საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური თვითმმართველობის ახალი პრეზიდენტის განაცხადი

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

სტუ­დენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თეთ თსუ-ის სტუ­დენ­ტურ თვით­მმარ­თვე­ლო­ბას! — ასე სთა­ვა­ზობს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო სტუ­დენ­ტებს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ობ­ის­ას წარ­მოქ­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას.

 

„სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის უშუ­ალო მო­ვა­ლე­ობაა სტუ­დენ­ტე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა. ჩვენ პან­დე­მი­ის დაწყე­ბის­თა­ნა­ვე რო­გორც აკ­ად­ემი­ურ პერ­სო­ნალს, ას­ევე, სტუ­დენ­ტებ­საც დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბი­სას წარ­მოქ­ნი­ლი ამა თუ იმ პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხის მოგ­ვა­რე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დით. ვგუ­ლის­ხმობ რო­გორც სო­ცი­ალ­ური ქსე­ლე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ით ხან­დაზ­მუ­ლი პრო­ფე­სუ­რის სტუ­დენ­ტებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბას, ას­ევე, სტუ­დენ­ტე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბას დის­ტან­ცი­ურ სას­წავ­ლო პრო­ცეს­თან ად­აპ­ტი­რე­ბის მიზ­ნით. ხში­რად სტუ­დენ­ტე­ბი გვატყო­ბი­ნე­ბენ სა­გა­მოც­დო პე­რი­ოდ­ში ელ­ექ­ტრო­ენ­ერ­გი­ისა ან ინ­ტერ­ნე­ტის მი­წო­დე­ბის შეწყვე­ტის შე­სა­ხებ, ამ შემ­თხვე­ვა­შიც მათ ვა­კავ­ში­რებთ სა­ფა­კულ­ტე­ტო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან და გა­და­მოწ­მე­ბის შემ­დეგ ინ­იშ­ნე­ბა გა­მოც­დის ახ­ალი თა­რი­ღი“, — აღ­ნიშ­ნავს თსუ-ის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის პრე­ზი­დენ­ტი ალ­ექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი.

 

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ობ­ის­ას სტუ­დენ­ტე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და, მათ შე­უძ­ლი­ათ თსუ სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სა­ფა­კულ­ტე­ტო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას სო­ცი­ალ­ური ქსე­ლის სა­შუ­ალ­ებ­ით მი­მარ­თონ.

 

„თი­თოეული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტურ თვით­მმარ­თვე­ლო­ბას აქ­ვს სო­ცი­ალ­ურ ქსელ­ში სა­კუ­თა­რი გვერ­დი, რომ­ლის მეშ­ვე­ობ­ით­აც ჩვენ სტუ­დენ­ტებ­თან მუდ­მივ კავ­შირ­ზე ვართ. გარ­და ამ­ისა, სტუ­დენ­ტე­ბის უფ­ლე­ბებს ვი­ცავთ სა­ფა­კულ­ტე­ტო საბ­ჭო­ებ­ში, სა­დაც სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ასა და აკ­ად­ემი­ურ პერ­სო­ნალს სტუ­დენ­ტე­ბის თვა­ლით და­ნა­ხულ ფა­კულ­ტეტ­ზე არ­სე­ბულ სი­ტუ­აცი­ას ვაც­ნობთ. ჩვე­ნი წევ­რე­ბი აქ­ტი­ურ­ად მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ სე­ნატ­შიც, სა­დაც სხვა­დას­ხვა აქ­ტუ­ალ­ურ სა­კით­ზე ჩვენს პო­ზი­ცი­ას ვა­ფიქ­სი­რებთ“, — აცხა­დებს ალ­ექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი.

თარიღი: 29/06/2021