საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფსი­ქო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ: ად­ამი­ან­ებ­მა ცუ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის­გან ისევე უნდა დაიცვან თავი, რო­გორც ვი­რუ­სის­გან

ფსი­ქო­ლო­გე­ბის­თვის თუ­კი ად­რე ფო­კუს-ჯგუ­ფე­ბის შექ­მნა და ექ­სპე­რი­მენ­ტი­რე­ბა იყო სა­ჭი­რო სა­ზო­გა­დო­ებ­ის ფსი­ქო­ლო­გი­ური მდგო­მა­რე­ობ­ის გა­სა­ან­ალ­იზ­ებ­ლად, რა­თა შემ­დგომ­ში ად­ეკ­ვა­ტუ­რი რჩე­ვე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ები მი­ეც­ათ მო­სახ­ლე­ობ­ის­თვის, ახ­ლა ად­ამი­ან­ებ­ის გან­წყო­ბე­ბი და ფსი­ქო­ლო­გი­ური მდგო­მა­რე­ობა ხე­ლის გულ­ზე დევს. სო­ცი­ალ­ური ქსე­ლე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ით ფსი­ქო­ლო­გე­ბი უკ­ვე მარ­ტი­ვად იკ­ვლე­ვენ — ვის რა უჭ­ირს? რა პრობ­ლე­მე­ბი იკ­ვე­თე­ბა? რა ქცე­ვას მი­მარ­თა­ვენ ად­ამი­ან­ები სტრე­სულ ვი­თა­რე­ბა­ში და რა­ზე ჩი­ვი­ან? — ამ გზი­თაც იკ­ვლევს ამ­ჟა­მად ფსი­ქო­ლო­გი­ური ლა­ბო­რა­ტო­რია „Z“ სა­ზო­გა­დო­ებ­აზე პან­დე­მი­ის გავ­ლე­ნას. „სო­ცი­ალ­ურ ქსელ­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი ად­ამი­ან­ებ­ის ქცე­ვა უკ­ვე მარ­ტი­ვად აღ­ირ­იცხე­ბა — ზედ­მე­ტი აქ­ტი­ურ­ობა ან სრუ­ლი პა­სი­ურ­ობა, უძ­ილ­ობა, იუმ­ორი დი­ლის 5 სა­ათ­ზე და ა.შ. — ყვე­ლა მათ­გა­ნი ქცე­ვაა და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლაა ხე­ლის გულ­ზე გა­დაშ­ლი­ლი“, — ამ­ბო­ბენ ფსი­ქო­ლო­გე­ბი. მოკ­ლედ, რამ­დე­ნად გამ­წვავ­და სა­ზო­გა­დო­ებ­აში ფსი­ქო­ლო­გი­ური პრობ­ლე­მე­ბი და რო­გორ და­ვიც­ვათ ჩვე­ნი ფსი­ქო­ლო­გი­ური კე­თილ­დღე­ობა? — ამ თე­მა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბი­ან ლა­ბო­რა­ტო­რია „Z“-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ფსი­ქო­ლო­გე­ბი მა­რი­ამ კვა­რაცხე­ლია და ზუ­რა მხე­იძე (თსუ-ის პროფესორი).

„მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ვი­თა­რე­ბას თან ახ­ლავს, გა­ურ­კვევ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბაა. ად­ამი­ან­ებ­მა არ იცი­ან — რა ქცე­ვას მი­მარ­თონ, შე­დე­გად ყა­ლიბ­დე­ბა ნევ­რო­ტუ­ლი მდგო­მა­რე­ობა. ამ მდგო­მა­რე­ობ­იდ­ან გა­მო­სას­ვლე­ლად ად­ამი­ან­ები სხვა­დას­ხვა მე­თოდს მი­მარ­თა­ვენ. სა­ზო­გა­დო­ებ­აზე ცალ­სა­ხად ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს პან­დე­მი­ის შე­სა­ხებ ჭარ­ბად მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ე.წ. საბ­რძო­ლო მდგო­მა­რე­ობ­ას აღ­ძრავს, რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად ნიშ­ნავს დი­დი ენ­ერ­გი­ის მო­ბი­ლი­ზე­ბას და ამ­იტ­ომ­აც არ­ის სა­ზო­გა­დო­ებ­აში უძ­ილ­ობ­ის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გაზ­რდი­ლი — ეს შე­მიძ­ლია გითხრათ წი­ნას­წარ მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვის შე­დე­გებ­ზე დაყ­რდნო­ბით“, — ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი მა­რი­ამ კვა­რაცხე­ლია.

კითხვა­ზე — რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ეპ­იდ­ემი­ამ სა­ზო­გა­დო­ებ­ის ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბას ფი­ზი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ბევ­რად მე­ტი ზი­ანი მო­უტ­ან­ოს? ფსი­ქო­ლო­გი ზუ­რა მხე­იძე გვპა­სუ­ხობს: „მუდ­მი­ვად სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ობა და შფოთ­ვა ავ­ტო­მა­ტუ­რად იწ­ვევს იმ­უნ­იტ­ეტ­ის დაქ­ვე­ით­ებ­ას. ად­ამი­ანი უფ­რო მოწყვლა­დი ხდე­ბა ინ­ფექ­ცი­ური და­ავ­ად­ებ­ებ­ის მი­მართ. ერ­თის მხრივ, არ­ის ვი­რუ­სი, რო­მე­ლიც ასე თუ ისე მა­ინც ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია და თუ სახ­ლში იქ­ნე­ბით და ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას და­იც­ავთ, ვი­რუსს აიც­ილ­ებთ და, მე­ორ­ეს მხრივ, არ­ის ინ­ფორ­მა­ცია ვი­რუ­სის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც ყო­ველ დღე ღე­ბუ­ლობთ ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან. ის ცენ­ტრა­ლურ ად­გილს იკ­ავ­ებს თქვენს აზ­როვ­ნე­ბა­ში და შე­სა­ბა­მი­სად, დეს­ტრუქ­ცი­ულ­ად მოქ­მე­დებს“.

რო­გორც სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, მე­დი­იდ­ან მუდ­მივ რე­ჟიმ­ში პან­დე­მი­ის შე­სა­ხებ მო­წო­დე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ები ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს ად­ამი­ან­ებ­ის ფსი­ქი­კა­ზე. მაშ, სად გა­დის ზღვა­რი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ზო­მი­ერ­ებ­ასა და სა­ზო­გა­დო­ებ­ის ინ­ფორ­მი­რე­ბის აუც­ილ­ებ­ლო­ბას შო­რის? — ამ კითხვა­ზე ფსი­ქო­ლოგ ზუ­რა მხე­იძ­ეს ას­ეთი რე­კო­მენ­და­ცია აქ­ვს: „მე­დი­ას ვე­რა­ფერს ვერ მო­ვუ­ხერ­ხებთ რამ­დე­ნი­მე პრინ­ცი­პის გა­მო: ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ნახ­ვი­სა და გა­ყიდ­ვე­ბის კონ­ტექ­სტში მუ­შა­ობ­ენ. რაც მეტ­მა წა­იკ­ითხა და ნა­ხა, ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის უფ­რო კარ­გია. მათ ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, რომ ნე­გა­ტი­ური და სა­ში­ში ინ­ფორ­მა­ცი­ები უფ­რო ნახ­ვა­დი და გა­ყიდ­ვა­დია. ჟურ­ნა­ლის­ტის ფორ­მუ­ლაა — ცუ­დი ამ­ბა­ვი მის­თვის კარ­გია. სი­ამ­აყ­ით კი ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, რომ ჩვენ მო­ვა­ლე­ობ­ას ვას­რუ­ლებ­თო, მაგ­რამ მო­ვა­ლე­ობ­ას კი არ ას­რუ­ლე­ბენ, გა­ყიდ­ვა­ზე მუ­შა­ობ­ენ. აქ სა­უბ­არია იმ­აზე, რომ თვი­თონ ად­ამი­ან­ებ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ის­გან და­იც­ვან თა­ვი ის­ევე, რო­გორც ვი­რუ­სის­გან იც­ავ­ენ. მთა­ვა­რია, ინ­ფორ­მა­ცია არ მი­იღ­ონ ჭარ­ბად. გა­სა­გე­ბია, რომ ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მი­მართ ყვე­ლას დი­დი ინ­ტე­რე­სი გვაქ­ვს, მაგ­რამ საკ­მა­რი­სია დღე­ში ორ­ჯერ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა და არ არ­ის სა­ჭი­რო ყო­ველ­წუ­თი­ერ რე­ჟიმ­ში ვის­მი­ნოთ. ას­ევე, არ არ­ის სა­ჭი­რო ერ­თი და იგ­ივე სი­ახ­ლის ყვე­ლა არ­ხზე მოს­მე­ნა. საკ­მა­რი­სია ამო­არ­ჩიო ერ­თი-ორი და სი­ახ­ლე­ები ამ ტე­ლე­არ­ხის­გან მი­იღო“.

ყვე­ლა­ზე მე­ტად რა იწ­ვევს ად­ამი­ან­ებ­ში შფოთ­ვის მა­ტე­ბას? — რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი მა­რი­ამ კვა­რაცხე­ლია ამ­ბობს, დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ად­ამი­ან­ები ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბულ სა­შუ­ალ­ებ­ებს მი­მარ­თა­ვენ შფოთ­ვის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად, პა­სუ­ხე­ბი ას­ეთია: „თუ საკ­მა­რი­სი მა­რა­გი მექ­ნე­ბო­და, არ ვი­ნერ­ვი­ულ­ებ­დი“, „რომ ვი­ცო­დე, რო­დის დამ­თავ­რდე­ბა პან­დე­მია, ბევ­რად მშვი­დად ვიქ­ნე­ბო­დი“, — შე­მამ­სუ­ბუ­ქე­ბე­ლი ცვლა­დე­ბი ად­ამი­ან­ებ­ის მა­ტე­რი­ალ­ური შე­საძ­ლებ­ლო­ბის მდგო­მა­რე­ობ­ის მი­ხედ­ვით მერ­ყე­ობს. ბევ­რს ჰქონ­და მე­დი­იდ­ან პო­ზი­ტი­ური ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის მოთხოვ­ნა და თხოვ­ნა – სი­ახ­ლე­ებ­ის ნაკ­ლე­ბი სიმ­ძაფ­რით გაჟღე­რე­ბის თა­ობ­აზე. ში­შის სა­ფუძ­ვე­ლიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია სო­ცი­ალ­ური ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით. მა­ტე­რი­ალ­ურ­ად შეძ­ლე­ბულ ად­ამი­ან­ებს მე­ტი აქ­ცენ­ტი გა­და­ტა­ნი­ლი აქ­ვთ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, რად­გან გარ­კვე­ული მა­რა­გი აქ­ვთ. ვი­საც უფ­რო მე­ტად ეხ­ება ეკ­ონ­ომ­იკ­ური კრი­ზი­სი, მას საკ­ვე­ბის შე­ძე­ნის პრობ­ლე­მა უძ­ლი­ერ­ებს შიშს. მსგავ­სი ფაქ­ტო­რე­ბის მი­ხედ­ვით ვა­რი­რებს ეს პრობ­ლე­მა­ტი­კა სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფებ­ში“.

რა გზით შე­იძ­ლე­ბა „მო­ერი­ონ“ ად­ამი­ან­ები სა­კუ­თარ თავს გაძ­ლი­ერ­ებ­ული შფოთ­ვის დროს? — კითხვას ფსი­ქო­ლო­გი ზუ­რა მხე­იძე პა­სუ­ხობს: „აუც­ილ­ებ­ელია, ყო­ვე­ლი დღე დავ­გეგ­მოთ. ყვე­ლაფ­რის და­გეგ­მვა შე­იძ­ლე­ბა არ­აფ­რის კე­თე­ბის დრო­საც კი... მა­გა­ლი­თად, და­გეგ­მეთ, რომ უყ­ურ­ოთ კო­მე­დი­ას ოჯ­ახ­თან ერ­თად და ეს აუც­ილ­ებ­ლად გა­აკ­ეთ­ეთ, დროს გა­იყ­ვანთ ისე, რო­გორც თქვენ გსურთ და შე­დე­გად აუც­ილ­ებ­ლად მი­იღ­ებთ უკუ­ეფ­ექ­ტს. ბევრ ად­ამი­ანს უთ­ქვამს, რომ სახ­ლში ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა სურს, მაგ­რამ დრო არ აქ­ვს... ახ­ლა დრო საკ­მა­რი­სია, ამ­იტ­ომ მთე­ლი ეს დრო შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იყ­ენ­ონ ყვე­ლა იმ საქ­მის­თვის, რის­თვი­საც აქ­ამ­დე დრო არ რჩე­ბო­დათ — წიგ­ნის კითხვის­თვის, ფილ­მის ყუ­რე­ბის­თვის, ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის... თუ ყო­ველ დღეს პრო­დუქ­ტი­ულ­ად გა­მო­ვი­ყე­ნებთ, შფოთ­ვაც აღ­არ იქ­ნე­ბა“.

აზი­ან­ებს თუ არა სო­ცი­ალ­ური ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებს ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ესა თუ ის პოს­ტი და არ­სე­ბობს თუ არა მათ­თვის ერ­თგვა­რი ფსი­ქო­ლო­გი­ური თვით­დახ­მა­რე­ბის ბერ­კე­ტი? — ას­ეთია ჩვე­ნი შე­კითხვა, რო­მელ­ზეც ფსი­ქო­ლო­გი ზუ­რა მხე­იძე გვპა­სუ­ხობს: „ად­ამი­ანი, რო­დე­საც მას აქ­ვს შფოთ­ვა, სხვის­თვის სა­კუ­თა­რი ემ­ოცი­ებ­ის გა­ზი­არ­ებ­ით შფოთ­ვის ხა­რის­ხს ამ­ცი­რებს. თუმ­ცა, არ­ის მე­ორე ვა­რი­ან­ტიც, რომ შფოთ­ვა შე­იძ­ლე­ბა გა­დამ­დე­ბი გახ­დეს. პა­ნი­კის მე­ქა­ნიზ­მი პრინ­ციპ­ში ასე მუ­შა­ობს, თუ არ გვექ­ნე­ბა ე.წ. ფილ­ტრი, რო­მე­ლიც ნიშ­ნავს, რომ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აღ­ვიქ­ვათ ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ით, ანუ გა­ვა­ან­ალ­იზო — რამ­დე­ნად გა­აზ­ვი­ადა მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამ ად­ამი­ან­მა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ეს და­მა­ზი­ან­ებ­ელი გახ­დე­ბა. სა­ერ­თოდ, ად­ამი­ან­ებს აქ­ვთ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­მართ ში­და გან­წყო­ბა, უფ­რო მე­ტი მიმ­ღებ­ლო­ბა აქ­ვს იმ სი­ახ­ლე­ებ­ის მი­მართ, რო­მე­ლიც მის­თვის მი­სა­ღე­ბია. მა­გა­ლი­თად, ორი ინ­ფორ­მა­ცია რომ გა­ვავ­რცე­ლოთ – 1. კო­რო­ნა­ვი­რუ­სი ჩვე­ულ­ებ­რი­ვი გრი­პია და აზ­ვი­ად­ებ­ენ, ხალ­ხს აგ­იჟ­ებ­ენ. 2. კო­რო­ნა­ვი­რუ­სი ძა­ლი­ან სა­ში­ში ვი­რუ­სია და ეკ­ონ­ომ­იკ­ური მდგო­მა­რე­ობა რთუ­ლია. — ორ­ივე ამ ამ­ბავს თა­ვი­სი მიმ­ღე­ბი ეყ­ოლ­ება, რო­მე­ლიც თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ის გა­სამ­ტკი­ცებ­ლად არ­გუ­მენ­ტებს იპ­ოვ­ის“.

ფსი­ქო­ლო­გი მა­რი­ამ კვა­რაცხე­ლია კი თვლის, რომ არ იქ­ნე­ბა სწო­რი, ამ სი­ტუ­აცი­აში ად­ამი­ან­ებს თავ­შე­კა­ვე­ბის­კენ მო­ვუ­წო­დოთ: „მა­შინ, ჩვენ ხე­ლოვ­ნუ­რად უნ­და დავ­ბლო­კოთ ემ­ოცი­ები. ამ­იტ­ომ ვთვლი, ყვე­ლა პოს­ტი, თუ ის სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მო­ხატ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, კარ­გია და თე­რა­პი­ული ეფ­ექ­ტი აქ­ვს ყვე­ლა იმ ად­ამი­ან­ის­თვის, ვინც ახ­ლა სტრეს­ში იმ­ყო­ფე­ბა“, — ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი.

კონ­კრე­ტუ­ლად, რა სა­კითხე­ბია დღეს ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ალ­ური კვლე­ვის­თვის? — რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი ზუ­რა მხე­იძე აცხა­დებს, ყვე­ლა­ფე­რი აქ­ტუ­ალ­ურია, მათ შო­რის: რო­გორ შუქ­დე­ბა პან­დე­მია სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მე­დი­ის სა­შუ­ალ­ებ­ით, ად­ამი­ან­ებ­ის ერთ სივ­რცე­ში დიდ­ხანს ჩა­კეტ­ვა და ა.შ. „ჩი­ნეთ­ზე წა­ვი­კითხე და არ გა­მოვ­რიცხავ ოჯ­ახ­ის წევ­რებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაუარესების ფაქ­ტე­ბის ზრდა­საც, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ მათ არ აქ­ვთ პი­რა­დი სივ­რცე. რო­გორც ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბას ელ­ოდ­ებ­ოდ­ნენ, და­ახ­ლო­ებ­ით, 4-დან 8 კვი­რის ფარ­გლებ­ში, და­ახ­ლო­ებ­ით იმ­ავე დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი ოჯ­ახ­ის წევ­რებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­თუ­ლე­ბა“, — ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი.

რო­გორ შე­იც­ვლე­ბა სა­ზო­გა­დო­ება პან­დე­მი­ის შემ­დეგ? — ამ კითხვა­ზეც ფსი­ქო­ლო­გებს სხვა­დას­ხვა პა­სუ­ხი აქ­ვთ. მა­რი­ამ კვა­რაცხე­ლია თვლის, რომ უს­აფ­რთხო­ებ­ის თე­მა წა­მო­იწ­ევს წინ, რად­გან, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მსოფ­ლიო მიხ­ვდა, რომ ეკ­ონ­ომ­იკა ჯან­მრთე­ლო­ბის უს­აფ­რთხო­ებ­აზე დგას. ზუ­რა მხე­იძ­ის პა­სუ­ხი კი ას­ეთია: „ღი­რე­ბუ­ლე­ბით ნა­წილ­ში, შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დეს, მა­გა­ლი­თად, ჰი­გი­ენ­ური ჩვე­ვე­ბი დარ­ჩე­ბა გა­ორ­მა­გე­ბუ­ლად და ეს ის­ედ­აც კარ­გია. ქცე­ვის ჩვე­ვად ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად, და­ახ­ლო­ებ­ით, 64-68 ზე­დი­ზედ გა­მე­ორ­ებაა სა­ჭი­რო და ახ­ლა ზუს­ტად ეგ პე­რი­ოდია. ვფიქ­რობ, მი­სალ­მე­ბაც უფ­რო კო­რექ­ტუ­ლი გახ­დე­ბა. კრი­ზი­სიც დროს გარ­კვე­ული ხედ­ვე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იც­ვლე­ბა. და­ვაკ­ვირ­დეთ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი რას აკ­ეთ­ებ­ენ. აღ­მო­აჩ­ინ­ეს, რომ სა­სუნ­თქი აპ­არ­ატ­ებ­ის დე­ფი­ცი­ტი იყო და და­იწყეს წარ­მო­ება, ანუ ქვეყ­ნე­ბი ის­ეთ რე­სურ­სსაც შე­იძ­ენ­ენ, რომ მო­მა­ვალ­ში მსგავს სი­ტუ­აცი­აში ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მე­ბი შეხ­ვდეთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკ­ონ­ომ­იკ­აზე თქვეს, რომ ძი­რი­თად აქ­ცენ­ტს ტუ­რიზ­მზე აღ­არ გა­აკ­ეთ­ებ­ენ, რად­გან ტუ­რიზ­მი ძა­ლი­ან და­ზა­რალ­დე­ბა. ვფიქ­რობ, რომ პან­დე­მი­ის შემ­დეგ, რა­ღაც დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ინ­ტენ­სი­ური მი­მოს­ვლა არ იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, მე­ორე მხრივ, გან­ვი­თარ­დე­ბა ში­და ტუ­რიზ­მი“.

სტა­ტია მო­ამ­ზა­და ნა­ტო ობ­ოლ­აძ­ემ

თარიღი: 14/04/2020