საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუ­დენ­ტუ­რი სო­ცი­ოლ­ოგი­ური კვლე­ვა - დის­ტან­ცი­ური სწავ­ლის ავ-კარ­გი თსუ-ის მა­გა­ლით­ზე და სა­კა­რან­ტი­ნე ცხოვ­რე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა

სტა­ტია ეძ­ღვნე­ბა თსუ-ის სო­ცი­ოლ­ოგ სტუ­დენ­ტს მაგ­და რუ­ხა­ძეს

 

2019 წლის დე­კემ­ბერ­ში თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­მა სო­ცი­ოლ­ოგი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტი მაგ­და რუ­ხა­ძე სო­ცი­ოლ­ოგი­ური ნაშ­რო­მე­ბი­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის გა­მო სა­უკ­ეთ­ესო მეც­ნი­ერ სტუ­დენ­ტად და­ას­ახ­ელა. მი­სი კვლე­ვა — „ად­რე­ული ქორ­წი­ნე­ბა, რო­გორც ბა­რი­ერი ახ­ალ­გაზ­რდე­ბის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კა­რი­ერ­ული წინ­სვლის­თვის“ — ქ. რომ­ში გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­აზე იყო წარ­დგე­ნი­ლი. ამ კვლე­ვას­თან ერ­თად მაგ­და რუ­ხა­ძის მე­ორე ნაშ­რო­მიც — „ქარ­თვე­ლი ახ­ალ­გაზ­რდე­ბის მი­ერ სხე­ულ­ის ხა­ტის აღ­ქმა“ — ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან რე­ფე­რი­რე­ბად ჟურ­ნა­ლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა. სწო­რედ მა­შინ გა­იც­ნო სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ებ­ამ მაგ­და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მთა­ვა­რი ფე­ის­ბუქ­გვერ­დის სა­შუ­ალ­ებ­ით.

მას შემ­დეგ, რაც მსოფ­ლიო და, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ის გა­მო ცხოვ­რე­ბის ახ­ალ დღის წეს­რიგ­ზე გა­და­ვი­და და სა­ზო­გა­დო­ებ­ის დი­დი ნა­წი­ლი, ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ში­შის გა­მო, სახ­ლში ჩა­იკ­ეტა, სო­ცი­ოლ­ოგი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენ­ტს გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის“ სა­ხე­ლით და­ვუ­კავ­შირ­დი. ჩე­მი თხოვ­ნა იყო — მაგ­დას პა­ტა­რა სო­ცი­ალ­ოგი­ური კვლე­ვა ჩა­ეტ­არ­ებ­ინა იმ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა აქ­ტი­ვო­ბე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი თსუ-ის სტუ­დენ­ტე­ბი სა­კა­რან­ტი­ნე პი­რო­ბებ­ში? რო­გორ ჩა­ერ­თვნენ ის­ინი დის­ტან­ცი­ური სწავ­ლის პრო­ცეს­ში? რას აკ­ეთ­ებ­ენ სახ­ლში და რა უჭ­ირთ, რო­გორ ერ­თო­ბი­ან? მაგ­და რუ­ხა­ძემ თხოვ­ნა უშ­ურ­ვე­ლად შეგ­ვის­რუ­ლა და გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა მის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კითხვის შე­დე­გე­ბი.

„სა­კა­რან­ტი­ნე პი­რო­ბე­ბის სტუ­დენ­ტებ­ზე ზე­გავ­ლე­ნის და­სად­გე­ნად შე­ვად­გი­ნე კვლე­ვის ინ­სტრუ­მენ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის 50 სტუ­დენ­ტთან ჩა­ვა­ტა­რე ონ­ლა­ინ გა­მო­კითხვა. კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ცხად­ყოფს, რომ სტუ­დენ­ტე­ბი გა­ნიც­დი­ან ინ­ტე­რაქ­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას, თუმ­ცა, ამ­ის მი­უხ­ედ­ავ­ად, მათ გა­მო­უჩ­ნდათ ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო და შე­უძ­ლი­ათ ეს დრო ნა­ყო­ფი­ერ­ად გა­მო­იყ­ენ­ონ სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. სტუ­დენ­ტე­ბის უმ­ეტ­ეს­ობ­ის­თვის ელ­ექ­ტრო­ნულ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვლა არ აღ­მოჩ­ნდა ძა­ლი­ან რთუ­ლი, თუმ­ცა ეს მათ­თვის სი­ახ­ლეს წარ­მო­ად­გენ­და. მა­თი­ვე თქმით, თა­ვი­დან გა­უჭ­ირ­დათ სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ის­იც უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ, გარ­კვე­ულ­წი­ლად, პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენ­და პროგ­რა­მის არ­ას­ათ­ან­ადო ფუნ­ქცი­ონ­ირ­ება (გა­დატ­ვირ­თვა), რის გა­მოც ხარ­ვე­ზე­ბი არ­ის სა­ლექ­ციო მა­სა­ლის აღ­ქმის მხრივ. ამ­ის გა­მო, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი თვლის, რომ აუდ­იტ­ორი­ებ­ში ლექ­ცი­ებ­ის ან სე­მი­ნა­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ბევ­რად ეფ­ექ­ტი­ანი იყო. სტუ­დენ­ტე­ბი სას­წავ­ლო მა­სა­ლებს ონ­ლა­ინ ლექ­ცი­ებ­ის, ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი­სა და სა­ლექ­ციო მა­სა­ლე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ის სა­შუ­ალ­ებ­ით იღ­ებ­ენ. ძი­რი­თა­დად სარ­გებ­ლო­ბენ შემ­დე­გი პლატ­ფორ­მე­ბით: LMS, E-learning და Zoom. რეს­პონ­დენ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ლექ­ტო­რე­ბი სა­ლექ­ცო კვი­რე­ბის მი­ხედ­ვით პრაქ­ტი­კულ და­ვა­ლე­ბებს დრო­ულ­ად აგ­ზავ­ნი­ან, ძი­რი­თა­დად, LMS-ის სა­შუ­ალ­ებ­ით; დის­კუ­სია შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ტარ­დე­ბა Zoom-ის სა­შუ­ალ­ებ­ით, ხო­ლო რე­კო­მენ­და­ცი­ებს აქ­ტი­ურ­ად გას­ცე­მენ სო­ცი­ალ­ური ქსე­ლე­ბი­სა და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ონ­ლა­ინ ფოს­ტის სა­შუ­ალ­ებ­ით. სტუ­დენ­ტე­ბი თვლი­ან, რომ ონ­ლა­ინ ლექ­ცი­ებ­ზე ბევ­რად ნაკ­ლე­ბი დრო ეხ­არ­ჯე­ბათ, რად­გა­ნაც არ უწ­ევთ გა­და­ად­გი­ლე­ბა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ლე­ბე­ბით; ამ­ას­თან, Zoom-ში შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი დროა გან­საზღვრუ­ლი ვი­დეო შეხ­ვედ­რის­თვის. სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, მეტ­ნაკ­ლე­ბად, მი­სა­ღე­ბია ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა, მი­თუ­მე­ტეს, მსოფ­ლი­ოში არ­სე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო, თუმ­ცა უპ­ირ­ატ­ეს­ობ­ას პი­რის­პირ კო­მუ­ნი­კა­ცი­ასა და სააუდიტორიო მე­ცა­დი­ნე­ობ­ებს ან­იჭ­ებ­ენ. სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გარ­და, სტუ­დენ­ტე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან სხვა­დას­ხვა ჰო­ბით, ამ­ას­თან ტექ­ნო­ლო­გი­ებს მე­გობ­რებ­თან თუ ახ­ლობ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის იყ­ენ­ებ­ენ. ის­ინი, ძი­რი­თა­დად, კითხუ­ლო­ბენ სხვა­დას­ხვა ლი­ტე­რა­ტუ­რას (მხატ­ვრუ­ლი, პრო­ფე­სი­ული და ა.შ.), უყ­ურ­ებ­ენ ფილ­მებს, ცდი­ლო­ბენ შე­ის­წავ­ლონ ენ­ები სა­იტ­ებ­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, ზო­გი­ერ­თმა შეძ­ლო დრო და­ეთ­მო კუ­ლი­ნა­რი­ის­თვის, რა­საც აქ­ამ­დე ვერ ახ­ერ­ხებ­და. ას­ევე, სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წი­ლი ცდი­ლობს და­კავ­დეს ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბით“, — ას­ეთი გახ­ლავთ სო­ცი­ოლ­ოგი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტის მაგ­და რუ­ხა­ძის მი­ერ მო­წო­დე­ბუ­ლი მცი­რე­დი სო­ცი­ოლ­ოგი­ური კვლე­ვის შე­დე­გად გა­მო­ტა­ნი­ლი დას­კვნე­ბი.

პი­რა­დად მაგ­დას სხვა­დას­ხვა უცხო­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის მი­ერ მი­წო­დე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ სას­წავ­ლო კურ­სე­ბი არა­ერ­თხელ გა­უვ­ლია, მაგ­რამ ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის აქ­ტი­ურ­ად გა­მო­ყე­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქ­ამ­დე არ ჰქონ­და. „ყვე­ლაფ­რის მი­უხ­ედ­ავ­ად, ად­ვი­ლად შე­ვე­გუე არ­სე­ბულ სი­ტუ­აცი­ას. ის­ევე, რო­გორც ჩემს მე­გობ­რებს, მეც მქონ­და გარ­კვე­ული პრო­ლე­მე­ბი Zoom-ის ტექ­ნი­კურ შე­ფერ­ხე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, დრო დას­ჭირ­და ბა­ზე­ბის გა­მარ­თვა­საც, მაგ­რამ ვთვლი, რომ ფა­კულ­ტე­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რებ­მა შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მაქ­სი­მა­ლუ­რად მოგ­ვა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ობ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით“, — ამ­ბობს მაგ­და.

წარ­მა­ტე­ბა მო­იტ­ანა ნდო­ბამ და სრუ­ლი­ად მინ­დო­ბამ მის­თვის საყ­ვა­რე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი­სად­მი. ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მაგ­და არ მა­ლავს და აღ­ნიშ­ნავს, რომ სო­ცი­ოლ­ოგი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე ჩა­რიცხვამ მა­ღალ­კვა­ლი­ფი­ცი­ურ პრო­ფე­სი­ონ­ალ­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა. „მათ­გან შე­ვი­ძი­ნე გა­მოც­დი­ლე­ბა და ცოდ­ნა სო­ცი­ოლ­ოგი­ის, სო­ცი­ალ­ური თე­ორი­ებ­ის, მეც­ნი­ერ­ებ­ის, კვლე­ვის, ეთ­იკ­ის, თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებ­ის შე­სა­ხებ. მო­მე­ცა წვდო­მა სხვა­დას­ხვა სა­მეც­ნი­ერო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე. ამ­ას­თან, გა­მო­ვი­მუ­შა­ვე და გა­ვი­უმ­ჯო­ბე­სე პრაქ­ტი­კუ­ლი, ან­ალ­იტ­იკ­ური, სა­ჯა­რო გა­მოს­ვლის უნ­არ­ები“, — აცხა­დებს 2019 წლის სა­უკ­ეთ­ესო მეც­ნი­ერ­ად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი.

 

სხვა უნ­არი — ფე­რე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აღ­ქმა

ის, რომ ნი­ჭი­ერი ად­ამი­ან­ის ყო­ვე­ლი საქ­ცი­ელი გა­დამ­დე­ბია, ამ მო­ტი­ვით ვირ­ჩევთ მაგ­დას და გვინ­და, რომ სხვა სტუ­დენ­ტებ­მაც გა­მო­ავ­ლი­ნონ და­ფა­რუ­ლი თუ მათ­თვის­ვე ხი­ლუ­ლი ნი­ჭი — ამ­ის და­ნახ­ვა კი ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ობაა, რად­გან ყვე­ლა ად­ამი­ანს სჭირ­დე­ბა „აღ­მო­ჩე­ნა“, პი­როვ­ნუ­ლი სევ­დის თუ სი­ხა­რუ­ლის თა­ნა­ზი­არ­ება, წარ­მა­ტე­ბის­თვის ჯილ­დო, თუნ­დაც ეს სიტყვით იყ­ოს გა­მო­ხა­ტუ­ლი. ნათ­ქვა­მია, „წარ­მა­ტე­ბაც ის­ეთ­ივე ტვირ­თია, რო­გორც ხორ­ციო“, რად­გან ად­ამი­ან­თა მოდ­გმას ჰყავს ზო­გიც უნ­იჭო და შუ­რით აღ­სავ­სე „ცხოვ­რე­ბის მო­ნე­ბი“, რაც არ უნ­და უსი­ამ­ოვ­ნო იყ­ოს ეს რე­ალ­ობა, რა­საც ვერ შეც­ვლი... ამ­იტ­ომ­აც, წარ­მა­ტე­ბის გზა­ზე ვი­ღაც გე­ღო­ბე­ბა, გა­ვიწ­რო­ებს, გმა­ლავს და შენც ზი­ან­დე­ბი... სწო­რედ „სხვა­თა და სხვა­თა“ მსგავ­სი მიდ­გო­მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კამ­პა­ნი­ის მომ­ხრე ვარ, მით უფ­რო ახ­ალ­გაზ­რდე­ბის მი­სა­მარ­თით, რომ­ლე­ბიც ახ­ლა იწყე­ბენ ბრძო­ლას თვით­დამ­კვიდ­რე­ბის­თვის რე­ალ­ურ, არც თუ ისე უეკ­ლო სამ­ყა­რო­ში... გვინ­და, გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის“ ეგ­იდ­ით შე­ვე­ხი­დოთ მათ — არ იგ­რძნონ ცხოვ­რე­ბის თან­მდე­ვი იმ­ედ­გაც­რუ­ებ­ები... ეს მო­ნო­ლო­გი მო­იტ­ანა მაგ­დას სხვა კუთხით აღ­მო­ჩე­ნამ, გარ­და იმ­ისა, რომ მას­ზე, რო­გორც წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენ­ტზე, უკ­ვე ვი­სა­უბ­რეთ... კი­დევ რა ინ­ტე­რე­სე­ბი აქ­ვს? რას მის­დევს? — ამ კითხვებ­მა გაგ­ვიყ­ვა­ნა მხატ­ვარ­ზე, მე­ლო­მან­ზე, მო­წეს­რი­გე­ბულ ახ­ალ­გაზ­რდა­ზე, რო­მე­ლიც თურ­მე თა­ვი­სი ხე­ლით სამ­კა­ულ­ებ­საც აკ­ეთ­ებს.

ხატ­ვა 5 წლი­დან და­იწყო. და­დი­ოდა ხატ­ვის წრე­ზე — „ელ­ენე ახ­ვლე­დი­ან­ის სა­ხე­ლო­ბის სამ­ხატ­ვრო გა­ლე­რე­აში“. მო­ნა­წი­ლე­ობა აქ­ვს მი­ღე­ბუ­ლი უამ­რავ სა­ერ­თა­შო­რი­სო თუ ად­გი­ლობ­რივ გა­მო­ფე­ნა­ში. „ბავ­შვო­ბი­დან ფე­რე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აღ­ქმა მქონ­და, ვეც­ნო­ბო­დი სხვა­დას­ხვა ენ­ციკ­ლო­პე­დი­ებს ხე­ლოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ. ხატ­ვა და ფე­რე­ბი ყო­ველ­თვის მაძ­ლევ­და ჩე­მი გან­წყო­ბის გად­მო­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ჩე­მი ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­რო გან­სა­კუთ­რე­ბით იმ­პრე­სი­ონ­ის­ტე­ბი და რე­ნე­სან­სის პე­რი­ოდ­ის მხატ­ვრო­ბაა, რო­მელ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბი იტ­ალი­ის, საფ­რან­გე­თის, ეს­პა­ნე­თის და ამ­სტერ­და­მის მუ­ზე­უმ­ებ­ში მაქ­ვს ნა­ნა­ხი. გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს პორ­ტრე­ტე­ბის, ნა­ტურ­მორ­ტე­ბი­სა და პე­იზ­აჟ­ებ­ის ხატ­ვა. შევ­ქმე­ნი სა­კუ­თა­რი არტ-გვერ­დი (https://www.instagram.com/art-of-magda/), სა­დაც ჩემს უკ­ან­ას­კნელ ნა­მუ­შევ­რებს ვა­თავ­სებ. მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებ შეკ­ვე­თე­ბის მი­ღე­ბა­საც“, — გვწერს მაგ­და გა­ზე­თის ეგ­იდ­ით გაგ­ზავ­ნილ კითხვა­რებ­ში.

სიმ­ღე­რის გა­მოც­დი­ლე­ბამ (მხო­ლოდ სა­გუნ­დო კლა­სი­კურ და ხალ­ხურ ნა­წარ­მო­ებ­ებს ას­რუ­ლებ­და) კარგ მუ­სი­კა­ლურ მსმე­ნე­ლა­დაც ჩა­მო­აყ­ალ­იბა. 2019 წლი­დან აგ­რო­ვებს მუ­სი­კა­ლურ ალ­ბო­მებ­საც. სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი აქ­ვს ბრო­შე­ბის „სა­მოთხის ჩი­ტე­ბის“ ხა­ზი. „მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებ ჩე­მი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­ყიდ­ვას, მას შემ­დეგ, რაც ჩე­მი არტ-გვერ­დი უფ­რო გა­ფარ­თოვ­დე­ბა“, — გვწერს მაგ­და და დის­ტან­ცი­ურ დი­ალ­ოგ­ში იმ­ას­აც ამ­ბობს, რომ კი­დევ უფ­რო მე­ტი იდე­ებ­ის რე­ალ­იზ­ება სურს.

კონ­ტაქ­ტი შედ­გა. უდ­იდ­ესი სი­ამ­ოვ­ნე­ბის გან­ცდე­ბი აღ­ძრა ფა­კულ­ტეტ­ზე წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენ­ტად აღი­არ­ებ­ული მაგ­და რუ­ხა­ძის პი­როვ­ნე­ბა­ში სხვა ნი­ჭის ამ­ოტ­ივ­ტი­ვე­ბა­მაც და მი­ხა­რია, რომ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა შეძ­ლო ამ ად­ამი­ან­ის­თვის ცხოვ­რე­ბის სი­კე­თე, წარ­მა­ტე­ბის ხიბ­ლი და მად­ლო­ბის მად­ლი ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. ცხოვ­რე­ბის რთულ გზა­ზე მაგ­დას­თვის ეს, ალ­ბათ, უკ­ან მო­სა­ხე­დი კარ­გი მა­გა­ლი­თი და წინ და­დე­ბუ­ლი კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბაა.

ავ­ტო­რი: ნი­ნო კა­კუ­ლია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მაგდა რუხაძის ნახატები

თარიღი: 10/04/2020