საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უნივერსიტეტის კალათბურთელები, რომელთაც თსუ-სთვის გამარჯვებები მოაქვთ

თა­მარ და­დი­ანი

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კა­ლათ­ბურ­თელ­თა გუნ­დი თბი­ლი­სის ჩემ­პი­ონი პირ­ვე­ლად 1925 წელს გახ­და. ორი სე­ზო­ნის შემ­დეგ კი უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ონ­ობა მო­იპ­ოვა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი ჩვე­ნი კა­ლათ­ბურ­თის აღ­ზე­ვე­ბა­ში 40-50-იანი წლე­ბის სპორ­ტსმე­ნებს მი­უძ­ღვით. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ბრწყი­ნავ­და, რო­დე­საც აქ სას­წავ­ლებ­ლად ლე­გენ­და­რუ­ლი ნო­დარ ჯორ­ჯი­კია, მი­ხე­ილ კე­კე­ლი­ძე, სუ­ლი­კო თორ­თლა­ძე მო­ვიდ­ნენ.

 

ვაჟ­თა კა­ლათ­ბურ­თის გუნ­დებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბე­ბი მო­იპ­ოვ­ეს 1991, 1993, 1995 წლებ­ში, ხო­ლო 1996 წელს სტუ­დენ­ტურ დღე­ებ­ზე გა­იმ­არ­ჯვეს.

 

თსუ 1991 წლი­დან იღ­ებს სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნულ ჩემ­პი­ონ­ატ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ას. მო­გე­ბუ­ლი აქ­ვს 2006 წლის ერ­ოვ­ნუ­ლი თა­სი და სუ­პერ­თა­სი.

 

ერ­ოვ­ნულ ჩემ­პი­ონ­ატ­ში კლუ­ბის­თვის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი 2009-2011 წლე­ბი გა­მოდ­გა, რო­დე­საც იგი ზე­დი­ზედ ორ­ჯერ გა­ვი­და სუ­პერ­ლი­გის ფლეი-ოფ­ის ფი­ნალ­ში და მე­ორე ად­გი­ლი და­იკ­ავა.

 

უკ­ან­ას­კნელ წლებ­ში თსუ-ის ვაჟ­თა სა­კა­ლათ­ბურ­თო გუნ­დმა წარ­მა­ტე­ბუ­ლად იას­პა­რე­ზა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­პერ­ლი­გის ჩემ­პი­ონ­ატ­ზე: 2009-2010 წ. სე­ზო­ნი — ვერ­ცხლის მე­და­ლი, 2010-2011 წ. სე­ზო­ნი — ვერ­ცხლის მე­და­ლი, ას­ევე 2010-2011 წ. სე­ზონ­ზე თსუ-ის გუნ­დი გახ­და ქორ­ქია-სა­კან­დე­ლი­ძის მე­მო­რი­ალ­ური თა­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. აქ­ედ­ან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ის კა­ლათ­ბურ­თის სტუ­დენ­ტუ­რი ლი­გის მრა­ვალ­გზის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და.

 

2016 წელს და­იწყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი თსუ-სა და კომ­პა­ნია „ჰი­უნ­დაი ავ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს“ შო­რის ერ­თობ­ლი­ვი სა­კა­ლათ­ბურ­თო გუნ­დის ფორ­მი­რე­ბის შე­სა­ხებ. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. ახ­ალ­შექ­მნი­ლი კლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტად თსუ-ის კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ირ­აკ­ლი ხარ­ჯა­ვა­ნი­ძე და­ინ­იშ­ნა, ხო­ლო სამ­წვრთნე­ლო შტაბს სა­ქარ­თვე­ლოს 21 წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი ნი­კო­ლოზ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში.

 

2018 წელს თსუ-ჰი­უნ­და­იმ ა-ლი­გა­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­იკ­ავა და სუ­პერ ლი­გა­ში დაბ­რუ­ნე­ბა შეძ­ლო. 2011 წლის შემ­დეგ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­კა­ლათ­ბურ­თო გუნ­დმა და­იბ­რუ­ნა კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს უმ­აღ­ლეს ჩემ­პი­ონ­ატ­ში.

 

დღეს­დღე­ობ­ით თსუ-ის კა­ლათ­ბურ­თის გუნ­დის უმ­აღ­ლე­სი ხელ­მძღვა­ნე­ლი ირ­აკ­ლი ხარ­ჯა­ვა­ნი­ძე და გი­ორ­გი შა­მა­თა­ვაა, მწვრთნე­ლი — ლექ­სო ლა­ფა­ნაშ­ვი­ლი.

 

თსუ-ის კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირ­აკ­ლი ხარ­ჯა­ვა­ნი­ძე ამ­ბობს, რომ გუნ­დის მე­ნეჯ­მენ­ტი მთლი­ან­ად შეც­ვლი­ლია და გაძ­ლი­ერ­ებ­ულია პრო­ფე­სი­ონ­ალი მო­თა­მა­შე­ებ­ით. თსუ-ის გუნ­დში ერ­ოვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი მი­ხე­ილ ბე­რიშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ცინ­ცა­ძეც თა­მა­შო­ბენ.

 

სულ ცო­ტა ხნის წინ თსუ-ის გუნ­დმა სუ­პერ­ლი­გა­ში მე-12 გა­მარ­ჯვე­ბა მო­იპ­ოვა. ლი­დერ­მა თსუ-მ აუტ­სა­იდ­ერი „დი­ნა­მო“ 87:78 და­ამ­არ­ცხა.

 

ზო­გა­დად, გუნ­დის წარ­მა­ტე­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ნა­პი­რო­ბებს კარ­გი მწვრთნე­ლი და მა­ღა­ლი დო­ნის გა­მოც­დი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბი. გუნ­დის წარ­მა­ტე­ბა თი­თოეულ წევ­რზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც სა­ერ­თო მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად იბ­რძვის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გუნ­დის თი­თოეულმა წევ­რმა იც­ოდ­ეს, რომ ნე­ბის­მი­ერი რო­ლი, რა­გინდ უმ­ნიშ­ვნე­ლოც უნ­და გეჩ­ვე­ნე­ბო­დეს, მთე­ლი გუნ­დის წარ­მა­ტე­ბის­თვის უზ­ომ­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მით თსუ კა­ლათ­ბურ­თელ­თა გუნ­დის წევ­რებს, რომ­ლებ­ლე­ბიც სა­ერ­თო მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად იბ­რძვი­ან. აქ­ვე გუნ­დის წარ­მა­ტე­ბულ მო­თა­მა­შებს გა­გაც­ნობთ და ამ­აში თვი­თონ დარ­წმუნ­დე­ბით.

 

გი­ორ­გი ცინ­ცა­ძე, თსუ-ის კა­ლათ­ბურ­თის გუნ­დის კა­პი­ტა­ნი

 

სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ვე­ტე­რა­ნი წევ­რი, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი თა­მა­შე­ბის მხრივ რე­კორ­დსმე­ნი გი­ორ­გი ცინ­ცა­ძე კა­რი­ერ­ას სუ­პერ­ლი­გის გუნდ თსუ-ში აგ­რძე­ლებს. 35 წლის კა­ლათ­ბურ­თელ­მა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გუნ­დთან ერ­თწლი­ანი კონ­ტრაქ­ტი გა­აფ­ორ­მა და 2021-2022 წლე­ბის სე­ზონ­ში თსუ-ს ღირ­სე­ბას და­იც­ავს.

 

გი­ორ­გი ცინ­ცა­ძეს საკ­მა­ოდ გრძე­ლი კა­რი­ერა აქ­ვს. ცინ­ცა­ძეს საფ­რან­გეთ­ში, უკ­რა­ინ­აში, ეს­ტო­ნეთ­ში, რუ­სეთ­ში, პო­ლო­ნეთ­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში, ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­აში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ლი­ბან­ში, ყა­ტარ­სა და სა­უდ­ის არ­აბ­ეთ­ში უთ­ამ­აშია.

 

გი­ორ­გი ცინ­ცა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნულ ნაკ­რებ­ში სა­თა­მა­შოდ აქ­ტი­ურ­ად ემ­ზა­დე­ბა და იგი იქ­ნე­ბა ერ­ოვ­ნუ­ლი გუნ­დის შეკ­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე ზაფხულ­შია და­გეგ­მი­ლი. ის თა­მა­შობ­და შემ­დეგ გუნ­დებ­ში: „აკ­ად­ემია“ (სა­ქარ­თვე­ლო), „ბას­კო“ (სა­ქარ­თვე­ლო), ცსკა (რუ­სე­თი), „სა­მა­რა“ (რუ­სე­თი), „ურ­ალ გრე­იტი“ (რუ­სე­თი), „დი­ნა­მო“ (რუ­სე­თი), „ტარ­ტუ რო­კი“ (ეს­ტო­ნე­თი), „ტრი­კა­ლა“ (სა­ბერ­ძნე­თი), „დო­ნეც­კი“ (უკ­რა­ინა), „სო­პო­ტი“ (პო­ლო­ნე­თი), „ოლ­იმ­პი“ (სა­ქარ­თვე­ლო), „ბუ­დი­ველ­ნი­კი“ (უკ­რა­ინა), „შამ­პვი­ლი“ (ლი­ბა­ნი), „სკო­პიე“ (ჩ. მა­კე­დო­ნია), „შსს აკ­ად­ემია“ (სა­ქარ­თვე­ლო), „გრა­ვე­ლი­ნი“ (საფ­რან­გე­თი), „რუ­ენი“ (საფ­რან­გე­თი), „ქუ­თა­ისი“ (სა­ქარ­თვე­ლო), „ალ შა­მა­ლი“ (ყა­ტა­რი). ქვე­მოთ წარ­მო­გიდ­გენთ იმ გუნ­დებს, რომ­ლებ­შიც ცინ­ცა­ძეს უთ­ამ­აშია და ტი­ტუ­ლებს, რო­მე­ლიც ქარ­თველ გამ­თა­მა­შე­ბელს აქ­ვს მო­გე­ბუ­ლი. მი­სი მიღ­წე­ვე­ბის რუ­კა საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვია: რუ­სე­თის ჩემ­პი­ონი (2004), ულ­ებ­ის თა­სის მფლო­ბე­ლი (2006), ეს­ტო­ნე­თის ორ­გზის ჩემ­პი­ონი (2007, 2008), ევ­რო­ჩე­ლენ­ჯის ოთხთა ფი­ნა­ლის მო­ნა­წი­ლე (2008), ბალ­ტი­ის ლი­გის „ოლ სტა­რის“ მო­ნა­წი­ლე (2008), ეს­ტო­ნე­თის პირ­ვე­ლო­ბის სა­უკ­ეთ­ესო კა­ლათ­ბურ­თე­ლი (2009), ეს­ტო­ნე­თის თა­სის მფლო­ბე­ლი (2011), ბალ­ტი­ის თა­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი (2011), უკ­რა­ინ­ის ჩემ­პი­ონი (2013), სა­ქარ­თვე­ლოს თა­სის მფლო­ბე­ლი (2010, 2017), ლი­ბა­ნის ჩემ­პი­ონი (2014), სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ონი (2016), ყა­ტა­რის ჩემ­პი­ონი (2019).

 

გი­ორ­გი 1986 წელს არ­ის და­ბა­დე­ბუ­ლი და სა­კა­ლათ­ბურ­თო კა­რი­ერა 16 წლი­დან და­იწყო. თსუ სა­კა­ლათ­ბურ­თო გუნ­დს იგი 2021-2022 წლე­ბის სე­ზო­ნის დაწყე­ბის წინ შე­მოუერთდა. „ეს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა გუნ­დის დი­დი მიზ­ნე­ბის და კარ­გი სა­კა­ლათ­ბურ­თო ოჯ­ახ­ის გა­მო მი­ვი­ღე!“ — ამ­ბობს გი­ორ­გი, ვის­თვი­საც კა­ლათ­ბუ­რი ყვე­ლა­ფე­რია, საქ­მე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარს. 5 სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ჩემ­პი­ონია და რაც გი­ორ­გის­თვის არ­ან­აკ­ლებ სა­ამ­აყოა -ერ­ოვ­ნულ ნაკ­რებ­ში 180-ზე მე­ტი მატ­ჩი აქ­ვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

 

გუნ­დის კა­პიტ­ნო­ბა მის­თვის არ ნიშ­ნავს იმ­ას, რომ ყვე­ლა­ზე კარ­გად თა­მა­შობ­დე: „ეს ის სა­პა­ტიო წო­დე­ბაა, რო­მე­ლიც გა­ვალ­დე­ბუ­ლებს იყო მა­გა­ლი­თი გუნ­დე­ლე­ბის­თვის რო­გორც სპორ­ტულ სამ­ყა­რო­ში, ას­ევე მის მიღ­მაც..“

 

გუნ­დის კა­პი­ტა­ნი გუნ­დის წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლად ას­ახ­ელ­ებს ატ­მოს­ფე­როს, რო­მე­ლიც გუნ­დში სუ­ფევს: „დი­დი-პა­ტა­რა, მწვრთნე­ლე­ბი, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, ექ­იმ­ები — ყვე­ლა­ნი ერ­თი მიზ­ნის­თვის ვართ, ეს გა­მარ­ჯვე­ბაა. შრო­მა, ნე­ბის­ყო­ფა, გა­მარ­თლე­ბა — ალ­ბათ ესაა წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა. პირ­ველ რიგ­ში უნ­და გიყ­ვარ­დეს ის, რა­საც აკ­ეთ­ებ, ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ისე არ ხდე­ბა, რო­გორც ჩვენ გვინ­და და ეს არ უნ­და იყ­ოს ყუ­რე­ბის ჩა­მოყ­რის მი­ზე­ზი. რო­ცა რა­ღაც ძა­ლი­ან გინ­და, ის აუც­ილ­ებ­ლად გა­მო­ვა!

 

კითხვა­ზე — კა­ლათ­ბურ­თის გარ­და სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ალ­იზ­ებ­ას კი­დევ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით აპ­ირ­ებს, — ასე გვპა­სუ­ხობს: მთე­ლი ჩე­მი ცხოვ­რე­ბა კა­ლათ­ბურ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და მინ­და, რა­ღაც გან­ხრით, თა­ვი ის­ევ კა­ლათ­ბურ­თს და­ვუ­კავ­ში­რო, რო­დე­საც გუნ­დში თა­მაშს და­ვამ­თავ­რებ...“ — მა­ნამ­დე კი, გუნ­დის კა­პი­ტა­ნი მო­რი­გი წარ­მა­ტე­ბე­ბის ის­ტო­რი­ის მო­ლო­დინ­შია.

 

მი­ხე­ილ ბე­რიშ­ვი­ლი, თსუ-ის კა­ლათ­ბურ­თის გუნ­დის ვი­ცე-კა­პი­ტა­ნი

 

მი­ხე­ილ ბე­რიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი წევ­რია, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი 3 წე­ლი საზღვარ­გა­რეთ ას­პა­რე­ზობ­და, მო­მა­ვალ 2021-2022 წლე­ბის სე­ზონს ის სუ­პერ­ლი­გის კლუბ­ში გა­ატ­არ­ებს.

 

ბე­რიშ­ვი­ლის კა­რი­ერა სწო­რედ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გუნ­დში 2004 წელს და­იწყო, რის შემ­დე­გაც მან არა­ერ­თი უცხო­ური და ქარ­თუ­ლი კლუ­ბი გა­მო­იც­ვა­ლა, მო­იგო ბევ­რი ტი­ტუ­ლი და წლე­ულს კვლავ სუ­პერ­ლი­გას და­უბ­რუნ­და.

 

სა­ნაკ­რე­ბო კა­რი­ერ­იდ­ან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია 2006 წე­ლი, რო­ცა ბე­რიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს 20-წლამ­დელ­თა ნაკ­რებ­თან ერ­თად ევ­რო­პის B დი­ვი­ზი­ონი მო­იგო და უძ­ლი­ერ­ეს­თა შო­რის ად­გი­ლი მო­იპ­ოვა. მი­ხე­ილ ბე­რიშ­ვილს ერ­ოვ­ნულ ნაკ­რებ­ში 2017 წლის ევ­რო­ბას­კეტ­ზე აქ­ვს ნა­თა­მა­შე­ბი, რო­ცა ჩვენ­მა გუნ­დმა ლი­ეტ­უვა და ის­რა­ელი და­ამ­არ­ცხა, მაგ­რამ ჯგუ­ფი­დან ვერ გა­ვი­და.

 

ბე­რიშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის ყვე­ლა ტი­ტუ­ლი აქ­ვს მო­გე­ბუ­ლი. ის გახ­ლავთ სა­ქარ­თვე­ლოს სამ­გზის ჩემ­პი­ონი. პირ­ვე­ლად სუ­პერ­ლი­გა 2015 წელს შსს-აკ­ად­ემი­აში ყოფ­ნი­სას მო­იგო, ხო­ლო მომ­დევ­ნო ტი­ტუ­ლე­ბი, 2017 და 2018 წლებ­ში, თბი­ლი­სის დი­ნა­მოს მა­ის­ურ­ით მო­იპ­ოვა.

 

ბე­რიშ­ვილს 4-ჯერ აქ­ვს ნა­თა­მა­შე­ბი სუ­პერ­ლი­გის ყვე­ლა ვარ­სკვლა­ვის მატ­ჩში: 2008, 2011, 2017 და 2018 წლებ­ში. 2017-ში ის ოლ სტა­რის MVP გახ­და. მას მთლი­ან­ობ­აში სუ­პერ­ლი­გის 6 გუნ­დში უთ­ამ­აშია: თსუ, აგ­რა­რუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, არ­მია, ოლ­იმ­პი, შსს-აკ­ად­ემია და დი­ნა­მო.

 

საზღვარ­გა­რე­თუ­ლი კა­რი­ერა მი­ხე­ილ ბე­რიშ­ვი­ლის­თვის 2008-2009 წლე­ბის სე­ზონ­ში და­იწყო, რა­საც წინ უძ­ღო­და მი­სი ნბა-ს გან­ვი­თა­რე­ბის ლი­გის (D-L ეაგუე) დრაფ­ტზე არ­ჩე­ვა. იგი „ტოლ­სა 66“-მა დრაფ­ტზე აიყ­ვა­ნა, თუმ­ცა ბე­რიშ­ვი­ლი ამ გუნ­დში დიდ­ხანს არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა და, სუ­პერ­ლი­გის გუნდ „აგ­რა­რულ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში“ დაბ­რუ­ნე­ბი­სა და რე­გუ­ლა­რუ­ლი ჩემ­პი­ონ­ატ­ის და­ხურ­ვის შემ­დეგ, კონ­ტრაქ­ტი ეს­პა­ნურ გუნდ „პრატ ხუ­ვენ­ტუდ­თან“ გა­აფ­ორ­მა. მი­ხე­ილ ბე­რიშ­ვილ­მა ეს­პა­ნუ­რი კა­რი­ერა 2009-2010 წლე­ბის სე­ზონ­შიც გა­აგ­რძე­ლა და 12.3 ქუ­ლით კლუბ „არ­იდ­ან­ეს“ ერთ-ერ­თი ლი­დე­რი იყო.

 

ბე­რიშ­ვილს კი­დევ 2 უცხო­ურ კლუბ­ში აქ­ვს ნა­თა­მა­შე­ბი. 2014-2015 წლებ­ში ის სლო­ვე­ნი­ის უმ­აღ­ლე­სი ლი­გის გუნდ „ზლა­ტო­რო­გის“ ღირ­სე­ბას იც­ავ­და, ხო­ლო ბო­ლო 3 სე­ზო­ნი კა­ტა­რის კლუბ „ალ შა­მალ­ში“ გა­ატ­არა, სა­დაც გუნ­დის ლი­დე­რი იყო და 2019-2020 წლებ­ში ამ ქვეყ­ნის ჩემ­პი­ონი ზე­დი­ზედ ორ­ჯერ გახ­და.

 

მი­ხე­ილ ბე­რიშ­ვილ­მა კა­ლათ­ბურ­თის თა­მა­ში 9 წლის ას­აკ­ში და­იწყო. რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ამ ას­აკ­ში გა­აზ­რე­ბუ­ლი არ ჰქონ­და, რომ კა­ლათ­ბურ­თი თა­ვი­სი პირ­ვე­ლი და ძი­რი­თა­დი საქ­მე გახ­დე­ბო­და. თუმ­ცა ბავ­შვო­ბი­დან ნე­ბის­მი­ერ სა­კითხს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკ­იდ­ებ­ოდა და ცდი­ლობ­და — მაქ­სი­მა­ლუ­რად კარგ და წარ­მა­ტე­ბულ მო­თა­მა­შედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყო.

 

პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­რი­ოდი კლუბ „აკ­ად­ემი­ას“ უკ­ავ­შირ­დე­ბა. „კლუბ­თან ერ­თად იტ­ალი­აში წა­ვე­დი. ტურ­ნი­რი გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის, რა­მო­დე­ნი­მე უცხო­ური კლუ­ბი­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე, რომ­ლებ­საც ჩემ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სურ­დათ. მაგ­რამ, იმ მო­მენ­ტში გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი. ზო­გა­დად, არ მიყ­ვარს ერ­თი კლუ­ბის ან ერ­თი თა­მა­შის გა­მო­ყო­ფა, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა ეტ­აპ­ზე რა­ღაც ახ­ალს ვსწავ­ლობ­დი და გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ღებ­დი. სა­ჭი­რო იყო ის გზა გა­მევ­ლო, რაც დღემ­დე გა­მო­ვი­არე“, — აცხა­დებს გი­ორ­გი, ვის­თვი­საც კა­ლათ­ბურ­თი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

 

მი­ხე­ილ­ის­თვის ყვე­ლა მო­გე­ბუ­ლი თა­მა­ში, მე­და­ლი და ტი­ტუ­ლი ძვირ­ფა­სია, რად­გან ამ ყვე­ლაფ­რის მი­საღ­წე­ვად ძა­ლი­ან ბევ­რი შრო­მა გას­წია. „გან­სა­კუთ­რე­ბით დიდ წარ­მა­ტე­ბად მი­ვიჩ­ნევ სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნულ ნაკ­რებ­ში გა­მო­ძა­ხე­ბას, გან­სას­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბე­ბიც სწო­რედ ჩე­მი ქვეყ­ნის სა­ხე­ლით მო­გე­ბუ­ლი მატ­ჩე­ბია“, — სი­ამ­აყ­ით აცხა­დებს ის და თვლის, რომ ეფ­ექ­ტუ­რო­ბას არ­ან­აკ­ლებ გან­საზღვრავს შე­ნი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, გან­წყო­ბა, ფსი­ქო­ლო­გი­ური მზა­ობა საქ­მის მი­მართ.

 

„მი­მაჩ­ნია, რომ ნე­ბის­მი­ერი გუნ­დის წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რი არ­ის ერ­თო­ბა და გვერ­დში დგო­მა. ვე­რა­ნა­ირი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი და გამ­ჭრი­ახი გო­ნე­ბა ვერ და­გეხ­მა­რე­ბა, თუ იქ­ნე­ბი ეგო­ის­ტი და ით­ამ­აშ­ებ მხო­ლოდ შე­ნი სტა­ტის­ტი­კის­თვის. კარგ მო­თა­მა­შეს შე­უძ­ლია მო­იგ­ოს თა­მა­ში, მაგ­რამ ჩემ­პი­ონ­ატს იგ­ებს გუნ­დი. ამ მხრივ, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა და იქ ვარ, სა­დაც ეს ყვე­ლა­ფე­რი არ­ის“, — ამ­ბობს მი­ხე­ილი, რო­მე­ლიც არც სპორ­ტულ დაბ­რკო­ლე­ბებს უშ­ინ­დე­ბა. „ჩე­მი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, რომ არ­ას­ოდ­ეს და­ნებ­დეთ, იმ­უშ­ავ­ეთ სა­კუ­თარ თავ­ზე. სპორ­ტსმენს გან­სა­კუთ­რე­ბით სჭირ­დე­ბა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლო­ბა და მყა­რი ნერ­ვე­ბი, რად­გან ყო­ველ­თვის ვერ მო­იგ­ებ“, — აღ­ნიშ­ნავს მი­ხე­ილი, რო­მე­ლიც თვლის, რომ ფი­ზი­კურ მომ­ზა­დე­ბა­სა და ვარ­ჯი­შის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­არი, უბ­რა­ლოდ, უხ­ერ­ხუ­ლია. მათ გა­რე­შე არ­აფ­ერი გა­მო­ვა.

 

„ჩემ თავს ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვხე­დავ, ვფიქ­რობ, ად­ამი­ანი ყო­ველ­თვის უნ­და ვი­თარ­დე­ბო­დეს და ახ­ალ გა­მოწ­ვე­ვებს უს­ახ­ავ­დეს სა­კუ­თარ თავს. მო­მა­ვალ­ში რას გა­ვა­კე­თებ და რო­გორ, ამ­აზე სა­უბ­არი არ მიყ­ვარს. ამ ეტ­აპ­ზე ჩე­მი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და გეგ­მე­ბიც თსუ-ს უკ­ავ­შირ­დე­ბა. რო­გორც იც­ით, ჩემ­პი­ონ­ატი უფ­რო და უფ­რო და­ძა­ბულ ფა­ზა­ში გა­და­დის, შე­სა­ბა­მი­სად, სრუ­ლად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ვარ გუნ­დზე“, — ამ­ბობს მი­ხე­ილი, რო­მელ­საც თსუ-სთან სა­კუ­თა­რი ის­ტო­რია აკ­ავ­ში­რებს. „კა­რი­ერა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გუნ­დში და­ვიწყე, თსუ-ში მო­ვი­გე ჩე­მი პირ­ვე­ლი ტი­ტუ­ლი დიდ გუნ­დებ­ში – სა­ქარ­თვე­ლოს თა­სი. თსუ-ში ვთა­მა­შობ­დი 2010-2011 წლე­ბის სე­ზონ­შიც და ამ კლუბ­თან მხო­ლოდ და­დე­ბი­თი ემ­ოცია მა­კავ­ში­რებს“, — აღ­ნიშ­ნავს მი­ხე­ილი, რო­მე­ლიც დი­დი კა­ლათ­ბურ­თის ორ­ბი­ტა­ზე კი­დევ მრა­ვალ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს.

თარიღი: 31/03/2022