საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უნდა განვახორციელოთ 26 მაისის იდეალები

26 მა­ისი სა­ქარ­თვვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის დღეა. ამ დღემ სა­უკ­უნ­ის წინ სა­ქარ­თვე­ლო გან­ვი­თა­რე­ბის ახ­ალ გზა­ზე გა­და­იყ­ვა­ნა და რომ არა საბ­ჭო­თა ოკ­უპ­აცია, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქვე­ყა­ნად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბო­და. სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ობ­ის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სის 70-წლი­ანი წყვე­ტა 1991 წლის 9 აპ­რილს დას­რულ­და — სა­ქარ­თვე­ლომ კვლავ აღ­იდ­გი­ნა და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა და უკ­ვე 30 წე­ლია, ვა­შე­ნებთ დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ებ­ას.

რის გა­კე­თე­ბა შევ­ძე­ლით და რას ვერ მი­ვაღ­წი­ეთ, რამ­დე­ნად შეს­რულ­და ის იდე­ალ­ები, რაც 26 მა­ის­ის და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აქ­ტშია მო­ცე­მუ­ლი, ამ სა­კითხებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მე­ცი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი, ის­ტო­რი­ის მე­ცი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი დი­მიტ­რი შვე­ლი­ძე:

 

„და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის 1028 დღი­დან“ თა­ნა­მედ­რო­ვე­ობ­ამ­დე

 

სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა 1918 წლის 26 მა­ისს გა­მოცხად­და, მაგ­რამ ეს თა­რი­ღი 1991 წლის 9 აპ­რილს გა­მოცხა­დე­ბუ­ლი და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის რე­ალ­ობ­ას­აც ეკ­უთ­ვნის.

 

1918 წლის 26 მა­ისი, ანუ სა­უკ­უნ­ის წინ მო­პო­ვე­ბუ­ლი და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა იყო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის 117–წლი­ანი ბრძო­ლის შე­დე­გი, რო­მე­ლიც და­იწყო ჯერ კი­დევ 1801 წელს, რო­დე­საც რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ სა­ქარ­თვე­ლო და­იპყრო.

 

ამ დაპ­რო­ბას რამ­დე­ნი­მე დი­დი აჯ­ან­ყე­ბა მოჰ­ყვა – 1804 წლის, 1812 წლის, 1819 წლის აჯ­ან­ყე­ბე­ბი, 1832 წლის შეთ­ქმუ­ლე­ბა და სხვა. თუმ­ცა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში მხო­ლოდ დი­დი აჯ­ან­ყე­ბე­ბი არ იგ­ულ­ის­ხმე­ბა, აქ აუც­ილ­ებ­ლად უნ­და ვახ­სე­ნოთ მშვი­დო­ბი­ანი პე­რი­ოდ­ები, რო­ცა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდე­ბო­და და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის იდე­ის გამ­ყა­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, 1860-იან წლებ­ში მო­ვი­და თა­ობა, რო­მელ­საც ჩვენ „თერ­გდა­ლე­ულ­ებს“ ვე­ძა­ხით. მა­თი მოძ­რა­ობა, მა­თი მშვი­დო­ბი­ანი ბრძო­ლა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ერ­ოვ­ნუ­ლი ცნო­ბი­ერ­ებ­ის აღ­დგე­ნი­სა და ამ­აღ­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო.

 

ამ „მშვი­დო­ბი­ან“ პე­რი­ოდს მოჰ­ყვა გა­ზე­თე­ბის და­არ­სე­ბა, ქარ­თველ­თა შო­რის წე­რა-კითხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის შექ­მნა, ბან­კის და­არ­სე­ბა... ეს პრო­ცე­სე­ბი, რაც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მე­თა­ურ­ობ­ით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­ბო­ლო­ოდ ერთ მი­ზანს ის­ახ­ავ­და – ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი ეტ­აპ­ის­თვის და ეს მარ­თლაც ასე მოხ­და. 60-იანი წლე­ბის თა­ობ­ის მემ­კვიდ­რე­ობ­აზე აღ­ზრდი­ლი შემ­დგო­მი თა­ობ­ები, 70-იან­ელ­ები, 80-იან­ელ­ები და 90-იან­ელ­ები გა­და­ვიდ­ნენ ბრძო­ლის პო­ლი­ტი­კურ ეტ­აპ­ზე. მე–19 სა­უკ­უნ­ის 90-იანი წლე­ბი­დან უკ­ვე იწყე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა. რას გუ­ლის­ხმობს ეს? ამ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და არა­ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია. მათ შო­რის პირ­ვე­ლი იყო „სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ული პარ­ტია“ და „სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ული მოძ­რა­ობა“, „სო­ცი­ალ–ფე­დერ­ლის­ტთა პარ­ტია“, „ერ­ოვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­ული პარ­ტია“ და სხვე­ბი, რაც იყო და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი და­საწყი­სი. შემ­დგომ ამ­ას მოყ­ვა 1905-07 წლე­ბის რე­ვო­ლუ­ცია, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობ­და ორ მო­მენ­ტს:

 

           1. ბრძო­ლას სო­ცი­ალ­ური თა­ნას­წო­რო­ბი­სათ­ვის;

           2. ბრძო­ლას ერ­ოვ­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის;

 

ეს უზ­არ­მა­ზა­რი მოძ­რა­ობა, რო­გორც ვი­ცით, და­მარ­ცხდა, თუმ­ცა ბრძო­ლა არ შეწყვე­ტი­ლა და სწო­რედ ამ ბრძო­ლის შე­დე­გი იყო უკ­ვე 1917 წლის თე­ბერ­ვლის რე­ვო­ლუ­ცია, რო­მელ­საც ბალ­ტი­ის­პი­რე­თის, პო­ლო­ნე­თის, სომ­ხე­თის, ფი­ნე­თის და სხვე ქვეყ­ნე­ბის მსგავ­სად სა­ქარ­თვე­ლოც შეუერთდა და რო­მელ­საც ძა­ლი­ან დი­დი გა­მარ­ჯვე­ბა მოჰ­ყვა – და­ემ­ხო რუ­სუ­ლი მო­ნარ­ქია, იმ­პე­რა­ტო­რი გა­დად­გა და რუ­სეთ­ში დამ­ყარ­და ე.წ. დე­მოკ­რა­ტი­ული რეს­პუბ­ლი­კა. ჩვენ­თან კი, ამი­ერ­კავ­კა­სი­აში, გა­უქ­მდა „მე­ფის­ნაც­ვლო­ბა“ და შედ­გა ე.წ. ამი­ერ­კავ­კა­სი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კო­მი­ტე­ტი. ამ წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში – 1917 წლის თე­ბერ­ვლი­დან 1918 წლის მა­ის­ამ­დე – თით­ქმის ყო­ველ­კვი­რე­ულ­ად იც­ვლე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც და რუ­სეთ­შიც.

 

სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იქ­მნა ერ­ოვ­ნუ­ლი საბ­ჭო, რომ­ლის თავ­მჯდო­მა­რეც გახ­ლდათ ნოე ჟორ­და­ნია. ეს ყვე­ლა­ფე­რი ცა­რი­ელ ად­გილ­ზე არ შექ­მნი­ლა. ერ­ოვ­ნუ­ლი საბ­ჭოს სხდო­მე­ბი ყო­ველ ორ კვი­რა­ში ერ­თხელ იმ­არ­თე­ბო­და და ეს იყო ერ­ოვ­ნუ­ლი მოძ­რა­ობ­ის მა­კო­ორ­დი­ნი­რე­ბე­ლი, ხელ­მძღვა­ნე­ლი ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნა ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, ეტ­აპ­ობ­რი­ვად მიჰ­ყავ­და და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბი­სა­კენ, რაც 1918 წლის 26 მა­ისს დას­რულ­და კი­დეც გა­მარ­ჯვე­ბით. ამ­დე­ნად, ეს თა­რი­ღი არ არ­ის ცი­დან ჩა­მო­ვარ­დნი­ლი სა­ჩუ­ქა­რი, ეს იყო დღე, რო­მელ­მაც და­აგ­ვირ­გვი­ნა თა­ობ­ებ­ის ბრძო­ლა.

 

და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის ეს სამ­წლი­ანი პე­რი­ოდი არა­ერ­თმა მეც­ნი­ერ­მა შე­ის­წავ­ლა. მათ შო­რის, მე და ჩემ­მა სტუ­დენ­ტებ­მაც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დახ­მა­რე­ბით ცო­ტა ხნის წინ გა­მო­ვე­ცით წიგ­ნი „და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის 1028 დღე“, რო­მელ­შიც შე­ვი­და უნ­იკ­ალ­ური მა­სა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სტუ­დენ­ტებ­მა შე­აგ­რო­ვეს.

 

სო­ცი­ალ­ური წო­ნას­წო­რო­ბა და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის და­კარ­გვის ფა­სად

 

სამ­წუ­ხა­როდ, პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კა და­ეცა. დამ­პყრობ­ლის როლ­ში რუ­სე­თის მო­ნარ­ქი­ის, სპარ­სე­თის, მონ­ღო­ლე­ბის, ოს­მა­ლე­ბის თუ რო­მა­ელ­ებ­ის შემ­დეგ, ამ­ჯე­რად საბ­ჭო­თა რუ­სე­თი მოგ­ვევ­ლი­ნა. ეს დაპყრო­ბა, საბ­ჭო­თა ბა­ტო­ნო­ბის 70-წლი­ანი პე­რი­ოდი ცო­ტა გან­სხვავ­დე­ბო­და ად­რინ­დე­ლი დაპყრო­ბე­ბის­გან, რად­გან დამ­პყრო­ბე­ლიც ცო­ტა სხვა­ნა­ირი იყო, ტრა­დი­ცი­ულს არ გავ­და.

 

რა იგ­ულ­ის­ხმე­ბა ამ­აში?

 

ამ­აში იგ­ულ­ის­ხმე­ბა ის, რომ მარ­თა­ლია ეს რე­ჟი­მი სის­ხლი­ანი, ტე­რო­რის­ტუ­ლი და ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი იყო, მაგ­რამ მან შექ­მნა სო­ცი­ალ­ური წო­ნას­წო­რო­ბის ქვე­ყა­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს იგ­რძნო­ბო­და ომ­ის შემ­დგომ ხა­ნა­ში. ეს ქვე­ყა­ნა, ეს რე­ალ­ობა და სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც შე­დი­ოდა ამ რე­ალ­ობ­აში, იყო სო­ცი­ალ­ური წო­ნას­წო­რო­ბის მქო­ნე ქვე­ყა­ნა, რად­გან, სო­ცი­ალ­ური კლა­სე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­თა­ნას­წო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. სა­ზო­გა­დო­ებ­ამ და­კარ­გა ექ­სპლუ­ატ­ატ­ორ­ული ხა­სი­ათი.

 

შე­საძ­ლოა ამ წი­ნა­და­დე­ბას მო­წი­ნაღ­მდე­გეც აღ­მო­აჩ­ნდეს, მაგ­რამ მე ამ პო­ზი­ცი­აზე ვდგა­ვარ და ვი­ზი­არ­ებ. 

 

თუმ­ცა, სო­ცი­ალ­ური წო­ნას­წო­რო­ბის სა­მა­გი­ერ­ოდ ჩვენ გა­და­ვი­ხა­დეთ ფა­სი და დავ­კარ­გეთ ერ­ოვ­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

 

უნ­და გან­ვა­ხორ­ცი­ელ­ოთ 26 მა­ის­ის იდე­ალ­ები

 

რა მოხ­და 1991 წელს? ამ წელს (9 აპ­რილს) ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ გა­მო­აცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა და ჩვენ მი­ვი­ღეთ ერ­ოვ­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ამ­ას რე­ფორ­მე­ბი მოჰ­ყვა, და­იწყო ე.წ. დე­მოკ­რა­ტი­ული პე­რი­ოდი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობ­და კა­პი­ტა­ლის­ტუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­ის რეს­ტავ­რა­ცი­ას და ის­ევ გაჩ­ნდა სო­ცი­ალ­ური უთ­ან­ას­წო­რო­ბის პე­რი­ოდი.

 

რა იგ­ულ­ის­ხმე­ბა ამ­აში?

 

ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი რამ. ბო­ლო 30-წლე­ული არ­ის სო­ცი­ალ­ური უთ­ან­ას­წო­რო­ბის, სო­ცი­ალ­ური არ­აწ­ონ­ას­წო­რო­ბის პე­რი­ოდი. ჩვენ გვყავს მდიდ­რე­ბი, ჩვენ გვყავს ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, გვყავს პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­იტა და გვყავს სო­ცი­ალ­ურ­ად უქ­ონ­ელი, ან ნაკ­ლე­ბად მქო­ნე­ბე­ლი ხალ­ხი. ამ­აზე ვინც თვალს ხუ­ჭავს, ან ბრმა არ­ის, ან რა­ღა­ცას ემ­სა­ხუ­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ას­ეთი სუ­რა­თი მი­ვი­ღეთ. ანუ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტია სრულ­ყო­ფი­ლად არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ასე რომ იყ­ოს, ჩვენ ვიქ­ნე­ბო­დით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ული სა­ხელ­მწი­ფო და ყვე­ლა­ნი ვიქ­ნე­ბო­დით თა­ნას­წო­რე­ბი, მათ შო­რის, ჩვე­ნი ეკ­ონ­ომ­იკ­ური მდგო­მა­რე­ობ­ით­აც. ამ­ას ვსა­უბ­რობ ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით.

 

იყო ამ 30 წლის მან­ძილ­ზე და არ­ის დღეს თა­ნას­წო­რი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ება? მე არ მი­მაჩ­ნია, რომ ეს თა­ნას­წო­რი სა­ზო­გა­დო­ებაა. ამ­იტ­ომ, პირ­ვე­ლი, რაც ახ­ლა უნ­და გა­ვა­კე­თოთ, ისაა, რომ და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა გა­ვამ­ყა­როთ თა­ნას­წორ­თა დე­მოკ­რა­ტი­ული სა­ზო­გა­დო­ებ­ის შექ­მნით. ეს ჩვე­ნი ბრძო­ლის მი­ზა­ნია და ამ ბრძო­ლა­ში ჩარ­თუ­ლი უნ­და იყ­ოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც, სო­ცი­ალ­ური ჯგუ­ფე­ბიც და ყვე­ლა, ვი­საც და რა­საც ეწ­ოდ­ება ქარ­თვე­ლი ერი, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ობა.

 

და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა უზ­არ­მა­ზა­რი მო­ნა­პო­ვა­რია, მაგ­რამ ჩვენ უნ­და გან­ვა­ხორ­ცი­ელ­ოთ 26 მა­ის­ის იდე­ალ­ები, რაც ნიშ­ნავს კე­თილ­დღე­ობ­აში მყოფ, სო­ცი­ალ­ურ­ად, ეკ­ონ­ომ­იკ­ურ­ად და პო­ლი­ტი­კუ­რად გან­ვი­თა­რე­ბულ ხალ­ხს.

 

მაია ტო­რა­ძე

თარიღი: 25/05/2021