საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტერენტი გრანელი მისთვის ყველაზე მთავარი პოეტია

თორ­ნი­კე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი სტუ­დენ­ტია. ის თსუ–ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს, ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რის ლა­ბი­რინ­თებ­ში მოგ­ზა­ურ­ობს და დრო­დად­რო სა­კუ­თა­რი აზ­რე­ბის ფურ­ცელ­ზე გა­და­ტა­ნა­საც ცდი­ლობს. წე­რა ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის სიყ­ვა­რულ­მა და­აწყე­ბი­ნა. მი­სი პო­ეზი­ის გაც­ნო­ბის შემ­დეგ ყვე­ლა პო­ეტ­ურ კრე­ბულ­ში ეძ­ებ­და მას­თან მსგავ­სე­ბას და გან­სხვა­ვე­ბას, თუმ­ცა უშ­ედ­ეგ­ოდ – უამ­რავ საყ­ვა­რელ მწე­რალ­სა და პო­ეტს შო­რის ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი მის­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი პო­ეტია. ფრა­ზე­ბის, ტა­ეპ­ებ­ის, რით­მე­ბის ძებ­ნა­ში თა­ვის­თა­ვად მო­ვი­და წე­რის ჟი­ნი. თა­ვი­დან წერ­და და ხევ­და... ფიქ­რობ­და, რომ მათ არ­ანა­ირი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნდათ, მაგ­რამ მე­რე მიხ­ვდა – ეს მი­სი ხელ­წე­რაა, მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა და თა­მა­მად და­იწყო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის ფურ­ცელ­ზე გა­და­ტა­ნა. წე­რის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­რე­მო არ სჭირ­დე­ბა. ამ­ბობს, რომ „შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერი რამ გახ­დეს შთა­გო­ნე­ბის წყა­რო — დაჭ­მუჭ­ნუ­ლი სი­გა­რე­ტის კო­ლო­ფი, მო­ლე­კუ­ლე­ბად დაშ­ლი­ლი თამ­ბა­ქოს კვამ­ლი, მტვრი­ანი მა­გი­და...“ ან­აც, შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნან­დე­ლი სუ­რა­თის გახ­სე­ნე­ბა. ამ დროს იღ­ებს კა­ლამს და, რო­გორც მხატ­ვა­რი, ცდი­ლობს ის სუ­რა­თი ისე გა­და­იტ­ან­ოს ფურ­ცელ­ზე (ცო­ტა­ოდ­ენი გრძნო­ბის და­მა­ტე­ბი­თა და პო­ეტ­ური წარ­მო­სახ­ვით), რომ მკითხვე­ლი მიხ­ვდეს — რას გა­ნიც­დის. თა­ვი­სუფ­ლე­ბა უყ­ვარს. მის­თვის ეს შეგ­რძნე­ბა ფრან­სუ­აზ სა­გან­თან ას­ოც­ირ­დე­ბა: სი­გა­რე­ტი, ვის­კი, ღა­მის ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბა და მა­სა­ვით პა­ტა­რა ას­აკ­ში პო­პუ­ლა­რო­ბა წიგ­ნის გა­მო­ცე­მის შემ­დგომ... თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით­ვე ამ­არ­თლებს იმ­ას, რომ უყ­ვარს მოგ­ზა­ურ­ობა, ხე­ტი­ალი, ფო­ტოგ­რა­ფია ძვე­ლი შავ-თეთ­რი ფი­რე­ბი... მუ­სი­კა ნაკ­ლე­ბად აძ­ლევს სტი­მულს, უფ­რო ბუ­ნე­ბას­თან შე­ხე­ბა უყ­ვარს და მის­გან იღ­ებს იმ ემ­ოცი­ას, რა­საც შემ­დეგ სა­კუ­თარ ლექ­სებ­სა თუ წე­რი­ლებ­ში გად­მოს­ცემს. თორ­ნი­კე ჯერ სტუ­დენ­ტია – ეძ­ებს სა­კუ­თარ თავს და ად­გილს. გა­ვა წლე­ბი, ცხოვ­რე­ბა თა­ვი­სი გზით წა­ვა. დრო კი აჩ­ვე­ნებს, რამ­დენდ ახ­ლოს მო­ვა მი­სი ნა­აზ­რე­ვი ად­ამი­ან­ებ­ის გუ­ლებ­თან.

 

გან­ვლი­ლი გზა

(თორ­ნი­კე ღვი­ნი­აშ­ვი­ლის ესე)

 

პირ­ველ ყოვ­ლი­სა, სა­ნამ იმ­ის თხრო­ბას და­ვიწყებ, თუ რა გზე­ბი გა­ვი­არე იმ­ის­ათ­ვის, რომ ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი იოტ­ის­ოდ­ენ­ად მა­ინც გას­ცნო­ბო­და სა­ზო­გა­დო­ებ­ას, მა­ნამ­დე მინ­და აქ­ვე მო­გითხროთ — თუ რო­გორ „შე­მო­იჭ­რა“ იგი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

 

მა­შინ, რო­დე­საც ლი­ტე­რა­ტუ­რი­თა და, მე­ტად­რე — პო­ეზი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არ­ცკი ვი­ყა­ვი, გა­და­ვაწყდი მის ახ­ლა უკ­ვე ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ლექ­სს — „მე­მენ­ტო მო­რის“, რო­მელ­მაც ჩემ­ზე იმ­ხე­ლა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, რომ წამ­სვე შე­ვუ­დე­ქი მი­სი ლექ­სე­ბის კითხვას და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ბი­ოგ­რა­ფი­ის ასე თუ ისე სა­ფუძ­ვლი­ან­ად შეს­წავ­ლას. რო­გორც კი მცი­რე­ოდ­ენი თან­ხა ჩა­მი­ვარ­და ხელთ, უმ­ალ გრა­ნე­ლის მკვლე­ვა­რის ლე­რი ალ­იმ­ონ­აკ­ის წიგ­ნე­ბის — „კვი­რის წირ­ვე­ბის“ და „გრა­ნე­ლის ლან­დის“ სა­ყიდ­ლად გა­ვე­შუ­რე, რო­მელ­თა შე­ძე­ნის შემ­დგო­მა­დაც აგ­ერ უკ­ვე მე­სა­მე წე­ლია ვერ ამ­ომ­იდ­გამს ფე­ხი გრა­ნე­ლის მის­ტი­კუ­რი სამ­ყა­რო­დან.

 

შე­ვუ­დე­ქი კითხვას, ვი­საც კი ვიც­ნობ­დი, მათ შო­რის მი­სი ლექ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბას და მა­ლე მე­ორე სა­ხე­ლი გა­მიჩ­ნდა — ტე­რენ­ტი. მა­ლე, ამ­ან­აც რომ არ და­მაკ­მა­ყო­ფი­ლა, ტე­რენ­ტის ლექ­სე­ბის, ის­ტო­რი­ებ­ის, მო­გო­ნე­ბე­ბი­სა და მის შე­სა­ხებ ყო­ველ­გვა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­დე­ბა სხვა­დას­ხვა ლი­ტე­რა­ტუ­რულ ჯგუ­ფებ­ში და­ვიწყე, რა­საც ჩემ­თვის გა­საკ­ვი­რი შე­დე­გი მოჰ­ყვა — ხალ­ხმა მომ­ბა­ძა და მა­ლე ისე მოხ­და, რომ სა­ხალ­ხო პო­ეტ გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძეს­თან და­იწყო ხალ­ხმა ტე­რენ­ტის შე­და­რე­ბა, რაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი კომ­პრო­მი­სი და საქ­ცი­ელი იყო მა­თი მხირ­დან. მე­რე მე სო­ცი­ალ­ურ ქსე­ლებს თა­ვი მი­ვა­ნე­ბე და გა­მო­ვი­და ისე, რომ ამ საქ­მის მემ­კვიდ­რე­ებ­ად ის­ინი დავ­ტო­ვე.

 

ერ­თი წლის შემ­დგომ, რო­დე­საც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტმა“ ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ორი წიგ­ნის თა­ვის მოყ­რა ერთ წიგ­ნში გა­დაწყვი­ტა, მოხ­და ისე, რომ ასე, უბ­რა­ლოდ, სა­ნამ წიგ­ნი გა­ყიდ­ვა­ში ჩა­ეშ­ვე­ბო­და, მე მქონ­და შე­მო­დე­ბუ­ლი თა­რო­ზე. რა­ოდ­ენ სა­ამ­აყოა, თვი­თონ გან­სა­ჯოს მკითხველ­მა.

 

მე­რე ის იყო, ბო­ლო ზა­რი რომ მო­ახ­ლოვ­და, სკო­ლა­ში ტე­რენ­ტის ფო­ტო ჩემს პე­რან­გზე აღ­მოჩ­ნდა. ამ­ას იმ­იტ­ომ გი­ამ­ბობთ, რომ ჩე­მი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა კი­დევ ერ­თხელ გა­მოვ­ხა­ტო შემ­დეგ­ზე — არ­ცერ­თი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ად­ამი­ანი იქ არ ყო­ფი­ლა, რომ მო­სუ­ლი­ყო და ვი­ნა­ობა ეკ­ითხა; ყვე­ლამ იმ­თა­ვით­ვე იც­ოდა, იქ მდგომ­მაც და გამ­ვლელ­მაც, ჩემს პე­რან­გზე გა­მო­სა­ხუ­ლი ფი­გუ­რის ვი­ნა­ობა; მაგ­რამ ის არ­ავ­ით­არ შემ­თხვე­ვა­ში არ იფ­იქ­როთ, რომ თა­ვი თა­ვი­სუფ­ლად მი­ვიჩ­ნიე; სა­ერ­თო­დაც არა. ერ­ოვ­ნულ გა­მოც­დე­ბამ­დე ერ­თი თვე იყო დარ­ჩე­ნი­ლი, რომ 3 ივ­ნისს, ტე­რენ­ტის და­ბა­დე­ბის დღეს (რაც მოგ­ვი­ან­ებ­ით გა­მახ­სენ­და), დავ­ჯე­ქი და სა­ბეჭდ მან­ქა­ნა­ზე გან­ცხა­დე­ბის წე­რა და­ვიწყე. გან­ცხა­დე­ბა სა­მი­ნის­ტრო­ში­ვე დარ­ჩა, ამ­იტ­ომ­აც ერთ სიტყვა ამ­ონ­არ­იდ­საც კი ვერ მო­ვიყ­ვან აქ. ზუს­ტად იმ­ავე დღეს ეს ჩა­ნა­წე­რი გა­ვა­კე­თე: „ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის სას­კო­ლო პროგ­რა­მა­ში შე­ტა­ნის შე­სა­ხებ მი­მაქ­ვს გან­ცხა­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტო­ში; ჩან­თა ცალ მხარ­ზე მაქ­ვს გა­და­კი­დუ­ლი და ის­ეთი სიმ­ძი­მე აქ­ვს, თით­ქოს მის მნიშ­ვნე­ლო­ბას მახ­სე­ნებს. ამ საქ­მის შე­სა­ხებ, სი­მარ­თლე რომ ვთქვა, მეც, ცო­ტა არ იყ­ოს, უიმ­ედ­ოდ ვარ, მაგ­რამ მწამს იმ­ის­იც, რომ „მო­ვი­და მი­სი გა­გე­ბის დროც“ და იმ­დე­ნად შე­იც­ნო ხალ­ხმა მი­სი ხა­ლა­სი ნი­ჭი და გე­ნია, რომ, აბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი იყ­ოს? გარ­და ამ­ისა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­მი­ნის­ტროს გეგ­მა­ში ჰქონ­და ყო­ვე­ლი­ვე ამ­ის გა­კე­თე­ბა და გა­მო­დის, რომ ჩე­მი მი­მარ­თვა შეხ­სე­ნე­ბა იქ­ნე­ბა ერ­თგვა­რი. ეს არ­ის იმ მცი­რე საქ­მე­ებ­ის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რაც ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის მი­მართ უნ­და გა­კეთ­დეს და რო­მელ­ზეც მარ­ტო მე კი არ უნ­და ვხარ­ჯავ­დე დროს, არ­ამ­ედ თვით თა­ობ­ას უნ­და სჭირ­დე­ბო­დეს ამ­ის გა­კე­თე­ბა.

 

გა­სა­ოც­არი მა­თი უინ­ტე­რე­სო­ბა კი არ არ­ის ამა თუ იმ სა­კითხის მი­მართ, არ­ამ­ედ ის ურ­აპ­ატ­რი­ოტ­ული გა­მოს­ვლე­ბი, რო­მელ­საც ამ­დე­ნი უს­აქ­მუ­რო­ბის შემ­დგომ ბე­და­ვენ, რო­მელ­თა შემ­თხვე­ვა­შიც, მე პი­რა­დად, სარ­კაზ­მის უკ­იდ­ურ­ესი სტა­დი­ის მსხვრეპ­ლი გავ­ხდე­ბო­დი (რაც ჩემს ნა­მუ­სი­ან­ობ­ას ად­ას­ტუ­რებს).

 

ყო­ვე­ლი­ვე ამ მი­ზეზს რომ და­ვა­ნე­ბოთ თა­ვი, სა­მი­ნის­ტომ მხო­ლოდ იმ­იტ­ომ უნ­და მი­იჩ­ნი­ოს თა­ვის პირ­და­პირ ვალ­დე­ბუ­ლე­ბად ამ მოთხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბა, რომ ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს ის­ეთი ახ­ალ­გაზ­რდა­თა ჯგუ­ფი, რო­მელ­თაც ან­აღ­ვლებთ სა­ქარ­თვე­ლო და, შე­სა­ბა­მი­სად, მი­სი ყვე­ლა მცხოვ­რე­ბი, პო­ეტი, მწე­რა­ლი თუ მხატ­ვა­რი, რომ­ლე­ბიც ერ­თი­ათ­ად და­სა­ფა­სე­ბე­ლი უნ­და იყ­ოს მათ თვალ­ში, რაც, მო­ტი­ვა­ცი­ის გარ­და, და­ად­ას­ტუ­რებს იმ­ას, რომ ქვე­ყა­ნა­ში ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს რა­ღაც ის­ეთი, რომ­ლის იმ­ედ­იც, რო­გორც ად­ამი­ან­ის, ისე ექ­ნე­ბათ ახ­ალ­გაზ­რდებს.

 

რე­ალ­ურ­ად ერ­თი რამ ხდე­ბა უარ­ის შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ — ამ­ით ის­ინი მხო­ლოდ თა­ვი­ანთ უს­უს­ურ­ობ­ას და ქვეყ­ნის უმ­ომ­ავ­ლი­ან­ობ­ას ად­ას­ტუ­რე­ბენ. იმ­ას აღ­არ აღ­ვნიშ­ნავ, ჩვე­ნი სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნის მელ­ნი­თა და ჩვე­ნი ხარ­ჯე­ბით რომ უნ­და შევ­ცვა­ლოთ მო­მა­ვა­ლი, ხარ­ჯე­ბით, რო­მე­ლიც 18-19 წლის ას­აკ­ში უნ­და გაგ­ვაჩ­ნდეს...

3 ივ­ლი­სი, 2021

 

* * *

უარს თა­ვი­დან­ვე მო­ვე­ლო­დი, რაც ამ ჩა­ნა­წერ­შიც კარ­გად ჩანს. გარ­და ამ­ისა, ამ­ის ფიქ­რის სა­ბაბს ორი გა­რე­მო­ებ­აც მაძ­ლევ­და — მე-9 კლა­სი­დან ამ­ოღ­ებ­ული მი­სი ლექ­სი — „გა­ზაფხუ­ლის სა­ღა­მოა მშვი­დი“, რომ­ლის მი­ზე­ზიც არ­ავ­ინ იც­ის და ის, რომ დღე­საც ის­ეთი აქ­ტი­ურ­ობ­ით ებ­რძვი­ან მას, რო­გორც ად­რე. მა­ინც მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დი პა­სუხს და ამ მო­უთ­მენ­ლად ლო­დინ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის დი­რექ­ტორს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს მივ­წე­რე, რომ­ლის ჩა­ნა­წერ­საც გთა­ვა­ზობთ:

 

„გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ერ­ოვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ლის დი­რექ­ტორს მივ­წე­რე ტე­რენ­ტი გრა­ნელ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბო­და, რომ სი­ამ­ოვ­ნე­ბით დამ­თან­ხმდე­ბო­და და მარ­თლაც, პა­სუ­ხი ას­ეთი იყო: — „სი­ამ­ოვ­ნე­ბით“.

 

თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მი­უხ­ედ­ავ­ად ჩე­მი გან­ცხა­დე­ბი­სა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი­სად­მი და, ას­ევე, გი­ორ­გის შე­და­რე­ბით „და­ბა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­სა“, ჩვენ, ცალ-ცალ­კეც და ერ­თა­დაც უფ­რო ბევრ და სა­სარ­გებ­ლო საქ­მეს ვა­კე­თებთ ქვეყ­ნი­სა და გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი (რა­საც გრა­ნე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის არ­აპ­როგ­რა­მუ­ლო­ბაც ად­ას­ტუ­რებს), ვიდ­რე „მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის“ პი­რე­ბი და პი­რი, მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ ჩევ­ნს მო­ვა­ლე­ობ­აში არ შე­დის ყო­ვე­ლი­ვე ეს. მე კი მწამს ჩე­მი და მი­სი კო­ლა­ბო­რა­ცი­ისა არა მარ­ტო ამ საქ­მე­ში, არ­ამ­ედ ჩე­მი უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვედ­რის შემ­დე­გაც.

2021 წე­ლი...

 

* * *

20 ივ­ლისს მო­მი­ვი­და პა­სუ­ხი, რომ წიგ­ნე­ბი უკ­ვე და­ბეჭ­დი­ლია, თა­ნაც აპ­ირ­ებ­ენ პროგ­რა­მა შე­ამ­ცი­რონ; საკ­ვირ­ვე­ლი ის არ­ის სწო­რედ, რო­გორ წელს და­ებ­ად­ათ ეს იდეა. ბავ­შვიც კი იმ­თა­ვით­ვე მიხ­ვდე­ბო­და, რომ პა­სუ­ხი თა­ვი­დან მო­შო­რე­ბის გა­მო უფ­რო იყო გა­მოგ­ზავ­ნი­ლი, ვიდ­რე გულ­წრფე­ლი პა­სუ­ხის. ის კი უნ­და ვა­ღი­არო, რო­გორ ეწ­ერა — „უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ მი­სა­სალ­მე­ბე­ლია თქვე­ნი და­ინ­ტე­რე­სე­ბა ქარ­თუ­ლი ენ­ისა და ლი­ტე­რა­ტუ­რის საგ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მით“. გმად­ლობთ, მაგ­რამ ყო­ვე­ლი­ვე იმ­ის შემ­დე­გომ, რაც მათ ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­იმ­ოქ­მე­დეს, არა მგო­ნია, კი­დევ და­ინ­ტე­რეს­დეს ვინ­მე რა­მით. რო­დე­საც ამ გან­ვლი­ლი გზის თხრო­ბა გა­დავ­წყვი­ტე, ჩე­მი მი­ზა­ნი მხო­ლოდ ის არ ყო­ფი­ლა, ტე­რენ­ტის „დევ­ნი­ლო­ბა“ რომ კი­დევ ერ­თხელ და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა — ამ­ით გა­ვუს­ვი ხა­ზი იმ­ას, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ად­ამი­ანს, მე­ტად­რე ახ­ალ­გაზ­რდას, რო­მელ­საც თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის კარ­გი სურს, ჩა­ეხ­შოს ყო­ველ­გვა­რი სურ­ვი­ლი რა­იმ­ეს კე­თე­ბი­სა.

 

მოკ­ლედ, სა­მი­ნის­ტროს­გან კი მი­ვი­ღე უარი, მაგ­რამ ეს ამ „გზის“ და­სას­რუ­ლი რო­დია, მე ჩე­მის მხრივ კი­დევ ვი­სა­უბ­რებ ტე­რენ­ტი­სა და მის პო­ეზი­აზე, და აქ­ვე უნ­და აღ­ვნიშ­ნო ის ფაქ­ტი, რომ მი­სი პო­პუ­ლა­რო­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­აში „პირ­ვე­ლი ეტ­აპ­ის“ წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს.

 

ამ­ას­თან, იყო სა­ზო­გა­დო­ებ­აში და­ვა ლექ­სზე — „ეჭ­ვი­ან­ობა ვნე­ბა­ზე“, რო­მელ­საც ხალ­ხი ტე­რენ­ტი გრა­ნელს მი­აკ­უთ­ვნებ­და. გა­დავ­წყვი­ტე ის­ევ მე მე­ღო­ნა რა­მე და და­ვუ­კავ­შირ­დი ლე­რი ალ­იმ­ონ­აკს, რო­მელ­მაც მითხრა, რომ ეს ლექ­სი არ ეკ­უთ­ვნო­და ტე­რენ­ტის, მაგ­რამ საქ­მე მხო­ლოდ ამ­ით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა — თურ­მე ტე­რენ­ტი­ზე რამ­დე­ნი­მე ათ­წლე­ულ­ით უმ­ცროს ხალ­ხს უნ­ახ­ავს, რო­გორ ჩა­მორ­ბო­და ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი მთაწ­მინ­დი­დან გა­ხა­რე­ბუ­ლი „მე­მენ­ტო მო­რის“ და­წე­რის შემ­დგომ, რო­გორ შეხ­ვედ­რია გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძე, რო­გორ გა­უმე­ორ­ებ­ინ­ებია ლექ­სი რამ­დენ­ჯერ­მე და მე­ორე დღეს ზე­პი­რად უთ­ქვამს. ამ­ის გა­მომ­გო­ნე­ბელ­სა თუ შემ­თხზველს უდა­ოდ დი­დი ფან­ტა­ზი­ის უნ­არი აქ­ვს და გულ­წრფე­ლად ვურ­ჩევ­დი — ბე­დი ფენ­ტე­ზის ჟან­რში სცა­დოს, რად­გან, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, გრა­ნელს იმ­ის თა­ვი ნამ­დვი­ლად არა ჰქონ­და, ერ­თი პუნ­ქტი­დან მე­ორე პუნ­ქტამ­დე ერ­ბი­ნა, რად­გან საჭ­მე­ლი თით­ქმის არ­ას­ოდ­ეს არ ჰქონ­და (ამ მხრივ მას­ზე დიდ მზრუნ­ვე­ლო­ბას იჩ­ენ­და რეს­ტო­რან­ში მო­მუ­შა­ვე ახ­ალ­გაზ­რდა ანა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი), გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბას კი მის ლექ­სებ­შიც შე­ნიშ­ნავ­დით ალ­ბათ. მე­ორე კი არ­ის ის, რომ არა მგო­ნია ას­ეთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტი არ აღ­ეწ­ერა ლე­რი ალ­იმ­ონ­აკს თა­ვის რო­მელ­სა­მე წიგ­ნში.

 

მე­რე ის­იც შე­ვიტყვე — თა­ვი­სი და ზო­ზია რომ ჰყვა­რე­ბია ტე­რენ­ტის; დაძ­მუ­რად არა, არ­ამ­ედ რო­გორც მე­გო­ბა­რი ქა­ლი, სატ­რფო და მუ­ზა; მუ­ზა, რა­ღაც მხრივ, მარ­თლაც იყო მი­სი, ოღ­ონდ არა სიყ­ვა­რუ­ლის, არ­ამ­ედ ერ­თა­დერ­თი მხსნე­ლის, რო­მელ­საც პეტ­რე კვა­რაცხე­ლია წიგ­ნში — „მის­ტი­ციზ­მი ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის პო­ეზი­აში“ — ღვთის­მშო­ბელ­თა­ნაც აიგ­ივ­ებს, მაგ­რამ იმ­ის დაბ­რა­ლე­ბა, რომ მი­სი და უყ­ვარ­და, საბ­ჭო­ეთ­შიც კი არ­ავ­ის მოს­ვლია აზ­რად მის­თვის ჩირ­ქის მო­საცხო­ბად.

 

ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი მარ­ტო იმ­იტ­ომ იყო დი­დი პო­ეტი, რომ მან ამ­ოწ­ურა, მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი ლექ­სი და­წე­რა და ისა­უბ­რა იმ თე­მა­სა და „ჟან­რში“, რო­მელ­საც მის­ტი­ციზ­მი ეწ­ოდ­ება და ძა­ლი­ან ცო­ტაა ის­ეთი ად­ამი­ანი, ვინც რამ­დე­ნი­მე ას­ეთი ლექ­სის შემ­დგომ კა­ლამს არ და­დებ­და და წე­რას გა­ნაგ­რძობ­და.

 

უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს ზუ­რაბ ცხონ­დი­ას წიგ­ნი — „გრა­ნე­ლის სევ­და და სხვა“, რო­მელ­ში­აც მას ნე­ბის­მი­ერი ად­ამი­ან­ის­თვის, ვი­საც კი გრა­ნე­ლის სამ­ყა­როს გაც­ნო­ბა მო­უნ­დე­ბა, ისე აქ­ვს გან­მარ­ტე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი სიტყვა, წიგ­ნს კი არა, რო­მე­ლი­მე წიგ­ნის რე­ცენ­ზი­ას კითხუ­ლობ­დე თით­ქოს. გარ­და ამ­ისა, ერ­თი კარ­გი მო­გო­ნე­ბა მა­კავ­ში­რებს ამ წიგ­ნთან, რო­მე­ლიც იმ­თა­ვით­ვე კავ­შირ­ში იყო გრა­ნე­ლის სამ­ყა­როს შეც­ნო­ბის დაწყე­ბის ეტ­აპ­ებ­თან. მახ­სოვს, წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ მა­ღა­ზი­აში ვი­ყა­ვი, თუ არ ვცდე­ბი, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ორ დე­ტექ­ტივს ვყი­დუ­ლობ­დი (ეს­ეც სას­წა­ულ­ებ­რი­ვი დამ­თხვე­ვა იყო), რო­დე­საც ამ თეთრ, საკ­მა­ოდ სქელ­ტა­ნი­ან წიგ­ნს წა­ვაწყდი, 18 ლა­რი იყო მი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რო­გორც მახ­სოვს. 2 თუ 3 ლა­რამ­დე და­მაკ­ლდა მხო­ლოდ, მე­ტი არა. მას შემ­დეგ, რა­ტომ­ღაც, გულ­ში ჩამ­რჩა ამ წიგ­ნის უქ­ონ­ლო­ბა. მე­რე რომ დავ­ფიქ­რდი, მივ­ხვდი, რომ ეს რა­ღა­ცის ქო­ნის ფსი­ქო­ლო­გი­ური მო­მენ­ტი რო­დი იყო მხო­ლოდ, არ­ამ­ედ ეს იყო ნი­შა­ნი ერ­თგვა­რი, რომ მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ყო­ველ­თვის „გულ­ში ჩამ­რჩე­ბო­და“ რა­ღაც მა­ინც, რომ პირ­ველ­სა­ვე ცდა­ზე არ გა­მო­ვი­დო­და ყვე­ლა­ფე­რი, რაც აკი და­დას­ტურ­და სა­მი­ნის­ტროს პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­ში.

 

და­ახ­ლო­ებ­ით ასე და­მე­მარ­თა 1979 წელს „საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს“ მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი რჩე­ულ­ის ყიდ­ვის დროს, რო­დე­საც ბუ­კი­ნის­ტის­გან რუს­თა­ვე­ლის მეტ­როს­თან 5 ლა­რად შე­ვი­ძი­ნე იგი, მე­ტი ნამ­დვი­ლად არ მქონ­და, თო­რემ 10 ლარ­საც მივ­ცემ­დი უთუ­ოდ, რის შემ­თხვე­ვა­შიც, ალ­ბათ, იმ კაცს რამ­დე­ნი­მე პუ­რის, შაქ­რი­სა და ჩა­ის გარ­და სხვა რა­ღაც მა­ინც მო­უვ­იდ­ოდა. რუს­თა­ვე­ლის მეტ­როც მას­თან და­ვა­კავ­ში­რე — სწო­რედ ამ მი­და­მო­ებ­ში, ახ­ლან­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან არ და­დი­ოდა „ამ­ღვრე­ული თვა­ლე­ბით“. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდ კავ­ში­რად მა­ინც ის მი­მაჩ­ნია, ერ­თმა ახ­ლო­ბელ­მა 1926 წლის გა­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით და­ბეჭ­დი­ლი 1990 წლის გა­მო­ცე­მა რომ მა­ჩუ­ქა, რო­მე­ლიც ნა­ხა­ტი­ვით მე­დო თა­რო­ზე და არ გე­გო­ნოთ, რომ მას­ზე ნაკ­ლე­ბად ამ­შვე­ნებ­და იქა­ურ­ობ­ას.

 

თავს ვალ­დე­ბუ­ლად მივ­ჩნევ, გი­ამ­ბოთ იმ­ის შე­სა­ხებ, რომ იყო ის­ეთი დროც და ხალ­ხიც, რომ­ლე­ბიც იც­ინ­ოდ­ნენ კი­დეც ტე­რენ­ტის სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა­ზე; ის­ეთი ხალ­ხიც ბევ­რი მო­იძ­ებ­ნე­ბო­და ჩემ ირ­გვლივ, რო­მელ­ნიც სპე­ცი­ალ­ურ­ად, ყო­ველ­გვა­რი ინ­ტე­რე­სის გა­რე­შე, იმ­ის­ათ­ვის, რომ გას­ცი­ნე­ბო­დათ (ამ­ის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი მი­სი სა­ხე­ლი და ფსევ­დო­ნი­მი იყო), მე­კითხე­ბოდ­ნენ — თუ „რო­გორ მი­დი­ოდა საქ­მე ტე­რენ­ტის სამ­ყა­რო­ში“, რომ­ლის ერ­თა­დერ­თი პა­სუ­ხიც, ჩე­მი მხრი­დან, მხო­ლოდ მა­თი უც­ოდ­ინ­რო­ბა-გა­უნ­ათ­ლებ­ლო­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა იყო.

 

რა თქმა უნ­და, გა­ვა დრო და ვი­ღა­ცე­ბი მი­ით­ვი­სე­ბენ გრა­ნე­ლის სა­ხე­ლის უკ­ვდავ­ყო­ფი­სათ­ვის ბრძო­ლის მო­ნა­წი­ლის სა­ხელს, მე კი მინ­და, დი­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ ლე­რი ალ­იმ­ონ­აკს, რო­მე­ლიც ჭეშ­მა­რი­ტად გრა­ნე­ლის სა­ხე­ლი­სა და საფ­ლა­ვის ის­ეთი მცვე­ლია, ვით ჟოფ­რუა ბუ­ლო­ნი­ელი — „მაცხოვ­რის საფ­ლა­ვის მცვე­ლი“. ამ­ას­თან, მად­ლი­ერი ვიქ­ნე­ბი იმ ხალ­ხი­სა, ვი­საც ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის ხსე­ნე­ბა­ზე შო­რე­ულ ზმა­ნე­ბა­სა­ვით მა­ინც გა­ვახ­სენ­დე­ბი.

24-25 ივ­ლი­სი, 2021

 

თარიღი: 06/12/2021