საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა 79-ე საუნივერსიტეტო კონფერენცია

სა­ხელ­მწი­ფო აგ­რა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის ეფ­ექ­ტი­ან­ობ­ის ან­ალ­იზი ში­და ქარ­თლის მა­გა­ლით­ზე

ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი კვლე­ვე­ბის სექ­ცი­აში გა­იმ­არ­ჯვა მა­კა გო­გი­ლაშ­ვილ­მა თე­მით: „სა­ხელ­მწი­ფო აგ­რა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის ეფ­ექ­ტი­ან­ობ­ის ან­ალ­იზი ში­და ქარ­თლის მა­გა­ლით­ზე“. კვლე­ვის მი­ზა­ნი იყო — შეს­წავ­ლი­ლი­ყო სა­ხელ­მწი­ფოს მი­ერ გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის ეფ­ექ­ტი­ან­ობა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის სექ­ტორ­ში უარ­ყო­ფი­თი ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბის მი­ერ მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლის შე­სამ­ცი­რებ­ლად. მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლო აგ­რა­რუ­ლი რე­სუ­რე­ბით მდი­და­რი ქვე­ყა­ნაა და მი­სი შე­მო­სავ­ლის დი­დი პრო­ცენ­ტუ­ლი წი­ლი სწო­რედ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­აზე მო­დის. ეს ის დარ­გია, რო­მელ­საც არ­სე­ბი­თი ად­გი­ლი უკ­ავია ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში.
მომ­ხსე­ნებ­ლის აზ­რით, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ას და სურ­სა­თის წარ­მო­ებ­ას არ შე­იძ­ლე­ბა მე­ორ­ეხ­არ­ის­ხო­ვა­ნი რო­ლი და­ეკ­ის­როს, რამ­დე­ნა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვა ამ დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა სკეპ­ტი­ციზ­მი მა­ინც იბ­ად­ება, რო­დე­საც დგე­ბა სა­კითხი — თუ რა რე­სურ­სი და ინ­ვეს­ტი­ცი­ები სჭირ­დე­ბა დარ­გის კრი­ზი­სი­დან გა­მოყ­ვა­ნას; რამ­დე­ნად რე­ალ­ურია, დღე­ვან­დე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი გლო­ბა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, ამ დარ­გის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან­ობ­ის ამ­აღ­ლე­ბა; რა რო­ლი უნ­და შე­ას­რუ­ლოს სა­ხელ­მწი­ფომ მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, იმ­ის ფონ­ზე, რომ, სა­ქარ­თვე­ლო მიდ­რე­კი­ლია უარ­ყო­ფი­თი ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბი­სად­მი, რომ­ლებ­შიც ვლინ­დე­ბა 12 ბუ­ნებ­რი­ვი სა­შიშ­რო­ება (გე­ოს­აშ­იშ­რო­ებ­ები: მი­წის­ძვრა, მეწ­ყე­რი, ღვარ­ცო­ფი, ზვა­ვი; მე­ტე­ოს­აშ­იშ­რო­ებ­ები: სეტყვა, გრი­გა­ლუ­რი ქა­რი, გვალ­ვა, ელ­ჭე­ქი, ნის­ლი, წა­ყინ­ვა, ლიპყი­ნუ­ლი; ჰიდ­რო­სა­შიშ­რო­ებ­ები: წყალ­დი­დო­ბა, წყალ­მო­ვარ­დნა). 
მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ კა­ტას­ტრო­ფის რის­კის ინ­დექ­სის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო მი­ეკ­უთ­ვნე­ბა სა­შუ­ალო და მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე ქვეყ­ნებს. ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფე­ბის და­მან­გრე­ვე­ლი შე­დე­გე­ბი, ანუ სტი­ქი­ური უბ­ედ­ურ­ებ­ებ­ით გა­მოწ­ვე­ული ზა­რა­ლი, რო­მე­ლიც ის­აზღვრე­ბა და­ღუ­პულ­თა რა­ოდ­ენ­ობ­ითა და მა­ტე­რი­ალ­ური და­ნა­კარ­გე­ბით, ერ­ოვ­ნუ­ლი შე­მო­სავ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს შთან­თქავს (სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის სა­მი­ნის­ტრო, 2013). მა­კა გო­გი­ლაშ­ვი­ლის თქმით, სა­ჭი­როა ქვე­ყა­ნამ პრი­ორ­იტ­ეტ­ად და­ის­ახ­ოს იმ გზე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც უარ­ყო­ფი­თი ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბით გა­მოწ­ვე­ული ზა­რა­ლის შემ­ცი­რე­ბას მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა, რა­თა თა­ვი­დან ავ­იც­ილ­ოთ სოფ­ლე­ბის დაც­ლა, გა­ღა­ტა­კე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ობა და დან­გრე­ული ეკ­ონ­ომ­იკა. 

 

თურ­ქე­თი­სა და სი­რი­ელი ქურ­თე­ბის კონ­ფლიქ­ტის გა­შუ­ქე­ბა ქარ­თულ მე­დი­ას­ივ­რცე­ში

ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სექ­ცი­აში გა­იმ­არ­ჯვა მოხ­სე­ნე­ბამ „თურ­ქე­თი­სა და სი­რი­ელი ქურ­თე­ბის კონ­ფლიქ­ტის გა­შუ­ქე­ბა ქარ­თულ მე­დი­ას­ივ­რცე­ში“, რო­მე­ლიც ბა­კა­ლავ­რი­ატ­ის სტუ­დენ­ტებ­მა მა­რი­ამ ფრან­გიშ­ვილ­მა და სო­ფი­კო ტა­ბა­ტა­ძემ წა­რად­გი­ნეს. 
სა­კონ­ფე­რენ­ციო ნაშ­რო­მი შე­ეხ­ებ­ოდა სი­რი­ელ ქურ­თებ­სა და თურ­ქეთს შო­რის 2019 წლის ოქ­ტომ­ბრის თვე­ში დაწ­ყე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის გა­შუ­ქე­ბას ქარ­თულ მე­დი­ას­ივ­რცე­ში, „იმ­ედ­ისა“ და „მთა­ვა­რი არ­ხის“ მი­ხედ­ვით. მოხ­სე­ნე­ბა­ში მი­მო­იხ­ილ­ეს არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის წი­ნა­პი­რო­ბე­ბი, კერ­ძოდ, გა­ან­ალ­იზ­ებ­ული იყო თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მათ სა­ხელ­მწი­ფო­ში აკ­რძა­ლულ და ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბა­დაა გა­მოცხა­დე­ბუ­ლი ქურ­თე­ბის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფი, რო­მე­ლიც სი­რი­აში ქურ­თე­ბის მი­ერ შექ­მნი­ლი სა­ხალ­ხო თავ­დაც­ვის და­ნა­ყოფს წარ­მო­ად­გენს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პარ­ტია 1984 წლი­დან თურ­ქე­თის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით ქურ­თე­ბის ავ­ტო­ნო­მი­ის შექ­მნის­თვის იბ­რძვის. თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ში­შობს, რომ სი­რი­ელი ქურ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ სი­რი­ის შიგ­ნით თა­ვი­ან­თი კონ­ტრო­ლის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია შექ­მნან (რო­გორც ერ­აყ­ის ქურ­თის­ტა­ნი), იგ­ივე ნა­ბი­ჯის­კენ წა­ახ­ალ­ის­ებ­ენ თურქ ქურ­თებს.
მომ­ხსე­ნე­ბელ­თა აზ­რით, აღ­ნიშ­ნულ კონ­ფლიქ­ტს გარ­კვე­ული მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც, რად­გან, პირ­ველ რიგ­ში, თურ­ქე­თი სა­ქარ­თვე­ლოს მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოა, რომ­ლის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კამ შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა იქ­ონი­ოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებ­ზე გე­ოპ­ოლ­იტ­იკ­ური კუთხით. 
მომ­ხსე­ნებ­ლებ­მა საკ­ვლევ ობი­ექ­ტე­ბად შე­არ­ჩი­ეს ქარ­თულ მე­დი­ას­ივ­რცე­ში ორი მეტ-ნაკ­ლე­ბად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის მქო­ნე ტე­ლე­ვი­ზია, კერ­ძოდ, „იმ­ედი“ და „მთა­ვა­რი არ­ხი“. კვლე­ვის დაკ­ვირ­ვე­ბის ობი­ექ­ტი იყო ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი არ­ხე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბი („ქრო­ნი­კა“ — 11სთ. 14სთ. 17სთ. 20სთ. გა­მოშ­ვე­ბე­ბი; „მთა­ვა­რი“ – 12სთ. 15სთ. 18სთ. 20სთ. გა­მოშ­ვე­ბე­ბი), ას­ევე, კვი­რის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­ცე­მე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა „იმ­ედ­ის კვი­რა“ და „პოსტ ფაქ­ტუ­მი“.
კვლე­ვის მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და დად­გე­ნი­ლი­ყო — მი­კერ­ძო­ებ­ულია თუ არა ამ კონ­ფლიქ­ტის გა­შუ­ქე­ბა მა­თი სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. კვლე­ვის სწო­რად წარ­მარ­თვის­თვის შე­მუ­შავ­და საკ­ვლე­ვი კითხვე­ბი: რამ­დე­ნად ინ­ტენ­სი­ურ­ად შუქ­დე­ბო­და თურ­ქე­თი­სა და სი­რი­ელი ქურ­თე­ბის კონ­ფლიქ­ტი ზე­მოხ­სე­ნე­ბულ მე­დი­ას­აშუ­ალ­ებ­ებ­ში? რა დრო ეთ­მო­ბო­და სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­დე­ში ამ კონ­ფლიქ­ტის გა­შუ­ქე­ბას? რი­გი­თო­ბის მი­ხედ­ვით, მე­რამ­დე­ნე ად­გი­ლი ეკ­ავა ახ­ალი ამ­ბე­ბის პროგ­რა­მა­ში სი­უჟ­ეტ­ებს ამ კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ? რამ­დე­ნად ობი­ექ­ტუ­რად იყო გა­შუ­ქე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი კონ­კრე­ტულ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში. 
მომ­ხსე­ნებ­ლებ­მა თვი­სებ­რი­ვი კონ­ტენტ-ან­ალ­იზ­ის მე­თო­დით შე­ის­წავ­ლეს მე­დი­ან­არ­ატ­ივი, რა­ოდ­ენ­ობ­რი­ვი მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით კი დად­გინ­და ამ მე­დი­ან­არ­ატ­ივ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი საკ­ვან­ძო სიტყვე­ბის (ინ­ტერ­ვენ­ცია, ტე­რო­რიზ­მი, თავ­დას­ხმა, კონ­ფლიქ­ტი, პრო­ვო­კა­ცია და ა.შ.) რა­ოდ­ენ­ობა.
კვლე­ვა­ში თე­ორი­ულ ჩარ­ჩოდ მოხ­მო­ბი­ლია დე­ნი­ელ ჰა­ლი­ნი­სა და პა­ოლო მან­ჩნი­სე­ული პო­ლა­რი­ზე­ბულ-პლუ­რა­ლის­ტუ­რი მე­დი­ამ­ოდ­ელი. 

 

და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აშშ-სა და თურ­ქეთს შო­რის და მი­სი გავ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ზე

სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სექ­ცი­აში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად და­სა­ხელ­და ბე­ქა ირ­ომ­აშ­ვი­ლი და ანა აბ­რა­მი­ძე თე­მით: „და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აშშ-სა და თურ­ქეთს შო­რის და მი­სი გავ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ზე“.
მოხ­სე­ნე­ბის შე­სა­ვალ ნა­წილ­ში მი­მო­ხი­ლუ­ლია ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და თურ­ქეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ძაბ­ვის წი­ნა­პი­რო­ბე­ბი და ნათ­ქვა­მია, რომ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბამ პიკს მი­აღ­წია 2016 წელს, რო­ცა აშშ-მ თურ­ქეთს ფეთ­ჰი­ულა გი­ულ­ენ­ის გა­და­ცე­მა­ზე უარი გა­ნუცხა­და. თურ­ქეთ­მა იმ­ავე წელს ამ­ერ­იკ­ელი პას­ტო­რი ენ­დრიუ ბენ­სო­ნი სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ალ­ებ­ის მცდე­ლო­ბა­სა და გი­ულ­ენ­თან კავ­შირ­ში და­ად­ან­აშა­ულა. ამ­ას მოჰ­ყვა ამ­ერ­იკ­ული სან­ქცი­ები, რომ­ლის შე­დე­გა­დაც თურ­ქუ­ლი ლი­რა ის­ტო­რი­ულ ნიშ­ნუ­ლამ­დე გა­უფ­ას­ურ­და. თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა „ეკ­ონ­ომ­იკ­ური ომ­ის“ სა­პა­სუ­ხოდ ახ­ალი პარ­ტნი­ორ­ებ­ის მო­ძი­ება და ახ­ალი ბაზ­რე­ბის გახ­სნა დააანონსა. ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჩიხ­ში შე­ვი­და მა­შინ, რო­ცა სი­რი­აში მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბი გა­და­იკ­ვე­თა — ვა­შინ­გტო­ნი მხარს უჭ­ერს სი­რი­ის ქურ­თულ დაჯ­გუ­ფე­ბებს, რომ­ლე­ბიც ან­კა­რას მი­ერ ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად მიჩ­ნე­ულ ქურ­თის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტი­ას ეხ­მა­რე­ბი­ან. კი­დევ ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა, რო­მელ­მაც აშშ-თურ­ქეთს შო­რის კრი­ზი­სის გაღ­რმა­ვე­ბას შე­უწ­ყო ხე­ლი, თურ­ქე­თის მი­ერ რუ­სე­თის­გან ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვის სის­ტე­მა ს-400-ის შე­ძე­ნა იყო.
ნაშ­რომ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ორი ქვეყ­ნის ხის­ტი პო­ზი­ცი­ები მოქ­მე­დებს სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ქვე­ყა­ნა­ზე, რომ­ლის­თვი­საც აშშ მთა­ვა­რი სტრა­ტე­გი­ული, ხო­ლო თურ­ქე­თი — ეკ­ონ­ომ­იკ­ური პარ­ტნი­ორი და, ას­ევე, ერ­თა­დერ­თი მე­ზო­ბე­ლია, რო­მელ­თა­ნაც სტა­ბი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და დე­მარ­კი­რე­ბუ­ლი საზღვა­რი აქ­ვს. კვლე­ვის მი­ზა­ნი იყო, გა­ნე­ხი­ლათ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და თურ­ქეთს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბის გა­მომ­წვე­ვი მთა­ვა­რი მი­ზე­ზე­ბი; დად­გე­ნი­ლი­ყო — თუ რა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ზე და რა­ში გა­მო­იხ­ატ­ება ეს გავ­ლე­ნა.
მომ­ხსე­ნე­ბელ­თა აზ­რით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხის მი­მართ მზარ­დი ინ­ტე­რე­სი რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. პირ­ველ რიგ­ში, სა­უბ­არია სა­ქარ­თვე­ლოს ორ მნიშ­ვნე­ლო­ვან პარ­ტნი­ორ­ზე, რომ­ლებ­ზეც მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლია ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ური თუ პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა. მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბი კი, ზე­მოხ­სე­ნე­ბულ სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­შია. აქ­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია თურ­ქე­თის, რო­გორც მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნი­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარ­ტნი­ორ­ის, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბით. ამ­ას­თა­ნა­ვე თურ­ქე­თი ერ­თა­დერ­თი ნა­ტოს წევ­რი ქვე­ყა­ნაა სა­ქარ­თვე­ლოს მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­იდ­ან, თუმ­ცა თურ­ქე­თის მი­ერ სი­რი­აში წა­მოწ­ყე­ბულ­მა ოპ­ერ­აცი­ამ წარ­მოქ­მნა კითხვე­ბი ნა­ტო­ში მის სტა­ტუს­თან მი­მარ­თე­ბით.
ნაშ­რომ­ში კვლე­ვის­თვის გა­მო­იყ­ენ­ეს თვი­სებ­რი­ვი მე­თო­დი, ემ­პი­რი­ული მე­თო­დი — დაკ­ვირ­ვე­ბა (ირ­იბი და გა­შუ­ალ­ებ­ული). ამ მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით პა­სუ­ხი გა­ეც­ემა ნაშ­რო­მის მთა­ვარ კითხვას, რო­მე­ლიც შე­ეხ­ება აშშ-თურ­ქე­თის და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გავ­ლე­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ზე.

 

მოს­კო­ვი­სა და თბი­ლი­სის ჩრდი­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნე­ბი აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­ურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე 1985-1991 წლებ­ში და მი­სი გავ­ლე­ნა ქარ­თულ-აფხა­ზურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე

რაც შე­ეხ­ება მე­ოთხე სექ­ცი­ას, აქ ორ­მა მოხ­სე­ნე­ბამ: „თუ­შე­თის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ები მთის კა­ნო­ნის ამ­ოქ­მე­დე­ბის კვალ­დაკ­ვალ“ (ბა­ჩო ხუ­როშ­ვი­ლი და ელე­ონ­ორა ჭა­ნია) და „მოს­კო­ვი­სა და თბი­ლი­სის ჩრდი­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნე­ბი აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­ურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე 1985-1991 წლებ­ში და მი­სი გავ­ლე­ნა ქარ­თულ-აფხა­ზურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე“ (ნი­კა მუ­ყა­საშ­ვი­ლი და და­ჩი ჩი­ტაია) გა­იმ­არ­ჯვა.
და­ჩი ჩი­ტაიასა და ნი­კა მუ­ყა­საშ­ვი­ლის მოხ­სე­ნე­ბა­ში — „მოს­კო­ვი­სა და თბი­ლი­სის ჩრდი­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნე­ბი აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­ურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე 1985-1991 წლებ­ში და მი­სი გავ­ლე­ნა ქარ­თულ-აფხა­ზურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე“ — ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­და დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, მი­მარ­თუ­ლია ევ­რო­პა­ცენ­ტრის­ტუ­ლი თუ გლო­ბა­ლუ­რი სა­კითხე­ბის წინ წა­მო­წე­ვა­ზე, რაც, სა­ბო­ლო­ოდ, ერ­ოვ­ნულ სა­კითხებს უკ­ანა ფონ­ზე სწევს. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მა, რო­მე­ლიც მეც­ნი­ერ­ულ­ად მი­კარ­გულ სა­კითხს წარ­მო­ად­გენს, სა­ჭი­რო­ებს გა­ნახ­ლე­ბას, დის­კურ­სე­ბის გა­და­აზ­რე­ბა­სა და პა­სუ­ხე­ბის მი­ღე­ბას. 
ნაშ­რომ­ში ნათ­ქვა­მია: „გორ­ბა­ჩო­ვის „პე­რეს­ტრო­იკ­ის“ დაწ­ყე­ბი­დან საბ­ჭო­თა სივ­რცე­ში არ­სე­ბუ­ლი მა­სობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ება, რო­მე­ლიც დათ­ბო­ბის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში შე­დი­ოდა და­სავ­ლეთ­თან და უჩ­ნდე­ბო­და კულ­ტუ­რუ­ლი რო­მან­ტიზ­მის ნიშ­ნე­ბი, ეტ­რფო­და დე­მოკ­რა­ტი­ას. ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი, და­მო­უკ­იდ­ებ­ელი აფხა­ზე­თი კი მკვეთ­რად გა­ნიც­დი­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ცენ­ტრის­ტუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­დე­გებს, რი­სი მი­ზა­ნიც აფხა­ზე­თის სა­ქარ­თვე­ლოს­გან ჩა­მო­შო­რე­ბა გახ­ლდათ. მათ შო­რის, სა­ინ­ტე­რე­სოა არ­სე­ბუ­ლი თე­მის სა­მი კუთხით გაშ­ლა. პირ­ვე­ლი გა­ნათ­ლე­ბაა, რად­გა­ნაც გა­ნათ­ლე­ბა აყ­ალ­იბ­ებს ინ­დი­ვი­დის პო­ლი­ტი­კურ, სო­ცი­ალ­ურ და კულ­ტუ­რულ ორი­ენ­ტა­ცი­ებს. სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი მეტ­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო რუ­სულ ცენ­ტრზე, რად­გან აქ ას­წავ­ლიდ­ნენ ის­ეთი პრო­ფე­სო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც, ძი­რი­თა­დად, მოს­კო­ვის ინ­ტე­რე­სებს ატ­არ­ებ­დნენ, მათ შო­რის, ალ­ექ­სან­დრ დუ­გი­ნი და სხვა მრა­ვალ­ნი. მე­ორე თე­მა შე­ეხ­ება აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­ური რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტს, რო­გორც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს, სა­დაც თე­ორი­ულ­ად უნ­და მომ­ხდა­რი­ყო ხალ­ხის ხმის წარ­დგე­ნა იმ სივ­რცე­ში, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ ეთ­ნი­კუ­რად აფხა­ზებს, არ­ამ­ედ ქარ­თვე­ლებ­საც აერ­თი­ან­ებ­და და ინ­ტერ­კულ­ტუ­რულ სივ­რცეს წარ­მო­ად­გენ­და, სა­დაც ავ­ტო­ნო­მი­ური რეს­პუბ­ლი­კის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბი გა­მო­დი­ოდა ხოლ­მე. მე­სა­მე სა­კითხი კი ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებს შე­ეხ­ება, რომ­ლე­ბიც იყ­ვნენ თავ­დაც­ვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, პრო­კუ­რა­ტუ­რის სტრუქ­ტუ­რე­ბი, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც ხდე­ბო­და ცენ­ზუ­რის დაც­ვა, კონ­ტრო­ლის მო­პო­ვე­ბა წეს­რიგ­ზე და სა­ზო­გა­დო­ებ­ის ფი­ზი­კუ­რი მარ­თვა“. 
კვლე­ვა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია კონ­ტენტ ან­ალ­იზი და სიღ­რმი­სე­ული ინ­ტერ­ვიუები კონ­კრე­ტუ­ლად იმ პი­რე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც უშუ­ალ­ოდ ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ აფხა­ზეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში, რაც მკვლევ­რებს პრობ­ლე­მის ობი­ექ­ტუ­რად აღ­ქმა­ში და­ეხ­მა­რა.

მა­სა­ლა მომ­ზა­დე­ბუ­ლია თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის
სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­აზე დაყ­რდნო­ბით

თარიღი: 24/02/2020