საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფოტო-გამოფენა - ,,სოფელი ხანი”

შურ­თხია ბე­როშ­ვი­ლი

 

თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ეთ­ნო­ლო­გია-ან­თრო­პო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის სტუ­დენ­ტებ­მა პრო­ექ­ტის — „სო­ფელ ხა­ნის ეთ­ნოგ­რა­ფი­ული კვლე­ვა“ — ფარ­გლებ­ში გა­მარ­თეს ფო­ტო-გა­მო­ფე­ნა — „სო­ფე­ლი ხა­ნი“, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ეთ­ნო­ლო­გის ჯუ­ლი­ეტა რუ­ხა­ძის და­ბა­დე­ბი­დან 100 წლის­თავს მი­ეძ­ღვნა.

 

თსუ-ის პრო­ფე­სო­რის ქე­თე­ვან ხუ­ციშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ ხან­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ეთ­ნოგ­რა­ფი­ული კვლე­ვა სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა, რად­გან ტრა­დი­ცი­ული ყო­ფის ბევ­რი მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი დღემ­დეა შე­მორ­ჩე­ნი­ლი (მა­გა­ლი­თად ყვე­ლის ქვევ­რში და­ყე­ნე­ბის ტექ­ნი­კა, ხე­ლოს­ნო­ბა, რი­ტუ­ალ­ური პრა­ტი­კა და სხვ.), ამ­ას­თან თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ცე­სე­ბი (მიგ­რა­ცია, გლო­ბა­ლი­ზა­ცია, მო­დერ­ნი­ზა­ცია) გავ­ლე­ნას ახ­დენს ტრა­დი­ცი­ული ყო­ფი­თი კულ­ტუ­რის ელ­ემ­ენ­ტებ­ზე და მათ სწრაფ ტრან­სფორ­მა­ცი­ას იწ­ვვს. პრო­ექ­ტი ეთ­ნო­ლო­გია-ან­თრო­პო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის სტუ­დენ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და და მიზ­ნად ის­ახ­ავ­და ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხა­ნის შეს­წავ­ლას.

 

ის­ტო­რი­ული და ეთ­ნოგ­რა­ფი­ული თვალ­საზ­რი­სით, სო­ფე­ლი ხა­ნი ერთ-ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლია, რო­მე­ლიც ას­ევე ცნო­ბი­ლია არ­ქე­ოლ­ოგი­ური მა­სა­ლის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­თაც... ძვე­ლად აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ვაჭ­რო გზე­ბი გა­დი­ოდა. გე­ოგ­რა­ფი­ული მდე­ბა­რე­ობა სა­შუ­ალ­ებ­ას იძ­ლე­ოდა სო­ფელ­ში სპე­ცი­ფი­კუ­რი ეთ­ნო-კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მო ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყო, აქ ერ­თდრო­ულ­ადაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთი­სა და ბა­რის ეთ­ნო­კულ­ტუ­რუ­ლი მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბი. სო­ფე­ლი ხა­ნი გა­სუ­ლი სა­უკ­უნ­ის 70-იან წლებ­ში შე­ის­წავ­ლა ჯუ­ლი­ეტა რუ­ხა­ძემ და გა­მოს­ცა ნაშ­რო­მი სა­ხელ­წო­დე­ბით — „ხა­ნი — იმ­ერ­ეთ­ის ხევ­სუ­რე­თი“ (1989 წ.).

 

ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კუ­ლე­ტის ეთ­ნო­ლო­გია-ან­თრო­პო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის სტუ­დენ­ტებ­მა გა­დაწყვი­ტეს ქალ­ბა­ტონ ჯუ­ლი­ეტა რუ­ხა­ძის გზა გა­ევ­ლოთ და მის მი­ერ შეკ­რე­ბი­ლი მა­სა­ლის­თვის შე­ედ­არ­ებ­ინ­ათ დღე­ვან­დე­ლი რე­ალ­ობა. პრო­ექ­ტის — „სო­ფელ ხა­ნის ეთ­ნოგ­რა­ფი­ული კვლე­ვა“ — ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო მა­გის­ტრან­ტი ტა­ტა ჩრდი­ლე­ლი. პრო­ექ­ტში, ას­ევე, მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მ. დიღ­მე­ლიშ­ვი­ლი, დ. ფა­ცა­ცია, თ. სოფ­რო­მა­ძე, ე. ბე­რაია და ლ. რე­ზე­სი­ძე. სტუ­დენ­ტებს ტრე­ნინ­გი კვლე­ვის მე­თო­დებ­ში ჩა­უტ­არა დოქ­ტო­რან­ტმა ბო­რის კო­მა­ხი­ძემ. სტუ­დენ­ტებ­მა კვლე­ვი­სას გა­მო­იყ­ენ­ეს ვი­ზუ­ალ­ური ან­თრო­პო­ლო­გი­ის მე­თო­დე­ბიც, შე­დე­გად გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნილ იქ­ნა სო­ფელ ხა­ნის ყო­ფის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ები. ეს მა­სა­ლა სა­ბო­ლო­ოდ ეთ­ნო­ლო­გია-ან­თრო­პო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუტ­ში და­იდ­ებს ბი­ნას. სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში შეკ­რე­ბი­ლი მა­სა­ლა ღი­რე­ბულ ცნო­ბებს შე­იც­ავს სა­მო­მავ­ლო ან­ალ­იზ­ის­თვის.

თარიღი: 17/10/2021