საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრადიციული სხდომა უნივერსიტეტში — „ბერიტაშვილის კითხვანი“

მიმ­დი­ნა­რე წელს 135 წე­ლი შე­უს­რულ­და თბი­ლი­სის სახ­ლმწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთ და­მა­არ­სე­ბელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ფი­ზი­ოლ­ოგი­ის სა­მეც­ნი­ერო სკო­ლის ფუ­ძემ­დე­ბელს ივ­ანე ბე­რი­ტაშ­ვილს. ამ თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით, 10 იან­ვარს, ივ­ანე ბე­რი­ტაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ზი­ოლ­ოგ­თა სა­ზო­გა­დო­ებ­ის ინ­იცი­ატ­ივ­ით გა­იმ­არ­თა ტრა­დი­ცი­ული სხდო­მა — „ბე­რი­ტაშ­ვი­ლის კითხვა­ნი“, რო­მელ­საც ამ­ავე სა­ზო­გა­დო­ებ­ის პრე­ზი­დენ­ტი და ივ­ანე ბე­რი­ტაშ­ვი­ლის მო­წა­ფე გუ­რამ ბე­ქაია უძ­ღვე­ბო­და. 
„წარ­მო­უდ­გენ­ლად დი­დი რა­ოდ­ენ­ობ­ის შრო­მე­ბის ავ­ტო­რი გახ­ლდათ ბა­ტო­ნი ივ­ანე. მას არ­ას­ოდ­ეს გა­მო­უყ­ენ­ებია ავ­ტო­რი­ტე­ტი და სხვა­თა ნაშ­რო­მის გვერ­დით არ მი­უწ­ერია სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი და გვა­რი, მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ ნაშ­რო­მებს აწ­ერ­და ხელს. იგი გახ­ლავთ ავ­ტო­რი ფუნ­და­მენ­ტუ­რი შრო­მე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ენ­აზე გა­მო­იც­ემა. მათ შო­რის ერთ-ერ­თი წიგ­ნი ნა­თარ­გმნია ჩი­ნურ ენ­აზ­ეც. მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან აგ­ერ უკ­ვე 46 წე­ლი გა­ვი­და, ბე­რი­ტაშ­ვი­ლის იდე­ები კი დღე­საც ცოცხლობს და მათ მსოფ­ლი­ოს ბევრ ფი­ზი­ოლ­ოგი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­აში ავ­ით­არ­ებ­ენ ახ­ალი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით. მან უდ­იდ­ესი წვლი­ლი შე­იტ­ანა ფი­ზი­ოლ­ოგი­ური მეც­ნი­ერ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, შექ­მნა მთე­ლი სკო­ლა და და­ტო­ვა მო­წა­ფე­ები, რომ­ლებ­მაც მის მემ­კვიდ­რე­ობ­ას კი­დევ უფ­რო მე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა შეს­ძი­ნეს“, — აღ­ნიშ­ნა მის­მა მო­წა­ფემ გუ­რამ ბე­ქაიამ. 
ღო­ნის­ძი­ებ­აზე შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ებ­ას მი­მარ­თა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ, რო­მელ­მაც გა­ნაცხა­და, რომ მსგავ­სი სა­მეც­ნი­ერო ფო­რუ­მე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვი გზაა სა­ქარ­თვე­ლო­ში მეც­ნი­ერ­ებ­ის ფუ­ძემ­დე­ბელ­თა მემ­კვიდ­რე­ობ­ის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად. „ფი­ზი­ოლ­ოგ­თა სა­ზო­გა­დო­ებ­ას­თან თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მა­ტი აქ­ვს. უკ­ვე მე­რამ­დე­ნე წე­ლი­წა­დია, აქ იმ­არ­თე­ბა „ბე­რი­ტაშ­ვი­ლის კითხვა­ნი“. ჩვენ უნ­და და­ვა­ფა­სოთ დი­დი წი­ნაპ­რე­ბი, ის მეც­ნი­ერ­ები, რომ­ლებ­მაც შექ­მნეს მთე­ლი ეპ­ოქა ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე. მო­მა­ვა­ლი დგას ინ­ტე­ლექ­ტზე და მეც­ნი­ერ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. თუ იდე­ის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აში სე­რი­ოზ­ული შრო­მა და მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რი არაა ჩა­დე­ბუ­ლი და მას მეც­ნი­ერ­ული სა­ძირ­კვე­ლი არ ამ­აგ­რებს, ისე, თა­ვის­თა­ვად, არ­ანა­ირი სას­წა­ული არ მოხ­დე­ბა. ასე მო­ფიქ­რა­ლი ად­ამი­ანი იყო ივ­ანე ბე­რი­ტაშ­ვი­ლი. თუ რა­მეა სა­ერ­თა­შო­რი­სო, ესაა მეც­ნი­ერ­ება და, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი დო­ნე, რო­მე­ლიც მი­იღ­წე­ვა ხოლ­მე ამ კუთხით, სწო­რედ ამ სკო­ლებ­ზე დგას. მი­ხა­რია, რომ აუდ­იტ­ორი­აში ახ­ალ­გაზ­რდებს ვხე­დავ, რომ­ლებ­მაც უნ­და გა­აგ­რძე­ლონ ეს ტრა­დი­ცი­ები, რა­საც ჩვენ­მა დიდ­მა წი­ნაპ­რებ­მა ჩა­უყ­არ­ეს სა­ფუძ­ვე­ლი“, — აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ. 
ღო­ნის­ძი­ებ­აზე, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, გურ­ჯა­ან­ის მე­რი არ­ჩილ ყან­დაშ­ვი­ლი და ივ­ანე ბე­რი­ტაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი და­ვით ბე­რი­ტაშ­ვი­ლი ეს­წრე­ბოდ­ნენ, გუ­რამ ბე­ქაიამ გა­ახ­მი­ანა ინ­იცი­ატ­ივა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, გამ­სვლე­ლი სე­სია მო­ეწყო­ბა ვე­ჯინ­ში, სა­დაც პა­ტი­ვი მი­ეგ­ება ივ­ანე ბე­რი­ტაშ­ვი­ლის ხსოვ­ნას.

თარიღი: 26/02/2020