საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფილმი ,,სისხლი“ თსუ-ს სახელით

თა­მარ და­დი­ანი

 

„ბედ­ნი­ერი ვარ, რომ ჩე­მი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ხე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე გა­ვი­ტა­ნე“- აცხა­დებს თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სი­ული სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის „კი­ნო-ტე­ლე რე­ჟი­სურ“-ის კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლი გი­ორ­გი მე­ნაბ­დე. ახ­ალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რის სა­დიპ­ლო­მო ფილ­მი „სის­ხლი“ ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი იყო ლოს-ან­ჯე­ლე­სის „Lift-Off Film Festival“-ის სა­უკ­ეთ­ესო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ანი ფილ­მის ნო­მი­ნა­ცი­აზე. ლოს-ან­ჯე­ლე­სამ­დე ფილ­მი ლონ­დო­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე იყო ნაჩ­ვე­ნე­ბი. ფეს­ტი­ვა­ლი „Lift-Off Film Festival“ ლოს-ან­ჯე­ლეს­ში 2021 წლის აპ­რილ­ში ჩა­ტარ­და. მარ­თა­ლია ფილ­მმა ვერ გა­იმ­არ­ჯვა, მაგ­რამ რო­დე­საც სა­დიპ­ლო­მო ფილ­მი 5000-მდე კონ­კურ­სან­ტი­დან სა­უკ­ეთ­ესო 100-ეულ­ში ხვდე­ბა, ეს უკ­ვე დი­დი წარ­მა­ტე­ბაა...

 

„სის­ხლი“ 2017 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მია და ის ნო­დარ დუმ­ბა­ძის ამ­ავე სა­ხელ­წო­დე­ბის მოთხრო­ბის მი­ხედ­ვით არ­ის შექ­მნი­ლი. ფილ­მი მხატ­ვრუ­ლი ოს­ტა­ტო­ბი­თა და პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ყო­ვე­ლი „ნამ­დვი­ლი“ ფილ­მი არ­ის „ცხოვ­რე­ბის“ შექ­მნა ან აღ­დგე­ნა. სწო­რედ ეს მო­ახ­ერ­ხა გი­ორ­გიმ თა­ვის სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვარ­ში. ახ­ალ­გაზ­რდა რე­ჟი­სორ­მა ბრწყინ­ვა­ლედ მო­ახ­ერ­ხა დი­დი მწერ­ლის ნო­დარ დუმ­ბა­ძის ნა­წარ­მო­ებ­ის ღრმა წვდო­მა და მის­თვის ეკ­რა­ნუ­ლი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბის მო­ძებ­ნა. აქ­ვე უნ­და აღ­ვნიშ­ნოთ ის­იც, რომ გი­ომ ეს ფილ­მი ფი­ნან­სე­ბის გა­რე­შე გა­და­იღო პრო­ფე­სი­ონ­ალი მსა­ხი­ობ­ებ­ის მო­ნა­წი­ლე­ობ­ით“, — გა­ნაცხა­და პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნელ­მა, თე­ატ­რმცოდ­ნე ლე­ლა წი­ფუ­რი­ამ.

 

„ფილ­მში მთა­ვარ რო­ლებს ას­რუ­ლე­ბენ: ოზ­ურ­გე­თის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ობ­ები: ჯე­მალ კე­ჭეხ­მა­ძე, ნი­ნო ჯუ­ღე­ლი და გე­ნა­დი ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი. ბავ­შვის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს 20 დღე ვე­ძებ­დი, ბო­ლოს ხი­დის­თავ­ში მი­ვა­გე­ნი ზუ­რაბ მა­თი­თა­იშ­ვილს. არ მინ­დო­და ეს რო­ლი ქა­ლა­ქელ ბავ­შვს ეთ­ამ­აშა, მას არ ეს­მის სოფ­ლის სა­ჭი­რო­ებ­ანი... ას­ევე გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და ავ­ღნიშ­ნო კომ­პო­ზი­ტო­რი ლე­ვან ბა­შა­რუ­ლი, რო­მელ­მაც ფილ­მის­თვის დი­დე­ბუ­ლი მუ­სი­კა შექ­მნა. ის წლე­ბია წარ­მა­ტე­ბით მოღ­ვა­წე­ობს გერ­მა­ნი­აში. ას­ევე ვე­რე­ნა-მა­რია ფით­ციც, რო­მე­ლიც მი­უნ­ხე­ნის სიმ­ფო­ნი­ური ორ­კეს­ტრის პირ­ვე­ლი მე­ვი­ოლ­ინეა. ფილ­მის დამ­დგმე­ლი ოპ­ერ­ატ­ორია გი­ორ­გი მხე­იძე, ას­ევე მალ­ხაზ და ლე­ვან კუ­ხაშ­ვი­ლე­ბი. მად­ლო­ბე­ლი ვარ თი­თოეული ად­ამი­ან­ის, ვინც მცი­რე­დი წვლი­ლი შე­იტ­ანა ფილ­მის შექ­მნა­ში, მათ გა­რე­შე ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და“, — აღ­ნიშ­ნა რე­ჟი­სორ­მა გი­ორ­გი მე­ნაბ­დემ, რო­მელ­საც დი­დი სურ­ვი­ლი აქ­ვს რამ­დე­ნი­მე ფილ­მი კი­დევ შექ­მნას, მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ თვლის — სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­ნო-ხე­ლოვ­ნე­ბა და­უფ­ას­ებ­ელია და შე­სა­ბა­მი­სად რთუ­ლიც.

თარიღი: 24/09/2021