საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფსი­ქო­ლო­გე­ბის დახ­მა­რე­ბა პან­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ უფ­რო მეტად გახ­დე­ბა სა­ჭი­რო

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის პრო­ფე­სო­რი რე­ვაზ ჯორ­ბე­ნა­ძე

ესა­უბ­რა მაია ტო­რა­ძე

 

– პან­დე­მი­ამ აჩ­ვე­ნა, რომ გა­მოკ­ვე­თი­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ური პრობ­ლე­მე­ბის ფონ­ზე სა­ზო­გა­დო­ება თავს იკ­ავ­ებს – მო­ითხო­ვოს სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბა. რა უნ­და გა­აკ­ეთ­ონ ფსი­ქო­ლო­გებ­მა იმ­ის­თვის, რომ არ­სე­ბუ­ლი სტიგ­მა მო­იხ­სნას?

– „კო­ვიდ-19“-ის გავ­რცე­ლე­ბამ მთე­ლი მსოფ­ლიო უჩ­ვე­ულო მდგო­მა­რე­ობ­აში ჩა­აყ­ენა. მთა­ვა­რი ისაა, რომ ად­ამი­ანს არ შეს­წევს ძა­ლა, ჯერ­ჯე­რო­ბით მას გა­უმ­კლავ­დეს, თუმ­ცა ყვე­ლა ცდი­ლობს და­უპ­ირ­ის­პირ­დეს უხ­ილ­ავ მტერს, შეჰ­ყუ­რებს მეც­ნი­ერ­ებს და ელ­ის წა­მალს, რო­მე­ლიც კა­ცობ­რი­ობ­ას გა­და­არ­ჩენს. ძი­რი­თა­დად მე­დი­კო­სე­ბი აქ­ტი­ურ­ობ­ენ. ას­ეთ დროს, ერ­თი მხა­რივ, ად­ამი­ანი ფიქ­რობს ფი­ზი­კურ გა­დარ­ჩე­ნა­ზე და სა­კუ­თა­რი სა­ბა­ზი­სო მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე, მე­ორე მხრივ კი – არ­სე­ბობს სუ­ლი­ერ­ება, რო­მელ­საც ას­ევე აუც­ილ­ებ­ლად უნ­და მი­აქ­ცი­ოს ყუ­რადღე­ბა.

პან­დე­მი­ამ ად­ამი­ან­თა ცხოვ­რე­ბი­სე­ული ჩვე­ული რიტ­მი და­არ­ღვია და ახ­ალ პი­რო­ბებ­ში ჩა­აყ­ენა, რა­საც ემ­ატ­ება თა­ნა­მოძ­მე­თა და ახ­ლო­ბელ­თა გარ­დაც­ვა­ლე­ბა. ყო­ვე­ლი­ვე ეს მოქ­მე­დებს ჩვენ­ზე. ჩვენ, რო­გორც რე­ზერ­ვუ­არი, ვი­ნა­ხავთ ამ სა­ხის სტრე­სო­რებს და შეც­ვლილ გა­რე­მო­ზე შე­გუ­ებ­ას ვცდი­ლობთ. ამ ფონ­ზე ზო­გი­ერ­თს შე­უძ­ლია გა­უმ­კლავ­დეს ას­ეთ მდგო­მა­რე­ობ­ას, ზო­გი სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბით ცდი­ლობს თვით­დახ­მა­რე­ბას, ზო­გიც კი ვერ იკ­ავ­ებს თავს და შფოთ­ვის ტყვე­ობ­აშია. ტრავ­მი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ობ­ას მე­ტი და მე­ტი შრე ემ­ატ­ება. სა­ბო­ლო­ოდ მი­ვი­ღებთ იმ­ას, რომ პან­დე­მი­ის მოხ­სნის ან ცუ­დი სცე­ნა­რის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში (მი­სი გაგ­რძე­ლე­ბის დროს) ად­ამი­ან­თა უმ­ეტ­ეს­ობა მძი­მე სუ­ლი­ერი კრი­ზი­სის მსხვერ­პლი გახ­დე­ბა. ას­ეთ სი­ტუ­აცი­აში ყვე­ლა­ზე მოწყვლა­დე­ბი იქ­ნე­ბი­ან „კო­ვიდ-19“-გა­და­ტა­ნი­ლი პი­რე­ბი და მა­თი ახ­ლობ­ლე­ბი; მე­ორე კა­ტე­გო­რი­აში შევ­ლენ ის ად­ამი­ან­ები, რომ­ლებ­საც ას­აკ­ოვ­ან ად­ამი­ან­ებ­თან უწ­ევთ ყო­ველ­ღი­ური კავ­ში­რი; მე­სა­მე კა­ტე­გო­რიაა – ვი­საც ბავ­შვე­ბი ჰყავს ოჯ­ახ­ში (ბავ­შვთა პრობ­ლე­მე­ბის გა­მო­ჩე­ნა); მე­ოთხე კა­ტე­გო­რი­აში გა­ერ­თი­ან­დე­ბა ის, ვი­საც სი­ახ­ლო­ვეს ჰყავს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მქო­ნე და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ებ­ის მქო­ნე პი­რე­ბი; მე­ხუ­თე კა­ტე­გო­რი­აში გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან ის ად­ამი­ან­ები, რომ­ლებ­მაც უჩ­ვე­ულო სიმ­პტო­მე­ბი აღ­მო­აჩ­ინ­ეს სა­კუ­თარ თავ­ში; მე­ექ­ვსე კა­ტე­გო­რი­აში შევ­ლენ ოჯ­ახ­ური ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნი; მეშ­ვი­დე კა­ტე­გო­რი­აში კი გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან ის­ინი, ვინც სა­კუ­თარ პერ­სპექ­ტი­ვას ვერ და­ინ­ახ­ავს ცხოვ­რე­ბა­ში და სა­სო­წარ­კვე­თა დაეუფლება (შვი­დი­ვე კა­ტე­გო­რი­ას შე­იძ­ლე­ბა სხვა ტი­პის გარ­თუ­ლე­ბე­ბიც და­ემ­ატ­ოს). მი­მაჩ­ნია, რომ მათ და­სახ­მა­რებ­ლად ფსი­ქო­ლო­გე­ბი, ფსი­ქი­ატ­რე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ებ­ის მქო­ნე პი­რებ­თან მო­მუ­შა­ვე­ები და სო­ცი­ალ­ური მუ­შა­კე­ბი იმ­უშ­ავ­ებ­ენ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დღე­ის­ათ­ვის არ­სე­ბობს სა­კონ­სულ­ტა­ციო ფირ­მე­ბი, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ები და, რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, ბევ­რი მათ­გა­ნი უკ­ვე წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს მო­სახ­ლე­ობ­ას­თან. მი­მაჩ­ნია, რომ მა­თი მუ­შა­ობა დრო­ულია, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი საქ­მე, ვფიქ­რობ, პან­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ იქ­ნე­ბა გან­სა­ხორ­ცი­ელ­ებ­ელი. ამ შემ­თხვე­ვა­ში ფსი­ქო­ლო­გი­ურ­მა და ფსი­ქი­ატ­რი­ულ­მა კონ­სულ­ტა­ცი­ებ­მა ფარ­თო მას­შტა­ბი უნ­და შე­იძ­ინ­ოს. კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის მზა რე­ცეპ­ტებს ვერ მი­ვი­ღებთ, მაგ­რამ მუ­შა­ობა აუც­ილ­ებ­ლად კომ­პე­ტენ­ტურ­მა ად­ამი­ან­ებ­მა უნ­და წარ­მარ­თონ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გავ­რცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­შიც აღ­წე­რი­ლი იქ­ნე­ბა მე­თო­დე­ბი, რო­მე­ლიც თვით­რე­გუ­ლა­ცი­ას­აც შე­უწყობს ხელს, რად­გან ბევ­რია ის­ეთი ად­ამი­ანი, რო­მელ­საც ძა­ლუძს გა­უმ­კლავ­დეს სტრე­სულ სი­ტუ­აცი­ებს. რაც შე­ეხ­ება სუ­ლი­ერ ტრავ­მი­რე­ბას, ჩვენ ვერ ავ­ცდე­ბით მას, მაგ­რამ დღე­ის­ათ­ვის სა­ჭი­როა ვის­წავ­ლოთ მას­თან გამ­კლა­ვე­ბა.

– რამ­დე­ნა­დაც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, იკ­ვე­თე­ბა ოჯ­ახ­ში და­პი­რის­პი­რე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი სახ­ლში გა­მო­კეტ­ვის პი­რო­ბებ­ში. ვინ და რო­გორ უნ­და უშ­ვე­ლოს ამ პრობ­ლე­მას?

– ოჯ­ახ­ში და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი, ძა­ლა­დო­ბა, შექ­მნი­ლი პი­რო­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მა­ტუ­ლობს, რად­გან უმ­ეტ­ეს­ობა ჩა­კე­ტი­ლია მცი­რე მო­ცუ­ლო­ბის სივ­რცე­ში. ად­ამი­ან­ის სივ­რცობ­რი­ვი ორი­ენ­ტი­რე­ბა მო­ითხოვს სხვა­დას­ხვა სივ­რცე­ებ­ში ყოფ­ნას, რაც ად­ამი­ან­ის ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ობ­ას წარ­მო­ად­გენს. შეზღუ­დუ­ლი სივ­რცის პი­რო­ბებ­ში, ად­ამი­ან­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა იც­ვლე­ბა და, უმ­ეტ­ეს შემ­თხვე­ვა­ში, ან დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ხდე­ბა, ან იწ­ვევს მარ­ტო­ობ­ის გან­ცდას. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ურ­თი­ერ­თგა­გე­ბაა, სი­ტუ­აცია კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ხდე­ბა და ერ­თობ­ლი­ვად მი­ის­წრაფ­ვი­ან პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ვინ­მე „გან­ტე­ვე­ბის ვა­ცის“ როლ­შია, ბუ­ნებ­რი­ვია, მას­ზეა მი­მარ­თუ­ლი აგ­რე­სია. ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ჩა­კე­ტილ სივ­რცე­შია და ას­ეთ შემ­თხვე­ვა­ში მას მო­ძა­ლა­დე, რო­გორც ხა­ფან­გში გაბ­მულ მსხვერ­პლს, აღ­იქ­ვამს. ძა­ლა­დო­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა ას­ეთ შემ­თხვე­ვა­ში მა­ღა­ლია. ოჯ­ახ­ში და­პი­რის­პი­რე­ბა ჩვე­ული ქმე­დე­ბა ხდე­ბა. ას­ეთი სი­ტუ­აცია კა­რან­ტი­ნის პი­რო­ბებ­ში ყვე­ლა­ზე მძი­მეა. აქ გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერთ სა­შუ­ალ­ებ­ად უნ­და იქ­ცეს ის­ეთი სა­ხის დახ­მა­რე­ბა, რო­დე­საც აგ­რე­სო­რის ჩა­მო­შო­რე­ბა მოხ­დე­ბა მსხვერ­პლი­დან. თუ უმ­ძი­მე­სი სი­ტუ­აციაა და თუ იზ­ოლ­აცია ვერ ხერ­ხდე­ბა, ეს უნ­და გა­კეთ­დეს სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ან სპეც სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ით. ერ­თია, რომ მსხვერ­პლი სა­ჭი­რო­ებს დახ­მა­რე­ბას და ამ­ის­თვის სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი უნ­და მუ­შა­ობ­დნენ. რაც შე­ეხ­ება მარ­ტო­ობ­ის გან­ცდას, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ოჯ­ახ­ური ძა­ლა­დო­ბის ფონ­ზე გა­იშ­ალ­ოს, წარ­მო­ად­გენს ის­ეთ მდგო­მა­რე­ობ­ას, რო­მელ­საც, შე­საძ­ლოა, ვერ გა­უძ­ლოს ად­ამი­ან­მა. სუ­იც­იდ­ის სა­შიშ­რო­ება ას­ეთი გან­ცდე­ბის დროს მო­ჭარ­ბე­ბუ­ლად არ­სე­ბობს. ტე­ლე­ვი­ზი­ით მე­ტი ინ­ფორ­მა­ციაა გა­სავ­რცე­ლე­ბე­ლი, თუ რო­გორ უნ­და მო­იქ­ცეს ად­ამი­ანი, რო­ცა ის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლად გრძნობს თავს.

– თქვენ რას საქ­მი­ან­ობთ რუ­ტი­ნის პი­რო­ბებ­ში?

– ძი­რი­თა­დად ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ტექ­ნი­კის სა­შუ­ალ­ებ­ით ვაგ­რძე­ლებ მუ­შა­ობ­ას – ვმო­ნა­წი­ლე­ობ სხვა­დას­ხვა შეხ­ვედ­რა­ში, ვეს­წრე­ბი ტრე­ნინ­გებს, მი­მო­წე­რა მაქ­ვს თა­ნამ­შრომ­ლებ­თან (სხვა­დას­ხვა მიმ­დი­ნა­რე სა­კითხზე) და სტუ­დენ­ტებ­თნ. მთა­ვა­რი ისაა, რომ ელ­ექ­ტრო­ნუ­ლად ვას­წავ­ლი. და­ნარ­ჩე­ნი პე­რი­ოდი ეთ­მო­ბა ოჯ­ახს. ას­ეთი პი­რო­ბე­ბი ძალ­ზედ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან ბევრ ახ­ალ საქ­მე­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღ­ება მო­მი­წია, ვიდ­რე ჩვე­ულ პი­რო­ბებ­ში მქონ­და. შრო­მის გა­და­ნა­წი­ლე­ბის სი­ტუ­აცია ნელ-ნე­ლა კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ხდე­ბა. ოჯ­ახ­ში ვა­ხა­ლი­სებთ ერ­თმა­ნეთს. მე და ჩე­მი მე­უღ­ლე ვცდი­ლობთ, დავ­ძლი­ოთ სხვა­დას­ხვა სტრე­სუ­ლი სი­ტუ­აცია და ბავ­შვებს გა­და­ვა­ტა­ნი­ნოთ შექ­მნი­ლი პი­რო­ბე­ბით გა­მოწ­ვე­ული ღელ­ვა. რე­ალ­ურ­ად რუ­ტი­ნა ძნე­ლი გა­და­სა­ტა­ნია ჩემ­თვის, რად­გან ექ­სტრა­ვერ­ტი ვარ.

– რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის სო­ლი­და­რო­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამ რთულ დროს?

– და­ვიწყებ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით. პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უნ­და იყო პი­რა­დად იმ მოთხოვ­ნე­ბის მი­მართ, რო­მე­ლიც შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს ექ­იმ­ებ­მა — და­ვიც­ვათ სა­კუ­თა­რი თა­ვი და ჩვენს ირ­გვლივ მყოფ­ნი. ამ­ჟა­მად ამ მოთხოვ­ნებს ვას­რუ­ლებ. ვას­რუ­ლებ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით, მაგ­რამ ვხე­დავ, რომ ბევ­რმა ვერ გა­აც­ნო­ბი­ერა, თუ რა სა­შიშ­რო­ებაა ჩვენს ირ­გვლივ. ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რაც ად­რე მქონ­და, კვლავ გა­მაჩ­ნია და ეხ­ება ჩემს ყვე­ლა საქ­მი­ან­ობ­ას. სო­ლი­და­რო­ბას რაც შე­ეხ­ება, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ვა­ხორ­ცი­ელ­ებ. სო­ლი­და­რუ­ლი ვარ იმ ად­ამი­ან­ებ­ისა, რომ­ლებ­საც უჭ­ირთ, სა­ჭი­რო­ებ­ენ დახ­მა­რე­ბას და, სა­ერ­თოდ, იმ­ათ მი­მართ, ვინც მსგავს სი­ტუ­აცი­აშია. ეს ეხ­ება არა მარ­ტო ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს, არ­ამ­ედ იმ­ათ­აც, ვინც და­იჩ­აგ­რა მთელს მსოფ­ლი­ოში.

- „კო­ვიდ-19“-ის პე­რი­ოდი და თსუ" — ას­ეთი ბრო­შუ­რა რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს მო­მა­ვა­ლი თა­ობ­ის­თვის?

– სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. მთა­ვა­რია კლას­ტე­რი არ გაჩ­ნდეს. მას­ში ას­ახ­ული უნ­და იყ­ოს ყვე­ლა თა­ნამ­შრომ­ლის რუ­ტი­ნა, დაწყე­ბუ­ლი დამ­ლა­გებ­ლი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი რექ­ტო­რის სა­მუ­შაო საქ­მი­ან­ობ­ებ­ის აღ­წე­რით.

თარიღი: 29/04/2020