საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრენინგი - „კოვიდ-19 და მისი მართვა“

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

პრო­ექ­ტის — „პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის გაძ­ლი­ერ­ებ­ის ხელ­შეწყო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში“ — ტრე­ნე­რებ­მა თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ტრე­ნინ­გი — „კო­ვიდ-19 და მი­სი მარ­თვა“ ჩა­ატ­არ­ეს. ტრე­ნინ­გი რამ­დე­ნი­მე თე­მა­ტურ მი­მარ­თუ­ლე­ბას მო­იც­ავ­და: COVID-19 — ზო­გა­დი ინ­ფორ­მა­ცია, ვი­რუ­სის ზე­მოქ­მე­დე­ბა ორ­გა­ნიზ­მზე, სიმ­პტო­მე­ბი, დი­აგ­ნოს­ტი­კა, კა­რან­ტი­ნი და იზ­ოლ­აცია; COVID-19-ის მარ­თვა პირ­ვე­ლად ჯან­დაც­ვა­ში — PCR ტეს­ტის შე­დე­გე­ბის ინ­ტერ­პრე­ტა­ცია, დის­ტან­ცი­ური ტრი­აჟი, მეთ­ვალ­ყუ­რე­ობა, მსუ­ბუ­ქი შემ­თხვე­ვე­ბის ბი­ნა­ზე მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ები; პრე­ვენ­ცია და ვაქ­ცი­ნა­ცია და უკ­ან­ას­კნე­ლი ცნო­ბე­ბი ვი­რუ­სის შე­სა­ხებ. ტრე­ნინ­გს სა­ქარ­თვე­ლოს ოკ­უპ­ირ­ებ­ული ტე­რი­ტო­რი­ებ­იდ­ან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ალ­ური დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ტრე­ნე­რე­ბი — ნა­ტო შენ­გე­ლია და მა­რი­ნა ში­ხაშ­ვი­ლი უძ­ღვე­ბოდ­ნენ.

 

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, COVID-19-ით გა­მოწ­ვე­ული პან­დე­მია ჯერ კი­დევ მძვინ­ვა­რებს მსოფ­ლი­ოში და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნაც გა­ნაგ­რძობს მას­თან ბრძო­ლას, ამ­იტ­ომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს ჰქონ­დეთ უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცია ვი­რუს­თან და­კავ­ში­რე­ბით და მი­იღ­ონ ის კვა­ლი­ფი­ცი­ური პი­რე­ბის­გან. ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ურ­თუ­ლე­სი პი­რო­ბე­ბის დროს, ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს აქ­ტი­ურ­ად ჰქონ­დათ შე­ხე­ბა კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­თან და ბევ­რი მათ­გა­ნი დღე­საც გა­ნაგ­რძობს კო­ვიდ­კლი­ნი­კებ­ში მუ­შა­ობ­ას. შე­სა­ბა­მი­სად, მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის უპ­ირ­ვე­ლეს მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და მათ­თვის აქ­ტუ­ალ­ურ სა­კითხებ­ზე უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცია მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა.

 

ჩემ­თვის, რო­გორც თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის თავ­მჯდო­მა­რი­სათ­ვის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ტრე­ნინ­გთან და­კავ­ში­რე­ბით მო­ნა­წი­ლე­თა მო­საზ­რე­ბა მო­მეს­მი­ნა და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ მას საკ­მა­ოდ და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­ურ­ება მოჰ­ყვა. სტუ­დენ­ტე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ და­იმ­სა­ხუ­რა, რო­მე­ლიც, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ალ­ური თე­მაა დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში“, — აღ­ნიშ­ნა ანი ჩარ­თო­ლან­მა.

 

ტრე­ნინ­გში მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სა­ბა­კა­ლავ­რო სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. სწავ­ლე­ბა ონ­ლა­ინ, ზუმ-ფორ­მატ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

 

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და და თსუ-ის სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის შე­დე­გად და­ფი­ნან­სდა. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი COVID-19-თან და­კავ­ში­რე­ბით ახ­ალი და სან­დო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას სტუ­დენ­ტე­ბის­თვის პერ­მა­ნენ­ტუ­ლად გეგ­მა­ვენ.

 

„მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი ერთ-ერთ მთა­ვარ დამ­ხმა­რე ბა­ზას წარ­მო­ად­გე­ნენ პან­დე­მი­ის გამ­წვა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ, და­ვეხ­მა­როთ მათ ვი­რუს­თან და­კავ­ში­რე­ბით უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა­ში“, — აღ­ნიშ­ნა ანი ჩარ­თო­ლან­მა.

თარიღი: 23/06/2021