამ ჯგუფს ჩვენ და­ვუს­ვით კითხვე­ბი, რა კითხვე­ბიც გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის“ რე­დაქ­ცი­აში სტუ­დენ­ტე­ბის მხრი­დან შე­მო­ვი­და. ამ კითხვებ­ზე ფსი­ქო­ლოგ­თა ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის პა­სუ­ხე­ბი სწო­რედ რომ ფსი­ქო­ლო­გი­ური კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­წე­ვის ჭრილ­შია.

 

რო­გორ უნ­და მო­იქ­ცნენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც დრო­ებ­ით ცალ-ცალ­კე ცხოვ­რო­ბენ?

- სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც გა­ზე­თი სხვა­დას­ხვა კითხვარს აწ­არ­მო­ებს, მოგ­ვმარ­თა­ვენ კითხით, რაც ზო­გი­ერთ მათ­განს აწ­უხ­ებს. მა­გა­ლი­თად, ჩვენ­თან შე­მო­სუ­ლია ას­ეთი კითხვა: რო­გორ უნ­და მო­იქ­ცნენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ას­ეთ დროს, რო­ცა სახ­ლებ­ში არი­ან ცალ-­ცალ­კე და ამ­ის ნი­ად­აგ­ზე დეპ­რე­სი­ული ფო­ნი აქ­ვთ, აქ­ვთ შფოთ­ვა, გან­შო­რე­ბით გა­მოწ­ვე­ული უიმ­ედ­ობ­ის გან­ცდა... რა სა­ხის რჩე­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა მათ შევ­თა­ვა­ზოთ?

- დღეს­დღე­ობ­ით მსოფ­ლი­ოში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გა­მო ად­ამი­ან­თა უმ­ეტ­ეს­ობ­ას უწ­ევს საყ­ვა­რე­ლი ად­ამი­ან­ებ­ის­გან შორს ყოფ­ნა. აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, ბუ­ნებ­რი­ვია, შფოთ­ვის, დეპ­რე­სი­ული ფო­ნის, უიმ­ედ­ობ­ის თუ სხვა გრძნო­ბე­ბის გა­მოწ­ვე­ვა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს შე­უძ­ლი­ათ, მი­უხ­ედ­ავ­ად ფი­ზი­კუ­რად ცალ-ცალ­კე ყოფ­ნი­სა, ჰქონ­დეთ ხში­რი კო­მუ­ნი­კა­ცია — ონ­ლა­ინ ჩარ­თვე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან, შე­უძ­ლი­ათ და­გეგ­მონ სხვა­დას­ხვა ერ­თობ­ლი­ვი აქ­ტი­ვო­ბა, მაგ.: ერ­თდრო­ულ­ად ერ­თი ფილ­მის ყუ­რე­ბა, ერ­თად ონ­ლა­ინ რა­იმე სა­ხის თა­მა­ში, ვარ­ჯი­ში, და ა.შ. მთა­ვა­რია, ახ­სოვ­დეთ, რომ ეს დრო­ებ­ითი მოვ­ლე­ნაა და შე­უძ­ლი­ათ ეს მდგო­მა­რე­ობა ერ­თმა­ნე­თის სხვა კუთხით გა­საც­ნო­ბად გა­მო­იყ­ენ­ონ.

 

რო­გორ დაძ­ლი­ოთ შფოთ­ვა, თუ­კი და­კარ­გეთ სამ­სა­ხუ­რი

- მოგ­ვმარ­თა­ვენ სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც და­კარ­გეს სამ­სა­ხუ­რი. ამ­ის ნი­ად­აგ­ზე მათ ფსი­ქო­ლო­გი­ურ­ად­აც და მო­რა­ლუ­რა­დაც ძა­ლი­ან გა­უჭ­ირ­დათ. რი­სი გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია ას­ეთი სტუ­დენ­ტე­ბის გა­სამ­ხნე­ვებ­ლად?

- სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვა ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის მტკივ­ნე­ული სა­კითხია. გვახ­სოვ­დეს, რომ ამ­ის მი­ზე­ზი მსოფ­ლი­ოში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბია და არა სა­კუ­თა­რი თა­ვი. შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც ჩვე­ულ რიტ­მს და­ვუბ­რუნ­დე­ბით, ის­ევ შევ­ძლებთ სამ­სა­ხუ­რე­ბის შოვ­ნას. მა­ნამ­დე კი შეგ­ვიძ­ლია ეს პე­რი­ოდი თვით­გან­ვი­თა­რე­ბას მო­ვახ­მა­როთ, რაც ფორს-მა­ჟო­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი­დევ უფ­რო გაზ­რდის სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნის ალ­ბა­თო­ბას. ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­ვებ­ზე ფიქ­რი — ონ­ლა­ინ სამ­სა­ხუ­რე­ბის მო­ძი­ება, ახ­ლო­ბე­ლი ად­ამი­ან­ებ­ის მხარ­და­ჭე­რის ძი­ება და სხვ.

 

რა სა­ხის ფილ­მებს უნ­და უყ­ურ­ოს სა­ზო­გა­დო­ებ­ამ?

- რა სა­ხის ფილ­მებს უნ­და უყ­ურ­ოს სა­ზო­გა­დო­ებ­ამ, რა­თა ამ რთულ დროს არ გან­ვი­თარ­დეს დეპ­რე­სია, შფოთ­ვა?

- მთა­ვა­რია ფილ­მე­ბი არ იწ­ვევ­დეს ის­ეთ ემ­ოცი­ებს, რო­გო­რი­ცაა შფოთ­ვა, ში­ში, სევ­და და ა.შ. არ იყ­ოს სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟან­რის, რა­იმე კა­ტას­ტრო­ფებ­ზე, ძა­ლა­დო­ბა­ზე. სა­სურ­ვე­ლია, ფილ­მე­ბი იყ­ოს პო­ზი­ტი­ური, და­დე­ბი­თი ემ­ოცი­ებ­ით დატ­ვირ­თუ­ლი. ზო­გა­დად, ვი­ცით, რომ გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვენს ემ­ოცი­ებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ფილ­მე­ბი იქ­ნე­ბა თუ ახ­ალი ამ­ბე­ბი, მთა­ვა­რია არ იყ­ოს დამ­თრგუნ­ვე­ლი. სა­სურ­ვე­ლია, პან­დე­მი­ის ან ნე­გა­ტი­ური ემ­ოცი­ებ­ის შემ­ცველ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­უს­მი­ნოთ დღე­ში ერ­თხელ ან ორ­ჯერ, დღის პირ­ველ მო­ნაკ­ვეთ­ში; სა­ღა­მო — ძი­ლის წი­ნა პე­რი­ოდი — არ და­ვიტ­ვირ­თოთ უარ­ყო­ფი­თი ემ­ოცი­ებ­ით.

 

რამ­დე­ნად დაძ­ლე­ულია სტიგ­მა?

- რამ­დე­ნად დაძ­ლე­ულია სტიგ­მა, რომ სა­ჭი­რო­ებ­ის­ამ­ებრ მოგ­მარ­თონ ფსი­ქო­ლო­გი­ური დახ­მა­რე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად?

- ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, ცხოვ­რე­ბის ამა თუ იმ ეტ­აპ­ზე, 4-დან ყო­ველ 1 ად­ამი­ანს შე­საძ­ლოა ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე შე­ექ­მნას. არ­სე­ბუ­ლი მოთხოვ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მსგავ­სი სტიგ­მა უფ­რო მე­ტად ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა სტუ­დენ­ტებ­თან არ­ის დაძ­ლე­ული. ის ად­ამი­ან­ები, რომ­ლე­ბიც მო­მარ­თა­ვენ ფსი­ქო­ლოგს, ასე თუ ისე, უკ­ვე აც­ნო­ბი­ერ­ებ­ენ, რომ აქ­ვთ სა­ჭი­რო­ება და ეძ­ებ­ენ შე­სა­ბა­მის დახ­მა­რე­ბას. ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ებ­აში ჯერ კი­დევ მრა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­ის ცნო­ბი­ერ­ება ას­ამ­აღ­ლე­ბე­ლი, მათ შო­რის — რა მდგო­მა­რე­ობ­ის­ას რო­მელ სპე­ცი­ალ­ის­ტს უნ­და მივ­მარ­თოთ, რას აკ­ეთ­ებს ფსი­ქო­ლო­გი და ა.შ. იმ­ის­ათ­ვის, რომ შეგ­ვეძ­ლოს ამ სა­კითხზე მსჯე­ლო­ბა, უფ­რო სიღ­რმი­სე­ული კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­ის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის შეს­წავ­ლაა სა­ჭი­რო.

 

რო­გორ ავ­ირ­იდ­ოთ თა­ვი­დან უიმ­ედ­ობ­ის გან­ცდა?

- რო­გორ უნ­და მი­ვუდ­გეთ სტუ­დენ­ტებ­სა და პრო­ფე­სო­რებს, რა­თა მათ უიმ­ედ­ობ­ის გან­ცდე­ბი არ დაეუფლოთ ამ სი­ტუ­აცი­აში? რა შეგ­ვიძ­ლია გა­ზე­თის პი­რო­ბებ­ში მათ შევ­თა­ვა­ზოთ?

- ნე­გა­ტი­ური გან­ცდე­ბი, მათ შო­რის, უიმ­ედ­ობა ან სხვა რამ, ბუ­ნებ­რი­ვი ემ­ოცი­ებია, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა მსგავს სი­ტუ­აცი­აში გაჩ­ნდეს. გვახ­სოვ­დეს, რომ ეს დრო­ებ­ითი მდგო­მა­რე­ობაა, შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში გა­ვაგ­რძე­ლოთ საქ­მის კე­თე­ბა, გვქონ­დეს დღის რუ­ტი­ნა, ზო­მი­ერ­ად გა­ვეც­ნოთ მხო­ლოდ სან­დო წყა­რო­ებს. შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ახ­ლობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ვე­ცა­დოთ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მხარ­და­ჭე­რა აღ­მო­ვუ­ჩი­ნოთ სხვებს, ვი­მოქ­მე­დოთ „აქ და ამ­ჟა­მად’’ პრინ­ცი­პით, მაგ­რამ გვქონ­დეს მო­მავ­ლის პო­ზი­ტი­ური ხედ­ვა; და­ვუთ­მოთ დრო თვით­გან­ვი­თა­რე­ბას, ახ­ალი უნ­არ­ებ­ის ათ­ვი­სე­ბას და ა.შ.. კი­დევ ერ­თხელ, გვახ­სოვ­დეს, რომ ეს დრო­ებ­ითი მოვ­ლე­ნაა, რო­მე­ლიც გა­და­ივ­ლის!

 ესა­უბ­რა ნი­ნო კა­კუ­ლია

თარიღი: 08/04/2020