საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტექნოლოგიების გადაცემის დღე - გარემო, წარმატების ისტორიები, მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები

ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ZOOM-ის პლატ­ფორ­მის დახ­მა­რე­ბით ჩა­ტარ­და შეხ­ვედ­რა „ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გა­და­ცე­მის დღე — გა­რე­მო, წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­ები, მე­თო­დო­ლო­გია და ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი". აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ება წარ­მო­ად­გენს ნა­წილს „Experts.ai for Georgia“ პრო­ექ­ტი­სა, რო­მელ­საც გა­ერ­ოს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა (UNDP) ჩე­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით ახ­ორ­ცი­ელ­ებს.

 

შეხ­ვედ­რა შედ­გე­ბო­და ორი სე­სი­ის­გან. პირ­ველ ნა­წილ­ში, ქარ­თუ­ლი ეკ­ოს­ის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, გა­ნი­ხი­ლეს ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გა­და­ცე­მის, კო­მერ­ცი­ალ­იზ­აცი­ის სა­კითხე­ბი­სა და ინ­ოვ­აცი­ებ­ის პო­ტენ­ცი­ალი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს უკ­ან­ას­კნე­ლი კი ამ ღო­ნის­ძი­ებ­ის მთა­ვარ მი­ზანს წარ­მო­ად­გენს. შეხ­ვედ­რის ფარ­გლებ­ში პა­სუ­ხი გა­ეცა ის­ეთ კითხვებს, რო­გო­რი­ცაა: რო­გორ გა­ვი­ტა­ნოთ კვლე­ვის იდეა ბა­ზარ­ზე? ინ­ოვ­აცი­ის რო­მე­ლი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში? რო­გო­რია წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­ები და ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბი?

 

ჩეხ­მა პარ­ტნი­ორ­ებ­მა დამ­სწრე­ებს, ას­ევე, გა­უზი­არ­ეს მე­თო­დო­ლო­გია, თუ რო­გორ უნ­და მოხ­დეს კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბა კო­მერ­ცი­ალ­იზ­აცი­ის პრო­ცე­სის დაწყე­ბის­თვის. შეხ­ვედ­რა შე­სა­ვა­ლი სიტყვით გახ­სნა ინ­ოვ­აცი­ებ­ის სპე­ცი­ალ­ის­ტმა, UNDP-ის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ხა­თუ­ნა სან­დროშ­ვილ­მა. მან აღ­ნიშ­ნა, რომ მთა­ვა­რი თე­მაა მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის, ად­ამი­ან­ებ­ის ჩარ­თუ­ლო­ბა, რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის­თვის სერ­ვი­სე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მი­ღე­ბის ფორ­მე­ბის ძებ­ნა. მი­სი თქმით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­აგ­ენ­ტოს­თან 2013 წლი­დან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ: „2014 წელს ჩა­მო­ყა­ლიბ­და ინ­ოვ­აცი­ებ­ის ცენ­ტრი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუ რო­გორ შევ­ქმნათ ის­ეთი პი­რო­ბე­ბი, სა­დაც არა მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი სა­მი­ნის­ტროს ან სა­ჯა­რო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან, არ­ამ­ედ აკ­ად­ემი­ური და კერ­ძო სექ­ტო­რიც, პირ­ველ რიგ­ში კი, ის ად­ამი­ან­ები, ვის­თვი­საც გან­კუთ­ვნი­ლია სერ­ვი­სი. ეს ად­ამი­ან­ები უნ­და იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი არა მხო­ლოდ რო­გორც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, არ­ამ­ედ რო­გორც სერ­ვი­სის შემ­ქმნე­ლე­ბი. ის­ინი, ასე ვთქვათ, ხდე­ბი­ან და არი­ან პრო­ცე­სის ნა­წი­ლე­ბი. ალ­ბათ გსმე­ნი­ათ 112-ში ყრუ და სმე­ნა­დაქ­ვე­ით­ებ­ული მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის­თვის სპე­ცი­ალ­ური შე­საძ­ლებ­ლო­ბის სერ­ვი­სის შექ­მნის შე­სა­ხებ, რაც სკა­იპ­ით და­კავ­ში­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. ეს იყო პირ­ვე­ლი ინ­ოვ­აცი­ური მა­გა­ლი­თი იმ­ისა, თუ რო­გორ შევ­ძე­ლით ას­ეთი შე­საძ­ლებ­ლო­ბის შექ­მნა მათ­თან ერ­თად. ამ პრო­დუქ­ტმა 82 ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­იმ­სა­ხუ­რა ინ­ოვ­აცი­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით“, — თქვა მან.

 

მან, ას­ევე, აღ­ნიშ­ნა, რომ ას­ეთი სივ­რცის შექ­მნის ინ­იცი­ატ­ივა წა­მო­ვი­და თვი­თონ სა­აგ­ენ­ტოს­გან და ხა­ზი გა­უს­ვა ამ ტი­პის ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ისა და კო­ლა­ბო­რა­ცი­ებ­ის მნიშ­ვნე­ლო­ბას. ინ­ოვ­აცი­ებ­ის სპე­ცი­ალ­ის­ტმა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ყო ის ფაქ­ტი, რომ მი­უხ­ედ­ავ­ად ას­ეთი პო­ზი­ტი­ური სვლე­ბი­სა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნა­თე­ლია, რომ სა­თა­ნა­დო კვლე­ვე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის გა­რე­შე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ანი სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­უძ­ლე­ბე­ლია. მი­სი თქმით, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა ის, თუ რამ­დე­ნად და­ეხ­მა­რე­ბა ჩე­ხი პარ­ტნი­ორ­ებ­ის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პლატ­ფორ­მა იმ­აში, რომ აქ­ტი­ურ­ად ჩარ­თონ აკ­ად­ემი­ური მიღ­წე­ვე­ბი არა მხო­ლოდ სა­ჯა­რო სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, არ­ამ­ედ კერ­ძო სექ­ტორ­შიც მოხ­დეს მა­თი ეფ­ექ­ტუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია.

 

„რო­დე­საც ამ თე­მა­ტი­კა­ზე სტუ­დენ­ტებს გა­ვე­სა­უბ­რე, მათ მი­პა­სუ­ხეს, რომ ინ­ოვ­აცი­ებ­ის და­ნერ­გვა გარ­კვე­ული პატ­რი­ოტ­იზ­მიაო. ეს შე­ფა­სე­ბა მა­თი მხრი­დან ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო, თუმ­ცა მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ, რა­საც ჩვენ ერ­თად გა­ვა­კე­თებთ, სხვა ვერ გა­აკ­ეთ­ებს“, — და­ამ­ატა ხა­თუ­ნა სან­დროშ­ვილ­მა.

 

მო­ნა­წი­ლე­ებს მი­ეს­ალ­მა UNICO.ai-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ვო­იტ­ეჩ ნო­სე­კი. მი­სი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო ქვე­ყა­ნას წარ­მო­ად­გენს მათ­თვის და ის­ინი ეც­დე­ბი­ან — ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უზი­არ­ონ პარ­ტნი­ორ­ებს. „მინ­და, ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს. ვე­ლი, რომ ჩა­მო­ვალთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ონ­ლა­ინ-რე­ჟიმ­შიც ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ერი შეხ­ვედ­რა გვექ­ნე­ბა. ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო გა­ერ­ოს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მას (UNDP), რად­გან დაგ­ვეხ­მა­რა ამ რე­გი­ონ­ში შე­მოს­ვლის პრო­ცეს­ში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო და სომ­ხე­თი ნამ­დვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო ქვეყ­ნებს წარ­მო­ად­გე­ნენ. ჩვენ ვხე­დავთ დიდ ნაპ­რალს, თუ რა კეთ­დე­ბა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­სა და სა­მეც­ნი­ერო წრე­ებ­ში და რო­გორ იყ­ენ­ებ­ენ ამ­ას ჩვე­ულ­ებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე­ები. ამ­იტ­ომ, ვეც­დე­ბი, რომ ჩვე­ნი ეს გა­მოც­დი­ლე­ბა გად­მოგ­ცეთ და გა­გი­ზი­არ­ოთ ცოდ­ნა, რო­მე­ლიც გა­მო­გად­გე­ბათ პრაქ­ტი­კა­ში. დღე­ის­ათ­ვის ჩვენ ბევ­რს ვი­სა­უბ­რებთ იმ­ის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­ნა­ცე­მე­ბის დახ­მა­რე­ბით უფ­რო მარ­ტი­ვად და შე­დე­გი­ან­ად აით­ვი­სოთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ური პო­ტენ­ცი­ალი“, — თქვა მან.

 

შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბო­და და მოხ­სნე­ბით გა­მო­ვი­და თსუ-ის რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ნი­ნო ოკ­რი­ბე­ლაშ­ვი­ლი. მი­სი თქმით, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ამ პრო­ექ­ტში ას­ეთი მონ­დო­მე­ბით ჩარ­თუ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ­ით, რომ ეს ხელს შე­უწყობს რე­გი­ონ­ში ბიზ­ნეს-კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას. სწო­რედ ამ­იტ­ომაა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თსუ-ის ჩარ­თუ­ლო­ბა საწყი­სი სტა­დი­იდ­ან­ვე. „2020 წლის დე­კემ­ბერ­ში პირ­ვე­ლად და­ვიწყეთ ამ თე­მა­ზე სა­უბ­არი და ჩვენ­თვის ეს იყო მიზ­ნობ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბა, ვი­ნა­იდ­ან ის პირ­და­პირ ებ­მის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­სა­მე მი­სი­ის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ას. მე­სა­მე მი­სია გუ­ლის­ხმობს, აღ­მას­რუ­ლებ­ლებ­თან და დამ­საქ­მებ­ლებ­თან მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჩარ­თუ­ლო­ბას სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან და რე­გი­ონ­ული გან­ვი­თა­რე­ბის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბელ აქ­ტი­ვო­ბებ­ში. სწო­რედ ამ­იტ­ომ, რო­დე­საც პრო­ექ­ტის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი არ­ის ქარ­თულ და სომ­ხურ მცი­რე და სა­შუ­ალო ბიზ­ნეს­ში კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პრაქ­ტი­კის და­ნერ­გვა, ეს პირ­და­პირ კავ­შირ­შია უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­სა­მე მი­სი­ას­თან“, — თქვა ნი­ნო ოკ­რი­ბე­ლაშ­ვილ­მა. რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის თქმით, 103 წლის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის­თვის ეს აქ­ტი­ვო­ბა იმ­ითაა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გა­და­ცე­მა ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად გუ­ლის­ხმობს შე­დეგს: „თუნ­დაც ჩვენ­მა სა­უკ­ეთ­ესო მკვლე­ვარ­მა კარ­გი სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნოს, თუ მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა მა­ტე­რი­ალ­ურ პრო­დუქ­ტში არ მოხ­და და სა­ბო­ლოო მომ­ხმა­რე­ბელს არ მი­ეწ­ოდა, ეს იქ­ნე­ბა იდე­ად დარ­ჩე­ნი­ლი კვლე­ვა. ამ­იტ­ომ, რო­ცა ჩვენ ეკ­ონ­ომ­იკ­ურ­ად ძლი­ერი ქვეყ­ნე­ბი­დან ვი­ღებთ გარ­კვე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას, ეს გა­დის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზეც“, – დას­ძი­ნა მან.

 

შეხ­ვედ­რა­ზე, ას­ევე, ისა­უბ­რეს ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გა­და­ცე­მი­სა და ინ­ოვ­აცი­ებ­ის ექ­სპერ­ტმა და­ვით ჩე­ჩე­ლაშ­ვილ­მა, BioChimPharm-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და გე­ნე­რა­ლურ­მა მე­ნე­ჯერ­მა რა­ტი ღო­ლი­ჯაშ­ვილ­მა, მსოფ­ლიო ბან­კის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გა­და­ცე­მის სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტის კონ­სულ­ტან­ტმა, სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ოვ­აცი­ებ­ისა და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის სა­აგ­ენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ლე­ვან ჯი­ოშ­ვილ­მა.

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თი­თოეული მოხ­სე­ნე­ბის შემ­დეგ და­ის­მო­და კითხვე­ბი, რა­მაც შეხ­ვედ­რა მე­ტად პრო­დუქ­ტი­ული, პრაქ­ტი­კუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­და. შეხ­ვედ­რა­ზე იმ­სჯე­ლეს იმ­ის თა­ობ­აზე, თუ რო­გორ გა­მო­იყ­ურ­ება ხელ­საყ­რე­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­ური და კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მო და რა შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბი.

 

მე­ორე სე­სი­ის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და მოკ­ლე ვორ­ქშო­პი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც Experts.ai პლატ­ფორ­მის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი, ტექ­ნი­კუ­რი და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის და­ნერ­გვის დი­რექ­ტო­რებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს პლატ­ფორ­მა­ზე ატ­ვირ­თუ­ლი ქარ­თუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი (პრო­ექ­ტე­ბი, პუბ­ლი­კა­ცი­ები). შეხ­ვედ­რის ფარ­გლებ­ში, ას­ევე, გა­ნი­ხი­ლეს ინ­ოვ­აცი­ური კვლე­ვი­თი იდე­ის ბიზ­ნეს სექ­ტორ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა. UNICO.ai–ს ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის და­ნერ­გვის დი­რექ­ტორ­მა იური ნავ­რა­ტილ­მა ისა­უბ­რა და პა­სუ­ხი გას­ცა ის­ეთ კითხვებს, რო­გო­რი­ცაა: იც­ნობთ თქვე­ნი ტექ­ნო­ლო­გი­ის პო­ტენ­ცი­ურ ბა­ზარს? რო­გორ უნ­და შე­ამ­ჩნი­ონ კომ­პა­ნი­ებ­მა თქვე­ნი ტექ­ნო­ლო­გია სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვებს შო­რის? მან ასე გააანალიზა შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი­სა და შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უმ­ებ­ის წარ­დგე­ნის გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­და­ცე­მის­თვის; ხო­ლო, და­სას­რულ, გა­მო­ყო კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი იმ­ის­თვის, რომ იდეა წარ­მა­ტე­ბულ ბიზ­ნე­სად იქ­ცეს. ღო­ნის­ძი­ებ­ის ბო­ლოს და­ის­ახა სა­მო­მავ­ლო მიზ­ნე­ბი და შე­მუ­შავ­და გა­ზი­არ­ებ­ული ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბის გზე­ბი.

 

მო­ამ­ზა­დეს მაია ტო­რა­ძემ

ლი­ანა მარ­ქა­რი­ან­მა

თარიღი: 09/03/2021