საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური ნაშრომები - „ყალბი ამბები და დეზინფორმაცია“ – კრებულის სახით გამოიცემა

მაია ტო­რა­ძე

 

თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის მულ­ტი­მე­დია ცენ­ტრმა გა­მო­სა­ცე­მად მო­ამ­ზა­და სტუ­დენ­ტუ­რი სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მე­ბის კრე­ბუ­ლი — „ყალ­ბი ამ­ბე­ბი და დე­ზინ­ფორ­მა­ცია“, რო­მე­ლიც დღის სი­ნათ­ლს მა­ლე იხ­ილ­ავს.

 

ჩვე­ნი გა­ზე­თი ჯერ კი­დევ მარ­ტში წერ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ს სა­ელ­ჩოს დე­მოკ­რა­ტი­ის მცი­რე გრან­ტე­ბის პროგ­რა­მით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის – „მე­დი­აწ­იგ­ნი­ერ­ებ­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში“ – ფარ­გლებ­ში, თსუ-ში 24 თე­ბერ­ვალს გა­იმ­არ­თა სტუ­დენ­ტუ­რი კონ­ფე­რენ­ცია „ყალ­ბი ამ­ბე­ბი და დე­ზინ­ფორ­მა­ცია: საფ­რთხე­ები, ბრძო­ლის გზე­ბი, ეთ­იკ­ური და სა­მარ­თლებ­რი­ვი ას­პექ­ტე­ბი“, რო­მელ­საც ორ­გა­ნი­ზე­ბა თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის მულ­ტი­მე­დია ცენ­ტრმა გა­უწია. მა­შინ ვწერ­დით, რომ კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტეტ­მა, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც იყ­ვნენ მულ­ტი­მე­დია ცენ­ტრი­სა და პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ნა სა­ლუქ­ვა­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი მა­ნა­ნა შა­მი­ლიშ­ვი­ლი და ას­ის­ტენტ პრო­ფე­სო­რი ნა­თია სვა­ნი­ძე, გა­დაწყვი­ტა, სა­უკ­ეთ­ესო მოხ­სე­ნე­ბე­ბი ერთ წიგ­ნად აეკ­ინ­ძა და სტუ­დენ­ტუ­რი შრო­მე­ბის კრე­ბუ­ლი გა­მო­ეცა. ექ­ვსთვი­ანი მუ­შა­ობ­ის შე­დე­გად, მე­დი­ის კვლე­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­ამ სა­ინ­ტე­რე­სო ნაშ­რო­მე­ბის კრე­ბუ­ლი მი­იღო.

 

კრე­ბულ­ში შე­სუ­ლია ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, ქუ­თა­ის­ის აკ­აკი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და გო­რის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ბა­კა­ლავ­რო, სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რე­ბის სტუ­დენ­ტთა ის ნაშ­რო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტეტ­მა შე­არ­ჩია.

 

„ახ­ალ­გაზ­რდა მკვლევ­რე­ბის მი­ერ გან­ხი­ლუ­ლი თე­მა­ტი­კა, რე­ლე­ვან­ტუ­რი კვლე­ვის მე­თო­დე­ბით გა­ან­ალ­იზ­ებ­ული მე­დი­აკ­ონ­ტენ­ტი გვაძ­ლევს იმ­ის თქმის სა­ფუძ­ველს, რომ ჩვენ წი­ნა­შეა სა­ინ­ტე­რე­სო, მრა­ვა­ლაქ­ცენ­ტი­ანი, პრობ­ლე­მე­ბის იდ­ენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­სა და მათ მოგ­ვა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ნაშ­რო­მე­ბი. მათ­ში ნათ­ლად ჩანს ავ­ტორ­თა უნ­არ­ები და სამ­კვლევ­რო პო­ტენ­ცი­ალი. ცხა­დია, კრი­ტი­კო­სის თვალს არც ხარ­ვე­ზე­ბი დარ­ჩე­ბა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი, მაგ­რამ მთა­ვა­რი მა­ინც ახ­ლგაზ­რდე­ბის მო­წა­დი­ნე­ბაა, მა­თი მცდე­ლო­ბა — გა­მო­იკ­ვლი­ონ ქარ­თუ­ლი მე­დია გა­რე­მო, ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნურ ჭრილ­ში წარ­მო­აჩ­ინ­ონ მათ წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და ამ­ით შექ­მნან კარ­გი პრე­ცენ­დენ­ტი სა­მო­მავ­ლო, უფ­რო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ანი და სიღ­რმი­სე­ული კვლე­ვის­თვის“, – ნათ­ქვა­მია კრე­ბუ­ლის წი­ნა­სიტყვა­ობ­აში.

 

კრე­ბულ­ში შე­სუ­ლია 12 ნაშ­რო­მი: „ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ბრძო­ლის პრაქ­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში, უკ­რა­ინ­ასა და ეს­ტო­ნეთ­ში“ (თამ­თა ჩხა­იძე, თსუ); „ყალ­ბი გვერ­დი, რო­გორც ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის სა­შუ­ალ­ება“ (ლი­ანა მარ­ქა­რი­ანი, თსუ); „ინ­ფო­დე­მია COVID-19 — ახ­ალი ამ­ბე­ბის მე­დი­ავ­ელ­ში: რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ული ნა­რა­ტი­ვის სპე­ცი­ფი­კა და და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი ტენ­დენ­ცი­ები“ (თეკ­ლა ად­ამია, თსუ); „ყალ­ბი ამ­ბე­ბი სამ­ხედ­რო და სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში“ (ეკა გი­გა­ური, თსუ); „მე­დი­აწ­იგ­ნი­ერ­ება – პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბის ძი­ება“ (მა­რი­ამ მარ­ტი­აშ­ვი­ლი, ხა­ტია მიკ­რტი­ჩი­ანი, გსსუ); „პან­დე­მია და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­თე­ბი“ (დი­მიტ­რი შავ­ლო­ხაშ­ვი­ლი, თსუ); „დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა ქარ­თულ სო­ცი­ალ­ურ მე­დი­აში“ (მა­რი­ამ ქარ­ქა­შა­ძე, თსუ); „რუ­სე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ომი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“ (ხა­ტია ხა­ბაშ­ვი­ლი, მე­დეა პავ­ლი­აშ­ვი­ლი, თე­იმ­ურ­აზ კო­პა­ძე, გსსუ); „სო­ცი­ალ­ური ქსე­ლე­ბი, რო­გორც ახ­ალი ამ­ბე­ბის წყა­რო და ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ბრძო­ლის სა­მარ­თლებ­რი­ვი და ეთ­იკ­ური ას­პექ­ტე­ბი“ (თა­მარ ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, აწ­სუ); „დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ული ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე კო­ვიდ-19-ის პრობ­ლე­მა­თა გა­შუ­ქე­ბი­სას“ (მა­რი­ამ კაჭ­კა­ჭაშ­ვი­ლი, ნა­თია მი­ხე­ლი­ძე, თსუ); „მი­თე­ბი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რი პან­დე­მი­ის დროს“ (და­თო დო­ლა­ბე­რი­ძე, თსუ); „ყალ­ბი ახ­ალი ამ­ბე­ბი და დე­ზინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც რუ­სე­თის ჰიბ­რი­დუ­ლი ომ­ის მთა­ვა­რი იარ­აღაი“ (მა­რი­ამ ფრან­გიშ­ვი­ლი, სო­ფი­კო ტა­ბა­ტა­ძე, თსუ).

 

მულ­ტი­მე­დია ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მა­რი­ნა სა­ლუქ­ვა­ძის თქმით, აშშ-ს სა­ელ­ჩოს მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის­თვის სა­სი­კე­თო საქ­მე გა­კეთ­და, რაც, პირ­ველ რიგ­ში, ცენ­ტრის გა­დაიარაღებას და მე­დი­წიგ­ნი­ერ­ებ­ის კუთხით სტუ­დენ­ტთა აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ეს კრე­ბუ­ლიც ამ­ის დას­ტუ­რია.

თარიღი: 30/09/2021